From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-19.08.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 19.08.2016 09:51
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 19.08.2016

ტელევიზია 

1 8.08.2016

არხი:          бѓ”бѓ бѓ—бѓЎбѓЈбѓљбѓќбѓ•бѓњбѓ”бѓ‘бѓђ

გადაცემა: სიახლენი22:00

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე ჯანდაცვის სამინისტროში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმრთა. პირველადი შედეგების მიხედვით 5 აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დარღვევები დაფიქსირდა 30 შემთხვევაში. ასევე ახალი რეგულაიით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებებიუს შედეგად დადგა 13 ფარმაცეპტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი და დაიხურა 17 ავტორიზებული აფთიაქი. ასევე აღნიშნულ პროგრამაში ჩართულნი არიან შშს-ს კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3846620

კავკასია 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3846522

იბერია 19:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3846464

რუსთავი2-15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3845511

იმედი 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3845299

бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3845287

 

---

ინტერნეტი

19.08.2016   

მედიასაშუალება:  http://www.info9.ge/sazogadoeba/153401-thalakvadze-eqimebs-thqven-is-gmirebi-kharth-romlebic-mshvidobis-drosac-ibrdzvith-sicockhlis-gadasarchenad.html?lang=ka-GE

თალაკვაძე ექიმებს: თქვენ ის გმირები ხართ, რომლებიც მშვიდობის დროსაც იბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად

ქართული ოცნების“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, C ჰეპატიტის პროგრამასა და ექიმებისა და ექთნების ინტერესების დაცვაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი სამედიცინო მომსახურების პროცესში ექთნების როლზე გააკეთა. „თქვენ ის გმირები ხართ, რომლებიც მშვიდობის დროსაც იბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომაც, ჩემთვის თქვენი პროფესია ძალიან ძვირფასია. დღეს თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, - მიმართა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედიკოსებს. მან საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ჩადებული ყოველი ლარი, მომავალში ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს. თალაკვაძის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეფექტური ჯანდაცვის სისტემა ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის აუცილებელ პირობად დაასახელა. „ამიტომ, თქვენ ემსახურებით არამხოლოდ პაციენტებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას და მომავალს“, - აღნიშნა თალაკვაძემ შეხვედრაზე.

---

18.08.2016   

მედიასაშუალება:  http://news.ge/ge/news/story/190972-monitoringis-shedegad-13-farmatsevtis-profesiuli-pasukhismgeblobis-sakitkhi-dadga

მონიტორინგის შედეგად, 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

5 აგვისტოდან დღემდე, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად 30 დარღვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილია შემდეგი სახის დარღვევები: ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 13 ფაქტი; აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი; მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი და აფთიაქის მხრიდან უნებრათვო საქმიანობის განხორციელების- 1 ფაქტი. ახალი რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე პერიოდში 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა ფუნქციონირება შეაჩერა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები კონტროლის ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ.

ეს თემა გაშუქდა:

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/show_news.php?id=75384&lang=geo

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/153360-monitoringis-shedegad-fsiqotropuli-medikamentis-ureceptod-gacemis-13-faqti-gamoavlines.html?lang=ka-GE

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=19114

მედიანიუსი- http://medianews.ge/ge/monitoringisshedegad13farmatsevtisprofesiulipasukhismgeblobissakitkhidadga/10004

ჯიეიჩენი- http://ghn.ge/com/news/view/157846

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93-13-%E1%83%A4%E1%83%90/

ინტერპრესნიუსი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/393029-monitoringis-shedegad-13-farmacevtis-profesiuli-pasukhismgeblobis-sakithkhi-dadga.html?ar=A

---

18.08.2016   

მედიასაშუალება:  http://www.info9.ge/sazogadoeba/153356-aversi-infeqciuri-saavadmyofos-thanamshromlebs-pasukhobs.html?lang=ka-GE

„ავერსი “ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს პასუხობს

კომპანია „ავერსი“ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების საპროტესტო აქციას წერილობით პასუხობს. „ავერსის“ განმარტებით, მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კომპანიის განცხადებას „ინფო 9“ უცვლელად გთავაზობთ: „ინფექციური საავადმყოფოს მიერ 16 და 17 აგვისტოს ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებული განცხადება თითქოს „ავერსი“ არ აძლევს რემონტის გაკეთების და აპარატურის განთავსების საშუალებას, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყაზბეგის გამზ. N16 არსებული უძრავი ქონება (მიწა და შენობები ) „ავერსმა“ შეიძინა 2009 წლის 25 დეკემბერს ღია აუქციონზე . იქ არსებულ ორ სახელმწიფო კლინიკას, ინფექციურ საავადმყოფოს და სეფსისის ცენტრს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ 2011 წლის 25 დეკემბრამდე, მაგრამ მათი გადაყვანა დღემდე ვერ მოხერხდა . 2014 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით და სეფსისის ცენტრის კოლექტივის თანხმობით მოხდა სეფსისის ცენტრის პრივატიზება „ავერსის“ მიერ. ამის შემდეგ „ავერსი“ ახორციელებს 14 მილიონი ლარის ინვესტიციას სეფსისის ცენტრში და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნება აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა მსოფლიო დონის ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით. სწორედ ეს გახდა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელების შეშფოთების და გაღიზიანების მიზეზი, რომ სეფსისის ცენტრი გაუწევს მათ კონკურენციას და ვეღარ განაცხადებენ, რომ ერთადერთი და შეუცვლელები არიან ქვეყანაში. ინფექციურ საავადმყოფოს, ჯანდაცვის სამინისტროს და „ ავერსს “ შორის იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის პირველ იანვარს. ახალ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა „ავერსისგან“ დამოუკიდებელი მიზეზით მხოლოდ 2016 წლის 16 აგვისტოს, ხელმოწერიდან ერთ საათში მათ მოაწყვეს აქცია, თითქოს „ავერსი“ არ აძლევს რემონტის უფლებას. „ავერსი“ ამ უფლებას ვერ მისცემდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა . აღსანიშნავია, რომ პაციენტებისა და ექიმების ინტერესიდან გამომდინარე, „ავერსი“ 5 წელია მოთმინებით ელოდება მისი კუთვნილი ტერიტორიის დაცლას და არც რაიმე სახის რემონტის წინააღმდეგია, ხოლო აპარატურის განთავსებასთან „ავერსს“ საერთოდ კავშირი არ აქვს . ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა ინფექციური საავადმყოფოს 16 და17 აგვისტოს გამართული აქცია. „ავერსი“ ემიჯნება ნებისმიერ დაპირისპირებას , აქციას და გაფიცვას . მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა არის დესტრუქციული და მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას ემსახურება, შეიცავს რა შანტაჟის ელემენტებს. ჩვენი აზრით ალტერნატივა დიალოგს და საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას არ აქვს , როგორც აღვნიშნეთ 2 დღეა გაფორმდა ხელშეკრულება, შესაბამისად ყველა საკითხის განსახილველად და გადასაწყვეტად გვაქვს სამართლებრივი შესაძლებლობა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ინფექციური საავადმყოფოსა და შიდსის ცენტრის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ, კომპანია „ავერსი“ შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოებისა და აპარატურით აღჭურვის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს .

---

18.08.2016

მედიასაშუალება:  http://ick.ge/rubrics/economics/30068-i.html

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირებს დანამატები ავტომატურ რეჟიმში დაენიშნებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრებ პირებს სახელმწიფო პენსიაზე და სოციალურ პაკეტზე გათვალისწინებული 20%-ანი დანამატები გამარტივებული წესით დაენიშნებათ. მთავრობის დადგენილების თანახმად, დღეიდან დანამატების დანიშვნა მოხდება ავტომატურად - სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ წარმოებულ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის მონაცემების მიხედვით. ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს დანამატების დანიშვნის, გაცემის, შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე. დანამატის დანიშვნა და გაცემა განხორციელდება რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამასთან, პირს სრულად აუნაზღაურდება კუთვნილი დანამატი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ მისთვის სტატუსის მინიჭების (ან აღდგენის) მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. შეგახსენებთ, რომ დღემდე არსებული წესის მიხედვით, დანამატის დანიშვნის მაძიებელი პირი ვალდებული იყო განცხადებით მიემართა სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული ორგანოსთვის და წარედგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, სააგენტო კი გადაწყვეტილებას 10 კალენდარული დღის ვადაში იღებდა

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

19.08.2016     

მედიასაშუალება: ახალი თაობა

"არ შეიძლება, ერთი ისეთი კლინიკა , თურქეთში რომ არის , თბილისშიც გვქონდეს?"

- არ შეიძლება ერთი ისეთი კლინიკა, თურქეთში რომ არის , თბილისშიც გვქონდეს? - ამ კითხვას სვამს მომღერალი ქრისტინე იმედაძე და ქართველი ექიმების ტრენინგებს ითხოვს. ქრისტინე იმედაძე: - არ შეიძლება , ერთი ისეთი კლინიკა, თურქეთში რომ არის თბილისშიც გვქონდეს?! ამხელა თანხა ჯდება ჯერ მარტო გადაფრენა! მერე მკურნალობა!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3847022&name=19.08.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---

 

19.08.2016     

მედიასაშუალება: ახალი თაობა

 

კახებერ ცისკარიძე ძმის გადასარჩენად ფულს აგროვებს

მომღერალი და მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ძმის, ვაჟა ცისკარიძის გადასარჩენად ფულს აგროვებს. კახაბერ ცისკარიძე: ჩემო მეგობრებო, ახლობლებო ნათესავებო და უბრალოდ ნაცნობებო, გთხოვთ დახმარებას ჩემი ძმის, ვაჟა ცისკარიძის სასწრაფო ოპერაციისთვის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3846959&name=19.08.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.08.2016     

მედიასაშუალება:ჯორჯია თუდეი

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია

4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული უნდა იყოს“,-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ისაუბრა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს.ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს .

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3846895&name=19.08.2016+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

---

19.08.2016     

მედიასაშუალება:  მესინჯერი

ფსიქოტროპული აფთიაქების მონიტორინგის შედეგად, 13 ფარმაცევტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპულ აფთიაქებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი შედეგები გამოაქვეყნა. მედიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის დავით მაჭარაშვილის განცხადებით საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 30 დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 13 ფაქტი, აღურიცხავი ფსიქოტროპული მედიკამენტების არსებობის 5 ფაქტი, მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის 11 ფაქტი და აფთიაქის მხრიდან უნებრათვო საქმიანობის განხორციელების - 1 ფაქტი. ამავე პერიოდში, 17-მა ავტორიზებულმა აფთიაქმა ფუნქციონირება შეაჩერა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24 საათიანი მონიტორინგი ხორციელდება და რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები კონტროლის ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3846749&name=19.08.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

საქრთველოს რესპუბლიკა- http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3846731&name=19.08.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

ვერსია- http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3846715&name=19.08.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

18.08.2016     

მედიასაშუალება: აჭარა პ.ს.

რატომ დაიხურა ლეონიდ ჩერნოვეცკი მიერ გახსნილი ბავშვთა პანსიონი ?!

ქობულეთში მცხოვრები, კიევის ყოფილი მერის - ლეონიდ ჩერნოვეცკის, მის მიერ ქობულეთში დაფუძნებული, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის დახურვა. შესაბამისი შინაარსის ინფორმაციას ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს , რომ ბავშვების ბედზე პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს ეკისრება. ლეონიდ ჩეროვეცკი: “ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა… საქართველოს პარლამენტმა ივნისში კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ყველა არალიცენზირებული საქველმოქმედო დაწესებულების ფუქციონირება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. შესაბამისად, პანსიონის დახურვა მოგვიხდა. ეს კანონი პარლამენტმა საზოგადოებისგან მალულად მიიღო. ეს გაკეთდა ჩუმად, ყველანაირი განხილვის გარეშე და რაც მთავარია, შეჭირვებული ბავშვების საწინააღმდეგოდ , რითაც მათ პრაქტიკულად ნორმალური მომავლის შესაძლებლობა წაართვა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამის გამო აღშფოთებული ვარ! ყოველდღიურად , ჩვენს ქალაქებში მიუსაფარ, წყალობის მთხოვნელ, მშიერსა და დასვრილ ბავშვებს ვხედავთ, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ იმისთვის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ . საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აღმაშფოთებელ ციფრებს ითვლის – დღეს, ათი ათასი ქართველი ბავშვი შიმშილობს. ისინი სკოლაში არ დადიან , თბილ სახლში ცხოვრებისა და ნორმალური ტანსაცმლის ჩაცმის საშუალება არ აქვთ და აი , ასეთ საშინელ რეალობაში, მათი მომავლის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს! ამ შემთხვევაში ვერანაირ რეფორმებზე ვერ ვისაუბრებთ – ეს რეფორმა არ არის , ის არ მუშაობს, რადგან ჩვენი ბავშვები ქუჩაში შიმშილობენ!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3846021&name=18.08.2016+-+%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90+%E1%83%9E.%E1%83%A1.&p=1&lang=Ge

---