From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-20.03.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; hvili@moh.gov.ge">kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; hvili@moh.gov.ge">sumikashvili@moh.gov.ge; hvili@moh.gov.ge">ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelas hvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge
Received On : 20.03.2017 09:16
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 20.03 .2017

ტელევიზია 

19.03.2017

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓћбѓќбѓЎбѓў სკრიპტუმი

დღეს სახელმწიფოსგან შემწეობას ათიათასობით ნაკლები ოჯახი იღებს, ვიდრე სულ რამდენიმე თვის წინ. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ სოციალური დახმარება 40 ათას ადამიანს მოეხსნა. სახელმწიფომ ფული დაზოგა, სოციალურად დაუცველებს კი ცხოვრება გაურთულდათ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სოციალურად დაუცველთა პრობლემები ერთნაირია: ცარიელი მაცივარი, წამლების შესაძენად არასაკმარისი ფული. მაქსიმუმ 60 ლარიანი სახელმწიფო შემწეობა ამ ოჯახებისთვის მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ბენეფიციართა რაოდენობა იმატებს, ოქტომბრის შემდეგ კი 40 ათასით იკლებს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4329186

---

 

19.03.2017

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓћбѓќбѓЎбѓў სკრიპტუმი

საქართველოს ფარმაცევტულ ქსელებში დღეს ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ შეძენა შესაძლებელია. აქ უკვე მთავარი პრობლემა არა სახიფათო თვითმკურნალობა, არამედ სააფთიაქო ნარკომანიაა. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატის შესაძენად არა თუ რეცეპტის ქონა, წამლის სრულად დასახელებაც კი არაა საჭირო. საჯარიმო ფულადი სანქციების, ლიცენზიების ჩამორთმევისა თუ ცალკეული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანიას აქტიურ ფაზაშია გადასული. სახელმწიფო აქაც უძლურია და ვითარებას ვერ აკონტროლებს. მეტიც, ადამიანი, რომელსაც ამ მდგომარეობის კონტროლი ევალებოდა, ამა წლის 2 მარტს თავად გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4329185

---

 

19.03.2017

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓћбѓќбѓЎбѓў სკრიპტუმი

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების რეალიზაციის გამკაცრებული წესები მოქმედებს. ძლიერმოქმედი წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე აკრძალულია, თუმცა დღეს ეს აკრძალვა, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს. საქართველოში ძლიერმოქმედი წამლის ყიდვა რეცეპტის გარეშე კვლავ შესაძლებელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4329184

---

 

19.03.2017

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენელი ამბობს, რომ შენობებში არსებული სავინტილაციო არხები არის იმის მიზეზი, რომ რუსთავში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ინტოქსიკაციით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4329163

---

 

19.03.2017

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 15:00

გორში მცხოვრები ტატალაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს. სააგენტოს გადაწყვეტილების მიზეზი, სახლში, ერთ ოთახში, იატაკის დაგება გახდა. დედა-შვილი, გოჩა და ლენა ტატალაშვილები, ორივე მძიმე ავადმყოფია, მათი ერთადერთი შემოსავალი დედის პენსიაა, რაც ელემენტარული პირობების დასაკმაყოფილებლადაც არ ჰყოფნით, ვეღარ ახერხებენ მედიკამენტების შეძენასაც.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4328568

ტვ პირველი-ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4329131

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4329018

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4328494

---

 

19.03.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: ახალი ამბები 18:00

სხალთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი რომელიც 4 თემის 30-მდე სოფელს ემსახურება სიძველისგან მწყობრიდანაა გამოსული. მოსახლეობა ახალი ავტომობილის გადაცემას მოითხოვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4329070

---

 

18.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ვის და რა დოზით აღარ შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - მთავრობა სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4328048

---

 

18.03.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მორიგი ცვლილებებია. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში შეტანილი სიახლეები კვირის ბოლოს გააცნო საზოგადოებას. საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. 5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს კი მედიკამენტებით სარგებლობა შეეძლებათ. ვისი შემოსავალიც წელიწადში 40 ათას ლარზე მეტია და სამწუხაროდ ასეთი სულ 33 ათასი მოქალაქეა საქართველოში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებს ვეღარ მიიღებენ, თუმცა ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებს მაინც დარჩებიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4327504

---

 

18.03.2017

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნესკურიერი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მთავრობის ლექსიკონშიღა რჩება, ექსპერტებისთვის კი ის არსებობას წყვეტს, რადგან მთავრობა აპირებს პროგრამა შეკვეცოს და მლნ. 800 000-მდე ადამიანი ანუ ყოველი მეორე ქვეყანაში მთლიანად ან ნაწილობრივ ჩახსნას პროგრამიდან. მიზეზი კი საყოველთაო ჯანდაცვის რეკორდულად მზარდი ხარჯები და მათი მოთოკვის სურვილია. ამ პრობლემაზე ექსპერტები 3 წელია მიუთითებენ მთავრობას, თუმცა პასუხი აქამდე პრობლემის უარყოფა და იმის მტკიცებულება იყო, რომ არც საყოველთაობის პრინციპი შეჩერდებოდა და არც ხარჯების ზრდა, რაც არჩევნების შემდეგ ჩანს შეიცვალა. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4327155

---

 

18.03.2017

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნესკურიერი

ჯანდაცვის საკითხი მთავრობას ახალ ეტაპზე გადაყავს. ჯერ პროცესი არ დაწყებულა, თუმცა გაუგებრობამ თავი უკვე იჩინა. კერძოდ, სასწრაფო დახმარების სეგმენტში. ცალკეულ შემთხვევებში ისე ჩანს, რომ ამიერიდან დაფიქრებაა საჭირო, დარეკოთ თუ არა 112-ში, როცა თავს ცუდად ან ძალიან ცუდად გრძნობ. რადგან, თუ კლინიკაში გადაყვანისას აღმოჩნდა, რომ საქმე არც ისე რთულად ყოფილა, როგორც თქვენ გეგონათ, კლინიკა მსხვილ ქვითარს გამოწერს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა არ აანაზღაურებს და თუ არც თქვენ აღმოგაჩნდათ გადახდის შესაძლებლობა, საქმე შეიძლება აღსრულებამდეც მივიდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4327217

---

 

18.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:ბიზნესკურიერი

კითხვებს აჩენს სოციალური დახმარების დანიშვნის პრაქტიკა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბენეფიციართა შერჩევის სისტემა დახვეწა. მაგრამ, 7 წლის ბავშვს დახმარებას უხსნიან მხოლოდ იმის გამო, რომ დედა გარდაეცვალა. მრავალშვილიან დედას კი იმის გამო, რომ კიდევ ერთი ბავშვი შეეძინა. მათთვის ლოგიკურად ახლა მეტი დახმარებაა საჭირო. არადა, საერთოდ დახმარების გარეშე დარჩნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4327220

---

 

18.03.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

რა პირობებში უწევს ახაშენის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება სოფლის ერთადერთი ამბულატორია ამორტიზებულია. შენობაში, დარღვეული სანიტარიული ნორმების ფონზე, დაწესებულების მედპერსონალი 2000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს ემსახურება. რთული ვითარების მიუხედავად მოსახლეობას და სამედიცინო დაწსებულების თანამშრომლებს არავისთვის მიუმართავთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4328022

---

 

18.03.2017

არხი:           ტელეკომპანია იბერია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ახალი ამბები 17:00

სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი 67 წლის მარტოხელა მოხუცი დახმარებას ითხოვს. თელავში მცხოვრები ნანული ჟონჟოლაძე მთავრობას მიმართავს. კახეთის რაიონულ სამსახურში აცხადებენ, რომ ოჯახს შეუძლია მიმართოს სააგენტოს, რის შემდეგაც განისაზღვრება ახალი სარეიტინგო ქულა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4327817

---

 

18.03.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   დღის ამბები 16:00

სოციალური მომსახურეობის სააგენტომ რუსთავში, გარეჯის ქუჩა #1-ში მცხოვრებ 10-ზე მეტ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნა. მათ შორისაა ბოჭორიძეების ოჯახი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება იყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4327673

---

 

18.03.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი 18:00

ერთი კაცის პროტესტი პარლამენტის შენობასთან-9 აპრილის მონუმენტზე ავიდა და ამ ფორმით ქვეყნის ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდა. მამაკაცს ცივი იარაღი ქონდა და ამიტომ მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ბოლოს მამაკაცი ქაშუეთის ეკლესიის მოძღვრის თხოვნით მემორიალიდან ჩამოვიდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4327891

---

 

17.03.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 16:00

სიახლეები საყოველთო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4325676

---

 

17.03.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: ბიზნეს კონტრაქტი 15:00

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ჯნდაცვის მინისტრმა გუშინ პირველად თქვა ღიად, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მიზნობრივი უნდა გახდეს და ამაზეა დამოკიდებული ხარჯების ეფექტიანობა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტს ვალდებულებების შესასრულებლად თანხა ყოველთვის აკლდებოდა, თუმცა სამინისტროდამ მხოლოდ ერთი პასუხი ისმოდა- რთულია ხარჯების წინასწარ გათვლა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სისტემა დალაგდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4325571

---

 

17.03.2017

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება. მარალი შემოსავლის მქონე 10 000 მოქალაქე, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓўбѓђ შემოსავალი წელიწადში 40 000 бѓљбѓђбѓ бѓ–бѓ” მეტია, бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამით бѓ•бѓ”бѓ¦бѓђбѓ  ისარგებლებენ. бѓ®бѓќбѓљбѓќ 30 000-бѓ›бѓ“бѓ” მოქალაქე бѓ“бѓ’бѓ”бѓ‘бѓђ არჩევანის წინაშე бѓ“бѓђбѓ бѓ©бѓ”бѓЎ бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ бѓ’бѓ”бѓ‘бѓљбѓ”бѓ“ бѓ—бѓЈ бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓќ პაკეტი შეიძინოს. бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ ამისა, მიზნობრივ ჯგუფებში бѓЁбѓ”бѓ›бѓђбѓ•бѓђбѓљ 1 700 000-бѓ›бѓ“бѓ” ადამიანს, მედიკამენტების შესყიდვვაც დაუფინანსდებათ. бѓ бѓђбѓ›бѓ“бѓ”бѓњбѓђбѓ“ ამცირებს სახელმწიფოს მიერ бѓЇбѓђбѓњбѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђбѓ–бѓ” бѓ’бѓђбѓ¬бѓ”бѓЈбѓљ бѓ®бѓђбѓ бѓЇбѓ”бѓ‘бѓЎ დიფერენცირებული სერვისების ამოქმედება бѓ“бѓђ бѓ бѓђ бѓ’бѓђбѓ•бѓљбѓ”бѓњбѓђ ექნება მთავრობის გადაწყვეტილებას бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓќ бѓ‘бѓђбѓ–бѓђбѓ бѓ–бѓ”?  бѓ—бѓ”бѓ›бѓђбѓ–бѓ” бѓЎбѓђбѓЎбѓђбѓЈбѓ‘бѓ бѓќбѓ— გადაცემის სტუმარია бѓ–бѓђбѓ–бѓђ бѓЎбѓќбѓ¤бѓ бѓќбѓ›бѓђбѓ«бѓ”.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4325416

---

 

 

17.03.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

შრომით ინსპექციას შესაძლოა უფლებამოსილება გაეზარდოს. მზად არის კანონპროექტი, რომლითაც დამსაქმებელი კომპანიების კონტროლი გამკაცრდება. ანუ ინსპექციას უფლება ექნება, რომ სასამართლოს გარეშე კონკრეტულ კომპანიაში შევიდეს და დასაქმებულთა სამუშაო პირობებთან ერთად, მათთან გაფორმებული კონტრაქტებიც შეამოწმოს. მონიტორინგის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ფულადი სანქციები ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ ინციციატივას ბიზნეს-სექტორში უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდგეები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4326726

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4326612

---

 

17.03.2017

არხი: ტვ პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   საქმიანი დილა TV1

დღის რიცხვია 38 580. არჩევნების შემდეგ სოციალურად დაუცველთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტო დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას უკავშირებს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თებერვლის მდგომარეობით ჯამში მივიღეთ 38 580 ოჯახი, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი მდგომარეობით ევაჭრა, წაახალისა არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ პროგრამიდან "გააგდო".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4324993

---

 

17.03.2017

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   საქმიანი დილა TV1

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნობრივ ჯგუფებს გარკვეული ტიპის მედიკამენტების შესყიდვა დაუფინანსდებათ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასეთი ჯგუფებია 0-დან 5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმპ, პედაგოგები და სოციალურად დაუცველები. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მოქალაქეებს დაუფინანსდებათ პირველადი მოხმარების წამლები, როგორიცაა გულის და სისხლძარღვების დაავადებებისათვის განკუთვნილი საშუალებები. ასევე, ინსულინის მეორე ჯგუფში შემავალი წამლები. მინისტრი ამბობს, რომ თუ პენსიონერებს მედიკამენტებში საშუალოდ 30 ლარი ეხარჯებოდათ, ისინი გადაიხდიან 1 ლარს. დანარჩენს კი სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4324989

---

 

 

 

ინტერნეტი

20.03.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=49165&cat_id=5

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შედეგად ბიუჯეტი 60 მლნ–მდე ლარს დაზოგავს"

რითი ხსნის ხელისუფლება ჯანდაცვის პროექტში ცვლილებების бѓЁбѓ”бѓўбѓђбѓњбѓђбѓЎ бѓђбѓ®бѓљбѓђ? აპირებენ бѓ—бѓЈ бѓђбѓ бѓђ ისინი ოპოზიციის შენიშვნების გაზიარებას? бѓ бѓђ бѓ—бѓђбѓњбѓ®бѓђ დაიზოგება აღნიშნული ცვლილებებით бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ“ бѓ¬бѓђбѓ•бѓђ დაზოგილი სახსრები? - бѓђбѓ› бѓ—бѓ”бѓ›бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „პოლიტკომერსანტი" ჯანდაცვის კომიტეტის бѓ—бѓђбѓ•бѓ›бѓЇбѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ› აკაკი ზოიძემ ისაუბრა. - бѓ бѓђбѓ› განაპირობა бѓђбѓ› ცვლილებების აუცილებლობა? - бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ бѓ©бѓ•бѓ”бѓњ უნივერსალური ჯანდაცვისკენ მივდივართ, რომელიც გულისხმობს бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќбѓ‘бѓђбѓЎбѓђбѓЄ бѓ“бѓђ მიზნობრიობასაც. бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќбѓ‘бѓђ არის ის, бѓ бѓќбѓ› სახელმწიფო პოლიტიკაა განსაზღვრული, რომლითაც თითოეულ მოქალაქეს бѓЈбѓњбѓ“бѓђ ჰქონდეს თანასწორი ხელმისავდომობა ხარისხიანი ჯანდაცვის მიმართ ფინასნური ძნელბედობის бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓЁбѓ”. бѓ®бѓќбѓљбѓќ ფინანსური бѓ«бѓњбѓ”бѓљбѓ‘бѓ”бѓ“бѓќбѓ‘бѓђ ღარიბის შემთხვევაში бѓ“бѓ’бѓ”бѓ‘бѓђ 100 ლარის ქონაში, შეძლებული მოქალაქის შემთხვევაში 5000 ლარის ქონაში. აქ бѓ“бѓ’бѓ”бѓ‘бѓђ მიზნობრიობის бѓ—бѓ”бѓ›бѓђ, შესაბამისად, პაკეტები бѓЈбѓњбѓ“бѓђ იყოს მორგებული - ღარიბისთვის მეტი, მდიდრისთვის ნაკლები. - бѓ”бѓЎ ცვლილებები გარკვეულწილად бѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђ ოპოზიციის бѓ›бѓќбѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ, შეიძლება ითქვას, бѓ бѓќбѓ› გაითვალისწინეთ მათი შენიშვნები? - бѓ›бѓ” პირადად ვცდილობ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓЎ შენიშვნა გავითვალიწინო, бѓ—бѓЈ ის ჭკვიანურია, მიუხედავად იმისა რომელი პოლიტიკური პლატფორმიდან მოდის, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› აქ бѓђбѓ›бѓђбѓ–бѓ” საუბარი бѓђбѓ  არის. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ წინასაარჩევნო პროგრამაში бѓ’бѓ•бѓ”бѓ¬бѓ”бѓ бѓђ, бѓ бѓќбѓ› бѓђбѓ›бѓђбѓЎ გავაკეთებდით. бѓ”бѓЎ бѓ’бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ бѓ бѓђбѓЄ ჩამოყალიბდა, бѓ”бѓЎ არის პირველადი დიზაინი, რომელიც бѓ‘бѓќбѓљбѓќ 4 წლის გამოცდილებამ бѓ’бѓ•бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓђ, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› რეფორმის бѓ’бѓђбѓ¦бѓ бѓ›бѓђбѓ•бѓ”бѓ‘бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ бѓ”бѓ бѓ—бѓђбѓ“ бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ•бѓђбѓљ წლებში бѓ”бѓЎ бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” შეიცვლება, бѓЈбѓ¤бѓ бѓќ бѓ™бѓђбѓ бѓ’бѓђбѓ“ გამოიკვეთება бѓ”бѓЎ ჯგუფები бѓ“бѓђ გადანაწილდება შესაბამისად. бѓЇбѓ”бѓ  გვაქვს бѓ”бѓЎ бѓ“бѓђ ამით бѓ›бѓ” მინდა ვთქვა ძალიან მკაფიო бѓ бѓђбѓ¦бѓђбѓЄ, бѓ бѓќбѓ› აქამდე კრიტერიუმი, რომელიც бѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓ“бѓђ 435 ათასი ადამიანი 2013 წლის ივლისში, бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ კი შემოვიდა бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ бѓЇбѓђбѓњбѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђ,  бѓ“бѓђбѓ бѓ©бѓђ მის бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓЁбѓ”, бѓ›бѓђбѓ— ვისაც ჰქონდათ бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ, бѓ”бѓЎ იყო მაშინ კრიტერიუმი бѓ“бѓђ ის бѓђбѓ¦бѓђбѓ  бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ“бѓ’бѓ”бѓ‘бѓќбѓ“бѓђ 2017 წლის პირველი მარტისთვის, бѓ бѓђбѓ“бѓ’бѓђбѓњ ნაწილმა бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ бѓ“бѓђбѓ™бѓђбѓ бѓ’бѓђ, ნაწილმა იყიდა бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ бѓ“бѓђ бѓђбѓ  იყო წყალგამყოფი ხაზი. - бѓ бѓђбѓ›бѓ“бѓ”бѓњбѓЎ бѓ“бѓђбѓ–бѓќбѓ’бѓђбѓ•бѓ— ბიუჯეტში ცვლილებების бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’? - бѓђбѓ› ცვლილებებით ჩვენი бѓђбѓ›бѓќбѓЄбѓђбѓњбѓђ бѓђбѓ  არის თანხების бѓ“бѓђбѓ–бѓќбѓ’бѓ•бѓђ, ამის бѓђбѓ›бѓќбѓЄбѓђбѓњбѓђбѓђ бѓ’бѓђбѓЎбѓ¬бѓќбѓ бѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ სოციალური სამართლიანობა. მარტივი მათემატიკით бѓ бѓќбѓ› გითხრათ, бѓ—бѓЈ აქამდე бѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ бѓђбѓ  бѓ”бѓ™бѓЈбѓ—бѓ•бѓњбѓќбѓ“бѓђ 535 бѓђбѓ—бѓђбѓЎ ადამიანს бѓ“бѓђ бѓ›бѓђбѓ— ჰქონდათ бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓђ, бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ бѓђбѓ› სისტემიდან бѓђбѓ›бѓќбѓ•бѓђбѓ бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ бѓ›бѓ®бѓќбѓљбѓќбѓ“ 32 ათასი ადამიანი, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ შემოსავალი აქვს 40 000 ლარის бѓ–бѓ”бѓ›бѓќбѓ— бѓ“бѓђ შეზღუდული პაკეტი ექნება 300 бѓђбѓ—бѓђбѓЎ ადამიანს, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓЄ შემოსავალი 900 ლარიდან 3600 бѓљбѓђбѓ бѓђбѓ›бѓ“бѓ” აქვთ. бѓђбѓњбѓЈ бѓ бѓ”бѓђбѓљбѓЈбѓ бѓђбѓ“ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ бѓ›бѓ”бѓўбѓ›бѓђ ადამიანმა მიიღო бѓЈбѓ¤бѓ бѓќ бѓ›бѓ”бѓў სერვისზე ხელმისაწვდომობა, ვიდრე бѓ”бѓЎ აქამდე იყო. - бѓ бѓђ бѓ—бѓђбѓњбѓ®бѓђ გამოთავისუფლდება бѓ“бѓђ რისკენ იქნება მიმართული აღნიშნული თანხები? – მთლიანად, იმ რეფორმის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“, бѓ бѓђбѓЄ бѓ’бѓђбѓўбѓђбѓ бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, დაახლოებით 60 მილიონი ლარი бѓЈбѓњбѓ“бѓђ დაიზოგოს. აქედან დაახლოებით 7 მილიონი იქნება მიმართული მედიკამენტების დანახარჯებისკენ бѓЈбѓ›бѓ¬бѓ”бѓќ მოსახლეობისთვის бѓ“бѓђ მთლიანობაში бѓ”бѓЎ თანხები მიემართება ისევ бѓ“бѓђ ისევ პაკეტის გაფართოებისკენ. –ჩვენ ვხედავდით წლის бѓ‘бѓќбѓљбѓќбѓЎ бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ  სჭირდებოდა თანხების бѓ“бѓђбѓ›бѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓђ бѓђбѓ› бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђбѓЎ 2017 წლის бѓ‘бѓќбѓљбѓќбѓЎ бѓ©бѓ•бѓ”бѓњ бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ•бѓ”бѓљбѓќбѓ“бѓќбѓ— იმავეს бѓ’бѓђбѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ? – бѓ—бѓЈ რაიმე გაუთვალისწინებელი бѓђбѓ  бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓђ ეროვნული მასშტაბით, бѓђбѓ бѓђ. - бѓ бѓђ ტიპის კრიტიკულ შენიშვნებს ელით бѓђбѓ› პროექტის მიმართ? - არის გარკვეული შენიშვნები бѓ“бѓђ იქნება бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ შემთხვევაში, бѓ бѓђбѓ“бѓ’бѓђбѓњ бѓ”бѓЎ бѓђбѓ  არის იდეალური გადაწყვეტილება. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ бѓ’бѓђбѓ•бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓ— კონსულტაციებს бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ დაინტერესებულ бѓ›бѓ®бѓђбѓ бѓ”бѓЎбѓ—бѓђбѓњ, бѓ бѓђбѓ—бѓђ გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღოთ. - бѓ бѓђ შეიძლება იყოს бѓђбѓ› ცვლილებების შემდეგი ეტაპი? - бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ бѓђбѓљбѓ‘бѓђбѓ—, бѓђбѓ› კუთხით бѓЎбѓ®бѓ•бѓђ ცვლილებები бѓђбѓ  бѓЁбѓ”бѓ•бѓђ бѓђбѓњбѓЈ მოთხოვნის бѓ›бѓ®бѓђбѓ бѓ”бѓЎ, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› მიწოდების бѓ›бѓ®бѓђбѓ бѓ”бѓЎ, бѓђбѓњбѓЈ სამედიცინო მომწოდებლებლები, დაფინანსების მეთოდები, შერჩევითი ხეშეკრულებები - бѓђбѓ› კუთხით бѓ’бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ ის ცვლილებები, რომლებიც დაანონსებულია.

---

 

 

20.03.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0/

კოლოსალური ხელფასები ნარკომომხმარებლების ხარჯზე – სკანდალური კორუფციული ციფრები

„შევხვდებით სასამართლოში“ – ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გასულ კვირას, სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის სახელით მივიღე. სიხარულიძე „პრაიმტაიმის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა სტატიამ გააღიზიანა, სადაც მეტადონის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ კოლოსალურ ხელფასებზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც, რომელმაც სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს „ურანტს“ დაფინანსება შეუწყვიტა. 15 მარტს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ განაცხადა. ლაშა კილაძე ცვლილების მიზეზად ხარჯების შემცირების აუცილებლობას ასახელებს. მისი თქმით, ნარკომანიის პრევენციის ცენტრს აქვს საშუალება, თავად გაუწიოს მომსახურება ბენეფიციარებს. გადაწყვეტილებას აპროტესტებს „ურანტის“ ხელმძღვანელი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან, პროტესტის ნიშნად, ერთდღიანი შიმშილობის აქცია მოაწყო. რას აპროტესტებს „ურანტის“ ხელმძღვანელი? – ნარკოდამოკიდებულთა მიმართ სახელმწიფოს არასათანადო დამოკიდებულებას, თუ მისი გუნდისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას? პირველ ვარიანტს თავად „ურანტის“ ხელმძღვანელობა გამორიცხვას. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სიხარულიძის მოადგილემ, ზაზა შენგელიამ დაადასტურა, რომ ეს ადამიანები მომსახურების გარეშე ნამდვილად არ დარჩებიან. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კი გვითხრეს, რომ მათთან „ურანტიდან“ უკვე 1100 პაციენტი გადავიდა და დამატებით 200 ბენეფიციარს კიდევ ელოდებიან. თუკი პროგრამაში ჩართული პირები მომსახურების მიღებას ჩვეულებრივ აგრძელებენ, თანაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს გაცილებით იაფი უჯდება, მაშინ ისმის კითხვა – რაში მდგომარეობს პრობლემა? ვეცდებით, ამ მთავარ კითხვაზე გავცეთ პასუხი.

ბოლო მონაცემებით, მეტადონის პროგრამაში სულ 3400-მდე ნარკოდამოკიდებული პირია ჩართული, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ თანხის დიდი ნაწილი არა ბენეფიციართა ჩანაცვლებით თერაპიას, არამედ პროგრამის განმახორციელებელი პირების სახელფასო ანაზღაურებას ხმარდება. ცნობილია, რომ ე.წ. მეტადონის პროგრამას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. უშუალოდ ცენტრში 2081 ნარკომომხმარებელია რეგისტრირებული, მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია გახლდათ „ურანტი“, რომელიც მომსახურებას 1273 ბენეფიციარს უწევდა. პროგრამის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 1 მილიონით გაიზარდა და 3 მილიონ 726 ათასი ლარი შეადგინა. იმის გასარკვევად, რამდენად ეფექტურად იხარჯება ეს თანხები, ჩვენ ამ საკითხში კომპეტენტურ არაერთ პირს ვესაუბრეთ. დავუკავშირდით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისა და ორგანიზაცია „ურანტის“ ხელმძღვანელობასაც. ზურაბ სიხარულიძის გაღიზიანებაც სწორედ ჩვენ მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია. სანამ მის მოსაზრებას გაგაცნობთ, მანამდე ვნახოთ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც დოკუმენტებით ადასტურებს, რომ ნარკომომხმარებელთათვის განკუთვნილი ათი ათასობით ლარი, პროგრამის მიზნების ნაცვლად, კონკრეტული პირების კეთილდღეობას ხმარდებოდა. 2016 წლამდე მოქმედი ვაუჩერული დაფინანსებით თითო ბენეფიციარზე თვეში 215 ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა თავად პროგრამის განმახორციელებელი მენეჯმენტის ხელფასებზე ათი ათასობით ლარი იხარჯებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობის ანაზღაურება, საშუალოდ, 2500-დან 3000 ლარამდე მერყეობს, თუმცა გაცილებით კოლოსალურია მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის – „ურანტის“ სახელფასო ფონდი. ყოველთვიურად ორგანიზაციის სამ ხელმძღვანელ პირზე – ზურაბ სიხარულიძეზე (დირექტორი), ზაზა შენგელიასა (დირექტორის მოადგილე) და პაატა ლეკიაშვილზე (მთავარი ფინანსისტი) ანაზღაურების სახით შთამბეჭდავი თანხები გაიცემოდა, და ეს იმ ფონზე, როცა უამრავი ნარკოდამოკიდებული მწირი დაფინანსების გამო უშედეგოდ ელის ჩანაცვლებით პროგრამაში ჩართვას. დოკუმენტების მიხედვით, „ურანტის“ დირექტორის ანაზღაურება თვეების მიხედვით იზრდება. ზურაბ სიხარულიძეს 2015 წლის თებერვალში ხელფასის სახით აღებული აქვს 12 917 ლარი, იმავე წლის მარტში – 13 751 ლარი, აპრილში – 15 419 ლარი, აგვისტოში – 22 944 ლარი, 2015 წლის დეკემბერში კი სიხარულიძის ხელფასმა 32 144 ლარს მიაღწია. გამონაკლისი არ ყოფილა არც 2016 წელი. ზურაბ სიხარულიძემ მხოლოდ გასული წლის აპრილსა და მაისში ხელფასის სახით 17-17 ათასი ლარი მიიღო. მზარდი ტენდენციით ხასიათდება დირექტორის მოადგილის, ზაზა შენგელიას ანაზღაურებაც. 2015 წლის ივნისში შენგელიამ ხელფასის სახით 13 758 ლარი აიღო, აგვისტოში – 20 733 ლარი, დეკემბერში კი 30 089 ლარი ჩაერიცხა. რაც შეეხება პაატა ლეკიაშვილს, რომელსაც „ურანტიში“ ფინანსები აბარია, 2015 წლის იანვარში მას ხელფასის სახით 3491 ლარი უფიქსირდება, თუმცა იმავე წლის თებერვლიდან შენგელიას ხელფასი 10 586 ლარამდე იზრდება, აგვისტოში მისმა ანაზღაურებამ უკვე 16 ათას ლარს გადააჭარბა, 2015 წლის დეკემბერში კი „ურანტის“ მთავარმა ფინანსისტმა ხელფასის სახით 24 970 ლარი აიღო. გასული წლის აპრილსა და მაისში ლეკიაშვილის სახელზე 16-16 ათასი ლარი ირიცხება. მეტადონის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ კოლოსალური თანხების მიღება, სავარაუდოდ, 2016 წლის ივნისიდან მეტ-ნაკლებად შეწყვიტა. შესაძლოა, ეს საბიუჯეტო დაფინანსების ცვლილებამ განაპირობა. უკვე 2016 წლის ივნისიდან „ურანტის“ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჩვენთვისაც უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად ორგანიზაციამ ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის გააორმაგა. სავარაუდოდ, სახელფასო დანაკლისს „ურანტი“ უკვე ნარკომომხმარებლების თანადაფინანსებით ავსებდა. საქმე ის გახლავთ, რომ „ურანტიში“ აღრიცხვაზე დაყენებული ვერც ერთი ნარკომომხმარებელი მომსახურებას ვერ მიიღებდა სპეციალური დაშვების ბარათის გარეშე, სადაც ბენეფიციარს უნდა ერიცხებოდეს ყოველთვიური თანადაფინანსების თანხა 110 ლარის ოდენობით. სავარაუდოდ, პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული თანადაფინანსება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ურანტიმ“ მომსახურების მიმღებ პირთა რაოდენობა დაახლოებით 1300-მდე გაზარდა. ანუ გამოდის, რომ ორგანიზაცია სახელფასო ფონდს, ბიუჯეტის ნაცვლად, ახლა თავად ნარკომომხმარებლების ჯიბიდან ივსებდა. ჩვენ სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელ ზურაბ სიხარულიძეს დავუკავშირდით. გვსურდა, გაგვერკვია, რამდენად ეფექტურად ახორციელებდა „ურანტი“ ჩანაცვლებით პროგრამას და რა საფუძვლით ერიცხებოდა ორგანიზაციის ტოპმენეჯმენტს კოლოსალური თანხები? ზურაბ სიხარულიძე, „ურანტის“ დირექტორი: – რა კოლოსალური თანხებია გაცემული, აი ძაან მაინტერესებს რა. – მოგახსენებთ… მაგალითად, 2015 წლის დეკემბერში თქვენ ხელფასის სახით მიღებული გაქვთ 32 ათას ლარზე მეტი. ასეა? – კარგად ბრძანდებოდეთ. ვინც მოგაწოდათ ეს ინფორმაცია, იმას ჰკითხეთ. – რატომ ბრაზდებით, ბატონო ზურაბ, მე უბრალოდ ინფორმაციას ვამოწმებ თქვენთან… – მე ნამდვილად არ მერიცხებოდა 32 ათასი და თქვენ აი მაგ ინფორმაციის გავრცელებისთვის გიჩივლებთ სასამართლოში. დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების გამო გიჩივლებთ აუცილებლად. – ბატონო ზურაბ, სწორედ ინფორმაციის დაზუსტებისთვის გირეკავთ… მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ თქვენ თითქმის ყოველთვიურად ათი ათასობით ლარი გერიცხებოდათ ხელფასის სახით… გვითხარით, თუ სხვა მონაცემები გაქვთ… – ვერ დააზუსტებ ჩემთან, მაგრამ ისე, რომ იცოდე, მე მაქვს ხელფასი 3200 ლარი. ამის შემდეგ ზურაბ სიხარულიძემ ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა. იმავე დღეს მოგვწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება და გვაცნობა, რომ სასამართლოში შევხდებოდით. მეორე დღეს კი, მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის აქცია გამართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „ურანტში“ დასაქმებული 70 ადამიანი უმუშევარი დატოვა, თუმცა ეს არგუმენტი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის შეთავაზებით გარკვეულწილად გაბათილდა. ლაშა კილაძის უწყებამ „ურანტიში“ დასაქმებულ პირებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში დასაქმება შესთავაზა. ჩვენი ინფორმაციით, „ურანტის“ რამდენიმე თანამშრომელი ამ შეთავაზებას უკვე დასთანხმდა. აქვე აღსანიშნავია ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფარგლებში „ურანტიში“ გაფორმებული იყვნენ ტოპმენეჯმენტის ოჯახის წევრები, მათ შორის ზურაბ სიხარულიძის ქალიშვილი, დირექტორის მოადგილის ზაზა შენგელიას მეუღლე, მთავარი ფინანსისტის პაატა ლეკიაშვილის ვაჟი და ა.შ. „პრაიმტაიმმა“ „ურანტის“ საქმიანობაზე კომენტარი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს, ლაშა კილაძესაც სთხოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კილაძის უწყება გახლავთ უშუალო პასუხისმგებელი მეტადონის პროგრამის ეფექტურად განხორციელებაზე. აი, რას ამბობდა კილაძე ჯერ კიდევ „ურანტისთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე. ლაშა კილაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი: – ეს ორგანიზაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და სარგებლობს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით. მართალი გითხრათ, ჩემთვის უცნობია მათი ზუსტი ანაზღაურება. ამის თაობაზე მეც ყურმოკვრით ვიცი დაუდასტურებელი ინფორმაცია. ერთი რამ კი შემიძლია გითრათ: როცა ხდება ხარჯთეფექტურობის შედარება, ირკვევა, რომ ჩვენი დაწესებულება გაცილებით ხარჯთეფექტურად ემსახურება ბენეფიციარებს, ვიდრე ჩვენი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია, სადაც ხარჯების დიდი ნაწილი მიდის ე.წ. „არაპირდაპირ ხარჯებში“. მოგახსენებათ, რას მოიცავს „არაპირდაპირი ხარჯები“. ეს არის ადმინისტრაციის ხელფასები და სხვა მსგავსი დანახარჯები. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტერესია, თანხები მივმართოთ გეოგრაფიული მრავალფეროვნების დაცვით, გავხსნათ ახალი განყოფილებები და რაც შეიძლება გავზარდოთ პოტენციურ ბენეფიციართა ხელმისაწვდომობა. ჩვენს ქვეკონტრაქტორს, როგორც ჩანს, სხვა ხედვა აქვს ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ, რომ მალე შესაბამისი გადაწყვეტილებები რაღაცნაირად გადაიხედოს. – გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობა ამ პროგრამის ეფექტურობაზე გაკისრიათ თქვენ… შესაბამისად, თქვენგან მაინტერესებს, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რამდენად არის მიმართული ბენეფიციართა საჭიროებებზე? – აქ საუბარია არა მხოლოდ ბიუჯეტის სახსრებზე, არამედ თანადაფინანსებაზეც. სამწუხაროდ, ჩვენ იურიდიული მექანიზმი არ გაქვს, რომ ქვეკონტრაქტორის შიდა ხარჯები ვაკონტროლოთ. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვარეგულირებთ მათ ხელფასებს, მათ შორის უმაღლესი მენეჯმენტის შრომით ანაზღაურებას. გეთანხმებით, არის ნიშნები, რომ ეს თანხები არ მიემართება ბენეფიციართა საჭიროებებზე, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, იურიდიული პროცედურების დაცვით გადავხედოთ ურთიერთობას ჩვენს ქვეკონტრაქტორთან. ამ განცხადებიდან მეორე დღეს ლაშა კილაძის სამედიცინო დაწესებულებამ ურთიერთობებს მართლაც გადახედა და „ურანტის“ სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტა. „არავინ იფიქროს, რომ „ურანტის“ ისტორია ამით დამთავრდა. უმძიმესი დარტყმა მოგვაყენა დღეს სახელმწიფო მანქანამ, გადაგვიარა, გაგვსრისა, მაგრამ ამით მხოლოდ გამაძლიერა!!! არც კი იფიქრო, კილაძე და შენმა ბანდამ, შენმა „კრიშებმა“, რომ რამე ზიანი მომაყენეთ. პირიქით, ახლა ვიწყებ შენ და შენნაირების წინააღმდეგ ბრძოლას!! მე პროფესიას ვერავინ წამართმევს და შენ მაგ სკამს გამოგაცლი და დაგანარცხებ მიწაზე!!! შენნაირების დრო დამთავრდება“, – ასე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, დავა უკვე სასამართლოში გადაინაცვლებს.

---

 

19.03.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=49173&cat_id=5

"კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარების გარეშე, ჩვენი მედიცინა უკუსვლით წავა"

"ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ. ყველა დანარჩენს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ თავად შეძლონ საკუთარ ჯანდაცვაზე ზრუნვა, ანუ ამ შემთხევაში გამოიყენონ კერძო სადაზღვევო ინდუსტრია, რომელიც ასე თუ ისე საქართველოში მაინც განვითარებულია, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „პოლიტკომერსანტი" ჯანდაცვის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა ვახტან სურგულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "4 წლის წინ, როდესაც ეს პროექტი იწყებოდა, მე მაშინაც ვთქვი, რომ თანხები არ ეყოფოდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, იმიტომ, რომ შტატებში ამ მომსახურებაზე ფასები იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტი. მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურად ძალიან სუსტია და აქ შენს თავზე აიღო ყველაფრის დაფარვა და ყველასთვის - ეს ვერ იმუშავებდა. ახლა მივიღეთ შედეგი, რომ თანხები არ გვყოფნის და ვერც გვეყოფოდა", - აღნიშნა სურგულაძემ. - ძალიან ბევრ ადამიანს 2012 წლისთვის სჭირდებოდა ეს პროგრამა და მთავრობა ამბობს, რომ სწორედ ამიტომ გაკეთდა საყოველთაოდ და ახლა მოვიდა მიზნობრიობის დრო, ამ ლოგიკასთან დაკავშირებით რას იტყვით? - 2012 წელს ბევრს სჭირდებოდა ახლა იგივე რაოდენობას აღარ სჭირდება? ჩვენ გავაკეთეთ ყველა ოპერაცია, რაც გასაკეთებელი იყო? ახლა ხალხს აღარ დაემართება იგივე დაავადება? რამდენიმე ათეული მილიონი, რომელიც იზოგება 10 მილიარდიან ბიუჯეტში პრაქტიკულად, არაფერი არ არის და ეს მიზნობრიობაც სხვანაირად უნდა ხდებოდეს. ავიღოთ მაგალითი, ვთქვათ 40 ათასზე მეტი შემოსავალი მქონდა და აღარ ვარ ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაშინ მე უნდა წავიდე და ვიყიდო კერძო დაზღვევა, აქ ინდივიდუალური პაკეტები ან ძალიან ძვირია და რელურად ორ კომპანიას აქვს. ანუ ბაზარი ამ ცვლილებებისთვის მზად არ არის და ამ პაკეტს გაყიდის საკმაოდ ძვირად. ამასთან, ჩემი აზრით, კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარების გარეშე ჩვენი მედიცინა უკუსვლით წავა. - თუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც უფრო მეტად უჭირს და ასეთ შემთხვევაში ის 32 ათასი ადამიანი გამოეთიშა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც 40000-ზე მეტი შემოსავალი აქვს და ამავე დროს კერძო დაზღვევა არის ძვირი, აქ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - უფრო გლობალური მიდგომაა საჭირო, ყველაფერი შემოსავლებზე ორიენტირებული უნდა იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, ადამიანს რა შემოსავალი აქვს, თუმცა პრობლემად რჩება ის, თვითდასაქმებულები როგორ გადაიხდიან ამ თანხას. ჩემი მოსაზრებით 600 ლარამდე თუ აქვს ადამიანს ხელფასი, ეს პაკეტი რასაც საყოველთაო ჯანდაცვის ითვალისწინებს, სადღაც 20 ლარამდე ჯდება, ეს თანხა უნდა გადაუხადოს დამსაქმებელმა, 600-1200 ლარამდე - 50/50-ზე უნდა იყოს გადახდა, თუ ამაზე მეტი აქვს შემოსავალი ეს 20 ლარიანი პაკეტი იყიდოს თვითონ. ანუ სავალდებულო კერძო დაზღვევა უნდა შემოვიდეს იმ ხალხისთვის, ვინც მუშაობს, მაგრამ ვისაც შემოსავალი აქვს რაღაც თანხაზე ნაკლები, ბავშვები, შშმ პირები, პენსიონერები - ეს ხალხი უნდა დარჩეს სახელმწიფოს კმყოფაზე. - შემოთავაზებული ცვლილებები რა გავლენას მოახდენს კერძო სადაზღვევო ბაზარზე? - ჩემი აზრით, პაკეტების ფასები გაიზრდება. კერძო სადაზღვეო მომსახურებას ახლა იღებს ნახევარი მილიონი ადამიანი, როდესაც მას აქვს რესრუსი მილიონნახევარი ადამიანი დააზღვიოს და გაუწიოს მათ შესაბამისი მომსახურება, ცხადია ფასები გაიზრდება. მაგრამ ისე კი არ უნდა მოხდეს, როგორც წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველაფერი გადააბარეს კერძო სადაზღვეო კომპანიებს ყველანაირი კონტროლის გარეშე, არამედ პირიქით. წინა ხელისუფლებას უცებ უნდოდა ძალიან ბევრი კარგი საავადმყოფო აეშენებინა, გადასცეს ეს პრივილეგიები დაყვეს რეგიონებად და უთხრეს აქ თქვენ ააშენებთ საავადმყოფოებს. საავადმყოფოები, ექიმი და ექთანი ქმნიან რეალურ პროდუქტს, რაღაც ნაწილი საავადმყოფოების იყო საკმაოდ მომგებიან მდგომარეობაში საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით, იმიტომ, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებდა ხარჯებს. ახლა ბევრი კლინიკის სერიოზული შემოწმება მიდის და ვნახოთ რითი დამთავრდება. ის ფასები, რომლებსააც ახლა ოპერირებს სახელმწიფო არის 2009 წლის ფასები. ექთანი, რომლიც 300 ლარს იღებდა 5 წლის წინ და ახლაც იმავე თანხას იღებს, ვერ მოსთხოვ და ვერ გააკეთებს იმავე სამუშაოს იმავე ხარისხით. სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს სულ ერთ დონეზე და უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

---

 

19.03.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/opinion/180863/

ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეს

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საყოვეთაო ჯანდაცვის პრიგრამის დიფერენცირებასთან ერთად აუცილებელია, პროგრამის ადმინისტრირება კერძო სადაზღევო კომპანიებს გადაეცეს. 16 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული პაკეტების ამოქმედება დაანონსა. შეიქმნება სამი კატეგორია 1. მიზნობრივი ჯგუფები, 2. მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები და 3. დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები და მოზარდები. ეს ჯგუფები საყოველთაო ჯანდაცვით განსხვავებულად ისარგებლებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე მოუწოდებდნენ, რომ პროგრამა ყოფილიყო მიზნობრივი და ის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად კერძო სადაზღვევო კომპანიებს ემართა. “ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის ორი – მიზნობრიობა და მართვაში სადაზღვევო კომპანიების დაბრუნება,”- ამბობს ჭიაბერაშვილი. იგი ამბობს, რომ თუკი კერძო კომპანიები განახორციელებენ ადმინისტრირებას, ეს გააიაფებს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, ასევე კერძო პაკეტებს. “მიზნობრიობას, რასაც ოთხი წელიწადია ვეუბნებით, კეთდება. მაგრამ მეორე ნახევარი არ კეთდება. მეორე ნახევარი, რასაც სერგეენკო ძალიან უძალიანდება, თუმცა, იმედი მაქვს, რომ აკაკი ზოიძე და სხვები მას ამ აზრამდეც მიიყვანენ, არის ის, რომ ამ პროგრამების ადმინისტრირება მოახდინოს სადაზღვევო კომპანიამ. 2013 წლამდე, ვიდრე საყოველთაო შემოვიდოდა, პენსიონრები, პედაგოგები და ყველა, ვინც კი იყო დაზღვეული, მათ ადმინისტრირებას ახდენდნენ სადაღვევო კომპანიები. სახელმწიფო, მაგალითად, სოციალურად დაუცველისთვის სადაზღვევო კომანიიდან ყიდულობდა ძალაინ კარგ მომსახურების პაკეტს, რომელიც, საყოველთაოს პირობებში გაუუარესდა სოციალურად დაუცველებს, ყიდულობდა 11-12 ლარად. კითხვა ისმის, რატომ ღირდა ასე იაფი? ეკონომიკაში ამას ჰქვია მასშტაბის ეკონომია, როდესაც სადაზღვევო კომპანიას დიდი მოცვა აქვს, მას ერთ დაზღვეულის თვითღირებულება უკვე აქვს დაბალი და შეუძლია, პაკეტის ფასი იყოს დაბალი,”- ამბობს ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილი ასევე ამბობს, რომ სამინისტროს მიერ 16 მარტს გასაჯაროვებულ დიფერენცირებულ კატეგორიებში შეიმნება “ქაოსი” დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეების ჯგუფში. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ სამინისტრო იძულებული გახდება, საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირება კვლავ კერძო კომპანიებს გადასცეს. “საჭიროებას ძალიან კარგად ხედავენ, უბრალოდ, უჭირთ საკუთარი შეცდომის აღიარება, ამას იძულებულს გახდის ფინანსები და შუაში, გაურკვეველი შემოსავლის მქონე ადამიანებში იმხელა ქაოსი წარმოიშვება და იმხელა პოლიტიკურ დარტყმას მიიღებენ, და ადმინისტრირებაში იმხელა პრობლემა ექნებათ, რომ იძულებული გახდებიან, დაუბრუნდნენ პირვანდელ სისტემას, როგორც ახლა იძულებულები გახდნენ, დაინახეს, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით სწორი იყო და დაუბრუნდნენ მიზნობრიობას. ზურაბ ჭაბერაშილი ასევევ ამბობს, რომ 2013 წლის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკამ კერძო სადაზღვევო კომპანიებს ხარჯები გაუზარდა. იგი ელოდება, რომ კერძო დაზღვევას გააძვირებს მიმდინარე ცვლილებებიც, რადგანაც, აქამდე კერძო სადაზღვევო კომპანიები “ირიბად იყენებდნენ საყოველთაო ჯანდაცვის ფულს, ამას კი ახლა სერგეენკო კეტავს”. “მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც პროფესორს, რა პაკეტიც მქონდა, იგივე მაქვს, ოღონდ, 2013-ში ეს ღირდა 22 ლარი და დღეს ღირს 51 ლარი,”- ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისივე თქმით, კერძო დაზღვევის პაკეტის სიააფე განპირობებული იყო იმით, რომ კერძო დაზღვევას, ვინაიდან მოცვა გაეზარდა, თვითღირებულება შეუმცირდა არა მარტო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაზღვევაზე, არამედ კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონეებისთვისაც.

---

 

19.03.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/64835-roman-gociridze-sayoveltao-jandacvis-programa-krakhit-damtavrda

რომან გოცირიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კრახით დამთავრდა. წყალში გადაიყარა ასეულობით მილიონი ფული და დაიკარგა მრავალი წელი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "მთავრობა ახალი მოდელის ძიებაშია, რასაც მოჰყვება გაურკვევლობისა და გარდამავლობის პერიოდი, რომელიც მძიმედ დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობაც გადამდგარი იქნებოდა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პასუხისმგებელი პირი კინწისკვრით გამოგდებული კაბინეტებიდან", - აცხადებს რომან გოცირიძე. ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება.

---

 

18.03.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/64820-qalaq-ozurgetshi-C-hepatitis-kvleviti-laboratoria-gaikhsneba

ქალაქ ოზურგეთში C ჰეპატიტის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება

ქალაქ ოზურგეთში, მალე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კვლევითი ლაბორატორია გაიხსნება, რომელიც არამარტო ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ c ჰეპატიტის ვირუსის მქონე პაციენტებს მოემსახურება, არამედ გურიის რეგიონის მასშტაბით იფუნქციონირებს. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობის კურსის ჩატარება,- ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზეა განთავსებული. აღნიშნული ცენტრი ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ მოინახულეს. ამ დრომდე, ბენეფიციარებს კვლევების ჩატარება სხვადსხვა ქალაქებში უწევდათ. სწორედ ამიტომ, ქალაქის მერის ინიციატივითა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის უშუალო მხარდაჭერით, ლაბორატორია ქალაქ ოზურგეთშიც გაიხსნება. "მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში, საშუალება მიეცემათ, რომ C ჰეპატიტის ვირუსთან დაკავშირებული კვლევები ადგილზე ჩაიტარონ. ამ საჭირო საქმის განხორციელებაში დახმარება ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ გაგვიწია, რომელიც მოგეხსენებათ, რომ თავად იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დანერგვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. მოხარული ვარ, რომ ბენეფიციარები ადგილზე შეძლებენ კვლევებისა და მკურნალობისათვის საჭირო სერვისებით სარგებლობას.“- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ. ქალაქ ოზურგეთის მერია, C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის კვლევის დაფინანსების პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, დღემდე, დახმარება ოთხასამდე პაციენტს გაეწია.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=1194

სოციალუყრად დაუცველები დახმარებას ითხოვენ

ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით სოციალური აგენტების მიერ ადგილი აქვს ქულების არაობიექტურად მინიჭებას, რის საფუძველზეც მათ ფულადი და სხვადსხვა სოციალური პაკეტით დახმარება მოუხსნეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები 9 ოჯახი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ ისეთი ოჯახები, რომლებსაც სოციალური დახამრება საერთოდ არ მიუღიათ. ისინი შესაბამის სამსახურებს დახამრებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული ოჯახების ბრალდებას დღეს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა უპასუხა. ნოდარ ფუტკარაძის თქმით მათი საქმეების ხელახალი გადახედვა იმ შემთხევაში მოხდება, თუკი ამის საფუძველი იქნება.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=40060

რა იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროექტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა დაიყო სხვაფასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებად. სწორედ შემოსავლების მიხედვით მოხდება სახელმწიფოს მხრიდან მათი ჯანმრთელობის დაფინანსება. კერძოდ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციით გვაქვს 6 ჯგუფი: ყველაზე მეტი ადამიანი - მილიონ 700 ათასამდე - მიზნობრივ ჯგუფში შედის, რომელიც მოიცავს: • 0-5 წლამდე ბავშვებს • სტუდენტებს • პენსიონერებს • შშ პირებს • პედაგოგებს • სოციალურად დაუცველებს ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების სრული მოცულობა. ემატებათ მედიკამენტების კომპონენტი. სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს პირველადი მოხმარების მედიკამენტები, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებების წამლები, დიაბეტის მეორე ტიპის მედიკამენტები, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ყოველთვიურად მოქალაქეებს ამ მედიკამენტებში სიმბოლური თანხების გადახდა მოუწევთ. ამასთან, ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ენიჭებათ პრივილეგია და აქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. ცვლილებები შეეხო მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც, რომელთა რაოდენობა 32 ათასია, ისინი საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ და მათ კერძო დაზღვევის ყიდვა მოუწევთ. ეს ნიშნავს, რომ პირები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო სადაზღვევოში კომპანიებში საყოველთაო ჯანდაცვაზე ე.წ. დაშენებული პაკეტები, მათ მხოლოდ კერძო სადაზღვევო პაკეტი რჩებათ. თუმცა, სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ისევ შეეძლებათ. რაც შეეხებათ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, მათი დაფინანსება მცირდება. მათ ასევე არ ეძლევათ პრივილეგია, მიიღონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტი. სადაზღვევო კომპანიების განცხადებების მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება სადაზღვევო პაკეტების ღირებულებას არ გაზრდის, რამდენადაც ონკოლოგიური დაავადებების დაფინანსებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასევე უმცირდებათ სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთდროულად საყოველთაო ჯანდაცვითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება მიუხედავად შემოსავლისა. ამასთან, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, გარდა მაღალშემოსავლიანი პირებისა (წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარი და ზევით). ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის ლაშა ნიკოლაძის განმარტებით, ონკოლოგიურ დაავადებაზე დაფინანსება მაღალი შემოსავლის მქონე პირებს აღარ ექნებათ. ასეთებად ითვლებიან ინდივიდები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია. "საშუალო შემოსავლიანებს დარჩებათ ქიმიოთერაპიაზე და ჰორმონოთერაპიაზე წვდომა, ისევე როგორც ჰქონდათ აქამდე, მიუხედავად დაზღვევის ქონა-არქონისა. ხოლო დანარჩენი კატეგორიებისა, ჰორმონოთერაპიასა და ქიმიოთერაპიასთან ერთად შეთავაზებული იქნება იგივე მასშტაბით სხივური თერაპია, მიუხედავად იმისა, შეიძენენ თუ არა ისინი დაზღვევას",- აცხადებს ლაშა ნიკოლაძე. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ ადამიანს აქვს წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარი, უშუალოდ მას ეკისრება ვალდებულება, შეიძინოს კერძო სადაზღვევო პაკეტი, მაგრამ თუ მის ოჯახში შედიან პირები "მიზნობრივი ჯგუფიდან" (შშმ პირები, სტუდენტები, პენსიონერები, 0-5 წალმდე ბავშვები, პედაგოგები) - ეს ადამიანები ისარგებლებენ მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით. ცვლილებათა პაკეტი ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და მას, სავარაუდოდ, აპრილის მეორე კვირაში მთავრობა დაამტკიცებს. დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ ცვლილებები ძალაში ივნისიდან შევა, მანამდე კი დრო ტექნიკურ სამუშაოებს მოხმარდება.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://www.etanews.ge/sazogadoeba/44494-qmshobiarobisa-da-sakeisro-kvethis-dafinanseba-uklebliv-yvela-jgufs-sheunarchundeba-mdidaria-sashualo-shemosavlis-aris-thu-gharibiq.html

"მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის არის, თუ - ღარიბი"

მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის არის, თუ - ღარიბი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვაში მოსალოდნელი ცვლილებები განმარტა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. პირველი - მიზნობრივი ჯგუფებია, რომელშიც შედიან 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მეორე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000ლარზე მეტია. ასეთი საქართველოში 32 000 ადამიანია. შემდეგია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მათი რაოდენობა 300 000-ია. მეოთხე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რაოდენობა 102 000-ია. შემდეგი კატეგორიაა 6-18 წლამდე ასაკის პირები, სულ 503 000 ადამიანი. მეექვსე კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები. ”სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას მშობიარობის დაფინანებისას, მიუხედავად იმისა, რომელიმე ჯგუფის მოქალაქე დარჩება თუ გადავა კერძო დაზღვევაში. ასევე მეორე ძალიან სპეციფიური საკითხია ონკოლოგია. პირობითად მდიდრების ჯგუფში, თუკი ისინი კერძო პაკეტს აიღებენ, მათ რჩებათ სახელმწიფო პროგრამები და მშობიარობის დაფინანსება, მაგრამ არა ონკოლოგიის. საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები თუკი აირჩევენ გადასვლას, სახელმწიფო საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებში ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს ზრუნვას თუკი მათ ონკოლოგიის გამო დასჭირდათ ქიმიოთერაპია და დაბალი შემოსავლის მქონეებში გააგრძელებს ზრუნვას როგორც ქიმიოთერაპიას, ასევე ჰორმონოთერაპიას და სხივურ თერაპიას”, - განმარტა დავით სერგეენკომ.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=40004

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/64754-sergeenko-socialurad-daucevli-pensionerebi-qronikuri-daavadebis-tsamlebs-1-larad-sheidzenen

სერგეენკო: სოციალურად დაუცევლი პენსიონერები ქრონიკული დაავადების წამლებს 1 ლარად შეიძენენ

"გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დააფინასებს", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. "ეს არის ყველაზე მთავარი 4 მოცულობის ქრონიკული დაავადების სამართავი მედიკამენტები, შემდეგ კი გაფართვდება, რაც გავრცელდება მთაზე ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ეს იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობა. ასეთია მიმღებია 700 000-მდე, ხოლო დეფინიცია მარტოხელა პენსიონერი ცალსახად განსაზღვრულია რ არის, მაგრამ ყველა ასაკის პენსიონერზე ეს ვერ გავრცელდება. მაგალითად, როცა ჩვენ ბაზები ვნახეთ 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა 3 600-მდე პენსიონერს, ანუ მდიდარ პენსიონერს. რა თქმა უნდა, მათ არ დავეხმარებით ამ მედიკამენტების მიწოდებაში. ჩვენ დავეხმარებით სოციალურად დაუცველებს და პენსიონერების იმ ნაწილს ვისაც არ აქვს სხვა შესაძლებლობა. რაც შეეხება მოდელს, იმედი მაქვს ივნისისთვის ეს პროექტი ამუშავდება. დღეს თუ ასაკით პენსიონერს გასაშუალოებულად ეხარჯება, სადღაც 25-დან 27 ლარამდე თვეში მედიკამენტების წილად, მათ ეს ყველაფერი სიმბოლურ თანაგადახდის პროცენტით დარჩებათ, რომ არასაჭირო გამოწერები შეამციროს და თვეში მაქსიმუმ 1 ლარი დაუჯდება ამ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები", - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთის, საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული გახდება. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ ისარგებლებენ. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/64744-sayoveltao-jandacvis-servisebi-ganisazghvreba-individualuri-da-ara-ojakhis-shemosavlis-mikhedvit

საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები განისაზღვრება ინდივიდუალურად და არა ოჯახის შემოსავლით

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება.ცვლილებების პროექტი ჟურნალისტებს შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააცნო. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორცილდება: • მიზნობრივ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები უცვლელად შეუნარჩუნდება და ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა დაემატება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომლის სამკურნალო მედიკამენტებიც, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. • მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. • ცვლილებები განხორციელდა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სერვისებიც მოცულობაშიც. • მოზარდებსა და იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩინდებათ. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს დაუფინანსდება. ასევე, ყველა ჯგუფი დარჩება ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად. მიზნობრივ ჯგუფებს, მოზარდებს, დაბალი და არარეგულარული შემოსავლისა და 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო შემავლებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/rogor-ganisazghvreba-jandatsvis-servisebi

როგორ განისაზღვრება ჯანდაცვის სერვისები

бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის სერვისები განისაზღვრება ინდივიდუალურად бѓ“бѓђ бѓђбѓ бѓђ ოჯახის შემოსავლით, _ ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ› ჟურნალისტებთან бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ. бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓЎ თქმით, бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული სერვისები ამოქმედდება. წარმოდგენილი ცვლილებების бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ“, бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამის სერვისების бѓ›бѓќбѓЄбѓЈбѓљбѓќбѓ‘бѓђ განისაზღვრება ინდივიდუალური (бѓ“бѓђ бѓђбѓ бѓђ ოჯახის) შემოსავლის მიხედვით.  ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით გახორცილდება:  • მიზნობრივ ჯგუფში бѓЁбѓ”бѓ›бѓђбѓ•бѓђбѓљ მოქალაქეებს бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები бѓЈбѓЄбѓ•бѓљбѓ”бѓљбѓђбѓ“ бѓЁбѓ”бѓЈбѓњбѓђбѓ бѓ©бѓЈбѓњбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ бѓ“бѓђ ამბულატორიულ მედიკამენტებთან бѓ¬бѓ•бѓ“бѓќбѓ›бѓђ бѓ“бѓђбѓ”бѓ›бѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓђ. бѓ’бѓЈбѓљ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის II ტიპი, ბრონქიალური бѓђбѓЎбѓ—бѓ›бѓђ, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - бѓ”бѓЎ იმ бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ ჩამონათვალია, რომლის бѓЎбѓђбѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќ მედიკამენტებიც, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.  • მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђ შემოსავალი წელიწადში 40 000 бѓљбѓђбѓ бѓЎ бѓђбѓ¦бѓ”бѓ›бѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓђ бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამით бѓ•бѓ”бѓ¦бѓђбѓ  ისარგებლებენ. • ცვლილებები განხორციელდა бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓќ бѓ“бѓђ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების სერვისებიც მოცულობაშიც. • бѓ›бѓќбѓ–бѓђбѓ бѓ“бѓ”бѓ‘бѓЎбѓђ бѓ“бѓђ იმ მოქალაქეებს, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђ სარეიტინგო ქულა 70 000-бѓ“бѓђбѓњ 100 000-бѓ›бѓ“бѓ”бѓђ, სერვისების бѓ›бѓќбѓЄбѓЈбѓљбѓќбѓ‘бѓђ бѓЈбѓЄбѓ•бѓљбѓ”бѓљбѓђбѓ“ შეუნარჩინდებათ. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ бѓЇбѓ’бѓЈбѓ¤бѓЎ დაუფინანსდება. бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ”, бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ ჯგუფი бѓ“бѓђбѓ бѓ©бѓ”бѓ‘бѓђ ჯანდაცვის სახელმწიფო бѓЎбѓ®бѓ•бѓђ პროგრამების бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ бѓ’бѓ”бѓ‘бѓљбѓ”бѓ”бѓ‘бѓђбѓ“.მიზნობრივ бѓЇбѓ’бѓЈбѓ¤бѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ›бѓќбѓ–бѓђбѓ бѓ“бѓ”бѓ‘бѓЎ, დაბალი бѓ“бѓђ არარეგულარული შემოსავლისა бѓ“бѓђ 70 000-бѓ“бѓђбѓњ 100 000-бѓ›бѓ“бѓ” სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓќ შემავლებელი პაკეტით სარგებლობის პრივილეგია მიენიჭათ.   бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებებზე бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓђ бѓЇбѓ”бѓ  კიდევ მიმდინარეობს бѓ“бѓђ ძალაში მთავრობის бѓЎбѓ®бѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ–бѓ” დამტკიცების бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓЁбѓ”бѓ•бѓђ.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: https://edu.aris.ge/news/romeli-pedagogebi-isargebleben-ufaso-medikamentebit-cvlileba-sayoveltao-djandacvis-programashi.html

რომელი პედაგოგები ისარგებლებენ უფასო მედიკამენტებით – ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

პედაგოგების бѓЇбѓђбѓњбѓ›бѓ бѓ—бѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђбѓ–бѓ” бѓ–бѓ бѓЈбѓњбѓ•бѓђ სახელმწიფომ პრიორიტეტად бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ. бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, бѓ›бѓђбѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ бѓЎбѓ бѓЈбѓљбѓђбѓ“ დაუფინანსდებათ ის სამედიცინო სერვისები, бѓ бѓђбѓЄ კანონით აქამდეც бѓ”бѓ™бѓЈбѓ—бѓ•бѓњбѓќбѓ“бѓђбѓ—. бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამის ახალი ვერსიით, бѓЈбѓ¤бѓђбѓЎбѓќ бѓЇбѓђбѓњбѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђбѓ–бѓ” бѓ¬бѓ•бѓ“бѓќбѓ›бѓђ бѓ›бѓ”бѓў-бѓњбѓђбѓ™бѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ“ бѓ”бѓ–бѓ¦бѓЈбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓЎ, бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ პედაგოგებისა, 0-5 бѓ¬бѓљбѓђбѓ›бѓ“бѓ” ბავშვებისა, სტუდენტებისა, პენსიონერებისა, бѓЁбѓЁбѓ› პირებისა бѓ“бѓђ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა. „საჭიროებასა бѓ“бѓђ სამართლიანობაზე ორიენტირებული“ – бѓђбѓЎбѓ” бѓЁбѓ”бѓђбѓ¤бѓђбѓЎбѓђ შრომის ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის მინისტრმა, პროგრამის ახალი бѓўбѓђбѓљбѓ¦бѓђ бѓ“бѓђ სახელწიფო დაფინანსების бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓђ бѓ›бѓќбѓЈбѓ®бѓЎбѓњбѓђ მოქალაქეების იმ ნაწილს, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს. ზაფხულიდან ძალაში бѓЁбѓ”бѓ•бѓђ бѓЈбѓ¤бѓђбѓЎбѓќ მედიკამენტების бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђбѓЄ, რომლის დეტალებიც бѓЇбѓ”бѓ  დაზუსტების ფაზაშია. პირველადი გათვლით, бѓ¬бѓђбѓ›бѓљбѓ”бѓ‘бѓЎ ის პენსიონერები (бѓ›бѓђбѓ— შორის ასაკით პენსიონერი პედაგოგები) მიიღებენ, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓЄ მინისტრის მიერ ჩამოთვლილი 4 ქრონიკული დაავადებიდან бѓ”бѓ бѓ—-ერთი აქვთ. „პირველ бѓ”бѓўбѓђбѓћбѓ–бѓ”, ვფიქრობთ ივნისიდან, ამოქმედდება ოთხი, бѓ›бѓђбѓЎбѓЁбѓўбѓђбѓ‘бѓЈбѓ бѓђбѓ“ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” დიდი დაავადების სამართავი მედიკამენტების бѓЈбѓ¤бѓђбѓЎбѓќ бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ. ესენია: бѓ’бѓЈбѓљ-სისხლ-бѓ«бѓђбѓ бѓ¦бѓ•бѓ—бѓђ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, დიაბეტის бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ტიპი, ბრონქიალური бѓђбѓЎбѓ—бѓ›бѓђ бѓ“бѓђ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. бѓ”бѓЎ бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ бѓЎбѓђбѓ•бѓђбѓ бѓђбѓЈбѓ“бѓќбѓ“, ივნისიდან ამოქმედდება бѓ“бѓђ მიმღებ  პირებს, სიმბოლური ფასი, თვეში 1 ლარი   დაუჯდებათ“, – бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ შრომის ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის მინისტრმა დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›. ცვლილებების бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ“, бѓћбѓ”бѓ“бѓђбѓ’бѓќбѓ’бѓ”бѓ‘бѓЎ კიდევ ერთი უპირატესობა მიენიჭებათ. бѓ›бѓђбѓ— бѓЁбѓ”бѓ”бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ—, бѓћбѓђбѓ бѓђбѓљбѓ”бѓљбѓЈбѓ бѓђбѓ“ ისარგებლონ бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќ бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓќ კომპანიის бѓ”.бѓ¬. „შემავსებელი“ პაკეტით, რომელიც იმ დანაკლისს бѓЁбѓ”бѓђбѓ•бѓЎбѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓђбѓЎбѓђбѓЄ სახელმწიფო бѓ•бѓ”бѓ  бѓ¤бѓђбѓ бѓђбѓ•бѓЎ бѓ“бѓђ პაციენტებს ჯიბიდან бѓ“бѓђбѓ›бѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓђ бѓЈбѓ¬бѓ”бѓ•бѓ—. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი პაკეტის ფასი თვეში 10-бѓ“бѓђбѓњ 15 бѓљбѓђбѓ бѓђбѓ›бѓ“бѓ” იქნება бѓ“бѓђ бѓ›бѓђбѓЎ бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ”бѓ•бѓќ კომპანიები бѓЈбѓђбѓ®бѓљбѓќбѓ”бѓЎ მომავალში გამოიტანენ გასაყიდად. ცვლილებებს აპრილის бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” კვირაში მთავრობის бѓЎбѓ®бѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ–бѓ” გაიტანენ.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/108955-msvilebelta-reestrsi-168-gasasvilebeli-statusis-mqone-bavsvia-daregistrirebuli

მშვილებელთა რეესტრში 168 გასაშვილებელი სტატუსის ბავშვი და 3278 მშვილებელია რეგისტრირებული

მშვილებელთა რეესტრში, დღეის მდგომარეობით, 168 გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვია დარეგისტრირებული, ხოლო ბავშვის შვილად აყვანის მსურველ მშობელთა რაოდენობა 3278–ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზურველობის სამმართველოს უფროსმა ეთერ ცხაკაიამ "პირველთან" საუბარში აღნიშნა, რომ მშვილებელი კანდიდატების წლობით რიგში დგომის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ შვილად აყვანის მსურველების რაოდენობა გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვების რაოდენობასთან შედარებით გაცილებით მეტია. "ზოგჯერ გაურკვეველია შვილად აყვანის მსურველთა მოთხოვნები. კერძოდ, შეიძლება არ იყოს მათი მოთხოვნების შესაბამისი გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ წლების განმავლობაში რიგში მდგომ მშვილებელ კანდიდატს მათი მოთხოვნების შესაბამის ბავშვს ვთავაზობთ და სხვადასხვა მიზეზებით, ისინი უარს ამბობენ შეთავაზებაზე. რიგში გვყავს კანდიდატები, რომლებმაც 10, 12 და 18 შეთავაზებაზე განაცხადეს უარი", - განაცხადა ცხაკაიამ. "პირველს" რესპონდენტმა უთხრა, რომ ახალი კანონპროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ მომზადებულია. "ახალი კანონპროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ მომზადებულია. მეორე მოსმენაზე განახლებული კანონპროექტი გავიდა. ახალი კანონპროექტი ორიენტირებულია გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე და მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებზე", - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზურველობის სამმართველოს უფროსმა. შვილად აყვანის პროცესი ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების სააგენტოსთვის მიმართვით იწყება, რაც შესაბამისი კვლევების დაწყების საფუძველს წარმოადგენს. თუ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მიმართვის ავტორი, ან წყვილი აკმაყოფილებს შვილად აყვანის დადგენილ პირობებს, შესაბამის რეესტრში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება და გასაშვილებელი ბავშვის შეთავაზებას ელოდებიან. მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე, მზრუნველი, ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი ჰყავდა, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო. ასვე, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშობლის უფლება შეზღუდული აქვს. შვილად აყვანა ეზღუდება პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი დაავადებები: ტუბერკულოზი აქტიური და ქრონიკული ნებისმიერი ლოკალიზაციის, შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში, ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მყარი, მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას, და სხვა. შეთავაზების დროს ხდება მშვილებლების მდგომარეობის გადამოწმება და თუ არ აკმაყოფილებენ ამ მომენტში დადგენილ მოთხოვნებს, შეთავაზება არ განხორციელდება.

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9B%E1%83%90-2017-2020-%E1%83%AC%E1%83%9A/

ჯანდაცვის კომიტეტმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, შრომითი ურთიერთობების სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისგანსაზღვრასა და კომიტეტის 2017-2020 წწ. სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, დღეს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. „ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ გრძელვადიან ხედვაზე – სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, შრომითი ურთიერთობების როგორი მოდელიგვინდა გვქონდეს 2030 წლისათვის. საუბარია ძირითად მახასიათებლებსა და ამოცანებზე, მიზნებზე, რომელიც ამ სისტემას უნდაჰქონდეს. უნდა გავარკვიოთ ორიენტირები, საით მივდივართ და ამ შეჯერებულ ხედვაზე ჩამოვაყალიბოთ კომიტეტის ოთხწლიანისამოქმედო გეგმაც”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესში ჩართული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების ფართო წრე, რომელიც პარლამენტის წევრებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ექსპერტებს, ასოციაციებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, შრომითი ურთიერთობების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოიცავს. „გვსურს, უზრუნველვყოთ ყველას ჩართულობა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ისეთ მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის, სოციალურ დაცვის სფეროში გახლავთ ზეპარტიული კონსესუსის თემა და საგანი .მიუხედავად პოლიტიკური ამინდისა, ყველა შემთხვევაში, რაც უნდა მოხდეს შემდგომი ოთხი, რვა წლის განმავლობაში, ეს კურსი არ უნდა შეიცვალოს და მიღწეულის უარყოფა პოლიტიკური კონიუქტურის ცვლილების გამო არ უნდა მოხდეს. უნდა ჩამოვაყალიბოთ საკმაოდ მკაფიო ხედვა იმისა, თუ საით მივდივართ”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ. ჯანმთელობის,სოციალური დაცვისა და შრომითი ურთიერთობის თაობაზე გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრასა და კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს ექსპერტები ნათია ფარცხალაძე და აკაკი ლოჩოშვილი წარმართავენ. ექსპერტთა განცხადებით, გრძელვადიანი პრიორიტეტების განსაზღვრა და ამის საფუძველზე რეალისტური სამოქმედო გეგმის შედგენა მნიშვნელოვანია და სასურველია, ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე მაქსიმალურად ჩაერთოს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცესი,სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება. ამის შემდეგ სამოქმედო დოკუმენტებს ფართო განხილვაზე გამოიტანენ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/423624-akaki-zoidze-unda-chamovyalibdeth-socialuri-dacvis-jandacvis-shromithi-urthierthobebis-rogori-modeli-gvinda-gvqondes-2030-tslisathvis.html?ar=A

---

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/423633-biznes-seqtori-shromis-kanonmdeblobashi-shesatan-cvlilebebs-ganikhilavs.html?ar=A

ბიზნეს სექტორი შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციები შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრედიზენტი და შრომის სამართლის ექსპერტი მიშა კორძახია რისკის შემცველად მიიჩნევს კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექციას სასამართლოს ნებართვის გარეშე ექნება უფლება ნებისმიერ დროს შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს მათ შორის ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან. „ყველა ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობა რაც დღეს გვაქვს არის საკმაოდ ხარვეზიანი, მაგრამ ორგანო, რომელიც ჯერ ჩანასახშია შრომის ინსპექციის სახით, მგონია მზად არ იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესთან აწარმოოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რომლიც გსურს რომ იყოს ამ სანქცირების პირობებში. ყველაზე პრობლემურია, სასამართლოს გვერდის ავლით ბიზნესში შესვლის შესაძლებლობის მიცემა. შეგვიძლია რისკებზე ვივარაუდოთ, რადგან ამ კუთხით დამოკიდებულებები იქნება საფრთხის შემცველი და პრობლემების მომტანი. ის გარანტია, რომ სასამართლოს მეშვეობით იქნებოდა შემაკავებელი მექანიზმი, ისპობა. იქნება უეცარი შემოწმებების მომენტი, რაც ჯერ ნდობის მოპოვებას საჭიროებს“, - განაცხადა მიშა კორძახიამ. შეხვედრაზე, ბიზნეს სექტორის წარმომადგნლებმა იმსჯელეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და ყურადღება გაამახვილეს იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებას. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, უახლოეს პერიოდში მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად და ამოქმედების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ძვრებს გამოიწვევს შრომით ურთიერთობებში. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ბიზნეს სექტორის მიერ შეჯერებულ ერთიან პოზიციას წარუდგენს საჯარო სტრუქტურებს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე.

---

 

 

19.03.2017

მედიასაშუალება: http://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/8923-pirvelad-saqarthveloshi-unikaluri-shemthkhveva-qarthul-samedicino-istoriashi.html

პირველად საქართველოში - უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში!

16 бѓ›бѓђбѓ бѓўбѓЎ "ღუდუშაურის კლინიკის" გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას 34 კვირის бѓќбѓ бѓЎбѓЈбѓљбѓ›бѓђ პაციენტმა გულმკერდის არეში ტკივილის бѓ“бѓђ ქოშინის ჩივილით მიმართა. კლინიკის რეანიმატოლოგთა გუნდის მიერ бѓЈбѓ›бѓќбѓ™бѓљбѓ”бѓЎ დროში бѓ©бѓђбѓўбѓђбѓ бѓ“бѓђ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ საჭირო бѓ™бѓ•бѓљбѓ”бѓ•бѓђ бѓ“бѓђ დაისვა ზუსტი დიაგნოზი! პაციენტს бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќбѓ“ ესაჭიროებოდა აღმავალი აორტის бѓ“бѓђ აორტის სარქველის პროთეზირება, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ бѓ›бѓђбѓњбѓђбѓ›бѓ“бѓ” ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით бѓЈбѓњбѓ“бѓђ დასრულებულიყო. სპეციალისტთა გუნდის მიერ დაისახა სამოქმედო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ოპერაცია бѓЇбѓ”бѓ  бѓ›бѓ”бѓђбѓњ-გინეკოლოგებს, бѓ®бѓќбѓљбѓќ бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ კარდიოქირურგებს бѓЈбѓњбѓ“бѓђ ჩაეტარებინათ. бѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљ бѓ¬бѓЈбѓ—бѓЎ გადამწყვეტი მნიშვნებლობა ჰქონდა. პაციენტი   бѓ›бѓ”бѓђбѓњ-გინეკოლოგთა бѓ“бѓђ бѓњбѓ”бѓќбѓњбѓђбѓўбѓќбѓљбѓќбѓ’бѓ—бѓђ გუნდის თანხლებით დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიისა бѓ“бѓђ ანგიოლოგიის ცენტრში.  "ღუდუშაურის" კლინიკის бѓ›бѓ”бѓђбѓњ-გინეკოლოგებმა ოპერატიულად бѓ“бѓђ წარმატებით бѓ“бѓђбѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ”бѓЎ საკეისრო კვეთის ოპერაცია, бѓЈбѓ›бѓќбѓ™бѓљбѓ”бѓЎ დროში бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓђ ბავშვის бѓЈбѓ•бѓњбѓ”бѓ‘бѓљбѓђбѓ“ бѓђбѓ›бѓќбѓ§бѓ•бѓђбѓњбѓђ, რის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓЄ საქმეში კარდიოქირურგები бѓ©бѓђбѓ”бѓ бѓ—бѓњбѓ”бѓњ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია бѓ©бѓђбѓЈбѓўбѓђбѓ бѓ“бѓђ, რომელიც 11 бѓЎбѓђбѓђбѓ—бѓЎ бѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓќбѓ“бѓђ. ოპერაცია წარმატებით бѓ“бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ“бѓђ! бѓ“бѓ”бѓ“бѓђ-შვილი бѓ—бѓђбѓ•бѓЎ бѓ™бѓђбѓ бѓ’бѓђбѓ“ бѓ’бѓ бѓ«бѓњбѓќбѓ‘бѓЎ. бѓ”бѓЎ ყველაფერი კი ორი კლინიკის შეთანხმებული, გუნდური მუშაობის შედეგია! 

---

 

 

17.03.2017

მედიასაშუალება: http://droni.ge/?m=9&AID=32438

"ც ჰეპატით“ ნამკურნალები 10-დან 7 ჩემი ნაცნობი იწყებს ალკოჰოლთან ურთიერთობას" - რეჟისორი გიო მგელაძე ხალხს აფრთხილებს

რეჟისორი გიო მგელაძე ც ჰეპატიტ- ნამკურნალებ ხალხს მიმართავს: ყველას!!! “ც ჰეპატით“ ნამკურნალები 10-დან 7 ჩემი ნაცნობი იწყებს ალკოჰოლთან ურთიერთობას. მერე რა რო მკურნალმა ჰეპატოლოგმა გააპრთხილა,რო მკურნალობიდან მინიმუმ 6-თვე ალკოჰოლის ერთი ჭიქის მიღება-გამორიცხულია! და 3-წელიწადი, თვეში ერთხელ ერთი ჭიქა შამპანიური დღესასწაულზე. თუ ექიმის არ გჯერათ დაგუგლეთ და წაიკითხავთ ,რო თუ დარწმუნებული არ ხართ რო ალკოჰოლს არ გაეკარებით, ნუ დაიწყებთ მკურნალობას! რატო? ხდება რეაქცია რამაც ძაან ცუდი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს,ისტერიული სისწრაფით. ასე რო , ვინც ალკოჰოლს "ეღლაბუცებით" ც ჰეპატიტ ნამკურნალებო ჯიგრებო,გაეშვით!!! გისურვებთ ჯანმრთელობას))) ც ჰეპატიტ ნამკურნალებ-განკურნებული გიო...

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

20.03.2017

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ჯანდაცვის სერვისების ხარჯზე

საყოველთაო ჯანდაცვაში დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ გრძელდება. პროგრამის საბოლოო კლასიფიკაცია დაახლოებით ერთ თვეში უნდა მოხდეს. მანამდე გაირკვა, რომ ზოგიერთი კატეგორია საერთოდ ამოვარდა სახელმწიფო დაზღვევიდან, ზოგიერთს კი შეუმცირდა დაფინანსება. ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი დაყოფა და 6 ჯგუფი წარმოადგინა. ყველაზე მეტი ადამიანი 1,7 მლნ მიზნობრივ ჯგუფში შედის, რომელიც მოიცავს: 0-5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს. ამ ჯგუფის წარმომადგენლებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების სრული მოცულობა და ემატებათ მედიკამენტების კომპონენტი. სახელმწიფო მზადაა დააფინანსოს პირველადი მოხმარების მედიკამენტები, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებების წამლები, დიაბეტის მეორე ტიპის მედიკამენტები, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო მედიკამენტები, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ყოველთვიურად მოქალაქეებს ამ მედიკამენტებში სიმბოლური თანხების გადახდა მოუწევთ. ამასთან, ამ ჯგუფში შემავალ ადამიანებს ენიჭებათ პრივილეგია და აქვთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და კერძო სადაზღვევო (ზედნაშენი) პაკეტით. ცვლილებები შეეხო მაღალი შემოსავლის მქონე პირებსაც, რომელთა რაოდენობა 32 ათასია, ისინი საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ და მათ კერძო დაზღვევის შეძენა მოუწევთ. სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, როგორიცაა მაგალითად „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ისევ შეეძლებათ. რაც შეეხებათ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, მათი დაფინანსება მცირდება. მათ ასევე არ ეძლევათ პრივილეგია, მიიღონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტი. დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებსა და მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ასევე უმცირდებათ სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, ეძლევათ საშუალება, ისარგებლონ ერთდროულად საყოველთაო ჯანდაცვითა და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მშობიარობა ყველა ჯგუფს უფინანსდება მიუხედავად შემოსავლისა. ამასთან, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, გარდა მაღალშემოსავლიანი პირებისა (წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარი და ზევით). რაც შეეხება 6-დან 18 წლამდე მოზარდებს, მათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა. „საყოველთაო ჯანდაცვა 2013 წელს დაიწყო. თავისი შინაარსიით ის მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელიც არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც სადაზღვეო ბაზარზეც. მონაცემთა 2013 წლის ბაზები საჭიროებდა განახლებას. ამ პროცესმა ბევრი რამ დაგვანახა. ერთი მხრივ, ანალიზმა საფუძველი მოგვცა, რომ მიგვეღო ახალი გადაწყვეტილებები, უფრო ხარჯეფექტური, ხარისხიანი და საჭიროებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისის მისაწოდებლად. მეორე მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან გამოიკვეთა მიღწევებიც და გამოწვევებიც, რომელიც უფრო თვალსაჩინო გახდა“, - განაცხადა მინისტრმა დავით სერგეენკომ. მანვე „ზედნაშენის“ ცნება განმარტა: „თუკი მოქალაქეს რაღაც სერვისებს უფინანსებს სახელმწიფო, მათ შეუძლიათ შეიძინონ ისეთი პაკეტი, რასაც არ დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, პლუს შეუძლიათ თანაგადახდის დაფარვა, მაგალითად, საყოველთაო უფინანსებს 70%-ს, მათ შეუძლიათ იყიდონ პაკეტი, რომელიც დანარჩენ 30%-ს დააფინანსებს“, - განმარტა სერგეენკომ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი შიშობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა, უარყოფით შედეგი გამოიღებს. „ვიდრე კიდევ რამეს შეცვლიდნენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება ადამიანი ღარიბი არ არის, მაგრამ სამედიცინო ხარჯების წინაშე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი ყოველთვის უძლურია. ფაქტია, რომ ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები უარყოფითად შეეხო 100 000 ადამიანს - ისინი დაზღვევის გარეშე დარჩნენ. ხვალ მათ გულის ოპერაცია ან ონკოლოგიური მკურნალობა რომ დასჭირდეს, დაფინანსება არ ექნებათ. იმედია, აპრილში ისეთ ცვლილებებს გაატარებენ, რომ დამატებით უარყოფით შედეგებს აღარ მივიღებთ“, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329194&name=20.03.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

20.03.2017

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

სად აორთქლდა შეპირებული იაფი მედიკამენტები?!

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ყველა სოციოლოგიური კვლევა მიუთიითებდა, რომ ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებდა, იყო გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე. სწორედ ამ მიზეზის გამო გადაწყდა სახელმწიფოს ხელშეწყობით ბაზარზე შემოსულიყო ახალი კომპანია, რომელიც პირველ ეტაპზე განახორციელებდა ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების იმპორტს და მათ არსებულთან შედარებით მინიმუმ 30%-ით იაფად გაყიდდა მეორე ეტაპზე კი თანამედროვე ფარმაცევვტულ ქარხანას ააშენებდა. ამ მიზნით თბილისში, ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, პროექტს ახორციელებდნენ "საპარტნიორო ფონდი" და "ჰუმანითი ჯორჯია". აღსანიშნავია, რომ "საპარტნიორო ფონდსა" და "ჰუმანითი ჯორჯიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯამურად 30 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329246&name=20.03.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge         

---

 

20.03.2017

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

რატომ შეუწყდა დაფინანსება სამედიცინო ცენტრ "ურანტის"?

"შევხვდებით სასამართლოში" - ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გასულ კვირას, სამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის სახელით მივიღე. სიხარულიძე "პრაიმტაიმის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა სტატიამ გააღიზიანა, სადაც მეტადონის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ კოლოსალურ ხელფასებზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი იყო ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც, რომელმაც სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს "ურანტს" დაფინანსება შეუწყვიტა. 15 მარტს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში სამედიცინო ცენტრი "ურანტი" მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა კილაძემ განაცხადა. ლაშა კილაძე ცვლილებების მიზეზად ხარჯების შემცირების აუცილებლობას ასახელებს. მისი თქმით, ნარკომანიის პრევენციის ცენტრს აქვს საშუალება, თავად გაუწიოს მომსახურება ბენეფიციარებს. გადაწყვეტილებას აპროტესტებს "ურანტის" ხელმძღვანელი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან, პროტესტის ნიშნად, ერთდღიანი შიმშილობის აქცია მოაწყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329212&name=20.03.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

20.03.2017

მედიასაშუალება:ვერსია

თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით საქართველოში წელიწადში 11 ათასი ადამიანი იღუპეპება !

საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. სახალხო დამცველი ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება არაეფექტურია: ქვეყანაში არ მოქმედებს თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების აკრძალვის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სისტემა და თამბაქოს კონტროლის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტები მინიმალურადაა დაკმაყოფილებული; ასევე რეგულაციები არ ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც, რასაც სახალხო დამცველის აპარატი ნაკლად მიიჩნევს. სახალხო დამცველი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329248&name=20.03.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

20.03.2017

მედიასაშუალება: ახალი თაობა

რას სთხოვს პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმი ხელისუფლებას

უკვე წლებია, მიხა ექიმი, ზამთარ-ზაფხულ, თითქმის გაუსვლელად ცხოვრობს შატილში და მთაში დარჩენილთა თუ მესაზღვრეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი - ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, ორი უმცროსი ჯერ კიდევ სკოლაში დადის. ის ფაქტი, რომ ხეობაში ეგულებათ სანდო და გამოცდილი „დოხტური“ (როგორც მას დიდი და პატარა ეძახის) და მხოლოდ ღვთის იმედად არ უწევთ დარჩენა, უკვე დიდი იმედია ხევსურთათვის, მიუხედავად იმისა, რომ შატილიდან, სადაც მიხეილ ჭინჭარაული ცხოვრობს ოჯახით, ხევსურეთის სხვა სოფლები 15-20-22 კილომეტრითაც შეიძლება იყოს დაშორებული. - ბატონო მიხეილ, რამდენმა ადამიანმა გამოიზამთრა პირიქითა ხევსურეთში? - ზაფხულობით მრავლად არის ხალხი, არც სტუმარი და ტურისტი გვაკლია, მაგრამ ზამთარში ცოტანი ვრჩებით. ჩვენ, ადგილობრივები ვართ და კიდევ მესაზღვრეები. აქ მძიმე ზამთარი იცის და ცოტანი ვართ: შატილში ყველაზე მეტი, 4-5 ოჯახია, მუცოსა და მუცოსჭალაში - თითო კომლი. ხანისძირს ვეძახით იმ ადგილს, იქ, ხონისჭალაში, ხონეში, არდოტსა და ანდაქში - თითო-ოროლა კომლია - ეგ არის და ეგ. რთულია აქ ცხოვრება, მძიმე კლიმატს რთული პირობებიც ემატება: ელექტროენერგია მარტო შატილსა და მუცოშია, სხვაგან ლამპის შუქზე ცხოვრობს დღემდე ხალხი“, - ამბობს მიხეილ ჭინჭარაული. შატილსა და ანატორს ზემოთ სოფლებში დღემდე არ იჭერს ტელეფონი. ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული იკეტება ერთადერთი სამანქანე გზა, რომელიც დათვიჯვრის უღელტეხილზე გადის (როგორც ამბობენ, ერთი-ორგან გვირაბი რომ იყოს ზამთარშიც იქნებოდა მიმოსვლა შესაძლებელი). ასე რჩებიან ხევსურნი ღვთის, ერთმანეთის, მესაზღვრეებისა და მიხა ექიმის იმედად. ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული ერთადერთი ნუგეში და იმედი მესაზღვრეთა შვეულმფრენის გამოჩენაა. „შევარდნაძის დროს, ღმერთმა აცხონოს მისი სული, ლამის კვირაში ერთხელ იყო ფრენა. ახლა სეზონზე ორი სამოქალაქო რეისი თუ იქნება: ერთი მაშინ, როდესაც, სკოლაში პირველი სემესტრი მთავრდება და პროგრამით ჩამოსული მასწავლებლები გადაჰყავთ ბარში და მერეც, იანვარში, როცა იგივე მასწავლებლები ბრუნდებიან სკოლაში, ეს არის და ეს. ბოლო წლებშიც და წელსაც ასე იყო, იანვრის ბოლოს შესრულდა ფრენა. არადა, აქ ვერტმფრენი რომ დაფრინავდეს ზამთარში თვეში ორჯერ მაინც, გაცილებით მეტი ხალხი დარჩებოდა, ბევრი ახალგაზრდა წამოვიდოდა და დამკვიდრდებოდა. სამხედროები, ჩვენი მესაზღვრეები რომ არ იყვნენ, ალბათ ის ადამიანებიც აიყრებოდნენ, ვინც ხევსურეთში არიან დარჩენილები“, – ამბობს მიხა ექიმი. ზაფხულში ტურისტებსაც იღებენ, მაგრამ ზამთარში მთაში დარჩენილები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ, ზოგი საზღვარზე მუშაობს და ზოგსაც სკოლა აჩერებს. „ვინმე ცუდად თუ ხდება და ექიმი სჭირდებათ, მატყობინებენ და მივდივარ. როგორ მატყობინებენ? ტელეფონი არ იჭერს, მაგრამ ან ვიღაც წამოვა, ან ზედა საგუშაგოზე სამხედროებს შეატყობინებენ, ისინი რაციით გადმოსცემენ და დამიკავშირდებიან. მეც მივდივარ. რითი? ფეხით, რასაკვირველია. ზამთარში აქ სხვაგვარად გადაადგილება არ გამოდის. ავიღებ ჩანთას და გავრბივარ. ხან მუხლებზე მაღალი თოვლია, მაგრამ უნდა ვიარო... საზვავეებია კიდევ, ამიტომ გაფრთხილება უნდა. ყოფილა შემთხვევა, ზვავმა იმსხვერპლა ადამიანები“. გართულებული ამბებიც ახსენდება, პაციენტის დასახმარებლად წასული თავადაც მძიმე დღეში აღმოჩენილა: „ერთხელ ბესიკ გოგოჭურს ტურისტები ჰყავდა ჩამოყვანილი. დამიკავშირდნენ. უღელტეხილზე დაშვებისას ერთ სტუმარს ორივე წვივის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. მივაღწიე იქამდე, დავადე თაბაშირი, საგზაო სამსახურის მანქანით წავედით ბარისახოსკენ. გუდანთან მძღოლმა ვეღარ მართა მანქანა და ხევში გადავვარდით. ორი ოპერაცია დამჭირდა მეც, ძლივს გადავრჩი. მეორედ კიდევ, მაშინ ბარისახოში ვმუშაობდი, მე და ტარიელ არაბული წავედით მანქანით სოფელ დათვისში, სადაც პაციენტს ფილტვების ანთება ჰქონდა. 28 იანვარი იყო, მოყინულ გზაზე მოვსრიალდით. მაშინაც ძლივს გადავურჩი სიკვდილს. მას მერე, საბედნიეროდ, მე პირადად, რაიმე გართულება აღარ მქონია, თუმცა სხვების დახმარება, ცხადია, მიწევს. შარშან ტყეში წასულმა ჩემმა ძმის შვილმა ორივე ფეხი მოიტეხა, პირველი დახმარება კი აღმოვუჩინე, მაგრამ რენდგენის გადაღება იყო საჭირო. ამინდის გამო, შვეულმფრენი ვერ წამოვიდა და მესაზღვრეებმა ხელით ატარეს ლებაისკარამდე, იქ დაჯდა ვერტმფრენი“, - იგონებს მიხა ექიმი. შატილში რომ გადავიდა სამუშაოდ, 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი მიმდინარეობდა და კარგად ახსოვს ჩეჩნეთიდან წამოსულ ლტოლვილთა ნაკადები. ქალები, ბავშვები, მოხუცები, დაჭრილები. პირველი დახმარების გაწევა მას უხდებოდა. „ვერტმფრენებიდან ტყვიამფრქვევებს უშენდნენ ხალხს და უამრავი დაჭრილი იყო, ძალიან ბევრს დავეხმარეთ მაშინ, ბევრი გადავარჩინეთ“ დღემდე ასეა, ვისაც უჭირს - მესაზღვრე იქნება, რომელიმე სოფლის მკვიდრი თუ ტურისტი, მზად არის პაციენტის დასახმარებლად. „აქ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. რა შეგვიძლია? ახლა კუჭის რეზექციასა და ქოლეცისტექტომიას ვერ გავაკეთებ, თორემ ქირურგიული ინსტრუმენტები გვაქვს, აქვე შემიძლია: ჭრილობის დამუშავება, ნაკერების დადება, მოტეხილობის გასწორება, თაბაშირის დადება, ამოვარდნილობის გასწორება“. ცარიელი ხელებით უწევს დიაგნოზის დასმაც და მკურნალობაც. სამაშველო ვერტმფრენის ლოდინში ხან დღეებიც გასულა. - რაში ხედავთ ხევსურეთის განვითარების პერსპექტივას? - „დღეს, როგორც გითხარით, სკოლა და სასაზღვრო პოლიცია ამაგრებს აქ ხალხს. თუ პირობები შეიქმნება, თუნდაც სამოქალაქო რეისები იქნება, მერწმუნეთ, გაცილებით მეტი ადამიანი დამკვიდრდება. აქ გაზაფხულსა და ზაფხულს არაფერი შეედრება: წყალი კარგია, ჰაერი და ბუნება, ზაფხულში ხალხიც ბევრია... მთავარი ზამთრის გაძლებაა“.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329275&name=20.03.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

20.03.2017

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

"კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარების გარეშე, ჩვენი მედიცინა უკუსვლით წავა"

"ჩემი აზრით, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ. ყველა დანარჩენს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ თავად შეძლონ საკუთარ ჯანდაცვაზე ზრუნვა, ანუ ამ შემთხევაში გამოიყენონ კერძო სადაზღვევო ინდუსტრია, რომელიც ასე თუ ისე საქართველოში მაინც განვითარებულია, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „პოლიტკომერსანტი" ჯანდაცვის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა ვახტან სურგულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "4 წლის წინ, როდესაც ეს პროექტი იწყებოდა, მე მაშინაც ვთქვი, რომ თანხები არ ეყოფოდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, იმიტომ, რომ შტატებში ამ მომსახურებაზე ფასები იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მთლიანი შიდა პროდუქტი. მითუმეტეს ჩვენს ქვეყავანაში, რომელიც ეკონომიკურად ძალიან სუსტია და აქ შენს თავზე აიღო ყველაფრის დაფარვა და ყველასთვის - ეს ვერ იმუშავებდა. ახლა მივიღეთ შედეგი, რომ თანხები არ გვყოფნის და ვერც გვეყოფოდა", - აღნიშნა სურგულაძემ. - ძალიან ბევრ ადამიანს 2012 წლისთვის სჭირდებოდა ეს პროგრამა და მთავრობა ამბობს, რომ სწორედ ამიტომ გაკეთდა საყოველთაოდ და ახლა მოვიდა მიზნობრიობის დრო, ამ ლოგიკასთან დაკავშირებით რას იტყვით? - 2012 წელს ბევრს სჭირდებოდა ახლა იგივე რაოდენობას აღარ სჭირდება? ჩვენ გავაკეთეთ ყველა ოპერაცია, რაც გასაკეთებელი იყო? ახლა ხალხს აღარ დაემართება იგივე დაავადება? რამდენიმე ათეული მილიონი, რომელიც იზოგება 10 მილიარდიან ბიუჯეტში პრაქტიკულად, არაფერი არ არის და ეს მიზნობრიობაც სხვანაირად უნდა ხდებოდეს. ავიღოთ მაგალითი, ვთქვათ 40 ათასზე მეტი შემოსავალი მქონდა და აღარ ვარ ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაშინ მე უნდა წავიდე და ვიყიდო კერძო დაზღვევა, აქ ინდივიდუალური პაკეტები ან ძალიან ძვირია და რელურად ორ კომპანიას აქვს. ანუ ბაზარი ამ ცვლილებებისთვის მზად არ არის და ამ პაკეტს გაყიდის საკმაოდ ძვირად. ამასთან, ჩემი აზრით, კერძო სადაზღვევო ბაზრის განვითარების გარეშე ჩვენი მედიცინა უკუსვლით წავა. - თუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც უფრო მეტად უჭირს და ასეთ შემთხვევაში ის 32 ათასი ადამიანი გამოეთიშა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც 40000-ზე მეტი შემოსავალი აქვს და ამავე დროს კერძო დაზღვევა არის ძვირი, აქ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - უფრო გლობალური მიდგომაა საჭირო, ყველაფერი შემოსავლებზე ორიენტირებული უნდა იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, ადამიანს რა შემოსავალი აქვს, თუმცა პრობლემად რჩება ის, თვითდასაქმებულები როგორ გადაიხდიან ამ თანხას. ჩემი მოსაზრებით 600 ლარამდე თუ აქვს ადამიანს ხელფასი, ეს პაკეტი რასაც საყოველთაო ჯანდაცვის ითვალისწინებს, სადღაც 20 ლარამდე ჯდება, ეს თანხა უნდა გადაუხადოს დამსაქმებელმა, 600-1200 ლარამდე - 50/50-ზე უნდა იყოს გადახდა, თუ ამაზე მეტი აქვს შემოსავალი ეს 20 ლარიანი პაკეტი იყიდოს თვითონ. ანუ სავალდებულო კერძო დაზღვევა უნდა შემოვიდეს იმ ხალხისთვის, ვინც მუშაობს, მაგრამ ვისაც შემოსავალი აქვს რაღაც თანხაზე ნაკლები, ბავშვები, შშმ პირები, პენსიონერები - ეს ხალხი უნდა დარჩეს სახელმწიფოს კმყოფაზე. - შემოთავაზებული ცვლილებები რა გავლენას მოახდენს კერძო სადაზღვევო ბაზარზე? - ჩემი აზრით, პაკეტების ფასები გაიზრდება. კერძო სადაზღვეო მომსახურებას ახლა იღებს ნახევარი მილიონი ადამიანი, როდესაც მას აქვს რესრუსი მილიონნახევარი ადამიანი დააზღვიოს და გაუწიოს მათ შესაბამისი მომსახურება, ცხადია ფასები გაიზრდება. მაგრამ ისე კი არ უნდა მოხდეს, როგორც წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ყველაფერი გადააბარეს კერძო სადაზღვეო კომპანიებს ყველანაირი კონტროლის გარეშე, არამედ პირიქით. წინა ხელისუფლებას უცებ უნდოდა ძალიან ბევრი კარგი საავადმყოფო აეშენებინა, გადასცეს ეს პრივილეგიები დაყვეს რეგიონებად და უთხრეს აქ თქვენ ააშენებთ საავადმყოფოებს. საავადმყოფოები, ექიმი და ექთანი ქმნიან რეალურ პროდუქტს, რაღაც ნაწილი საავადმყოფოების იყო საკმაოდ მომგებიან მდგომარეობაში საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით, იმიტომ, რომ სახელმწიფო არ აკონტროლებდა ხარჯებს. ახლა ბევრი კლინიკის სერიოზული შემოწმება მიდის და ვნახოთ რითი დამთავრდება. ის ფასები, რომლებსააც ახლა ოპერირებს სახელმწიფო არის 2009 წლის ფასები. ექთანი, რომლიც 300 ლარს იღებდა 5 წლის წინ და ახლაც იმავე თანხას იღებს, ვერ მოსთხოვ და ვერ გააკეთებს იმავე სამუშაოს იმავე ხარისხით. სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს სულ ერთ დონეზე და უნდა იყოს მაღალი ხარისხის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329198&name=20.03.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

20.03.2017

მედიასაშუალება:ალია

რატომ არის 400 პროცენტით ძვირი წამლები და მაღალი ფასი საწვავზე?

ჯონდი ბაღათურია: - როგორი ქვეყანაა დღეს საქართველო ⁉ ეს არი ხალხი და სახელმწიფო, რომელიც ვალებში იხრჩობა !!! და მთავრობა და პარლამენტი, რომელიც ფულში იხრჩობა !!! ცნობისთვის: 40 ოფიციალური მილიონერია დღეს პარლამენტში !!! ამ ხალხის ხელშია ბანკები, რომელთა ვალი აქვს ხალხს და სახელმწიფოს, ჰოსპიტალური სქტორი, ანუ საავადმყოფოები, სააფთიაქო ბიზნესი, საწვავის და მთელი ენერგეტიკული ბიზნესი, უმაღლესი განათლების დაწესებულებები, წიაღისეული სიმდიდრეები, მსხვილი სავაჭრო ობიექტები, უძრავი ქონება !!! საქართველოში ოჯახი რომ არ არის დარჩენილი ბანკის ან მევახშის ვალი რომ არ ქონდეს ეს ყველამ იცით ... ისიც იცით ალბათ რო სახელმწიფოს ცალკე აქვს მილიარდებიანი საგარეო და საშინაო ვალი ... აი ის ვალი თქვენ რომ გაქვთ და საშინაო ვალი, სახელმწიფოს რო აქვს კომერციული ბანკების იმ 40 მილიონერს ეკუთვნის ვინც დღეს მთავრობასა და პარლამენტში არიან !!! ასე რომ "გიხაროდეთ" სხეზეა ”დაყადაღებული ერი და სახელმწიფო”, ”შპს საქართველო” !!!. ჯონდი ბაღათურია: - ჯერ პრობლემის აღწერა მინდა დავიწყო: ეს ადამიანები ფლობენ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს, რომელთა ვალი აქვს ხალხს და სახელმწიფოს. არა მხოლოდ ხალხს აქვს ვალები - სახელმწიფოს, გარდა საგარეო ვალებისა, აქვს ასევე შიდა ვალი...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329193&name=20.03.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

18.03.2017

მედიასაშუალება:ახალი თაობა

ბიზნესსექტორი შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ ბიზნეს სექტორი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განიხილავს , რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციები შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრედიზენტი და შრომის სამართლის ექსპერტი მიშა კორძახია რისკის შემცველად მიიჩნევს კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექციას სასამართლოს ნებართვის გარეშე ექნება უფლება ნებისმიერ დროს შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს მათ შორის ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შრომის კანონმდებლობის შეუსრულებლობასთან. „ყველა ვთანხმდებით, რომ კანონმდებლობა რაც დღეს გვაქვს არის საკმაოდ ხარვეზიანი, მაგრამ ორგანო, რომელიც ჯერ ჩანასახშია შრომის ინსპექციის სახით, მგონია მზად არ იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესთან აწარმოოს ის პარტნიორული ურთიერთობა, რომლიც გსურს რომ იყოს ამ სანქცირების პირობებში. ყველაზე პრობლემურია, სასამართლოს გვერდის ავლით ბიზნესში შესვლის შესაძლებლობის მიცემა. შეგვიძლია რისკებზე ვივარაუდოთ, რადგან ამ კუთხით დამოკიდებულებები იქნება საფრთხის შემცველი და პრობლემების მომტანი. ის გარანტია, რომ სასამართლოს მეშვეობით იქნებოდა შემაკავებელი მექანიზმი, ისპობა. იქნება უეცარი შემოწმებების მომენტი, რაც ჯერ ნდობის მოპოვებას საჭიროებს“, - განაცხადა მიშა კორძახიამ. შეხვედრაზე, ბიზნეს სექტორის წარმომადგნლებმა იმსჯელეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და ყურადღება გაამახვილეს იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებას. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს საკანონმდებლო ცვლილებების სრული პაკეტი, უახლოეს პერიოდში მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება განსახილველად და ამოქმედების შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ძვრებს გამოიწვევს შრომით ურთიერთობებში. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ბიზნეს სექტორის მიერ შეჯერებულ ერთიან პოზიციას წარუდგენს საჯარო სტრუქტურებს სამმხრივი სოციალური დიალოგის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4327078&name=18.03.2017+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

20.03.2017

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

საქართველოს შრომის ბაზის ანატომია

საქართველოში თითქმის ყველა სტატისტიკური თუ სოციალური გამოკითხვით, უმუშვერობის პრობლემა პირველ ადგილს იკავებს. NDI - ის მიერ 2015 წლის მაისში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67% ძირითად პრობლემად სამუშაო ადგილების უკმარისობას ასახელებს, ხოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულა 66% თავს დაუსაქმებლად თვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს საქართველო უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 16,9%, ყველაზე დაბალი კი 2015 წელს - 12%/ აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, თუ რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ოფიციალურ სტატისტიკასა და უმუშვერობის თემაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შორის. პირველ რიგში უნდა გავნსაზღვროთ უმუშევრობის არსი. საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ადამიანის მიერ უმუშვრობის არქმა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ხშირ შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკა არ ემთხვევა სოციოლოგიურ გამოკითხვას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4329854&name=20.03.2017+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---