From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-20.01.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 20.01.2017 08:48
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 20.01.2017

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4209817

---

 

20.01.2017

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ქრონიკა 11:00

სეზონური გრიპის გავრცელების პიკმა გადაიარა. თემაზე დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა. პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებათა დიდი მაჩვენებელი დეკემბრის თვეში დაფიქსირდა, თუმცა, თებერვალში გრიპის გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს. იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართონ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4209673

---

 

19.01.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის თბილისში ორი კლინიკა დარჩა. დაფინანსების წესის ცვლილების გამო, თბილისში რამდენიმე კლინიკა უკვე დაიხურა, პაციენტები კი მომსახურების გარეშე დარჩნენ. მთავრობის გადაწყვეტილება ექიმების პროტესტის მიზეზი გახდა. მათი განცხადებით, დედაქალაქში დარჩენილი ორი კლინიკა პაციენტების მომსახურებას ვერ შეძლებს, რაც ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსს გამოიწვევს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4209236

---

 

19.01.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

ახალციხეში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვს. ამ დროისთვის ოგანესიანები ავარიულ შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათ მდგომარეობას სოციალური შემწეობის მოხსნაც ართულებს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი პრობლემის შესახებ ინფორმირებულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4209227

---

 

19.01.2017

არხი:           კავკასია

გადაცემა: ბარიერი

ჯანდაცვის პრობლემები საქართველოში, დავით სერგეენკოს კრიტიკა კლინიკების მიმართ. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღა. ამ თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმრა ზაზა სოფრომაძე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4209182

---

 

19.01.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის დაწყებაზე საუბრობს დიმიტრი ხუნდაძე. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ის კლინიკები გამოეთიშებიან, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესრულებას. დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, პროგრამაში ჩართული კლინიკების შემოწმების პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო. “ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო მონიტორინგი კლინიკების და იყო რეკომენდაციის მექანიზმები, ბევრმა კლინიკამ ეს გაითვალისწინა, მაგრამ იმ კლინიკებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს რეკომენდაციები, ისინი ვერ ასრულებენ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო წააყენებს, ანუ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მაღალი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდებას მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა ისინი გაეთიშებიან კლინიკებს,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208635      

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208624

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208616

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 18:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208986

ტელეკომპანია იბერია- ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4209174

---

 

19.01.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: ეკონომეტრი

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, რეფორმის მეორე ტალღას იწყებს. მინისტრის განცხადებით, ამჯერად აქცენტი მოქალაქეების მიერ სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში მიღებული მომსახურების ხარისხსა და კლინიკების მიერ თანხების მართებულად ათვისების კუთხით გაკეთდება. ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ სახელმწიფო მიერ გადახდილი თანხები ხშირად პროვაიდერი კლინიკების მენეჯმენტის ჯიბეებში ილექება. ამით კი მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია, პაციენტი ზარალდება. რეფორმების მეორე ტალღა თებერვლიდან დაიწყება. რატომ ვერ ხერხდება საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და რა მოლოდინი არსებობს რეფორმების მეორე ტალღის მიმართ?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208699

---

 

19.01.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნეს კონტრაქტი 15:00

ექიმების მხრიდან საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერა ჯანდაცვის სამინისტრო ახალი რეგულაციით პასუხობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208520

ტვ პირველი - ბიზნეს კონტრაქტი 18:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4209131

---

 

19.01.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

საყოველთაო ჯანდაცვის კონცეფციის ასპექტების მიმოხილვა. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი ნინო მიქავა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208197

---

 

19.01.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნეს კონტაქტი 12:30

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ახალი რეფორმის ძირითადი მიმართულებები თებერვლიდან განხორციელდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად მთელი წლის განმავლობაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208106

---

 

19.01.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   საქმიანი დილა TV1

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსების წესი შეცვალა, რამაც ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილების დახურვა გამოიწვია. დარგის სპეციალისტები პრობლემას დაფინანსების წესის ცვლილებაში ხედავენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207759

---

 

 

19.01.2017

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

6 წლის მარიამ დარსანიას დახმარება სჭრიდება. მას სასწრაფოდ ესაჭირობა მკურნალობა საზღვარგარეთ, რომელიც 24 000 დოლარი ჯდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208652

---

 

19.01.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი 18:00

იაშვილის საავადმოფოში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია დაარსდა. ეს, საქართვლოში პირველი შემთხვევაა. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვებისათვის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკური კვლვების ჩატარება, რაც გააუმჯობესებს მკურნალობის სტანდარტებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208870

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208659

---

 

19.01.2017

არხი:           I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე 17:00

ხუდადოვის მოსახლეობას ტუბდისპანსერიდან დაავადების გავრცელების ეშინია. არსებობს თუ არა რეალური საფრთხე. გადაცემის სტუმარია ხათუნა ზახაშვილი. ხათუნა ზახაშვილი, - "ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ტუბერკულიოზის ცენტრთან ახლოს მდებარე ადამიანების დაავადების რისკი არაფრით განირჩევა თბილისში ან საქართველოს სხვა რაიონებში მოსახლეობისთვის არსებული რისკისგან. რაც შეეხება შიშებს ჩამდინარე წყლიდან ტუბერკულიოზის გავრცელების საფრთხის შესახებ, ამ მხრივ დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ტუბერკულიოზი გადაიცემა ჰაერით და იმისთვის, რომ ადამიანი დაავადების საჭიროა ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტი დახურულ სივრცეში და არა ღია სივრცეში".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4208651

---

 

18.01.2017

არხი: რუსთავი 2  

გადაცემა: კურიერი 21:00

მთავრობა კონტრაქტს ყველა იმ დაწესებულებასთან წყვეტს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო მიზეზად კიდევ ერთ ფაქტორის, პაციენტების მომსახურებისთვის სახელმწიფოდან მიღებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებს. კლინიკების ნაწილი დაზღვევის ფულს არა მკურნალობაში, არამედ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. უკვე ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაახლოებით 10 საავადმყოფო გამოაკლდება. ხარისხიანი მომსახურების აუცილებლობაზე საუბრობენ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებიც. მათ საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა მიაწოდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და რეფორმების ე.წ. პირველი ტალღა უკვე დასრულდა. მეორე ეტაპი თებერვლიდან, ეტაპობრივად განხორციელდება. არ არის გამორიცხული იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამის მიხედვით დაზღვეულ პაციენტს ვეღარ მიიღებენ, უახლოეს მომავალში გაიზარდოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4207237

---

 

 

 

ინტერნეტი

19.01.2017

მედიასაშუალება: http://ick.ge/rubrics/society/33414-i.html

დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა - მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტს მანიფესტით მიმართავენ

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის თბილისში რამდენიმე კლინიკა დაიხურა. ექიმების განცხადებით, დედაქალაქში დარჩენილი ორი კლინიკა პაციენტების მომსახურებას ვერ შეძლებს, რაც ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსს გამოიწვევს. საინიციატივო ჯგუფმა მანიფესტი გაავრცელა, რომლითაც საქართველოს პარლამენტს და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ. „2017 წლის 3 იანვარს ფსიქიატრიული მომსახურება მოულოდნელად დადგა ნეგატიური ცვლილებების წინაშე. ჯანმრთელობის პროგრამის დაფინასების წესის დაუგეგმავმა ცვლილებამ გამოიწვია ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას. მწვავე ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები დაახლოებით 40% შემცირდა, რის გამოც თბილისში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი სამი ფსიქიატრიული განყოფილება იძულებული გახდა შეეწყვიტა პაციენტების მიღება და გაეუქმებინა 90 მწვავე საწოლი. თბილისში მომსახურებას განაგრძობს მხოლოდ ორი ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც არის გადავსებული და, შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც კი უარს ეუბნება პაციენტების მიღებაზე. შედეგად ფსიქიატრიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები რჩებიან მომსახურების გარეშე. 2017 წლის საბიუჯეტო დადგენილებით სახელმწიფო ძირეულად ეწინააღმდეგება 2015 წელს მის მიერვე მიღებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმას და უარს ამბობს თანამედროვე, ჰუმანურ და ხარისხიან ფსიქიატრიულ მომსახურებაზე. დარგის სპეციალისტთა აზრით დაუშვებელია რეფორმის შედეგად შექმნილი ფსიქიატრიული სერვისის გაუქმება დაფინანსების მოდელის გაუაზრებელი ცვლილების გამო. მოვითხოვთ ხალისუფლების და დარგის პროფესიონალების თანამშრომლობით მოხდეს ბიუჯეტის ცვლილება და დადგენილების გადახედვა პაცინტთა ინტერესების, უფლებების, ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ღირსეულად დაცვის სასარგებლოდ“,- ნათქვამია პეტიციის ტექსტში. პეტიციას ხელს ამ დროისთვის 1 000 ადამიანი აწერს.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/26991/davitsvat-fsiqikuri-janmrteloba--dargis-spetsialistebi-manifests-avrtseleben

---

 

20.01.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/415272-paata-imnadze-virusebis-gamo-moqalaqetha-momarthvianobis-rickhvma-thebervlis-meore-nakhevarshi-shesadzloa-moimatos.html

პაატა იმნაძე - ვირუსების გამო, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა მოიმატოს

ვირუსების бѓ’бѓђбѓ›бѓќ, მოქალაქეთა მომართვიანობის რიცხვმა თებერვლის бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ნახევარში бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓќбѓђ მოიმატოს, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ бѓ”бѓЎ бѓЎбѓђбѓ’бѓђбѓњбѓ’бѓђбѓЁбѓќ бѓђбѓ  არის, - ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო бѓ®бѓ”бѓљбѓ›бѓ«бѓ¦бѓ•бѓђбѓњбѓ”бѓљбѓ›бѓђ бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ.  бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძის განცხადებით, бѓђбѓ›бѓџбѓђбѓ›бѓђбѓ“ წყნარი პერიოდია бѓ“бѓђ бѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљ 100 бѓђбѓ—бѓђбѓЎ მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს бѓЁбѓ”бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ, бѓ бѓђбѓЄ გასული წლის бѓ›бѓќбѓњбѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓ”бѓ‘бѓ—бѓђбѓњ შედარებით დაბალია. ”ამჟამად წყნარი პერიოდია бѓ“бѓђ бѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљ 100 бѓђбѓ—бѓђбѓЎ მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს бѓЁбѓ”бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ. ვირუსული ინფექციების პიკი იყო გასული წლის დეკემბერში, бѓ бѓќбѓ“бѓ”бѓЎбѓђбѓЄ მომართვიანობა бѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљ 100 бѓђбѓ—бѓђбѓЎ მოქალაქეზე 400 ადამიანს бѓЁбѓ”бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓ“бѓђ, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ бѓ”бѓЎ პერიოდი გამოვიარეთ. бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓќбѓђ, გარკვეული აქტივობა თებერვლის бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ნახევარში бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• იყოს, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ бѓ”бѓЎ бѓЎбѓђбѓ’бѓђбѓњбѓ’бѓђбѓЁбѓќ ნამდვილად бѓђбѓ  არის”, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძემ.  მისივე თქმით 2016 бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ ვირუსული ინფექციების бѓ’бѓђбѓ›бѓќ 4 ლეტალური бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ დაფიქსირდა. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ бѓћбѓђбѓђбѓўбѓђ იმნაძემ бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, бѓђбѓ›бѓџбѓђбѓ›бѓђбѓ“ მედიკამენტებთან მდგრადი ბაქტერია ამერიკის бѓЁбѓ”бѓ”бѓ бѓ—бѓ”бѓ‘бѓЈбѓљ შტატებშია დაფიქსირებული. бѓ бѓђбѓЄ საქართველოსთვის бѓђбѓ› бѓ”бѓўбѓђбѓћбѓ–бѓ” საშიში бѓђбѓ  არის, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ იქიდან გამომდინარე, бѓ бѓќбѓ› საქართველოშიც бѓђбѓ  бѓ’бѓђбѓ®бѓ“бѓњбѓ”бѓњ ბაქტერიები მედიკამენტებთან მდგრადები, იმნაძე მოქალაქეებს бѓ›бѓќбѓЈбѓ¬бѓќбѓ“бѓ”бѓ‘бѓЎ, თავი შეიკავონ ანტიბიოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან, бѓ®бѓќбѓљбѓќ ვირუსული ინფექციების თავიდან არიდებისთვის დაიცვან ჰიგიენის ნორმები бѓ“бѓђ ხშირად დაიბანონ ხელი.

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=130050-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98

გაძვირებული ბავშვთა კვება და მედიკამენტები - მოსახლეობის მძიმე ყოფა გურიაში

ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებული ფასების შემცირება არ გამართლდა და მედიკამენტების ნაწილზე ფასების მორიგი ზრდა დაფიქსირდა. „გურიის მოამბე“ დაინტერესდა, როგორ აისახება ეს მოსახლეობის ჯიბეზე და კონკრეტულად რომელი დასახელების მედიკამენტი გაძვირდა. მედიკამენტების უმეტესი ნაწილი გაძვირდა. აფთიაქებში ბავშვთა კვების საშუალებების დიდი არჩევანია. შესაბამისად, პროდუქციის ხარისხი და ფასიც განსხვავებულია. როგორც რამდენიმე აფთიაქში განაცხადეს, განსაკუთრებით გაძვირებულია რამდენიმე დასახელების საკვები. ნეტრი 01 - ღირებულება 20, 25 თეთრს შეადგენა, ახლა მისი ფასი 24. 50. მალიუტკა კი რომელიც 11.30 ღირდა 13.50 თეთრია. ოზურგეთში რამდენიმე აფთიაქში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა ტიპის მედიკამენტს ფასი მოემატა. მაგალითად გაძვირებულია სუპრასტინი - რომელიც რამდენიმე თვის წინ 2.80 ღირდა, ახლა კი მისი ღირებულება 3.10. ცეფამედი 19 ღირდა, მისი ღირებულება ახლა 22 ლარს შეადგენს, რაც შეეხება პრედუქტალს თუ მისი შეძენა 24 ლარი გიჯდებოდათ, ახლა 27.80 თეთრის გადახდა მოგიწევთ. პამპერსებიდან ყველაზე უკეთ თურქული წარმოების ,,ქან ბებე” იყიდება, თუმცა ლარის რყევამ იაფიანი პროდუქციაც გააძვირა. დაახლოებით 3 თვის წინ, თითო საფენის ფასი 30-დან 55 თეთრამდე მერყეობდა, ახლა 0,57 ლარი ღირს. აფთიაქებში წამალზე ფასების მატებას, ქვეყანაში ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, ბოლო დღეებში მათ მედიკამენტების შეძენა გაზრდილ ფასად უწევთ. მათივე ინფორმაციით, წამლებზე ფასმა ძირითადად 1,50 ლარიდან 2 ლარამდე მოიმატა. ,,ჩემი 1 წლის პატარა ხელოვნურ კვებაზე მყავს, პამპერსიც და კვებაც გაგვიძვირდა. არადა, ყველაფერს მოიკლებ, მაგრამ შვილს მშიერს ხომ არ დატოვებ? თვეში ბავშვის შენახვა 572 ლარი გვიჯდება. ეს მხოლოდ საკვებს და პამპერსს რაც შეეხება. კატასტროფული მდგომარეობაა. მთავრობა რომ გაიძახის, დემოგრაფიული მაჩვენებელი უნდა გავაუმჯობესოთ, ქართველი ერი უნდა გამრავლდესო, მარტო თქმა უშველის? ერთი შვილის გაზრდა მიჭირს და მეორეს არ გავაჩენ. მირჩევნია ერთს ყველაფერი ჰქონდეს, ვიდრე რამდენიმეს ბევრი რამ აკლდეს”. ,,მედიკამენტები 20%-ით გამიძვირდა. წნევის წამალი ისე გაძვირდა, რომ ვეღარ ვყიდულობ. არავინ არ ცდილობს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას. საბოლოო ჯამში კი ჩვენისთანა დაბალი ფენა ზარალდება. მაღალი წნევა მაწუხებს, დიაბეტი, ვენების გაგანიერება მაქვს. ექიმის დანიშნული წამლების საერთო ღირებულება 300 ლარს აჭარბებს და იძულებული ვარ, ზოგიერთი წამალი არ ვიყიდო, აი ცხოვრება და ამას ქვია არსებობა?.” ,,ბავშვი რომ შეგვეძინა, ისე გვიხაროდა, გვეგონა ზედიზედ რამდენიმეს გავაჩენდით, მაგრამ ფინანსურად ისე გაგვიჭირდა, ეს გამოგვაზრდევინა, ამას ვოცნებობთ. თითქმის ყოველ მესამე, მეორე დღეს საყიდელი აქვს საჭმელი, წამლები, სველი ხელსახოცები, პამპერსი.“ „ექიმი რომ გეტყვის მაინცდამაინც ის ძვირიანი შეიძინო, ბავშვს არაფერი ავნოთ, არ გამოაყაროსო. რა უნდა ქნა, ბოლო თეთრსაც გაიღებ და პატარას საუკეთესოს მოუტან, ხომაა ასე? ხოდა რა უნდა ვქნა გეკითხები, კაი, სანამ იყო თხილი ქე ვყიდე და ახლა რა გავყიდო. არც მე ვმუშაობ და არც ჩემი მეუღლე. ველოდებით დედამთილის პენსიას.“ ექსპერტების განცხადებით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.5%-ით გაიზარდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე – 0.7%-ით, ჯანდაცვაზე კი – 2%-ით. სურსათის ჯგუფში ფასები განსაკუთრებით გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5,3%), რძე, ყველი და კვერცხი (3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8%). მათი მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციაზე (8,6%), განსაკუთრებით გაზრდილია მედიკამენტების ფასები. არჩევნების შემდეგ, ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება გარკვეულწილად უკვე აისახა იმპორტირებულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით მედიკამენტების ფასებზე. ეკონომისტების აზრით, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლიური ინფლაცია დაგეგმილ 5%-ს არ გადააჭარბებს, თუმცა, გარკვეულ ჯგუფებზე, სადაც მაღალია იმპორტის წილი, ინფლაციის მაჩვენებელიც გაცილებით მაღალი იქნება. თეა იოსელიანი-გურია

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/97834-fsiqikuri-janmrtelobis-dafinansebis-wesis-secvlam-kerzo-klinikebsi-cvlilebebi-gamoiwvia

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესის შეცვლამ კერძო კლინიკებში ცვლილებები გამოიწვია

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების წესის ცვლილებამ, საქართველოში კერძო კლინიკების ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა ან კერძო მომსახურებაზე გადასვლა გამოიწვია. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ფსიქიური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით შესრულებული სამუშაოს დაფინანსების წესში შეტანილია ცვლილებები. ცვლილების მიხედვით გათვალისწინებულია პროგრამული სახსრების ეფექტიანობის ზრდა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მდგომარეობების მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ღუდუშაურის კლინიკამაც და განმარტა, რომ დაფინანსების ახალი წესი კლინიკას ფინანსურად აზარალებდა. ამიტომ წყვეტდა სახელწმიფო მომსახურების გაგრძელებას და სამომავლოდ, სავარაუდოდ, მსურველებს კერძო მომსახურებას შესთავაზებდა. "სამწუხაროდ, ასეთი მოცულობის ფსიქიატრიული სტაციონარული ქვედანაყოფის მოწყობა ამ ეტაპზე ღუდუშაურის ცენტრში შეუძლებელია. ერთის მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის სახსრები ვერ იქნება მიმართული ცალკეული კლინიკის ინტერესის მიხედვით; მეორეს მხრივ, ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფსიქიატრიული დახმარების სტაციონარულ ქსელში არსებობს საკმარისი სიმძლავრე პაციენტებისათვის საჭირო მკურნალობის შეუფერხებელი ჩატარებისათვის და პაციენტებს არ შეექმნებათ სერვისის მიღების პრობლემა. ღუდუშაურის ცენტრი 2017 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ მომსახურებას აღარ მიაწვდის. ცენტრის ადმინისტრაცია მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს არსებული განყოფილების ბაზაზე სახელმწიფო პროგრამის გარეთ დარჩენილი სერვისების მიწოდებისათვის საჭირო სიმძლავრეები", - აღნიშნულია ღუდუშაურის კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დარგის სპეციალისტების შეფასებით, ამან ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას. სპეციალისტები ავრცელებენ მანიფესტს "დავიცვათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!" და მიმართავენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს. "მოვითხოვთ ხალისუფლების და დარგის პროფესიონალების თანამშრომლობით მოხდეს ბიუჯეტის ცვლილება და დადგენილების გადახედვა პაცინტთა ინტერესების, უფლებების, ხარისხიანი ფსიქიატრიული მომსახურების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ღირსეულად დაცვის სასარგებლოდ", - ნათქვამია მანიფესტში. "პირველს" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განუცხადა,რომ კატეგორიულად არ ეთანხმება მანიფესტის შინაარსს. "მანიფესტში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მანიფესტის შინაარსს არ ვეთანხმები და არ ვადასტურებ. ცვლილება,რომელიც განხორციელდა ნებისმიერი სტაციონალური დაწესებულებისთვის,რომელიც მონაწილეობდა ფსიქიატრიულ პროგრამაში, ერთნაირია. თუ 2015 წლის დაფინანსებას შევადარებთ 2016 წლის დაფინანსებას ფსიქიატრიული პროგრამის ბიუჯეტი ზრდადია და არა კლებადი. თითოეული ცვლილება, რომელიც განხორციელდა არის ლოგიკური", - განაცხადა მარინა დარახველიძემ. მისივე თქმით, დაფინანსების ცვლილება წინასწარი შესწავლის შედეგად მოხდა. გადაიხედა კლინიკის ყველა ფაქტობრივი ხარჯი და ვაუჩერიც ამის მიხედვით განისაზღვრა. პარალელურად, გაიზარდა დაფინანსება ქრონიკული შემთხვევებისთვის. საქართველოს მთავრობამ №638 დადგენილება 2016 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ერთ-ერთი პუნქტია ფსიქიკური ჯანმრთელობა,რომლის მიზანი ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა საქართველოს მოსახლეობისათვის.

--- 

 

19.01.2017

მედიასაშუალება: http://www.ghn.ge/com/news/view/167652

ახალი კონტრაქტი მხოლოდ იმ კლინიკებთან გაფორმდება, ვინც სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს - ზაზა სოფრომაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, ახალი კონტრაქტი მხოლოდ იმ კლინიკებთან გაფორმდება, ვინც სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილებები თებერვლიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება. „ძალიან ბევრი კლინიკა გამოყოფილ რესურსებს უფრო მეტად არაპირდაპირი ხარჯების ასანაზღაურებლად ხარჯავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი უშუალოდ პაციენტის მომსახურებისთვის არ მიდის და სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი კლინიკების შერჩევის დროს“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მისივე თქმით, კლინიკები, რომლებიც ელემენტარულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საყოველთო ჯანდაცვის პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან. „ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ავუკრძალოთ შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ისინი ვერ მიიღებენ შესაბამის ანაზღურებას“, - განმარტა მინისტრის მაოდგილემ. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში გუშინ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, 10-12 კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება.

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/164072-jandacvis-ministris-moadgile-klinikebi-romlebic-elementarul-mothkhovnebs-ver-daakmayofileben-sakhelmtsifos-mkhridan-shesabamis-anazghurebas-ver-miigheben.html?lang=ka-GE

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/164073-akaki-zoidze-roca-erth-sardafshi-khuthsatsoliani-reanimaciaa-ganthavsebuli-etcvi-mepareba-situacia-dramatulad-gamostsordes.html?lang=ka-GE

აკაკი ზოიძე: როცა ერთ სარდაფში ხუთსაწოლიანი რეანიმაციაა განთავსებული, ეჭვი მეპარება, სიტუაცია დრამატულად გამოსწორდეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მიზანი სამედიცინო ხარისხის, შედეგებისა და ხარისხის ეფექტიანობის გაუმჯობესებაა. აკაკი ზოიძე საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ დამატებით განმარტებებს აკეთებს და ვარაუდობს, რომ პროგრამას 10-12 კლინიკა გამოეთიშება. „როცა ერთ სარდაფში ხუთსაწოლიანი რეანიმაციაა განთავსებული, ეჭვი მეპარება, რომ მათ სიტუაცია დრამატულად გამოასწორონ. ჩემი აზრით, 10-12 ე.წ. კლინიკა მაინც ამოვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ერთი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით მთელი რიგი ზომები განხორციელდება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში გუშინ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, 10-12 კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება.

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: http://mediacity.ge/news.php?id=1068

ახალი სკანდალი - საქართველოში დასმული ლეიკემიის დიაგნოზი თურქეთში არ დადასტურდა

бѓ”бѓЎ бѓ’бѓђбѓ®бѓљбѓђбѓ•бѓ— მორიგი  გახმაურებული бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ, бѓ бѓќбѓ“бѓ”бѓЎбѓђбѓЄ бѓђбѓ®бѓљбѓ’бѓђбѓ–бѓ бѓ“бѓђ ადამიანს  სასიკვდილო, бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќбѓ“ бѓ›бѓ¬бѓ•бѓђбѓ•бѓ” ლეიკემიის  დიაგნოზს бѓЈбѓЎбѓ•бѓђбѓ›бѓ”бѓњ ქართულ კლინიკაში.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

20.01.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

სერგეენკო ექიმებისა და ფარმაცევტების გარიგების ჩაშლას ეცდება

"როცა ფარმაცევტული კომპანია ფლობს კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას, ის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წამალი გაასაღოს"... ზედმეტი წამლების გამოწერის მავნე პრაქტიკასთან საბრძოლველად მთავრობის მონდომება სპეციალისტებს საკმარისად არ მიაჩნიათ. ისინი თვლიან, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამდე ჯანდაცვის სფერო ვერ გაჯანსაღდება და ვერც პოლიგრამაზიასთან (ზედმეტი წამლების გამოწერა) ბრძოლა გამოიღებს შედეგს. ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრი უკვე მერამდენედ ამახვილებს ყურადღებას. დაზღვევის სფეროს ერთ-ერთ სუსტ რგოლზე დავით სერგეენკო შარშანაც საუბრობდა. ძნელად სავარაუდოა, რამდენად მოხერხდება ამ რთული სენის დაძლევა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კლინიკები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები ერთი ჯგუფის ხელშია, პრობლემის მოგვარება საკმაოდ ძნელად წარმოსადგენია. ასე საუბრობენ ექსპერტები, თუმცა ჯანდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ პრობლემა გადაიჭრება. დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმების მხრიდან მედიკამენტების არარაციონალურად გამოწერის შემთხვევების აღმოსაფხვრელად კონკრეტული გეგმა უკვე შემუშავებულია. მისი თქმით, წლის ბოლომდე პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის მძლავრი ინსტრუმენტი - რეცეპტული სისტემა - ყველა კლინიკისთვის სავალდებულო გახდება. "ელექტრონული ჯანდაცვის და მისი ერთ-ერთი შემადგენელი რეცეპტების მოდული დასრულებულია და გააქტიურებულიც. სექტემბრიდან მოყოლებული 3-4-მა კლინიკამ გამოთქვა პროექტში ჩართვის სურვილი, რაც ნებაყოფლობითი იყო. ვადასტურებ, რომ ელექტრონულ ჯანდაცვაში ჩართვა წლის განმავლობაში იქნება აუცილებელი პირობა. ეს გახდება სავალდებულო, საბოლოო ჯამში კი, გვექნება უმძლავრესი ინსტრუმენტი პოლიპრაგმაზიასთან და არა მარტო მასთან ბრძოლის კუთხით", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრი გამოსავალს პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და წამლების ფასების შემცირებაში ხედავს. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს, რომელზეც დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მან კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი სწორედ ზედმეტად გამოწერილ წამლებს უკავშირდება, რასაც დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ. ბოლო წლებში საქართველოში წამლების ჭარბად მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. ექიმთან ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე სხვადასხვა მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების დროს არის დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი, ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის და იქვე წამლების საკმაოდ გრძელ სიას ატანს. სპეციალისტების თქმით, ეს არა მხოლოდ ადამიანების ჯიბეს აცარიელებს, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა ზოგადად ექიმების იმიჯზეც მოქმედებს, რადგან მათ არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერაძე ამბობს, რომ ჭარბი რაოდენობით წამლების გამოწერის პრობლემა ძალიან აქტუალურია და ამის მიზეზად კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობას ასახელებს. "ფაქტი, რაზეც ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს, კარგა ხანია დადასტურებულია. ეს არ არის დღევანდელი მოვლენა. დიდი ხანია, ამ მხრივ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. დღეს რომ ექიმები პაციენტებს ბევრ წამალს უწერენ, ეს კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობის ბრალია. როდესაც ფარმაცევტული კომპანია ფლობს კლინიკასა და სადაზღვევო კომპანიას, ის არის მოტივირებული, რაც შეიძლება მეტი წამალი გაასაღოს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი კარტერული გარიგებები და რამდენიმე მსხვილი კომპანიაც ამ მეთოდით არეგულირებს ფასს. თუკი მინისტრი გვეტყვის, როგორ აპირებს პრობლემის მოგვარებას, რეფორმის ეფექტურობაში ეჭვს ვერ შევიტანთ. პირველ რიგში კი, საჭიროა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ცვლილებები კანონში. ეს თუ არ მოხდა, ჯანდაცვის სისტემას ვერაფრით გამოვაჯანმთელებთ", - აცხადებს ბერაძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4209346&name=20.01.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

20.01.2017

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს. აღნიშნულის შესაძლებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომელზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, მათი მონაცემები საჯარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კლინიკები თავად გამოთქვამენ ამის სურვილს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკებზეა დამოკიდებული და თუ ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა უფრო მცირე იქნება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ახალი რეფორმების ძირითადი მიმართულებების განხორციელება თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება. როგორც ნიკა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ქსელში ხელფასების დაგვიანების პრობლემა არ არის. მისივე თქმით, „ევექსი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე მსხვილი პარტნიორია და პარტნიორობის გაგრძელებას კვლავაც აპირებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4209421&name=20.01.2017+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი

არის კლინიკები, უფრო საამქროებია, რომლებიც სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას ემსახურება პაციენტების საზიანოდ- აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების მეორე ტალღის დაწყებას, რომელიც პაციენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობისებისკენ იქნება მიმართული. როგორც ზოიძემ მედიას განუცხადა, არსებობს კლინიკები, რომლებიც, მისი თქმით, უფრო საამქროებია რომლებიც სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას ემსახურებიან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ. „ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს იწყება სწორედ პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით, ეს არის ძირითადი ლოზუნგი. ამ მიზანს მოემსახურება ყველა ის ცვლილება, რაც მოხდება პროგრამაში. ამავდროულად, ხარისხიანი მომსახურება ჩვეულებრივ ხარჯეფექტიანი მომსახურებაა, შესაბამისად, ეს ასევე იმ თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს, რომელიც საჭიროა, რათა ჩვენს უმწეო მოქალაქეებს გავუფართოვოთ სამედიცინო მომსახურებით პაკეტი და რა პრობლემებიც დღეს არის წამლებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს მიეწოდოს ეს მომსახურება და პაკეტში ჩავრთოთ ამბულატორიული მედიკამენტები. პირველ ეტაპზე მოხდება ყველაზე ოდიოზური, კლინიკებს ვერ დავარქმევდი, არაერთხელ ვუწოდე, რასაც ვფიქრობ, ეს არის საამქრო, რომელიც ემსახურება კონკრეტულად სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ, ხშირ შემთხვევაში პაციენტების ინტერესების საზიანოდ. ამ შემთხვევაში, პირველი ამოცანა მოქალაქეებზე ზრუნვაა, სახელმწიფო ინტერესი ამ შემთხვევაში, სწორედ პაციენტის ინტერესია, ერთადერთი და პრიმა ამოცანა სწორედ ეს გახლავთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. დღეს ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სფეროში რეფორმების მეორე ტალღის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე აღნიშნა, რომ რიგ კლინიკებთან სამინისტრო თანამშრომლობას ვერ გააგრძელებს, რადგან მათი ნაწილი სახელმწიფოსა და პაციენტებს არაკეთილსინდისიერად უდგება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4207664&name=19.01.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

დავით სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა, 1-12 კლინიკა გამოეთიშოს!

"საყოველთაო ჯანდაცვა უდაოდ და დადასტურებულად მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არცერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და ა.შ. არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავიცავთ სახელმწიფო ინტერესებს. ვფიქრობ, ჩვენმა ამ პოზიციამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობაზე, დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ",- აღნიშნა სერგეენკომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4207613&name=19.01.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

სერგეენკო: "ზოგიერთმა კლინიკამ თანხები მენეჯმენტის კეთილდღეობაზე დახარჯა"

დავით სერგეენკო: ”საყოველთაო ჯანდაცვა უდავოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი. ალბათ გაიხსენებთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ასეთმა მიდგომამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში. ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ იკვეთება კლინიკები, ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირ ხარჯებისკენ რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, ექიმების, ექნთების და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ ვინც უშუალოდ უვლის პაციენტებს. ჩვენ, ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება – ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას (ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არაჯეროვნად მოთხოვნილია თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ), იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მომართული ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ ისეთივე ურთიერთობები, როგორც იყო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4207510&name=19.01.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

მისაღებია თუ არა დავით სერგეენკოს ეს გადაწყვეტილება?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს. აღნიშნულის შესაძლებლობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა საქართველოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე არ გამორიცხა, რომელზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, მათი მონაცემები საჯარო გახდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კლინიკები თავად გამოთქვამენ ამის სურვილს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკებზეა დამოკიდებული და თუ ისინი მოახერხებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესების ხედვა გაითავისონ, პროგრამას გამოთიშული კლინიკების რაოდენობა უფრო მცირე იქნება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ახალი რეფორმების ძირითადი მიმართულებების განხორციელება თებერვლის პირველ რიცხვებში დაიწყება. მისაღებია თუ არა დავით სერგეენკოს ეს გადაწყვეტილება? - ამის შესახებ "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა. გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): ბარემ ხალხს ჟანგბადი აღარ მიაწოდონ, წყალი გადაკეტონ და საერთოდ ჰაერში დააყენონ მომწამვლელი ნივთიერებები. დღევანდელ ხალხს, რომელსაც შია, წყურია, გაუბედურებულია და ერთი რამის იმედიღა აქვთ, რომ კლინიკაში არ გადაახდევინებენ ფულს, ესეც თუ შეუწყვიტეს, ჩავთვალოთ, რომ ხალხი შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს. სერგო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საკითხები არის შესასწავლი, თუ რამდენად გვაქვს საქმე თაღლითობასთან, რომ სახელმწიფოს კლინიკებმა ფული გამოსძალონ. ფაქტია, რომ კლინიკები მაქინაციებს მიმართავენ, მაგრამ ამ პროგრამის გათიშვა ძალიან ცუდი იქნება. ირმა სოხაძე (მომღერალი): თუ ეს კლინიკები არ შეესაბამებიან იმ სტანდარტებს, რის გამოც მათ სახელმწიფო უხდის თანხას და თუ კლინიკებში არსებობს დარღვევები, ჯერ უნდა გაფრთხილდნენ და თუ არ გამოსწორდებიან უახლოეს პერიოდში, რასაკვირველია, შემდეგ უნდა შეუწყდეთ აღნიშნული პროგრამა. ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა): მოსალოდნელი იყო. ყველანაირი კვლევები აჩვენებდა, რომ ქვეყნის ბიუჯეტი არ არის საკმარისი ამ ხარჯების დასაფარად. უნდა შემოდიოდეს ინვესტიციები, ეკონომიკა წინ მიდიოდეს, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტუაცია პირიქით არის. ადრეც თქვეს ამ სფეროს სპეციალისტებმა, რომ ძალიან მალე დადგებოდა მომენტი, როცა საქართველოს ბიუჯეტს ასეთი ხარჯების დაფარვა აღარ შეეძლებოდა. მისაღები იქნება ის, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდეს, ლარი ასეთ მდგომარეობაში არ იყოს და შემოვიდეს ინვესტიციები. ამ ყველაფერს როცა შეცვლიან და ახალ პროგრამას ჩამოაყალიბებენ, შემდეგ შესაძლებლობაც გაჩნდება ჯანდაცვის ხარჯების გაზრდის. ნატო გელაშვილი (მომღერალი): წინააღმდეგი ვარ და ჩემთვის არ არის მისაღები, პირიქით, დაამატონ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. არა მგონია, ქართველი ხალხი ამის მომხრე იყოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4207431&name=19.01.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

19.01.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

სახელმწიფო მინიმუმ 10 კლინიკასთან ურთიერთობას წყვეტს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება. ძირითადი ცვლილება თებერვლიდან განხორციელდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, სახელმწიფო პროგრამის რეფორმა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. "სამი მთავარი საყრდენი არის ფასი, ხელმისაწვდომობა და ხარისხი. პირველი ეტაპი, ანუ ხელმისაწვდომობა ძალიან წარმატებით შესრულდა. თუ დანარჩენ ორზეც არ ვიმოქმედებთ, რეფორმა აღმოჩნდება ცალმხრივი. ეს ყველაზე რთულად გასატარებელი რეფორმაა, ერთ წელზე მეტი დასჭირდა მის მომზადებას. წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა იქნება, მცირე ზომის კლინიკები", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. მონაცემები კლინიკებთან დაკავშირებით საჯარო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი მათ თავად ექნებათ ამის სურვილი. ჯანდაცვის სამინისტროში კარგა ხანია აცხადებდნენ, რომ კლინიკები, რომლებსაც არ ექნებოდათ სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, პროგრამაში ვეღარ ჩაერთვებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის ინფორმაციით, სამინისტრო მუშაობს ე.წ. სელექტიურ კონტრაქტირებაზე. "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც მოხდება სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, იქნება სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. მოგეხსენებათ, ბაზარზე არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც მოქალაქეებს სერვისებს ან ფრაგმენტულად აწვდიან, ან შეუსაბამო მომსახურება აქვთ. პრობლემაა ისიც, რომ პაციენტის რეფერირებისას მნიშვნელოვნად იზრდება ხარჯი. ასეთი ტიპის დაწესებულებები გამოეთიშებიან და აღარ იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულნი", - განაცხადა ბერძულმა. კიდევ უფრო მკაცრ შეფასებას აკეთებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. იგი კლინიკების ნაწილს საამქროებს უწოდებს. "მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ცვლილება იწყება სწორედ პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით. ზოგიერთ დაწესებულებას კლინიკებს ვერც დავარქმევდი, არაერთხელ ვუწოდე, რასაც ვფიქრობ - ესენი არიან საამქროები, რომლებიც ემსახურებიან სახელმწიფოდან მიღებული ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ. სახელმწიფო ინტერესი კი ამ შემთხვევაში სწორედ პაციენტის ინტერესია, ერთადერთი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ ზოგიერთმა კლინიკამ საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯა მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართა მედპერსონალსა და პაციენტებზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. "რიგ კლინიკებს შეექმნათ მცდარი მოლოდინი. მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ მომავალში. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის, მაგალითად, მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება - ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი სერვისის მიმწოდებლებთან ვერ გავაგრძელებთ ურთიერთობას. სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს, მაგრამ იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას - სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა რომ გვქონოდა", - აღნიშნა სერგეენკომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4207428&name=19.01.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---