From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-19.12.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 19.12.2016 09:14
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 19.12.2016

ტელევიზია 

18.12.2016

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 14:00

 58 წლის бѓ›бѓђбѓ§бѓ•бѓђбѓљбѓђ ილაშვილი გადაადგილებას бѓ•бѓ”бѓ  бѓђбѓ®бѓ”бѓ бѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ. бѓЎбѓќбѓ¤. ჭანდარში მცხოვრები ქალბატონი ოპერაციის бѓ’бѓђбѓ™бѓ”бѓ—бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ ითხოვს რომელიც 6 200 ლარი бѓЇбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. бѓђбѓ› თანხის გადახდის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓ”бѓ‘бѓђ კი бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЎ бѓђбѓ  აქვს. бѓ›бѓђбѓЎ бѓђбѓ бѓЄ ჯანდაცვის სამინისტრომ აღმოუჩინა бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ бѓЈбѓ¬бѓ§бѓ”бѓ‘бѓђ ოპერაციის დაფინანსებაზე бѓЈбѓђбѓ бѓЎ бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ. დახმარების бѓђбѓ¦бѓ›бѓќбѓ©бѓ”бѓњбѓђбѓЎ ადგილობრივი ხელისუფლება პირდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4151818

---  

 

18.12.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნეს კონტაქტი 12:30

რა ვაკანსიებზე ამბობენ უმუშევრები უარს და რა პროფესიებია ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი, რომელი კომპანიები ითვლებიან დღეს მსხვილ დამსაქმებლებად და რატომ არ კარგავენ ისინი დროს კვალიფიციური კადრების საქართველოში მოძიებისთვის? - ჯანდაცვის სამინისტრომ კვლევის საფუძველზე ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიები გამოავლინა. ყველზე მოთხოვნადი პროფესია ავტომობილის დიაგნოსიტკაა. ჩამონათვალში შემდეგ მოდის ავტომობილის ზეინკალი და ავტომობილის შემკეთებელი. ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებს შორის პირველ ადგილს „ჯორჯიან მანგანეზი“, მეორეს „ენერგო-პრო ჯორჯია“, მესამეს „საქართველოს რკინიგზა“, ხოლო მეოთხე და მეხუთე პოზიციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და „თბისლერვის ჯგუფი’ ინაწილებენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4151494

---

 

18.12.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნეს კონტაქტი 12:30

  გადაცემის სტუმრები არიან განათლებისა бѓ“бѓђ მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე бѓЇбѓ”бѓЇбѓ”бѓљбѓђбѓ•бѓђ бѓ“бѓђ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის წარმომადგენელი მარიამ ბაზერაშვილი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4151495

---

 

17.12.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 21:00

  ქარხანა, რომლის დაფინანსებასაც საპარტნიორო ფონდი бѓђбѓ¦бѓђбѓ  აპირებს, მილიარდერი ბიზნესმენის, ალექსანდრე მაშკევიჩის, პროექტია, რომლისთვისაც бѓ’бѓђбѓЎбѓЈбѓљ бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ 10 მილიონამდე დოლარი გამოიყო. მომავალი წლის ბიუჯეტშიც კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას დაფინანსება გათვალისწინებულია. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის, განცხადებით, ჰუმანითი საქართველოში бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђбѓЎ бѓђбѓ©бѓ”бѓ бѓ”бѓ‘бѓЎ, бѓЎбѓ”бѓЎбѓ®бѓђбѓ“ მიცემულ 10 მილიონს კი საგანელიძე დარწმუნებულია, бѓ бѓќбѓ› მაშკევიჩი бѓЈбѓ™бѓђбѓњ бѓ“бѓђбѓђбѓ‘бѓ бѓЈбѓњбѓ”бѓ‘бѓЎ. 2 წლის წინ ქართულ бѓ¤бѓђбѓ бѓ›бѓђбѓЄбѓ”бѓ•бѓўбѓЈбѓљ бѓ‘бѓђбѓ–бѓђбѓ бѓ–бѓ” მაშკევიჩის бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ©бѓ”бѓњбѓђбѓЎ ხელისუფლება აღფრთოვანებული бѓЁбѓ”бѓ®бѓ•бѓ“бѓђ. მისი საქართველოში бѓЁбѓ”бѓ›бѓќбѓЎбѓ•бѓљбѓђ დადებითად бѓЁбѓ”бѓђбѓ¤бѓђбѓЎбѓђ ბიძინა ივანიშვილმაც. წამლების ფასის бѓ“бѓђбѓ¬бѓ”бѓ•бѓђ რამდენიმე бѓђбѓ—бѓ”бѓЈбѓљ მედიკამენტზე бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓђ, რომელიც ჰუმანითი ჯორჯიას ინდოეთიდან бѓ“бѓђ ჩინეთიდან შემოჰქონდა. бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ, ჯანდაცვის ექსპერტები бѓђбѓ› წამლების ხარისხზეც бѓЎбѓђбѓ™бѓ›бѓђбѓќбѓ“ бѓ‘бѓ”бѓ•бѓ  კითხვას бѓЎбѓ•бѓђбѓ›бѓ“бѓњбѓ”бѓњ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4151186

---

 

17.12.2016

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 18:00

6 თვის ნიკა ელიაძეს სასწრაფოდ სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ჩვილს ექიმებმა ონკოლოგიური დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახს მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4150999

---

 

17.12.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნესკურიერი

  გვიან, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђбѓ› დაინახა, бѓ бѓќбѓ› бѓ•бѓ”бѓ  бѓЈбѓ›бѓ™бѓљбѓђбѓ•бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის бѓ®бѓђбѓ бѓЇбѓ”бѓ‘бѓЎ бѓ“бѓђ მომავალი წლიდან ბენეფიციარების დიდ бѓЇбѓ’бѓЈбѓ¤бѓЎ, მინიმუმ бѓњбѓђбѓ®бѓ”бѓ•бѓђбѓ  მილიონ ადამიანს, ვისაც бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ აქვს бѓ“бѓђ бѓђбѓ›бѓђбѓЎ бѓ“бѓђбѓ”бѓ›бѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓђ კიდევ ისინი, ვისაც ჩათვლიან, бѓ бѓќбѓ› საკმარისი შემოსავალი აქვს, бѓ бѓќбѓ› თვითონ თავის ჯიბიდან დააფინანსოს бѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ, პროგრამიდან ამოირიცხება. бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ, бѓ®бѓђбѓ бѓЇбѓ”бѓ‘бѓЎ მაინც бѓ•бѓ”бѓ  ამცირებს бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђ бѓ“бѓђ იგივე бѓ бѓ©бѓ”бѓ‘бѓђ. მიზეზი бѓђбѓ бѓђбѓЎбѓђбѓ—бѓђбѓњбѓђбѓ“бѓќ бѓ“бѓђбѓ’бѓ”бѓ’бѓ›бѓ•бѓђ бѓ“бѓђ მენეჯმენტია. საპარტნიორო ფონდის бѓЈбѓђбѓ®бѓљбѓќбѓ”бѓЎ გეგმებში ახალი ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობის დაფინანსება бѓђбѓ¦бѓђбѓ  შედის. ქარხნის бѓ›бѓЁбѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓђбѓЎ ხელისუფლება წლის დასაწყისში მოსახლეობისთვის იაფი მედიკამენტების бѓ¬бѓ§бѓђбѓ бѓќбѓ“ бѓђбѓђбѓњбѓќбѓњбѓЎбѓ”бѓ‘бѓ“бѓђ бѓ“бѓђ бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ“бѓђ, бѓ бѓќбѓ› ჰუმანითი ჯორჯიას бѓЁбѓ”бѓ›бѓќбѓЎбѓ•бѓљбѓђ საქართველოს бѓ¤бѓђбѓ бѓ›бѓђбѓЄбѓ”бѓ•бѓўбѓЈбѓљ бѓ‘бѓђбѓ–бѓђбѓ бѓ–бѓ” გადატრიალებას бѓ›бѓќбѓђбѓ®бѓ“бѓ”бѓњбѓ“бѓђ бѓ“бѓђ საპარტნიორო ფონდი გამოდიოდა მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანითი ჯორჯიას პარტნიორად бѓ“бѓђ бѓђбѓ®бѓљбѓђбѓ“ бѓ“бѓђбѓ¤бѓЈбѓ«бѓњбѓ”бѓ‘бѓЈбѓљ კომპანიას 30 მილიონის бѓЎбѓђбѓЎбѓ”бѓЎбѓ®бѓќ бѓ®бѓ”бѓљбѓЁбѓ”бѓ™бѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓђ бѓ’бѓђбѓЈбѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓђ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4150176

---

 

17.12.2016

არხი: რუსთავი 2  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: ბიზნესკურიერი 

 бѓЁбѓђбѓ•ი ოთხშაბათი. бѓ бѓќбѓ“бѓ”бѓЎбѓђбѓЄ ლარი, бѓ“бѓќбѓљбѓђбѓ бѓ—бѓђбѓњ бѓђбѓ бѓњбѓђбѓ®бѓЈбѓљ 2,53 -бѓ–бѓ” ავიდა бѓЎбѓ®бѓ•бѓђ არაფერი იყო бѓ—бѓЈ бѓђбѓ бѓђ პანიკა, бѓ бѓђбѓЎбѓђбѓЄ ექსპერტთა ნაწილიც бѓ“бѓђбѓ”бѓ—бѓђбѓњбѓ®бѓ›бѓђ. бѓќбѓ¦бѓќбѓњбѓ“ დათქმით, бѓ бѓќбѓ› პანიკა бѓ—бѓђбѓ•бѓђбѓ“ бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђбѓ› бѓ“бѓђ ლარიზაციის გეგმის бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ› გამოიწვია. ლარი бѓ’бѓђбѓЈбѓ¤бѓђбѓЎбѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ бѓ’бѓђбѓњбѓђбѓ’бѓ«бѓќбѓ‘бѓЎ. бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” ხშირი მოხმარების წამლების ფასი (бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ბლოკი)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4150172

---

 

17.12.2016

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 11:00

რიგგარეშე სესიის ფარგლებში კანონმდებლები ჯანდაცვის ბიუჯეტის 40 მლნ ლარით ზრდის საკითხსაც განიხილავენ. თანხების დამატება სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სჭირდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4150169

---

 

16.12.2016

არხი: I არხი         

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: ეკონომეტრი 

"ექსპო ჯორჯია" რიგით მეათე დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაზე 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელია წარმოდგენილი. კომპანიები სამსახურის მაძიებლებს სხვადასხვა სახის ვაკანსიებს სთავაზობენ, მათ შორის - საბანკო საქმიანობა, ფარმაცევტული, სამედიცინო და სადაზღვევო. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 1200-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის არიან პირები, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდა ან ახალი პროფესია აითვისა. წელს ამ პროგრამებით 2000 ადამიანი მომზადდა,მათ შორის 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149001      

I არხი - მოამბე 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4148033

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4148902

კავკასია - დღეს 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149671

ერთსულოვნება - სიახლენი 19:00

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149645

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149927

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 11:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4148542

---

 

16.12.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  რეალური სივრცე 22:00

 2 წლის წინ бѓђбѓ›бѓђбѓ•бѓ” бѓ—бѓ”бѓ›бѓђбѓ–бѓ” იყო მომზადებული бѓ—бѓ”бѓ›бѓђ, რომლის დაწყებისაც бѓЎбѓђбѓ™бѓ›бѓђбѓќбѓ“ გრძელი სია ჩამოითვალა, бѓ”бѓЎ იმ ქალების სახელები იყო, რომლებიც ოჯახში бѓ«бѓђбѓљбѓђбѓ“бѓќбѓ‘бѓђбѓЎ შეეწირნენ, бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ бѓ›бѓђбѓ— კიდევ 14 бѓ“бѓђбѓ”бѓ›бѓђбѓўбѓђ, бѓ‘бѓќбѓљбѓќ бѓ›бѓ™бѓ•бѓљбѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђ 9 бѓ“бѓ”бѓ™бѓ”бѓ›бѓ‘бѓ”бѓ бѓЎ კახეთში бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓђ, ყოფილმა ქმარმა бѓђбѓ®бѓђбѓљбѓ’бѓђбѓ–бѓ бѓ“бѓђ ქალი სანადირო თოფით бѓ›бѓќбѓ™бѓљбѓђ, 10 бѓ“бѓ”бѓ™бѓ”бѓ›бѓ‘бѓ”бѓ бѓЎ კი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია бѓ“бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ“бѓђ, бѓ бѓђбѓўбѓќбѓ› бѓ•бѓ”бѓ  бѓђбѓ®бѓ”бѓ бѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ სახელწიფო бѓђбѓ бѓђбѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ სექტორი бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ–бѓќбѓ’бѓђбѓ“бѓќбѓ”бѓ‘бѓђ ქალთა მიმართ ძალადობის бѓЁбѓ”бѓ©бѓ”бѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ бѓЎбѓ¬бѓќбѓ бѓ”бѓ“ бѓ”бѓЎ არის გადაცემის მთავარი бѓ—бѓ”бѓ›бѓђ. გადაცემის სტუმარია бѓ—бѓђбѓ›бѓђбѓ  ბარკალაია

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149910

---

 

16.12.2016

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, უმცირესობას ამ წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კიდევ ერთხელ გააცნო. წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინსიტროს ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით ეზრდება.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149790  

---

 

16.12.2016

არხი:           I არხი          

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

 бѓ™бѓђбѓЎбѓћбѓ˜бѓЎ რაიონში მცხოვრები ოჯახი бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ ითხოვს. бѓЎбѓќбѓ¤бѓ”бѓљ ხვითის ბინადრები ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილი. შვიდსულიანმა бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓ›бѓђ საცხოვრებელი სახლი бѓњбѓђбѓ—бѓ”бѓЎбѓђбѓ•бѓ—бѓђбѓњ მიმდინარე ქონებრივი დავის бѓ’бѓђбѓ›бѓќ бѓ“бѓђбѓ™бѓђбѓ бѓ’бѓђ.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149782

---

 

16.12.2016

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ლარის გაუფასურების პარალელურად, ბოლო რამდენიმე თვეა, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ახალი ოფიციალური მონაცემებით, ნოემბერში საშუალო ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი კიდევ 2 ლარით და 20 თეთრით გაძვირდა და 270 ლარს და 70 თეთრს მიაღწია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4149779

---

 

16.12.2016

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   იმედის დილა

პატარა მარიამ ახოიშვილს დახმარება სჭირდება, მათ მედიკოსებმა მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია და გულის თანდაყოლილი მანკი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი დაუდგინეს. გერმანიაში მკურნალობისთვის მას ესაჭიროება საკმაოდ დიდი თანხა, რაც მის ოჯახს არ გააჩნია.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4148247

---

 

16.12.2016

არხი:           I არხი          

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 12:00

გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის. ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებაა. ამირან გამყრელიძის თქმით, 100 ათას მოქალაქეზე დაავადების 254 შემთხვევა ფიქსირდება, რაც საგანგაშო მონაცემი არ არის. მისი განცხადებით, ჯანდაცვის უწყება ზამთარს მომზადებული ხვდება, არსებობს ანტივირუსული პრეპარატების საჭირო მარაგი და სამედიცინო დაწესებულებებიც გამართულად მუშაობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4148041

ტელეკომპანია აჭარა ახალი ამბები 15:00-

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4148728

---

 

 

 

ინტერნეტი

18.12.2016      

მედიასაშუალება: http://kvira.ge/300805

არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე – სასწრაფო დახმარების ბრიგადები ყველა გამოძახებაზე გასვლას ვერ ახერხებენ, სამედიცინო დაწესებულებებში კი ადგილები არ არის

გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დედაქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე მისვლას აგვიანებენ. პაციენტთა უჩვეულო სიმრავლეზე საუბრობენ დედაქალაქის სამედიცინო დაწესებულებებშიც. თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ, რომ გამოძახებების რიცხვი გაზრდილია. როგორც “კვირას“ სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, თითო ბრიგადას დღე-ღამეში 25-დან 35-მდე გამოძახებაზე გასვლა უწევს. სასწრაფო დახმარების ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას. როგორ ცენტრში განმარტავენ, სად უნდა მივიდეს პირველ რიგში ბრიგადა, პრიორიტეტი ენიჭება ფორსმაჟორულ სიტუაციებს. კერძოდ, ისეთ შემთხვევებს როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,უგონო მდგომარეობა, ავარიები და ა.შ. იმას თუ რომელ მისამართზე უნდა გავიდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა პირველ რიგში, 112 პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად ადგენს. დედაქალაქში არსებულ ბავშვთა სამედიცინო ცენტრების ნაწილს პაციენტების სიმრავლის გამო ადგილები არ ჰყოფნის. როგორც “კვირას“ გივი ჟვანიას სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ყველა ადგილი დაკავებულია და დამატებით პაციენტების მოთავსება ვერ ხერხდება. კლინიკებში აცხადებენ, რომ მათთან მოთავსებულ ბავშვების უმეტესობას გრიპის თანმდევი სიმპტომები აღენიშნება. გრიპის ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არის. შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით, 100 ათას მოქალაქეზე დაავადების 254 შემთხვევა ფიქსირდება, რაც საგანგაშო მონაცემი არ არის. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი. ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე. ახლა, საბედნიეროდ, გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში. გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ხელის ხშირ დაბანვასა და აცრების ჩატარებას ურჩევს.

---

 

18.12.2016      

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=45636&cat_id=6

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია": Humanity Georgia-ს შემოსვლას წამლების ფასებზე დიდი გავლენა არ ჰქონია

2015 წლის სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლება დაანონსა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბაზარზე Humanity Georgia გამოჩნდა. საპარტნიორო ფონდმა ფარმაცევტული კომპანია Humanity Georgia-ს 30 მლიონი აშშ დოლარი გამოუყო. საპარტნიორო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ Humanity Georgia-სთვის დაფინანსების გამოყოფაში აქტიურად ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდა. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე Humanity Georgia-ს როლზე "ბიზნესკონტრაქტთან" ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი საუბრობს. -ბატონო ირაკლი, გაგვიანალიზეთ დღეს მდგომარეობით Humanity Georgia-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლამ რა ეფექტი მოიტანა? -კომპანია Humanity Georgia, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე ანონსირებული იყო არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. წინასწარი შეფასება ასეთი იყო, რომ ნებისმიერი კონკურენციის გაზრდა ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება, თუმცა, კონკურენცია აბსოლუტურად მიუკერძოებელი უნდა იყოს, ყველა მოთამაშე ერთნაირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, სამოქმედო არეალი ერთნაირად ქონდეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავიდან კომპანია Humanity Georgia რომ შემოვიდა რამდენიმე ასეული მედიკამენტით დარეგისტრირდა საქართველოში. ეს არის ჯენერიკული პრეპარატები, რომელთა ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები ინდოეთი და ჩინეთია, თუმცა, აქ განმასხვავებელია სხვადასხვა დონის საერთაშორისო სერეთიფიკატები. ბაზარზე შემოვიდა Humanity Georgia, საკმაოდ აქტიური საპრომოციო-სამარკეტინგო პოლიტიკა წარმართა. თუ ჩვენ მედიკამენტების ფასებსა და გავლენაზე ვისაუბრებთ, არ მინდა მედიკამენტების ხარისხზე ან პრომოციაზე გავაკეთო კომენტარი, რადგან ეს მათი და ჯანდაცვის სამინისტროს საქმეა, რადგან დარეგისტრირებულია და კითხვას აღარ სვამს. კომპანიის შემოსვლას ფასებზე დიდი გავლენა არ ქონია და ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ერთ კომპანიას არ შეუძლია წარმოადგინოს იმ სპექტრის პრეპარატები იმ რაოდენობით, რომ მთელ ბაზარზე იქონიოს გავლენა. საქართველოში 14 000-მდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტია დარეგისტრირებული. თუნდაც 300-400 მედიკამენტის შემოტანა ბაზარზე ბუნებრივია, რომ ყველა მათგანს ვერ ჩაანაცვლებს და ყველა იმ ჯგუფს ვერ მოიცავს, რომ გლობალურად დიდი გავლენა იქონიოს. ჩვენ ხომ არა მხოლოდ ფასზე, არამედ შედეგზე ვსაუბრობთ. მე ხარისხს არ ვაკრიტიკებ. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე ნებისმიერი მედიკამენტის გამოჩენა მისი გამოჩენიდან არა პირველივე დღეს ფასდება, არამედ შემდეგ, როდესდაც იგი უკვე მოქმედებას იწყებს და ეფექტი აქვს. ჩემი მოსაზრებით, აღნიშნული კომპანიის ბაზარზე შემოსვლას მედიკამენტების ფასებზე დიდი გავლენა არ ქონია. -ფიქრობთ თუ არა, რომ პარლამენტის დამოკიდებულება, რომ მან გამჭვირვალობა მოითხოვოს საპარტნიორო ფონდის მხრიდან გაცემული 30 მილიონი ლარის, ლოგიკურია, რადგან თქვენ აღნიშნეთ, რომ ბაზარზე ყველა მოთამაშე თანაბარ პირობებში უნდა იყოს? -ბუნებრივია, რომ მე პოლიტიკური კუთხით შეფასებას ვერ გავაკეთებ. სუფთა მოქალაქეობრივი და იმ ადამიანის კუთხით შემიძლია კომენტარი გავაკეთო, რომელიც 20 წელია ფარმაცევტულ სეგმენტშია. საქართველოს პარლამენტი ალბათ ვალდებულიც არის, რომ ნებისმიერი ქმედება იცოდეს ეს იქნება Humanity Georgia თუ ნებისმიერი სხვა, რომელშიც სახელმწიფო ინვესტიცია ჩაიდო ჯანდაცვის სფეროს განვითარებისთვის და ეს არა მხოლოდ პარლამენტმა, არამედ ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს ამ სფეროში რა და როგორ ხდება, ვინაიდან მოლოდინი და განცხადებები გრძელდება. თუ მოლოდინი არის იმისი, რომ რამე ქმედება და ინვესტიცია საქართველოს გადასახადის გადამხდელთა გაუმჯობესებას მოიტანს, ალბათ ყველა პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს სად მიდის და როგორ ხდება, რადგან მოლოდინი ვადების ჩარჩოებში უნდა იყოს, უსასრულო ხომ ვერ იქნება. როდესაც Humanity Georgia-ს შემოსვლა იყო ანონსირებული, საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობით, ადგილობრივ მწარმოებლაბსაც ქონდათ კითხვები და იყო დასმული კითხვა, თუ რატომ ხდება გარკვეული კომპანიის დახმარება. თანაიმვესტირება ეს დახმარების ერთ-ერთი ფორმაა და ალბათ ლოგიკურია ჩვენ ეს ყველაფერი ამ კუთხითაც ვიცოდეთ. ჩვენც გვყავს ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ. -ამ დრომდე თქვენთვისაც გაუგებარია რატომ მოხდა ამ კომპანიისთვის დახმარების გაწევა, საერთაშორისო გამჭვირვალობამ დასკვნა დადო, სადაც წერდა, რომ ბაზრის ახალი მოთამაშე თავისი არსით საკმაოდ გამოუცდელი კომპანია იყო და შესაბამისად კომპეტენციის შეფასება ძალიან რთული იქნებოდა? -სრულიად გეთანხმებით, მე მაშინ დასკვნას გავეცანი. მე კომპანიას ხარისხობრივი კუთხით ვერ შევაფასებ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ საპარტნიორო ფონდში საკმაოდ გამოცდილი ადამიანები ოპერირებენ და ალბათ იყო გარკვეული საბაბი იყო იმის, რომ ახლად შექმნილ კომპანიას ასე დახმარებოდნენ. თავი დავანებოთ პრეისტორიას, ჩვენ რეალობა გვაქვს ასეთი, რომ 2016 წელი დასრულდა და გვინდა, ვიცოდეთ რეალურად სად ვართ. თქვენს გადაცემაშივე ნათქვამი იყო სხვა ბიზნეს თემებზე, რომ ნებისმიერი ინვესტიცია და თუნდაც ჩარევა ასეთი ძლიერი დადებითი კუთხითაც, უნდა ვიცოდეთ რა პერიოდში რას მოგვიტანს. ნებისმიერი გაურკვევლობა კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც არ უნდა იყოს, რომ ინვესტიციები არ შეფერხდეს.

---

 

18.12.2016      

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/62537/

„არაკეთილსაიმედო“ სასმელი წყალი აჭარის სკოლებში

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს აღებული სინჯების ანალიზის შედეგად, სასმელი წყალი აჭარის სამ სკოლაში დაბინძურებულია. გასული წლის შემოწმებამ კი აჭარის შვიდ საჯარო სკოლაში გამოავლინა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი. სახალხო დამცველისავე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 45 საჯარო სკოლაში აღებული სინჯები არ შეესაბამება ნორმას. ეს „სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს“. დაბინძურებული წყალი გამოვლინდა ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარის პირველ საჯარო სკოლაში, დაბა ქედის საჯარო სკოლასა და სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლაში. „ბათუმელები“ აღნიშნულ სკოლებს დაუკავშირდა. ქაქუთის სკოლის დირექტორის მანანა ჩხაიძის თქმით, წყლის ნიმუში სოფლის საერთო წყალსაცავიდან აიღეს. სკოლა ამ წყალს სასმელად არ იყენებს. „ჩვენ პატარა აუზი გვაქვს, სადაც წყაროს წყალი შემოდის. სოფლის წყალს კი გათბობის სისტემაში და სველ წერტილებში ვიყენებთ. აუზიდან წყლის სინჯი არ აუღიათ“, – გვეუბნება ის. დირექტორი დასძენს, რომ ბავშვების უმეტესობა სასმელ წყალს ყიდულობს. დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე ამბობს, რომ ლაბორატორიის კვლევის შედეგები მისთვის უცნობია: „მე არ ვიცი როდის აიღეს სინჯი. არ ვიცი ამის შესახებ, თუმცა სკოლაშიც იგივე წყალია, რითაც დაბაში სარგებლობენ. თუ დაბინძურებული აღმოჩნდა, მაშინ გამოსავალი ფილტრის დაყენებაა“. სასმელი წყლის დაბინძურების შემთხვევები გამოვლინდა აჭარის ხუთ საჯარო სკოლაში 2015 წელსაც. ესენია: შუახევის სკოლა-პანსიონის კვების ბლოკი, ნენიის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფელ ცეცხლაურის პირველი საჯარო სკოლა, სოფელ ახალშენის პირველი საჯარო სკოლა და სოფელ ლეღვას #2 საჯარო სკოლა. შეიცვალა თუ არა სკოლებში ვითარება, დაბინძურებული წყლის გამოვლენის შემდეგ? ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის შუშანა კონცელიძის თქმით, სკოლა იმ სასმელი წყლით სარგებლობს, რითაც სოფელი: „ცალკე არ გვაქვს გამოყვანილი წყალი, ფილტრის შეძენას ვაპირებ და თუ ესეც არ გაამართლებს, მაშინ სხვა წყლის შემოყვანაზე უნდა ვიზრუნო“. ფილტრის დაყენებიდან წყალი ხელახლა ერთი კვირის შემდეგ უნდა შემოწმდეს. ცეცხლაურის სკოლის დირექტორი ლილი აბაშიძე ამბობს, რომ ინფორმაცია გამგეობას მიაწოდეს და წყლის სათავე ნაგებობაში ფილტრები დააყენეს, თუმცა შემდეგ ახალი სინჯები არ აუღიათ: „მე ვთხოვ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ხელმეორედ აიღონ სინჯები“. ახალშენის სკოლის დირექტორის რევაზ გორაძის თქმით, სინჯების აღების შემდეგ წყლის სათავე ნაგებობები შეიცვალა და „როგორც მეუბნებიან, ყველაფერი რიგზეა“. დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში წყლის სისტემა ახალია. როგორც ლეღვას სკოლის დირექტორი, მანანა მახარაძე ამბობს, სკოლაში სოფლის წყალია შეყვანილი, რომელსაც დეზინფექცია უტარდება: „ახალი ავზი ჩამოასხა სოფელმა, ახალი წყალსადენი გაკეთდა და ის წყალი შემოდის სკოლაში. სინჯი შეცვლამდე აიღეს თუ შემდეგ – ვერ გეტყვით“. დირექტორი ბავშვებს მაინც ნაყიდი წყლის გამოყენებას ურჩევს.

---

 

18.12.2016      

მედიასაშუალება: http://batumelebi.netgazeti.ge/news/62523/

ასამდე ადამიანი ბათუმის ღამის თავშესაფრებში

ბათუმში მდებარე ღამის თავშესაფრებში ზამთრის დადგომასთან ერთად უსახლკაროთა რაოდენობამ იმატა. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ღამის გასათევი არსად აქვს და რომ არა ღამის თავშესაფარი, ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა. ბათუმში ამჟამად ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ერთს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ხოლო მეორეს საქველმოქმედო ორგანიზაცია – „საქართველოს კარიტასი“. ამ თავშესაფრებში მისულ ადამიანებს ცხელი ვახშამი, საწოლი და საუზმე გარანტირებული აქვთ. საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ დაარსებული ღამის თავშესაფარი ბათუმში 2003 წლიდან ფუნქციონირებს და მეტაქსას ქუჩის #10ა-ში მდებარეობს. ღამის თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ამჟამად მათთან დაახლოებით 28 ადამიანი ათევს ღამეს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი – 70 წელს მიტანებული.„ჩვენთან ზოგი ერთი თვე რჩება, ზოგი – სამ თვეს. უკვე რამდენიმე წელია ჩვენთან მუდმივად მოდის 10-მდე ადამიანი, დანარჩენები კი იცვლებიან. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბინის ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, არიან პენსიონერებიც და ახალგაზრდებიც. დღის მანძილზე ეს ადამიანები ძირითადად ქუჩაში არიან და საღამოს მოდიან ჩვენთან. ზოგიერთი ახალგაზრდა მშენებლობაზე მუშაობს, ზოგს პენსია აქვს, ზოგი, რა დასამალია და მოწყალებას ითხოვს,“ – ამბობს თამაზ მღებრიშვილი. მისი თქმით, წელს ღამის გათევის მსურველთა რაოდენობა არც ზაფხულში შემცირებულა, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა: „30-32 ადამიანზე მეტი არ გყოლია ამ ხანებში. საღამოს 7-ზე ვაღებთ და დილას ვკეტავთ. საღამოს ვახშამი გვაქვს. კვება, აბანო, თეთრეული – ყველაფერია. წამალი თუ სჭირდება, ვცდილობთ ყველანაირად მივაქციოთ ადამიანს ყურადღება. ჯანდაცვის სამინისტროშიც ვიყავით, მინისტრს შევხვდით, თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს ჯანმრთელობის მხრივ, ოპერაცია სჭირდება ან მკურნალობა, უფასოდ ეხმარებიან. 20 დღის წინ ქალმა გაიკეთა ოპერაცია, რომელიც ჩვენთან ათევს ღამეს. თავშესაფარს საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ აფინანსებს, სხვა შემომწირველები არ გვყავს, მაგრამ მთავარი დახმარება მთავრობის მხრიდან ის არის, რომ შენობა გადმოგვეცა უზურფრუქტით და ქირას არ ვიხდით.“ თავშესაფარში სულ 40 ადგილია. თამაზ მღებრიშვილი ამბობს, რომ ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ადგილები არ იყო საკმარისი და საგანგებოდ შლიდნენ საწოლებს დერეფანში, თუმცა მუნიციპალური თავშესაფრის ამუშავების შემდეგ ეს პრობლემა აღარ დგას. ბათუმის მუნიციპალური ღამის თავშესაფარი ურეხში, ვარშანაძის #74-ში მდებარეობს. თავშესაფარი 2014 წელს გაიხსნა და მას ქალაქის მერია აფინანსებს. თავშესაფრის ადმინისტრირებას კი მერიის აიპი, „სოციალური სერვისების სააგენტო“ ახორციელებს. „სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ბადრი გოგიძე ამბობს, რომ თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და ახლაც მზადაა ის ადამიანები შეიფაროს ღამით, ვისაც სახლკარი არ აქვს.„ამ ბოლო დროს 40-45 ადამიანს შორის მერყეობს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ჩვენთან ათევს ღამეს. დილის 7 საათზე მოდიან, დილის ათზე უნდა დატოვონ თავშესაფარი. ვახშამი, დილას – საუზმე, პირადი ჰიგიენური ნივთები, აბაზანა, გათბობა – თავშესაფარი ყველაფრით უზრუნველყოფს მათ. დღეში 13 ლარამდე იხარჯება ერთ ადამიანზე. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ციხეში იჯდა დიდი ხნის მანძილზე, გამოვიდნენ და სახლ-კარი არ გააჩნიათ. ზოგს იპოთეკაში გაუყიდეს სახლი და დარჩნენ გარეთ. თავშესაფარს ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები აკითხავენ, თუმცა ზოგი მოჰყავს პოლიციას, მას შემდეგ რაც დაადგენენ, რომ უსახლკაროა. გარეთ არავის დავტოვებთ. გვყოლია უცხოეთის მოქალაქეებიც, რომელთაც დაკარგეს პასპორტი, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. დილის ათ საათზე თავშესაფარი იხურება საღამომდე, რჩება დაცვა და ხდება შენობის დასუფთავება, დეზინფიცირება,“ – ამბობს ბადრი გოგიძე. ორივე თავშესაფარში ამბობენ, რომ მოსახლეობა თავშესაფრებს პერიოდულად ტანსაცმლით ეხმარება, თუმცა ზამთარში ეს საკითხი უფრო აქტუალური ხდება, რადგან მიუსაფარ ადამიანებს, რომელთა ნაწილი უმეტეს დროს ქუჩაში ატარებს, თბილი ტანსაცმელი ესაჭიროებათ.

---

 

17.12.2016      

მედიასაშუალება: http://ick.ge/rubrics/humanrights/32786-i.html

ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებზე – საჯარო დებატები

ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ცოტა ხნის წინ გამოვლინდა საქართველოში, კერძოდ კი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ. გამოირკვა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები გოგონების გენიტალიების დასახიჩრებას „ნათლობას“ უწოდებენ. სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ამ თემაზე თელავში საჯარო დებატები გაიმართა.

---  

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/opinion/162283/

რის საფუძველზე გამოეთიშებიან კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამიდან კლინიკების ნაწილი ამოვარდება. ცვლილების მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრო ფრაგმენტულ მომსახურებას ასახელებს, რაც პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. რის საფუძველზე გამოეთიშებიან კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას? რა კრიტერიუმებით შეარჩევენ სამედიცინო დაწესებულებებს და როგორ განსაზღვრავენ პრიორიტეტებს? შეექმნება თუ არა კლინიკების ნაწილს დახურვის საფრთხე? – ნეტგაზეთის კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული პასუხობს. ვიცით, რომ მთავრობა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამიდან კლინიკების ნაწილის ჩახსნას აპირებს. პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილების მიზეზები განგვიმარტეთ, რატომ გახდა ეს საჭირო? 2013 წელს, როდესაც ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, პირველ ეტაპზე რეფორმის ძირითადი მიზანი იყო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება როგორც ფინანსური, ასევე გეოგრაფიული კუთხით. რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან მოჰყვა სამედიცინო სერვისის მიმწოდებლების, სამედიცინო დაწესებულებების გაფართოება. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მოდერნიზაცია განიცადა სამედიცინო დაწესებულებებმა და ა.შ. რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმიტომ, რომ სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება გამოიწვია ამ პროცესმა, მაგრამ მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესისა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ეფექტურობა. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის ძირითადი მიზანი იქნება უსაფრთხო, მაღალხარისხიანი და ასევე ხარჯთეფექტური სამედიცინო მომსახურება. ამ ამოცანის შესასრულებლად საერთაშორისოდ მიღებული ინტერვენცია არის ჯანდაცვის სერვისების შესყიდვების აქტიურ მოდელზე გადასვლა და მისი ერთ–ერთი ელემენტის – სელექციური კონტრაქტების დანერგვა. ანუ ისეთი დაწესებულებების დაკონტრაქტება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიმწოდებლებად, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს და მათთან უკვე მოლაპარაკებების საფუძველზე მოხდეს კონტრაქტების გაფორმება. ეს კონტრაქტი იქნება ძალიან მკაფიო და ტრანსპარანტული, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი ყველა ის პირობა, რასაც თითოეული მხარე უნდა აკმაყოფილებდეს. კონკრეტულად, ვინ უნდა დაადგინოს, რომელი კლინიკა დარჩება და რომელი არა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში? რა კრიტერიუმებით მოხდება სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა? პრიორიტეტებს ვინ და როგორ განსაზღვრავს? ამ მიმართულებით, თუ როგორ უნდა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, აქტიურად ვმუშაობთ და სელექციურ კონტრაქტირებას აქვს თავისი კრიტერიუმები/პრინციპები, რაც ასევე საერთაშორისოდ არის აპრობირებული და ძალიან ბევრი ქვეყანა იყენებს მსგავს კრიტერიუმებს. ამიტომ ჩვენ მოდელად გვაქვს ის პრინციპები, რაც, მაგალითად, იყო და არის დღემდე ესტონეთში მიღებული. თუ არ ვცდები, ესტონეთმა დაახლოებით 2002 წლიდან დაიწყო სელექციური კონტრაქტირება გარკვეული კრიტერიუმების გამოყენებით. ამ მოდელს აქტიურად განვიხილავთ. მათ შორის, ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა და აშშ–იც იყენებს სელექციურ კონტრაქტირებას. ასე რომ, ბევრი მაგალითი გვაქვს. ამის აპლიკაცია უნდა მოხდეს ჩვენი პირობებიდან გამომდინარე და მოხდეს ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინება. ამიტომ კრიტერიუმების ადაპტაცია მოხდება. ძირითადი პრინციპი, რომელსაც ყველა ქვეყანა იყენებს, მაგალითად, არის სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. დაწყებულია უკვე ამ კრიტერიუმების შერჩევაზე მუშაობა? როდის განხორციელდება ეს? რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცესს? ამის დაზუსტება მიდის ახლა. ბოლოსკენ მივდივართ უკვე. დაახლოებით იანვრის ბოლოს დასრულდება, იანვარ–თებერვალში, და საბოლოოდ გაზაფხულიდან ალბათ თვითონ იმპლემენტაციის პროცესზე გადავალთ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო საექსპერტო მისიებთან. მაგალითად, შემდეგი კვირიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია გვეყოლება. მათთან ერთად ჩვენ განვიხილავთ სწორედ ამ სელექციური კონტრაქტირების პრინციპებს, კრიტერიუმებს და იმპლემენტაციის ნაბიჯებს. იანვრის ბოლოს გვეყოლება მსოფლიო ბანკის მისია – მათთანაც გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები. შესაბამისად, ის რეკომენდაციები, რაც ამ ორი საექსპერტო მისიიდან დაიდება სელექციურ კონტრაქტირებასთან მიმართებაში, გათვალისწინებული იქნება ჩვენს სტრატეგიასა და მიდგომაში. საბოლოო მოდელი ჩვენ უკვე გვექნება სადღაც თებერვლის დასაწყისში. სხვადასხვა რეგიონებში მოქმედ შედარებით პატარა კლინიკებს, სელექციური კონტრაქტირების დაწყებისას, ხომ არ ემუქრებათ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენის ან საერთოდ დახურვის საფრთხე? სელექციური კონტრაქტირების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ეს. დიდ ქალაქებში, მაგალითად, თბილისსა და ქუთაისში, სადაც მრავლად არის წარმოდგენილი სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი, იქ შედარებით მარტივად შეიძლება გაკეთდეს. თუმცა ჩვენ ძალიან მკაფიო გათვლებს ვაკეთებთ, თუ რა ტიპის და მოცულობის სერვისების შესყიდვა დაგვჭირდება. ამის ანალიზი კეთდება ისე, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე არ დაირღვეს. ეს ამომავალი წერტილია. ერთ–ერთი კრიტერიუმი იქნება სამედიცინო სერვისების უწყვეტობა: დღეს ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს – ფრაგმენტული სერვისების მიწოდება სამედიცინო დაწესებულებების მიერ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ვერანაირად იქნება უსაფრთხო სამედიცინო სერვისი გარანტირებული პაციენტისთვის, თუ დაწესებულება ფრაგმენტულად აწვდის მას ამ სერვისს. კონკრეტულად, რომელი სერვისებს? მაგალითად, დაწესებულება, რომელსაც აქვს ინტენსიურ–რეამინაციული განყოფილება და მათ არ გააჩნიათ შესაბამისი კლინიკური განყოფილება. ხომ არ შეიძლება, რეამინაციული განყოფილებიდან პაციენტი პირდაპირ ქუჩაში გაწერო ან მიიღო ის პირდაპირ ინტენსიურ–რეამინაციულ განყოფილებაში? არსებობს სტანდარტი, ჯანდაცვის ინდუსტრიას აქვს თავისი ნორმები, რის შესაბამისადაც უნდა ხდებოდეს სამედიცინო სერვისების მიწოდება. ასეთი დაწესებულებები გამოიხშირება იმიტომ, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ პაციენტისთვის უსაფრთხო სამედიცინო სერვისის მიწოდებას. მეორე კრიტერიუმი არის სამედიცინო სერვისების მოცულობა: მაგალითად, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მცირე რაოდენობის ქირურგიულ ჩარევას ან ამ დაწესებულებაში გარკვეული მაღალტექნოლოგიური პროცედურები ნაკლებად კეთდება და, ვთქვათ, მეორე დაწესებულებაში კეთდება იგივე გაცილებით მეტი პროცედურები, ქირურგიული ინტერვენციები და სხვა ჩარევები. ხარისხობრივად, ის დაწესებულება, რომელიც უფრო მეტი მოცულობის სერვისს აწოდებს, იქ პოტენციურად უფრო მაღალი არის [პროგრამაში დარჩენის შანსი], ვიდრე დაწესებულება, რომელიც აკეთებს თვეში მხოლოდ ათ ქირურგიულ ჩარევას. ეს მონაცემებიც გათვალისწინებული იქნება დაწესებულებების შერჩევისას იმიტომ, რომ პირდაპირი კავშირია დაწესებულებაში რაოდენობრივ მაჩვენებელსა და ხარისხთან მიმართებაში. მთავრობის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ კლინიკების ნაწილი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში მხოლოდ ფინანსური სარგებლის მისაღებად არის ჩართული და რეალურად საქმე არ კეთდება. როგორ ადგენთ ამას? რა თქმა უნდა, არიან ასეთი კლინიკები და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. მათ უფრო მეტად ფინანსური დაინტერესება აქვთ; ფინანსურ მოგებაზე გაცილებით მეტს ფიქრობენ, ვიდრე პაციენტისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. ამიტომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების 3–4-წლიან პერიოდში საკმაოდ მოცულობითი მასალა დაგროვდა ჩვენს საინფორმაციო სისტემაში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სწორად მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმ კლინიკების, სადაც სამედიცინო მომსახურების ხარისხი, გამომდინარე გამოსავლებიდან, არის დაბალი. თითქმის ყველა კლინიკაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი – დაახლოებით 250 დაწესებულება, თუ არ ვცდები. პირველ ეტაპზე ნამდვილად არ იყო არანაირი შეზღუდვა და ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველა კლინიკა ჩაერთო პროგრამაში. ანუ ძირითადად მიწოდებაზე ორიენტირებული სისტემა ჩამოყალიბდა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩართულიყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ახლა, როდესაც სელექტიური კონტრაქტირების პრინციპს ავამუშავებთ, რა თქმა უნდა, სისტემა უკვე ჩამოყალიბდება, როგორც საჭიროებაზე და მოთხოვნაზე ორიენტირებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, უფრო ტრანსპარანტული და ღია იყოს ეს პროცესი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების საფუძველზე გაფორმდება ეს კონტრაქტები და პირობები მკაფიოდ იქნება განსაზღვრული – რა ვალდებულებები აქვთ თითოეულ მხარეს, რას უნდა აკმაყოფილებდნენ და ა.შ.

--- 

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/54792-zurab-chiaberashvili-mtavroba-aghiarebs-rom-sayoveltao-jandacvis-sistema-shesacvlelia

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მთავრობა აღიარებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შესაცვლელია

"ჯანდაცვის ბიუჯეტში ახლა შეტანლი ცვლილებები, უბრალოდ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობაა. იმიტომ რომ უზარმაზარი დავალიანებები აქვს სამინისტროს დაგროვილი საავადმყოფოების მიმართ,“- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, დროა სამინისტრომ, უარი თქვას საყოველთაობაზე და სისტემა შეცვალოს. "მკურნალობა ძვირდება, პაციენტებს და მის ოჯახებს ჯიბიდან ძალიან ბევრი ფულის გადახდა უწევთ უკვე. შესაბამისად ეს გაჭირვებულ ოჯახებს აწვებათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახლა ცეცხლის ჩაქრობა ამას ვერ უშველის და თავადაც აღიარებს მთავრობა , რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნდა შეიცვალოს და საყოველთაობაზე უარი უნდა თქვან. სხვადგვარად ისინი ასეთ ხარჯვას, როცა გაჭირვებულ ადამიანებს არაფერი ერგებათ ვერ გააჩერებენ,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთვის დამატებით 40 მილიონი ლარის დამატებას გულისხმობს.

---   

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/411176-zurab-tciaberashvili-klinikebs-sayovelthao-dazghvevith-gathvalistsinebuli-thankha-sakhelmtsifosgan-5-6-thvis-dagvianebith-erickhebath.html?ar=A

ზურაბ ჭიაბერაშვილი - კლინიკებს საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული თანხა სახელმწიფოსგან 5-6 თვის დაგვიანებით ერიცხებათ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, კლინიკებს საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული თანხა სახელმწიფოსგან 5-6 თვის დაგვიანებით ერიცხებათ. როგორც ჭიაბერაშვილმა 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით უმცირესობისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრაზე განაცხადა, კლინიკებს მაისისა და ივნისის თანხები ახლახანს ჩაერიცხათ. ”მაინტერესებს, დავალიანებები რა არის კლინიკების მიმართ? ვალდებულებები რა აქვს სახელმწიფოს? კლინიკებს ახლა ჩაერიცხათ ზოგს მაისის, ზოგს ივნისის თანხა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება 5-6 თვის დაგვიანებით. ამ თანხებზე დამოკიდებულია არა მარტო მედპერსონალის ხელფასები, არამედ მედიკამენტების შეძენა საავადმყოფოების მიერ. ასევე, ამის შედეგად ძვირდება მკურნალობაზე გადასახადი იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან დროულად ვერ იღებს თანხებს კლინიკები. შესაბამისად, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფული მკურნალობისთვის მუდმივად იზრდება და იზრდება ასეთი უყაირათო ხარჯვის გამო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით კი, ამ მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმაში ისიც იქნება განსაზღვრული, რომ გადახდის ვადები მაქსიმალურად შემცირდეს. ”ზოგადად, პროცედურა რაც არის, საავადმყოფოები თვის დასრულებიდან გარკვეული ხნის ვადაში წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, შემდეგ ხდება ამის გადამოწმება და დაახლოებით სამი თვის შემდეგ იწყება თანხების გადახდა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მომდევნო წლის რეფორმის ნაწილზე, ამ რეფორმაში ისიც იქნება გათვალისწინებული, რომ გადახდის ვადები მაქსიმალურად შემცირდეს და საავადმყოფოებიდან სისტემატურად ხდებოდეს დოკუმენტაციის წარმოადგენა და შესაბამისად, უფრო დროულად მოხდეს დოკუმენტაციის დამუშავება”, - განაცხადა კაკაურიძემ.

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=37269

ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმება

ჯანდაცვის ასოციაცია“, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტებში კლინიკების სელექციურ კონტრაქტებზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმება. ჯანდაცვის ასოციაციაში მიიჩნევენ რომ აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის გაზრდას, პაციენტების უსაფრთხოებას და სახელმწიფოს მნიშვნელოვნად დაუზოგავს არამიზნობრივ ხარჯებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ. „ჯანდაცვის ასოციაცია“ ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ადგილობრივი და მოწვეული ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით დაეხმაროს სახელმწიფოს სპეციალური კრიტერიუმებისა და ხარისხის ინდიკატორების შემუშავებაში. „ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტალური გაერთიანებაა, რომელშიც 75 კლინიკაა გაერთიანებული, რომელთა ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა ქვეყნის მთლიანი საწოლფონდის 42 % შეადგენს.

დრონი.ჯი- http://droni.ge/?m=3&AID=30842

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/165984

                     

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/411092-jandacvis-asociacia-saministros-akhal-iniciativas-miesalmeba.html

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=45570&cat_id=5

აიტივი.ჯი- http://itv.ge/?m=16&CID=44447

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.commersant.ge/index.php?m=5&news_id=45609&cat_id=5

დასაქმების ფორუმი სამუშაოს მაძიებლებისათვის

დღეს, ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონში რიგით მეათე დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი, რომლებმაც რეალური და აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს. კომპანიები სხვადასახვა სფეროდან იყვნენ და მრავალფეროვანი ვაკანსიები შესთავაზეს ფორუმში დარეგისტრირებულ პირებს - მომსახურების და საბანკო სფეროს, ფარმაცევტული, სამედიცინო და სადაზღვევო, ავეჯის ხელოსნის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის და უამრავი სხვა პროფილის მიმართულელები. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 1200-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის, არიან ის პირების, ვინც სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდა, ან ახალი პროფესია აითვისა. ამისთვის, სამუშაოს მაძიებლები ჩართულნი იყვნენ მომზადება-გადამზადების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამებში. წელს ამ პროგრამებით 2000 ადამიანი მომზადდა, მათ შორის 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა სამუშაოს მაძიებელს. ამისთვის, საჭირო იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის www.ssa.gov.ge-ს მეშვეობით სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება. თუმცა, იმ მსურველებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, ადგილზევე შეძლეს რეგისტრაციის გავლა და გასაუბრება დამსაქმებლებთან. ფორუმი იძლევა შესაძლებლობას, დასაქმების მსურველებსა და კომპანიებს შორის ფორუმის მსვლელობისას ადგილზევე მოხდეს შეთანხმება, ვინაიდან მათ პირადი გასაუბრებისას ეძლევათ შანსი აჩვენონ თავისი გამოცდილება და გამოავლინონ საკუთარი უნარ-ჩვევები. ფორუმი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ზაზა სოფრომაძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს მიმარა და დასაქმების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, სიახლეებსა და გეგმებზე შემაჯამებელი ინფორმაცია მიაწოდა დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - მარი ბეზარაშვილმა. მომზადება- გადამზადების, სტაჟირების პროგრამების და პროფესიული განათლების შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. აქვე, შედგა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ შექმნილი საინფორმაციო კლიპის პრეზენტაციაც. სოციალური მომსახურების სააგენტომ ფორუმზე, შემდგომი აქტიური თანამშრომლობისათვის, მემორანდუმი გააფორმა ორ დამსაქმებელთან: სოციალურ საწარმო „კოდალასთან" და ავეჯის მწარმოებელ კლასტერ „ხელოსანთა ქალაქთან".

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/54836-dasaqmebis-forumshi-monatsileobis-misaghebad-1200ze-meti-piri-daregistrirda

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/411209-eqspo-jorjiashi-dghes-dasaqmebis-forumi-gaimartha.html?ar=A

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=33512

საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით პროგრესი განიცადეს

„საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით პროგრესი განიცადეს" - აღნიშნული სტატია საყოველთაო ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ჟურნალ „ლანცეტში" გამოქვეყნდა. „ჯანმრთელობა ყველასთვის" - საყოველთაო ჯანდაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში წელს ამ სლოგანით აღინიშნება. ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს ქვეყნები გლობალურ დონეზე განიხილავენ და პროგრამის განვითარებაზე მსჯელობენ. სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა" განიხილა და საქართველოს მიღწევებიც შეაფასა. „ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, მაგალითად საქართველომ, რომელიც წარმატებით ჩაერთო ჯანდაცვის საყოველთაო დაფინანსების სისტემაში",- აღნიშნულია გამოცემაში. საქართველოსგან განსხვავებული შეფასებები მიიღო სხვა ქვეყნებმა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც არასათანადოდ აფინანსებს ჯანდაცვის სერვისებს, დიდი ბრიტანეთი დასახელდა. ბრიტანეთში ჯანდაცვაზე დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით დაბალია, ვიდრე გერმანიაში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და შვედეთში. სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალაქტიურ ქვეყნად ინდოეთია განხილული, რომელმაც ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება საგრძნობლად შეამცირა. „მიმდინარე წლის სექტემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. საერთაშორისო პარტნიორობის მიზანია, ძალების მობილიზაცია ჯანდაცვის სისტემების, საყოველთაო ჯანდაცვის გაძლიერებისა და ფინანსური რისკებისგან დაცვისათვის. 12-13 დეკემბერს, ჟენევაში ქვეყნები გლობალური ჯანმრთელობის სისტემის პლატფორმის დაარსების მიზნით, პარტნიორობის შესაქმნელად შეიკრიბებიან. საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, 2017 - საკვანძო წელი იქნება, რომელიც სიტყვებს საქმედ აქცევს და მოგვცემს გარანტიას, რომ მთავრობები თავიანთ გეგმებსა და დაპირებებს შეასრულებენ", - აღნიშნულია ჟურნალ „ლანცეტის" სტატიაში. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის განმარტებით, საყოვლთაო ჯანდაცვა ნიშნავს ყველა ადამიანის შესაძლებლობას, ფინანსური სირთულეების გარეშე მიიღოს მისთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისი. საყოველთაო ჯანდაცვა 2015 წელს გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დასახელდა, რომლის მიზანს, ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

---

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://tv25.ge/?page=news&news_id=24791#.WFU6WtJ97cs

ლევან გორგილაძე სავარაუდოდ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის პოსტს ჩაიბარებს

მას შემდეგ რაც აჭარის მინისტრთა კაბინეტი დაკომპექტდება,უწყებებში საკადო ცვლილებები დაიწყება. უკვე ცნობილია რომ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან გორგილაძე, რომელიც წლების განმავლობაში მისი წინამორბედის, ნუგზარ სურმანიძის მოადგილე იყო, სამინისტროში მუშაობას აღარ გააგრძელებს. ლევან გორგილაძემ დაგვიდასტურა, რომ მასთან მოლაპარაკებებს მიმდინარეობს და სავარაუდოდ იგი წლის ბოლომდე ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობაზე დაინიშება. ახალი სამსახურის მოლოდინშია ანზორ თხილაიშვილიც. უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ჩვენთან საუბარში არ ადასტურებს რომ მას აჭარის საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზეს, თუმცა აცხადებს,რომ ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და კონსულტაციების შემთხევაში დათანხმდება. თხილაიშვილი საკუთარ კანდიდატურას აჭარის გარემოს დაცვისა და ბინებრივი რესურსებსი სამმართველოს თავმჯდომარის თანამდებობაზეც მოიარზებს.

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://tv25.ge/?page=news&news_id=24793#.WFU6ndJ97cs

გრიპის სეზონი რეგიონში

გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი აქტიურ ფაზაში დეკემბრის დასაწყისიდან შედის. ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით სამედიცინო ბრიგადების ყველაზე მეტი გამოძახება ბათუმში გუშინ დაფიქსირდა. სასწრაფო სამედიცინო ეკიპაში 28 გამოძახებაზე გავიდა, თუმცა ბადრი პაქსაძის განმარტებით, რეგიონში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორის მოადგილე მოსახლეობას პოლიკლინიკებისთვის მიმართვას ურჩევს. მიუხედავად ვირუსული სეზონის გააქტიურებისა, მიმართვიანობა არ გაზრდილა სამედიცინო დაწესებულებებში. ექიმი ნიგარ ჭელიძე მოსახლეობას გრიპისგან თავდაცვისვის მეთოდებს ასწავლის. რეგიონის ყოველ 100 000 მოსახლეზე ვირუსული ინფექცია მხოლოდ 160-ს აღენიშნება - ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემები. ნინო ნიჟარაძის თქმით, მოსახლეობის მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ვირუსული ინფექციისგან თავდაცვის უმთავრეს საშუალებად ვაქცინაციას მიიჩნევენ. ვაქცინაცია უფასოდ უკვე ჩაუტარდა რისკ-ჯგუფებს. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენა მოსახლეობას, ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, სააფთიაქო ქსელში შეუძლია. მედიკოსების ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, რეგიონში, A ტიპის H1P ქვეტიპის ვირუსი გააქტიურდება. სპეციალისტები მოსახლეობას პრევენციისკენ მოუწოდებენ.

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.medportal.ge/index.php?act=newsfull&Id=9574&catId=130

სალონების უმრავლესობაში ინფექციების მიმართულებით დარღვევებია

თბილისში შემოწმებული სალონების უმრავლესობაში ინფექციების მიმართულებით დარღვევებია, – ამის შესახებ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა ციცო დილებაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ოფიციალური დოკუმენტაციით სალონების შემოწმება ჯერ არ დაწყებულა, მიმდინარე წელს მერია საპილოტე პროექტს ახორციელებს და სილამაზისა და ტატუ სალონებს მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევს. საქალაქო სამსახური ამოწმებს, რამდენად არის სილამაზისა და ტატუ სალონებში ინფექციის კონტროლი შესაბამისობაში პროტოკოლთან, რომელიც ჯანადაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. მერიის სამსახურის დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სამსახურმა 550 სილამაზის სალონი შეამოწმა და მათთვის რეკომენდაციები გაიცა. ამ ეტაპზე საქალაქო სამსახურები ამოწმებენ, რამდენად არიან მზად სალონები იმუშაონ უსაფრთხოდ როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საკუთარი პერსონალისთვის. როგორც ციცო დილებაშვილი აცხადებს, უმეტეს შემთხვევაში დარღვევები გამომდინარეობდა იმ ფაქტიდან, რომ სალონებს არ ჰქონდათ ინფორმაცია განახლებული პროტოკოლის შესახებ, რომელსაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ. სილამაზის სალონების დაჯარიმება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ დარღვევები ხელმეორე ოფიციალური შემოწმების შემდეგაც დაუფიქსირდებათ. ოფიციალური შემოწმების დასაწყებად კი ადგილობრივი თვითმმართველობები შესაბამისი უწყებების მხრიდან სპეციალური დოკუმენტაციის შემუშავებას ელოდებიან.

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://ick.ge/rubrics/society/32752-i.html

სპეციალური განცხადება - 12 წლის გვანცა მელქაძეს სასწრაფო დახმარება სჭირდება

12 წლის გვანცა მელქაძეს სასწრაფოდ სჭირდება ფტოზის (თვალის ქუთოთოს პათოლოგია) ოპერაცია, რომელიც თურქეთში, ერთ–ერთ სამედიცინო ცენტრში უნდა ჩატარდეს. ოპერაციისთვის 3 ათასი დოლარია საჭირო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას დედამ სოფიო იმედაშვილმა უთხრა, ჯანდაცვის სამინისტროში ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრეს. გვანცა იმედაშვილის 11 სულიანი ოჯახი ყვარელში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. „გვანცას დიაგნოზი არის „ფტოზი“ გართულებულ მდგომარეობაში. ჯანდაცვის სამინისტროში დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. არადა ბავშვის მხედველობას დღითიდღე საფრთხე ექმნება და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფიო იმედაშვილმა. გვანცა იმედაშვილის დახმარების მიზნით საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში: GE93BG0000000770849600 საკონტაქტო ტელეფონი: 599 67 69 93 - დედა, სოფიო იმედაშვილი.

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://itv.ge/?m=16&CID=44445

გოგო, რომელიც უფულობის გამო სიკვდილს ებრძვის

ფონდი სიკეთის კვალი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "26 წლის გოგო რომელიც უფულობის გამო სიკვდილს ებრძვის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოგვარე და ახლობელია . მეგობრებო თქვენი დამხარება მჭირდება ძალიან რომ ერთ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა ,ვისაც შეგილიათ ამ საქმეში დაგვეხმაროთ დაგვიკავშირდით . როგორც ოჯახმა გვითხრა დღეს, მათ ვერ შეძლეს ამ ადამიანის ნახვა რომ ეთქვათ თავისი გასაჭირი. არ მიგვიშვეს რომ გვენახავო . მოკლედ როგორც იცით ეს ფოტო გვედო ჩვენი ფონდის გვერძე და ხალხს ვთხოვეთ დახმარება.შემოვიდა მცირედი თანხა ( 700 ლარი) რაც დღეს გადავეცით ოჯახს, როგორც საუბარში გაირკვა ეს გოგო რომელიც უფულობის გამო სიკვდილს ებრძვის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოგვარე და ახლობელია . ამიტომ ვინც მას იცნობთ და ხმა მიგიცვდებათ უთხარით რომ 26 წლის გოგო ისრაელში უფულობის გამო იღუპება და თუ შეგიძლიათ დაეხმარეთქო . მადლობა დახმარებისთვის . ტელ : 568 27 11 55"

---

 

16.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/17573-rogordavicvaththavigripisganrekomendaciebi.html

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან - რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მომართვიანობა გაზრდიალია. ამასთან იუწყებიან, რომ ეს არის ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი მომართვა და საგანგაშო მდგომარეობა არ ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა. NCDC-ის ცნობით, ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H3p ცირკულირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და განმარტებები: „რა სიმპტომები აქვთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს? გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა დასრულდეს ლეტალური გამოსავლითაც. უბრალო გაციებისგან განსხვავებით გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება >38 0C, ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება. როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი? გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. ვინ იმყოფება გრიპის მაღალი რისკის ქვეშ? გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე; ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით; ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებები და ა.შ). შესაძლებელია გრიპის მკურნალობა? დიახ, არსებობს გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას გრიპის სამკურნალოდ. ანტივირუსული პრეპარატები უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. გახსოვდეთ! თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით თუ სხვა პრეპარატებით კატეგორიულად მიუღებელია! რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი? უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (ზოგჯერ – მეტიც) განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები. რამდენად სწრაფად გამოვჯანმრთელდები გრიპის შემთხვევაში? გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1-4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და მე-7-10 დღიდან იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს სასუნთქი გზების გაღიზიანება. ვლინდება ხველა, სისუსტე, გაღიზიანება (ასთენიური სინდრომი). როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან? გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა - მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! როგორც ჯანმრთელებმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით; დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს; ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა - მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა. გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა. გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატების ტენდენცია, ამასთან, პრედომინანტურად გავრცელებული იქნება A/H1p, რომელსაც ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა (სხვა ქვეტიპებთან შედარებით) და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი. A/H1p საქართველოსთვის პრედომინანტური იყო 2009-10 და 2010-11 წლების სეზონისთვის. ეპიდზედამხედველობის მაჩვენებლები მოწმობს, რომ გრიპის ვირუსის საყოველთაო გავრცელების კვალდაკვალ მატულობს ავადობის მაჩვენებელი წინასასკოლო და სასკოლო ასაკში, რაც ამავე ასაკში იწვევს ჰოსპიტალიზაციის მომატებულ რიცხვს. საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქვეყნის მასშტაბით გატარდეს შემდეგი ღონისძიებები: სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცეთ რეკომენდაცია, თუ გაცდენათა რაოდენობა კონკრეტულ დაწესებულებაში აღემატება 20%-ს, დროებით შეწყდეს მისი ფუნქციონირება, სულ მცირე 3 სამუშაო დღის მანძილზე, რაც პირობადებულია გრიპის ყველაზე გავრცელებული ინკუბაციური პერიოდით; სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები; სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მოახდინონ პირის იზოლაცია; ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია; განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა; ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას; კონტატური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას. გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა! გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ. სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად; შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება; პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი; სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით; სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები; სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი; მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

19.12.2016      

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

ოპტიმიზაცია "დაბალი ღობის" პრინციპით

როგორც ჩანს, მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაციის პროცესი ძირითადად ქვედა რგოლზე გადაივლის. ამის პირველი ნიშნები ჯანდაცვის სექტორში გამოჩნდა. როგორც ჩვენი რესპონდენტები ყვებიან, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფილი კლინიკებიდან ექთნებისა და სანიტრების შემცირება დაიწყო, მათ შორის გახლავთ ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, რომელიც დღეს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" სახელით არის ცნობილი, თუმცა უნივერსალურობამდე საკმაოდ ბევრი რამ აკლია. როგორც ჩანს, საყოველთაო ოპტიმიზაციის პარალელურად კატასტროფულად გაიზრდება გათავისუფლებულ თანამშრომელთა საქმეების სასამართლო პროცესები. ჩვენს რესპონდენტებს უკვე მზად აქვთ სარჩელი, მანამდე კი მათ საკუთარი უფლებების დასაცავად სახალხო დამცველს მიმართეს. ლალი ლალაზაშვილი, სანიტარი: აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩვენი შელახული უფლებების აღდგენისთვის. მივმართეთ სასამართლოს, საქმის კურსში ჩავაყენეთ სახალხო დამცველიც. თუ საჭირო გახდება, ონკოლოგიურთან საპროტესტო აქციებსაც გავმართავთ."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152334&name=19.12.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.12.2016      

მედიასაშუალება: მთელი კვირა (რეზონანსი)

იცხოვრო ეტლით, ანუ დასაქმების მოლოდინში

რას ნიშნავს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საქართველოში, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ კომფორტული და თანაბარუფლებიანი გარემო შეუქმნას?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა. როგორც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, ქვეყანაში გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ორი წლის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემა დგას, რომელთა შორისაც ტრანსპორტირება, დასაქმება და განათლებაა. "სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა. სახელმწიფოს წინაშე არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება; ასევე, ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა", - აცხადებს ომბუდსმენი. ალბათ ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, რა პრობლემებს აწყდებიან შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც თავადაც შეზღუდული-შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონენი არიან. ირაკლი სეფერთელაძე უკვე 27 წელია ეტლით გადაადგილდება. ბავშვობაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომლის შედეგადაც მას მარცხენა მხარე პრაქტიკულად პარალიზებული აქვს, მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ახლანდელ ცხოვრებასთან შეგუება ნამდვილად გაუჭირდა, თუმცა დანებება მისი საქმე არ იყო. მან მძიმედ, თუმცა მაინც გადაიტანა საზოგადოების მიშტერებული მზერა მის ეტლზე, სიბრალულით აღსავსე თვალები და ეტლში ხურდის ჩაყრაც კი. დღეს კი უკვე წარმატებული ადამიანია, რომელიც მუშაობს და ახლა სამსახურის დაწყებაში და საზოგადოებასთან ინტეგრირებაში იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც საზოგადოება შშმ პირებად მოიხსენიებს. ირაკლი სეფერთელაძე: "ბავშვობაში რუსეთში ვცხოვრობდი. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა უბედური შემთხვევის ბრალია, რომლის შედეგადაც თავის ტვინი დამიზიანდა და მარცხენა მხარის ნაწილობრივი გათიშვა გამოიწვია. ასე გავხდი ნახევრად პარალიზებული, ეტლით მოსარგებლე ბიჭი, რომელიც უკვე 27 წელია ასეთ მდგომარეობაშია. "ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გამოვიარე - შეცოდებები, ქუჩაში ხურდების ჩაყრა, და ა.შ. მაგრამ ახლა ამას იმდენად მძაფრად აღარ აღვიქვამ. "ჩემთვის მნიშვნელოვანი ის გადაუჭრელი პრობლემებია, რომელიც გარემოს უკავშირდება. მაგლითად, პანდუსების არარსებობა. იქ, სადაც დამონტაჟებულია პანდუსი, არ არის მორგებული შესაბამის სტანდარტს, ამიტომ პრაქტიკულად გამოუსადეგარია. "წინააღმდეგობაა ის, რომ ვერ ჩავდივართ მეტროში, ვერ ვსარგებლობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რის გამოც ტაქსით გადაადგილება გვიწევს. თუმცა, გარკვეულწილად ესეც პრობლემაა. ხშირად არ გიჩერებს ტაქსი, როცა ხედავს, რომ ეტლში ზიხარ. თუ გაგიჩერა, აუცილებლად უნდა აუხსნა, რომ მოწყობილობა, რომელსაც ეტლი ქვია, იკეცება, საბარგულში იდება და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფერს შევეჩვიე. ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება. "უკვე 7 წელია ასოციაცია "ანიკაში" გამგეობის წევრი და დასაქმების კონსულტანტი ვარ და ახლა თავად ვეხმარები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დასაქმებასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში. დღეს უკვე ვთვლი, რომ მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორებიც ჩემს გარშემო არიან. არაფრით გამორჩეული მათგან, ისეთივე შესაძლებლობებით, სურვილებითა და განცდებით ვარ აღვსილი, როგორც ისინი." ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3%-ია, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%-ს აღწევს. "ჩვენ ზუსტი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შშმ პირების, რომლებიც სოციალური პაკეტის მიმღებები არიან. ხოლო ვინც არ გადის ექსპერტიზას და არ იღებენ პენსიას, მათ შესახებ ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ჯიჯელავამ. სახალხო დამცველის შეფასებით, საგანგაშოა შშმ პირთა დასაქმების მდგომარეობა და როგორც თავად ამბობს, ეს მაჩვენებელი "უკიდურესად დაბალია." კერძოდ, 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებული 1022 შშმ პირიდან მხოლოდ 12 პირი დასაქმდა, აპრილის მონაცემებით, 1170 დარეგისტრირებული შშმ პირიდან - 18 შშმ პირი. ხოლო 2016 წლის თებერვლის მონაცემებით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული 1689 შშმ პირიდან 21-ია დასაქმებული. ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ვალდებულებას ჯეროვნად ვერც საჯარო სექტორში ასრულებს. "შშმ პირთა გაეროს კონვენციის მიხედვით, დასაქმების თაობაზე სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა; ხელი შეუწყოს შრომით ბაზარზე მათი დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს, ისევე როგორც სამუშაო ადგილის მოძიებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაასაქმოს საჯარო სექტორში და უზრუნველყოს მათი კერძო სექტორში დასაქმება შესაბამისი პოლიტიკისა და ღონისძიებების გატარებით", - აცხადებს ომბუდსმენი. სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ჯიჯელავა აცხადებს, რომ სახელმწიფოს შშმ პირებთან დაკავშირებით მიზანმიმართული პოლიტიკა გააჩნია. ამასთან, მას შემდეგ რაც, საქართველომ გაეროს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, სახელმწიფომ ეტაპობრივად დაიწყო იმ ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა, რომელსაც კონვენცია მის წევრ ქვეყნებს აკისრებს. "სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიზანმიმართული პოლიტიკა აქვს. პარალმენტმა 2013 წლის ბოლოს გაეროს კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომელშიც მრავალმხრივი საკითხია გათვალისწინებული და თითქმის ყველა სამთავრობო სტრუქტურას მოიცავს. "აღსანიშნავია, რომ რატიფიცირების შემდეგ, საჭირო გახდა კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებაში, რაზეც მუშაობა დაწყებულია და ვეცდებით, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები უახლოეს წლებში განვახორციელოთ", - განაცხადა ნინო ჯიჯელავამ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, თელავის განათლების, განვითარების, დასაქმების ცენტრთან და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტთან "ოტავა-98" პარტნიორობით ახორციელებს პროექტს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება". პროექტის მიზანია, მდგრადი ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული განათლებიდან დასაქმებაზე ეფექტური გადასვლის შესაძლებლობების შექმნა, პროფესიული გადამზადების პროგრამების შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შშმ პირებთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციის შემცირება. საბოლოოდ, თუკი თვალს მსოფლიო ისტორიასაც გადავავლებთ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს აღმოვაჩენთ, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ამასთან გააჩნდათ შეუზღუდავი შესაძლებლობები: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, ლუდვიგ ვან ბეთხოვენი, ალბერტ აინშტაინი... რამდენად სწორია, მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი ვუწოდოთ?! მაშინ ვთქვათ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, არსებობს მხოლოდ შეზღუდულ შესაძლებლობათა გარემო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152325&name=19.12.2016+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

19.12.2016      

მედიასაშუალება: ალია

"თუ სიკვდილი არ მოგნატრებიათ, არამიანცის საავადმყფოს არ გაეკაროთ!"

"ალიას" თბილისში მცხოვრები ირმა გოგოჭური დაუკავშირდა და გვითხრა, რომ არამიანცის საავადმყოფოდან მისი ოჯახის წევრი ცოცხალ-მკვდარი გაწერეს და ჯოჯოხეთი გაატარეს: თუ სიკვდილი არ მოგნატრებიათ, არამიანცის საავადმყფოს არ გაეკაროთ! მსგავსი გულგრილობა, უყურადღებობა და პროფესიის ბოროტად გამოყენება არც მინახავს და არც გამიგონია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152324&name=19.12.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.12.2016      

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

როგორ შევაკავოთ მოძალადე, ანუ დამცავი ოდერი მსხვერპლს ვერ იცავს(?!)

ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წელს საქართველოში 17 მკვლელობა მოხდა, არაერთ ადამიანს ოჯახის წევრმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, ძალადობის უამრავი ფაქტიც გამოვლინდა. 14 ქალია მოკლული მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ. ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ხშირად მსხვერპლს ვერც მეუღლესთან განქორწინება შველის, ვერც საქმეში სამართალდამცავების ჩართვა და დამცავი ორდერის გამოცემა. ამას მოწმობს 9 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარი ტრაგედია. 29 წლის ელენე შიუკაშვილი ეჭვიანობის გამო იძულებული გახდა, მეუღლეს გაშორებოდა და შვილებთან ერთად მშობლების სახლში დაბრუნებულიყო. ქმარი მოკვლით დაემუქრა. საქმეში პოლიცია ჩაერთო. 3 დეკემბერს 32 წლის ავთანდილ ბეჟუაშვილს ყოფილ მეუღლესთან მიახლოება და სატელეფონო კავშირიც კი აუკრძალეს, თუმცა იგი ვერც ამან შეაჩერა - გამოძიების ინფორმაციით, შიუკაშვილების ეზოში შეიპარა და ფანჯარასთან მდგარი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, მერე კი იქვე მცხოვრები თანაკლასელის ეზოში შევიდა და ტყვია დაიხალა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბეჟუაშვილი ისევ თელავის საავადმყოფოშია. ყოფილმა ქმარმა ამ ტრაგედიამდეც სცადა ცოლზე თავდასხმა, მაშინაც აცნობეს პოლიციას. მაშინ ბეჟუაშვილს გადაჭრილი სანადირო თოფი აღმოაჩნდა და საქმე იარაღის უკანონო ტარების ბრალდებითაც აღიძრა, მაგრამ სასამართლომ ის გირაოთი გაათავისუფლა. დამცავი ორდერიც ფარატინა ქაღალდად დარჩა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა თბილისში. პოლიციის ცნობით, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა, მერე კი თავი მოიკლა. სამართალდამცავები ამ კონფლიქტზეც იყვნენ ინფორმირებული. მაშინ ქალი ლანჩხუთიდან გამოექცა მოძალადე ქმარს და შვილებთან ერთად თავი დას შეაფარა. ამ შემთხვევაშიც გაცემული იყო დამცავი ორდერი, მაგრამ ვერც ნინო დაიცვა სახელმწიფომ. კიდევ ერთი ოჯახური კონფლიქტი, რომელზეც პოლიცია ინფორმირებული იყო - ვარკეთილში 35 წლის ნელი სონიძე ხალხის და ერთ-ერთი შვილის თვალწინ ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. მოტივად აქაც ეჭვიანობა დასახელდა. ბრალდებულ სარდიონ ღვინიაშვილს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნინო ჩიხლაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი: - შემაკავებელ ორდერს გასცემს საპატრულო პოლიცია ფაქტზე რეაგირების დროს და გაიცემა ერთი თვით, ამას აკანონებს სასამართლო, დამცავი ორდერი კი მაქსიმუმ 6 თვით გაიცემა. პრობლემა სხვა რამეა: არ ხდება მონიტორინგი, არღვევს თუ არა მოძალადე დამცავი ორდერის პირობებს. პირველი დარღვევის შემთხვევაში პირს ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება, ხოლო თუ კიდევ დაარღვია - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ვერ ვიტყვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერს აკეთებს, თუმცა სხვა საკითხია, ადგილზე გასული ეკიპაჟი რამდენად რეალურად აფასებს ვითარებას. ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს რისკის შეფასების ფორმა, სპეციალური კითხვარი, რომელსაც საპატრულო პოლიცია იყენებს, ეს კი ხელს უწყობს მას, სწორად შეაფასოს სიტუაცია. არ გვაქვს ერთიანი დაცვის მექანიზმი. მსხვერპლს ვთავაზობთ თავშესაფარს, ამასაც - სამი თვით, გამონაკლის შემთხვევაში - 6 თვით, იქიდან გასული კი ძალიან ხშირად ღია ცის ქვეშ რჩება. გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა საკუთარმა ოჯახმა არ მიიღო მსხვერპლი. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი დევს კანონში: თუ სასამართლოს გზით დადგინდება, რომ მსხვერპლმა ვერ მიიღო კუთვნილი წილი მოძალადისგან, მსხვერპლს აქვს უფლება, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია, თუმცა კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ასეთ დროს კონკრეტულად რომელ უწყებას უნდა მიმართოს, ან რა თანხა უნდა მოითხოვოს, რადგან არ არის განსაზღვრული თანხის ოდენობა. ეს მკვდარი მუხლი 2014 წლიდან დევს კანონში. ასევე არის მუხლი, რომლის მიხედვით, თუ მსხვერპლს არ სურს იმ ბინის დატოვება, რომელშიც ცხოვრობს, საპატრულო პოლიციას აქვს უფლება, მოძალადე გაიყვანოს სახლიდან. ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს იმ პერიოდით, რა დროითაც გამოცემულია ორდერი, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, სად უნდა წაიყვანონ მოძალადე. ცხადია, ქუჩაში უნდა დატოვონ, რადგან არანაირი ცენტრი არ არსებობს მოძალადისთვის. ასეთ დროს შეიძლება მოძალადე გაბრაზებულ გულზე უკან მიბრუნდეს და უარესი ჩაიდინოს. არის შემთხვევები, როცა პოლიციელი პირველივე გამოძახების დროს არიდებს თავს ორდერის გაცემას და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება, რასაც იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა ადრეულ წლებთან შედარებით მსგავსი ფაქტები შემცირებულია. პრობლემა არის სასამართლოშიც. კახეთში ახლახან მომხდარ მკვლელობაში სასამართლოს ბრალეულობა გამოიკვეთა, სასამართლომ დაუშვა შეცდომა, როცა გაუშვა გარეთ მოძალადე. 2014 წელს ფემიციდმა, ანუ გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობამ, მასობრივი სახე მიიღო. სოფო ზურებიანის მკვლელობა 2014 წელს ძალიან გახმაურდა, 11 წელი მიესაჯა მის ყოფილ მეუღლეს. განაჩენი ისე დადგა, რომ ბრალდებულს მკვლელობის ბრალდებაც კი არ წაუყენეს. ორი ადამიანის სხეულის დაზიანების ბრალდებით გაასამართლეს. მან მაშინ სოფოს ძმასაც გაუხსნა ცეცხლი. ხშირად პრობლემა საქმის არასწორი კვალიფიკაციაც გახლავთ. მნიშვნელოვანი კომპონენტია მოძალადეებთან მუშაობა. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აქვს პროგრამა პრობაციაში მყოფი ადამიანებისთვის. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა ციხეში მყოფ მოძალადეებთანაც. ექვსთვიანი საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რათა მოძალადის ქცევის კორექცია მოხდეს. "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" 13 წელია, ამ მიმართულებით მუშაობს. ისინი ამ დღეებში გლდანში კიდევ ერთ თავშესაფარს გახსნიან. ელისო ამირეჯიბი, ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი: - როცა შემაკავებელი ორდერი ირღვევა, მსხვერპლი თავს იკავებს და ხელახლა არ მიმართავს პოლიციას. საქართველოში ხომ ყველას ეკითხება მეორე ადამიანის ქცევა და ხშირად კიცხავენ იმის გამო, რომ პოლიცია გამოიძახა. არის მეორე პრობლემაც: მოძალადეს ხელს აფარებენ და ხშირად არ გასცემენ დამცავ ორდერს. კარგი იქნებოდა, რომ მოქმედებდეს სამაჯურების სისტემა, რაც სხვა ქვეყნებში აპრობირებულია. სამაჯური უკეთდება მოძალადეს და განსაზღვრულ რადიუსზე მიახლოებისას ეცნობება პოლიციას. ყველა ჯოხი პოლიციაზე ტყდება, არადა, ბევრი რამ ევალება პროკურატურას, სასამართლოს. მთელმა ქვეყანამ იცის ხანუმ ჯეირანოვას საქმე, მაგრამ არავინ დასჯილა, არადა, მთელი სოფლის თვალწინ ქალს სასტიკად სცემეს, ქუჩაში ათრიეს, მერე კი მან თავი მოიკლა. ზუსტად იციან, ვინ არიან დამნაშავეები, ვინ მიიყვანა ქალი თვითმკვლელობამდე. სად არის აღდგენილი სამართლიანობა, სად არიან დასჯილები? იყო შემთხვევა, კაცმა მეუღლე მძიმედ დაჭრა და ის 2.000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. აუცილებელია მუშაობა მოძალადეებთანაც. როცა ვხვდებით მამაკაცებს, ხშირად ამბობენ, ქალები გაგულიანდნენ ძალიან და ბევრ უფლებას აძლევენ საკუთარ თავსო. არ მოსწონთ თავაწეული ქალი. მაკა ფერაძე, შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი: - ოჯახის წევრის წინააღმდეგ, როგორც წესი, ჩვენებებს არ იძლევიან. ეს პრობლემა თითქმის ყოველთვის დგას. არის შემთხვევა, როცა პოლიციელი დარწმუნებულია პირის ბრალეულობაში, მაგრამ ვერ უმტკიცებს დანაშაულს. ექსპერტიზის ჩატარებაც დროულად უნდა მოხდეს. როცა საქმეში პოლიცია დაგვიანებით ერთვება, მტკიცებულებების მოპოვება რთულდება. სტატისტიკის მიხედვით, ძირითადად, მსხვერპლი არიან 25-დან 40 წლამდე ასაკის ქალები. ისინი მეუღლეებისგან ან მეგობარი მამაკაცებისგან განიცდიან ძალადობას. ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებიც ხშირია, მაგრამ ასეთი ფაქტების გამოვლენა ჭირს, რადგან ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ მასზე ძალადობენ. ჭირს მოხუცებზე ძალადობის გამოვლენაც, რადგან მათ მარჩენალის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურთ. ხშირად მსხვერპლი მოძალადესთან ბრუნდება და მიზეზად ამბობს, რომ წასასვლელი არ აქვს, თუმცა სახელმწიფო მათ სთავაზობს დახმარებას. არასრულწლოვან შვილებთან ერთად შეუძლიათ თავშესაფარში მივიდნენ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგის კონსულტაცია და იურიდიული დახმარება. თავშესაფარში პირის ყოფნის ვადა სამი თვეა, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება სამი თვით გაუგრძელონ ეს ვადა. მსხვერპლთან მუშაობენ სოცმუშაკები. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მათ დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. - შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს. გვქონდა არაერთი შემთხვევა, როცა ორდერი გაცემული იყო, მაგრამ მკვლელობა მოხდა. - შემაკავებელი ორდერი არის პრევენციის მექანიზმი და ეს არ არის იმის გარანტია, რომ მკვლელობა არ მოხდება. 100-დან 98 შემთხვევაში ორდერი მუშაობს. შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ იყოს დანაშაულის დამაბრკოლებელი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152279&name=19.12.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.12.2016      

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხა აღარ არის, მაგრამ მთავრობა ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე პროგრამა შეფერხების გარეშე იმუშავებს. ისევე როგორც შარშან, წელსაც სახელმწიფო პროგრამაში გადახარჯვაა, ამიტომ გაისად ამ მხრივ ცვლილება აუცილებლად მოხდება. დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ამოიწურა და სისტემა რომ არ აფეთქდეს, წლის ბოლომდე პროგრამას დაახლოებით 40 მლნ ლარის დამატება სჭირდება. მისი ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 100 მლნ ლარით მეტია, შარშანდელ მონაცემთან შედარებით. პროგრამას 35 მლნ ლარი წელს უკვე დაემატა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ 9 დეკემბრის მონაცემებით, ეს 605 მლნ ლარი მთლიანად გაიხარჯა. ამიტომ დამატებითი თანხის მობილიზებაა საჭირო. წლის ბოლომდე 40 მლნ ლარის დამატებითაც კი ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ გაისტუმრებს. ეს კი, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების გაზრდაში აისახება. „პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდა პირდაპირ აისახება ჯანდაცვაზე გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ 39.7%-დან 44.1%-მდე გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან. იგივე ტენდენცია აჩვენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და „იუესაიდის“ ერთობლივმა კვლევამაც, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეებზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება. ივანიშვილის მთავრობა აპირებს, შექმნილ კრიზისს იმგვარი არასისტემური ნაბიჯებით უპასუხოს, რომელიც პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. ისინი უარს ამბობენ საყოველთაობაზე, მაგრამ ისე, რომ სადაზღვევო სექტორს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, რასაც მოჰყვება ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების კიდევ უფრო გაძვირება. ფინანსური პრობლემები შეექმნება საავადმყოფოების ნაწილსაც. ვიდრე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები არ დაბრუნდებიან, ეს კრიზისი სულ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე გარკვეულწილად ადასტურებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ფული არ ყოფნის. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ინფორმირებული იყო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შედარებით მეტი თანხა დასჭირდებოდა და მან შესაბამისი ზომებიც მიიღო. „წინასწარ იყო ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იყო ხარჯვის მაღალი ტემპი. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ იმ ცვლილებებს, რომელიც უკვე დავაანონსეთ. თანხები, რომელიც ბიუჯეტში იყო გამოყოფილი, მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას მოხმარდა. ის არ წასულა არამართლზომიერად ჯიბეებში“, - აღნიშნა ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი ინფორმციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და არც ერთი პაციენტი მომსახურების გარეშე არ დარჩება. „რაც შეეხება ზოგადად პროგრამის მიმდინარეობას, უკვე დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი, რასაც მომავალი წლიდან გარკეული ცვლილებები მოჰყვება. პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება და პაციენტების საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება. მისი ერთ-ერთი ნაწილია კლინიკების სელექციური კონტრაქტირება, რომლის დეტალებზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152815&name=19.12.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.12.2016      

მედიასაშუალება: ვერსია

13 წლამდე ბავშვების 11% მარიხუანას მოიხმარს

"საქართველოში მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში 11%-ს აღემატება", - ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში გამოქვეყნდა და წესით, ცალკეული ჯგუფებისა თუ პირებისთვის ეს სიგნალი უნდა გახდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152842&name=19.12.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.12.2016      

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"იქნებ ჩვენთანაც მოვიდეს სანტა"

ტელეფონი მინდა, აიფონი, გიტარა, ქოლგა, ბარბი, პულტიანი მანქანა, რვეული, ახალი ფეხსაცმელი, პრინცესას კაბა... ჩიკვაიძეების 12-სულიანი ოჯახის პატარა წევრებმა საახალწლო საჩუქრების სია უკვე ჩამოწერეს. იმედი აქვთ, რომ ამ ახალ წელს მაინც შეუსრულებთ ნატვრას თოვლის ბაბუა... მირიან ჩიკვაიძესა და ნინო ბუთხუზს 10 შვილი ჰყავთ. უფროსი - გიორგი 20 წლისაა, უმცროსი ლუკა, ერთი თვის... ორი წელია, გლდანში, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. მანამდე 20-მდე ბინა გამოიცვალეს. უსახსრობის გამო 6 თვე 150-ე საჯარო სკოლის სარდაფში გაატარეს, მერე 129-ე სკოლის დამხმარე ფართობში, იქიდან დანგრეული ფოსტის შენობის ერთ ციცქნა ოთახში ცხოვრობდნენ... ოჯახში მხოლოდ მირიანი მუშაობდა, შარშან ფეხი მოიტეხა. ახლა ისიც უმუშევარია. მათი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარება და უფასო სასადილოდან მოტანილი საკვებია. პატარა ოთახში ორი საწოლი და ერთი დივანი დგას, ღამით კი იატაკზე იშლება ლეიბები. ნინო ბუთხუზი: - ოჯახი სიყვარულით შევქმენით. შეყვარებულობისას მირიანმა მკითხა, რა აზრის ხარ, ბევრი შვილი რომ გვყავდესო, რატომაც არა-მეთქი. თავად ცხრა დედმამიშვილი ჰყავს. ჩემი მეუღლე 49 წლის არის, მე - 39-ის და უკვე ათი შვილი გვყავს, სამწუხაროდ, ერთი ბავშვი გარდაგვეცვალა... - ყოველთვის ქირით ცხოვრობდით? - მე თბილისელი ვარ, ჩემი მეუღლე ლეჩხუმიდან არის. ერთხანს ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობდით. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, ჩემი ძმაც დაოჯახდა და წამოვედით. 1998 წლიდან ქირით ვართ. როცა ქირის გადახდას ვერ ვახერხებდით, ხან სად გვიხდებოდა ცხოვრება და ხან სად. ერთხანს საპატრიარქოს თავშესაფარში ვიყავით. ორი წელი ლეჩხუმში ვიცხოვრეთ, რუსთავშიც... თბილისის თითქმის ყველა უბანში გვიცხოვრია. გვიჭირდა ბინის შოვნა - ბევრი ბავშვის გამო უარს გვეუბნებოდნენ. ბედნიერი ვარ, როცა სკოლაში, ან უბანში მეუბნებიან, ძალიან კარგი შვილები გყავთო. მჯერა, რომ ჩემი შვილები ხვალ აუცილებლად მიაღწევენ წარმატებებს. ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი ვიცი, რომლებიც წლების წინ შეძლებულად ცხოვრობდნენ და დღეს არსებობისთვის იბრძვიან, ასეთ მომავალზე ისინი ხომ არასდროს ფიქრობდნენ?! არავინ იცის, ცხოვრება ვის რას უმზადებს. ბედნიერი ვარ, რომ არ გამიკეთებია აბორტი და მადლობას ვწირავ უფალს, ამდენი შვილის დედობა რომ მარგუნა. ჩემი სიმდიდრე შვილებია. ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა პირველი კურსის დახურვის შემდეგ სწავლა ვეღარ გავაგრძელე და არ ვნანობ... გული მწყდება, რომ სამ შვილს განათლება ვერ მივეცი - ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს. ბოლოს ვარკეთილში ვცხოვრობდით. სამი ბავშვი იქ სწავლობდა. აქ რომ გადმოვედით, სკოლაში მათზე დარიცხული ვაუჩერი გლდანის სკოლაში აღარ გადმოვიდა და დამრჩნენ უსწავლელები. გიორგი 20 წლისაა. ერთი კეთილი ადამიანის დახმარებით, კერძო სკოლაში მეთერთმეტე კლასში დადის და ემზადება სტუდენტობისთვის. ამ სკოლაში კიდევ ორი ბავშვი დადის სრულიად უსასყიდლოდ. - თქვენი ყოველთვიური შემოსავალი რამდენია? - 720 ლარი. ათი თვის წინ ჩემმა მეუღლემ ფეხი მოიტეხა, სახელმწიფომ კი დაუფინანსა ოპერაცია, მაგრამ რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. ყოველდღიურად მინიმუმ 10 პური გვჭირდება. უფასო სასადილოდან მოგვაქვს კერძი და ხუთი პური. შუა კვირაში ის გვეხმარება, რომ სამი პატარა საბავშვო ბაღშია და სამი - სკოლაში, რომლებსაც იქ აჭმევენ. შაბათ-კვირას მაინც გვიჭირს - ყველანი შინ ვართ. ხშირად უფროსები უარს ვამბობთ ჭამაზე, რომ პატარები მშივრები არ დარჩნენ. უფრო მძიმე პერიოდიც ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. როცა 150-ე საჯარო სკოლის სარდაფი ვცხოვრობდით, არც საჭმელი გვქონდა და არც ჩაი, ბავშვებს შაქრიან წყალს ვასმევდი. ახლა ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით პური მაინც არ გვაკლია. - როგორ ხვდებით ახალ წელს? - უფასო სასადილოდან მოტანილი საჭმლით. შარშან ეკონომიკის სამინისტროდან მოგვიტანეს პროდუქტები. ახლა როგორი ახალი წელი გვექნება, არ ვიცით. უკვე წლებია, ბავშვები წერილს სწერენ თოვლის ბაბუას და საჩუქრებზე ოცნებობენ... ვეუბნებით, რომ ჯერ მათთვის ვერ მოიცალა თოვლის ბაბუამ, გაისად აუცილებლად მოვა მათთანაც. ეს "გაისად" აღარ დადგა... იქნებ ჩვენთანაც მოვიდეს სანტა. ერთი თვის წინ გაგვიჩნდა მეათე შვილი, ლუკა. მივმართეთ სოციალურ სამსახურს, რათა ბავშვიც ჩაეწერათ. ამის გამო ყოველთვიური სოციალური დახმარებისთვის, ქულები ახლიდან უნდა დავითვალოთო. ალბათ თანხის დარიცხვას ვერ მოახერხებენ, ამ თვეში 70 ლარის გარეშე დავრჩით... ჩემი და ჩემი შვილების ოცნება საკუთარი ჭერია, თუნდაც ასეთი პატარა ოთახი... მირიან ჩიკვაიძე: - გაჭირვებამ ბევრი რამ მასწავლა. არაფერი მითაკილია. 90-იან წლებში ჯართს ვაბარებდი. მიმუშავია მშენებლობაზეც, დასუფთავებაშიც. შარშან ორმოში ჩავვარდი და ფეხი მოვიტეხე. ოპერაცია დამჭირდა, რომელიც სახელმწიფომ დამიფინანსა..." 20 წლის გიორგი, 18 წლის ნათია, 16 წლის ვერიკო, 8 წლის საბა, 6 წლის ლიზი, 5 წლის მარიამი, 4 წლის ნიკოლოზი, 3 წლის ბარბარე, 2 წლის ჭიჭიკო და ერთი თვის ლუკა ნამდვილ ახალ წელზე ოცნებობენ, როცა, სხვა ოჯახების მსგავსად, მათ სახლშიც გაიშლება სადღესასწაულო სუფრა და მიიღებენ ნანატრ საჩუქრებს... იმედს ვიტოვებთ, სხვა შემთხვევების მსგავსად, ახლაც გამოჩნდებიან მკითხველთა შორის ადამიანები, რომლებიც პატარებს გულებს გაუთბობენ. ჩვენ ერთად შეგვიძლია, ამ პატარებს გულში დიდი იმედი ჩავუსახოთ!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152850&name=19.12.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.12.2016      

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

შრომის კოდექსის შავი ხვრელები

მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში 2013 წელს პოზიტიური ცვლილებები შევიდა, შრომის პოლიტიკა სრულყოფილად დღემდე არ არის. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ 2013 წელს შემუშავებული შრომის კოდექსი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და იცავს დასაქმებულის უფლებებს. მას ხარვეზებზე არ უსაუბრია. შრომის კოდექსში დარჩენილია ის შავი ხვრელები, რომელიც დამსაქმებელს სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს და დასაქმებულს სამუშაო ადგილზე სუსტ რგოლად წარმოაჩენს. ლელა გვიშიანი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი: "სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში ხშირად წერს შრომის კანონმდებლობის კრიტიკას, მათ შორის კერძო სფეროში და ეს ეხება პირველ რიგში, შრომის უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების მარეგულირებელი აქტების არარსებობას. ეს არის ყველაზე მწვავე საკითხი. მეორე, ეს ეხება შრომის პირობებს. იმისთვის, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს კაბალური პირობებით არ შესთავაზოს შრომითი კონტრაქტის დადება უცილებელია, სწორედ იმ საკითხების რეგულირება, როგორიცაა დღიური სამუშაო დროის ზედა ზღვარი."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4152484&name=19.12.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.12.2016      

მედიასაშუალება: რეზონანსი

"ექსპო ჯორჯიაში" დასაქმების ფორუმი გაიმართა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ რიგით მეათე დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 1200-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა. მათ შორის, არიან ის პირები, ვინც სახელმწიფოს დახმარებით სხვადასხვა პროფესიაში გადამზადდა ან ახალი პროფესია აითვისა. ამისთვის, სამუშაოს მაძიებლები ჩართულნი იყვნენ მომზადება-გადამზადების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამებში. წელს ამ პროგრამებით 2000 ადამიანი მომზადდა, მათ შორის, 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა სამუშაოს მაძიებელს. ამისთვის საჭირო იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება. თუმცა, იმ მსურველებმა, რომლებმაც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, ადგილზევე შეძლეს რეგისტრაციის გავლა და გასაუბრება დამსაქმებლებთან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4150074&name=17.12.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

17.12.2016      

მედიასაშუალება: რეზონანსი

ჭიაბერაშვილი: კლინიკებს საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული თანხა სახელმწიფოსგან 5-6 თვის დაგვიანებით ერიცხებათ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, კლინიკებს საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული თანხა სახელმწიფოსგან 5-6 თვის დაგვიანებით ერიცხებათ. როგორც ჭიაბერაშვილმა 2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით უმცირესობისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის შეხვედრაზე განაცხადა, კლინიკებს მაისისა და ივნისის თანხები ახლახანს ჩაერიცხათ. ”მაინტერესებს, დავალიანებები რა არის კლინიკების მიმართ? ვალდებულებები რა აქვს სახელმწიფოს? კლინიკებს ახლა ჩაერიცხათ ზოგს მაისის, ზოგს ივნისის თანხა. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება 5-6 თვის დაგვიანებით. ამ თანხებზე დამოკიდებულია არა მარტო მედპერსონალის ხელფასები, არამედ მედიკამენტების შეძენა საავადმყოფოების მიერ. ასევე, ამის შედეგად ძვირდება მკურნალობაზე გადასახადი იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან დროულად ვერ იღებს თანხებს კლინიკები. შესაბამისად, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფული მკურნალობისთვის მუდმივად იზრდება და იზრდება ასეთი უყაირათო ხარჯვის გამო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით კი, ამ მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმაში ისიც იქნება განსაზღვრული, რომ გადახდის ვადები მაქსიმალურად შემცირდეს. ”ზოგადად, პროცედურა რაც არის, საავადმყოფოები თვის დასრულებიდან გარკვეული ხნის ვადაში წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, შემდეგ ხდება ამის გადამოწმება და დაახლოებით სამი თვის შემდეგ იწყება თანხების გადახდა. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მომდევნო წლის რეფორმის ნაწილზე, ამ რეფორმაში ისიც იქნება გათვალისწინებული, რომ გადახდის ვადები მაქსიმალურად შემცირდეს და საავადმყოფოებიდან სისტემატურად ხდებოდეს დოკუმენტაციის წარმოადგენა და შესაბამისად, უფრო დროულად მოხდეს დოკუმენტაციის დამუშავება”, - განაცხადა კაკაურიძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4150004&name=17.12.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---