From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-21.12.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 21.12.2016 08:36
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 21.12.2016

ტელევიზია 

20.12.2016

არხი: I არხი          

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

 C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისას ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ,- ასეთია бѓђбѓ бѓђбѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ სექტორის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი. სამოქალაქო სექტორში бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓ”бѓњ, бѓ бѓќбѓ› პრობლემის გამომწვევი მიზეზები მკაცრი ნარკოპოლიტიკა бѓ“бѓђ სამედიცინო ცენტრების бѓњбѓђбѓ™бѓљбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓђбѓђ. бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ  ეხმაურებიან კვლევის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓ”бѓ‘бѓЎ ჯანდაცვის სამინისტროში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4157097

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4157000

---

 

20.12.2016

არხი:           ტელეკომპანია იბერია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ახალი ამბები 19:00

პრობლემა, რომელიც 21-ე საუკუნეში ისევ მწვავეა. საზოგადოების ნაწილი, რომლისთვისაც სქესი განაჩენია. ექიმები აცხადებენ, რომ სელექციური აბორტების რაოდებობა დღეს საგანგაშოა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4157030

---

 

20.12.2016

არხი: რუსთავი 2  

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 15:00

დახმარება სჭირდება 15 წლის გიორგი ბიჭაშვილს, რომელსაც დადგენილი აქვს მესამე ხარისხის სქოლიზოსი დაიგნოზი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4156350

---

 

20.12.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 15:00

17 წლის მოჭადრაკე თეა ჭოლაძეს ესაჭიროება სასწრაფო მკურნალობა საზღვარგარეთ. მას ექიმებმა იმუნური სისტემის ფონზე სისხლში ვირუსული ბაქტერიის დიაგნოზი დაუსვეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4156346

---

 

20.12.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ    

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

 бѓЇбѓђбѓњбѓ“აცვის ასოციაცია ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს მიესალმება ნინო მიქავა:"ჩცები ასოციაცია бѓ›бѓ®бѓђбѓ бѓЎ бѓЈбѓ­бѓ”бѓ бѓЎ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ მიგვაჩნია бѓ бѓќбѓ› бѓ”бѓЎ არის სწორი бѓ’бѓ–бѓђ. მინდა бѓ›бѓќбѓ’бѓђбѓ®бѓЎбѓ”бѓњбѓќбѓ— бѓ бѓќбѓ› бѓђбѓ  бѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ წარმატების ერთი бѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓЈбѓљбѓђ მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემაში საჭიროა კარგი მაგალითების бѓ’бѓђбѓ“бѓ›бѓќбѓ¦бѓ”бѓ‘бѓђ. бѓЈбѓњбѓ“бѓђ დაფინანსდეს ხარისხიანი სახელმწიფო სერვისები. მიზანი არის бѓ бѓќбѓ› ხარისხი бѓ’бѓђбѓЈбѓ›бѓЇбѓќбѓ‘бѓ”бѓЎбѓ“бѓ”бѓЎ ამიტომ წამოვიდა бѓ”бѓЎ საკიტხები бѓЇбѓ”бѓ  ჯერობით სისტემა бѓђбѓ  არის კარგი бѓ“бѓђ бѓђбѓ›бѓђбѓЎ ჭირდება бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓђ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4155834

---

 

 

 

 

ინტერნეტი

20.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/411745-saeqimo-saqmianobis-shesakheb-kanonshi-cvlileba-shedis.html?ar=A

”საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის

საქართველოში კანონში ”საექიმო საქმიანობის შესახებ“ ცვლილება შედის. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, უმცროს ექიმს, რომელსაც 2015 წლის 1-ელ ოქტომბრამდე აქვს დაწყებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის ფარგლებში მზადება, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მიეცემა უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მას დასრულებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი. კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილეს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის განმარტებით, კანონში კიდევ ერთი ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, ტერმინი „პროფესიული რეგულირების საბჭო“ ტერმინით „პროფესიული განვითარების საბჭო“ ჩანაცვლდება. „ეს ძალიან სერიოზული - ადამიანური რესურსების მართვის თემაა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ექიმთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე კვალიფიციურ ექთანთა რაოდენობა. გარკვეულ სპეციალობებში გვაქვს დეფიციტი. ამ შემთხვევაში, შემოთავაზებული ცვლილება დისკუსიის გახსნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონკრეტული კანონის მუხლს და პრინციპს და ამ მუხლსაც ეს მსჯელობა არ შეეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ, რომ გთავაზობთ, უახლოეს პერიოდში, ადამიანური რესურსების საკითხზე, საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სწორედ ადამიანური რესურსების განვითარების თემაა ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. დღესვე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები - „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განხილვისთვის წარადგინა. იმ ცვლილების თანახმად, რომელიც „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოება ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.2016 წლის 1 დეკემბრამდე საარსებო შემწეობის დაკავებული თანხა, აგრეთვე, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. მანვე კომიტეტს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროეტი წარუდგინა, რომელიც ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზებას შეეხებოდა. საუბარია 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსიაზე და მისი გაცემის გამო წარმოშობილ ფინანსურ ვალდებულებებზე. სახელმწიფო დავალიანების ლეგალიზებას შეეხებოდა ასევე კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მესამე საკითხი - კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილების თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. წარმოდგენილ კანონპროექტებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. დღესვე დეპუტატებმა განიხილეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, თევდორე კობახიძის განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ფიზიკური პირის, იურიდიული პირისა თუ დაწესებულებიდან მომდინარე ხმაური დადგენილ ნორმატივებს აღემატება. „ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის საფუძველზე, დასჯადი გახდეს ქმედება, თუ ღამის საათებში შემღწევი ხმაური 30 დეციბელის სრულ ნორმას გადააჭარბებს, ხოლო დღის საათებში - 40 დეციბელს. აღნიშნულ საკითხის კონტროლი, წარმოდგენილი პროექტით, უნდა დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს. შემოტანილია სამსაფეხურიანი შკალა - გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში - დაჯარიმება, მესამედ იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში - სანქციის გაორმაგება“,- აღნიშნა თევდორე კობახიძემ. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების კითხვებს. კომიტეტის წევრები აღსრულების მექანიზმებით დაინტერესდნენ. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, კანონპროექტი დროული და მნიშვნელოვანია და ევროკავშირის რეგულაციებსა და დირექტივებს შეესაბამება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმჯობესია, რეგულირება ღამის საათებში ხმაურს შეეხოს. მისი პოზიცია გაიზიარა აკაკი ზოიძემ. „მიმაჩნია, რომ უნდა დავიწყოთ ღამის რეგულაციით. არსებობდეს ნორმატივი დღის ხმაურის თაობაზეც, მაგრამ კონკრეტული ადმინისტრაციული სანქციები, ამ შემთხვევაში, დაწესებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ღამის ხმაურის შემთხვევაში და არ არის გამორიცხული, ასევე, დავაზუსტოთ თვითონ ხმაურის სახეობაც, თუ ამის აუცილებლობას ვხედავთ. მანამდე გავივლით კონსულტაციებს ექსპერტებთან“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

---

 

20.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/411717-jandacvis-komitetma-khmaurthan-dakavshirebuli-regulaciebis-shemoghebasthan-dakavshirebul-kanonproeqts-mkhari-dautcira.html?ar=A

ჯანდაცვის კომიტეტმა ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ პარლამენტს ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე 26 სექტემბერს კიდევ ერთხელ მიმართა. კომიტეტის სხდომაზე დღეს თედო კობახიძეს, როგორც მომხსენებელს მოუსმინეს. საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას შემდგომ უკვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაგრძობს. საბოლოოდ კი აღნიშნულ საკითხზე წამყვანი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. კანონპროექტი მიზანად ისახავს ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ფიზიკური პირის, იურიდიული პირისა თუ დაწესებულებიდან მომდინარე ხმაური აღემატება დადგენილ ნორმატივებს. კანონპროექტით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 771 მუხლი, რომლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციული წესით (გაფრთხილება) ისჯება ხმაური, რომლის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის დამძიმებას სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევებისთვის - ჯარიმის სახით. ხოლო მესამე ნაწილი ითვალისწინებს მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისათვის პასუხისმგებლობის დამძიმებას. ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილების მქონე სუბიექტად განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს უფლებამოსილი პირი. ხმაურის დასაშვები დონე განსაზღვრულია „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის N 297/ნ ბრძანებით.

---

 

20.12.2016      

მედიასაშუალება: http://tv25.ge/?page=news&news_id=24847#.WFkWS1N96M8

ლევან გორგილაძე - ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მომავალი დირექტორი

მაცნეს“ მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნება. ოფიციალურ ბრძანებას ხელს ზურაბ პატარაძე უახლოეს დღეებში მოაწერს. პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ერთი თვის წინ საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი - ჯემალ დუმბაძე დააკავეს. ინფექციური საავადმყოფოს მომავალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ დარგის განვითარებაზე გუნდთან ერთად იმუშავებს.

---

 

20.12.2016      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/55285-giorgi-mshvenieradze-narkotikebi-legalizebuli-unda-iyos

გიორგი მშვენიერაძე: ნარკოტიკები ლეგალიზებული უნდა იყოს

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ლეგალიზებული უნდა იყოს და "აიპრესთან" საუბრისას საკუთარი დამოკიდებულების ასახსნელად რამდენიმე არგუმენტს აყალიბებს. იურისტის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზება თავის თავშივე გულისმობს ამ საკითხის რეგულირებასაც. აქვე ამატებს, რომ ლეგალიზაცია სახელმწიფოს რამდენიმე პრობლემას გადაუჭრის. მშვენიერაძე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დაწყების ყველაზე გავრცელებულ გზაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პრობლემას მოაგვარებს მისი ლეგალიზება. "ჩემი პირადი მოსაზრება გადახრილია ლეგალიზებისკენ, რაც გულისხმობს რეგულირებას. ნარკოტიკები უნდა იყოს ლეგალიზებული. დეკრიმინალიზაცია არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკას ხდის ლიბერალურს ზოგადად, მაგრამ არა სრულად. თუ არის საქართველოში კვლევები გაკეთებული, რომელიც ასახავს სტატისტიკას, როგორ იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას. ვგულისხმობ ინტრევენტულ ნარკოტიკებს და არა მარიხუანას, რომელსაც მიჩვევადობაც კი არ ახასიათებს. მარიხუანას თემა საერთოდ მოვხსნათ დღის წესრიგიდან. არგუმენტიც არ არსებობს. ის, რომ ვიღაცისთვის ღვინო წმინდა სასმელია და ამიტომ ვიღაცამ მარიხუანა არ უნდა მოწიოს, ძალიან არასერიოზული არგუმენტია, როდესაც სახლმწიფობრივად ვაზროვნებთ. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ სხვა ნარკოტიკებზე, როგორც წესი, მათი გავრცელების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის გაღარიბებული ნარკომომხმარებლის მიერ მდიდარი მეგობრის ჩართვა ამ პროცესში. ის სთავაზობს შედარებით ფულის მქონე მეგობარს, რომ გასინჯონ ერთად. იქმნება "კუტოკი", სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან და მდიდარი უზრუნველყოფს ფინანსურად ნარკოტიკის შეძენას. შეიძლება, რაღაც ეტაპზე მასაც ელევა თანხა. მასაც უკვე აქვს დამოკიდებულება ნარკოტიკზე, აქვს ე.წ ლომკა, რა შემთხვევაშიც ისინი ეძებენ ახალ "მსხვერპლს", რომელსაც იპოვნიან, რომელსაც აქვს ფული და მასთან ერთად გასინჯავს ნარკოტიკს. სწორედ ესაა ნარკოტიკების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზა. ლეგალიზაცია, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ნარკოტიკი იმის ნაცვლად, რომ შავ ბაზარზე იყიდებოდეს, სადაც ის საკმაოდ ძვირი ღირს, მაგალითად აფთიაქებში გაიყიდოს "მორფინი" რეგისტრაციაზე მყოფი პირებისთვის კი მისი ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს. იმ ფასად, რამდენადაც მას სახელმწიფო ყიდულობს. ეს ფასი დაახლოებით ორ ლარს არ აღემატება. ეს, ერთი მხრივ, ხსნის იმას, რომ პირს, რომელიც ნარკოდამოკიდებულია, აღარ აქვს ინტერესი სხვა მდიდარი ადამიანი იშოვოს და ჩართოს ნარკომოხმარების ქსელში იმიტომ, რომ მას შეუძლია აფთიაქში 2 ლარად იყიდოს ნარკოტიკი. ოღონდ, იქვე მიდის და იკეთებს. წამოღების უფლება არ აქვს. მეორე, ეს არის დაავადებები, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. მაგალითად, C ჰეპატიტი, შიდსი, რომელიც ყველაზე ხშირად ინტრებენტული გზით გადადის. ამის გავრცელებას ხსნი სრულად. პირები, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულები, ინდივიდუალური შპრიცით მოახერხებენ საკუთარი ნარკოტიკის მოხმარებას. რაც ასევე ამ საფრთხეს გინელებს. არის კიდევ ერთი საკითხი, კერძოდ, კრიმინალი. რა თქმა უნდა, ხშირად მოჰყავთ ხოლმე სტატისტიკა, რომ ნარკომომხმარებლები ამავდროულად არიან კრიმინალები და თითქოს, კორელაციებს ეძებენ ამ სტატისტიკებს შორის. საინტერესოა, ყოფილა, თუ არა კრიმინალისტიკაში გამოკვლევა, ხომ არ არის ხშირად ნარკოდამოკიდებულებით მოტივირებული დანაშაული იმიტომ, რომ ნარკომომხმარებელს არ აქვს სათანადო ფული ე.წ ლომკის მოსახსნელად. თუ ეს ასეა, სწორედ ესაა გამოსავალი, რომ მას ნარკოტიკი სახელმწიფოს მხრიდან იაფად უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი და აღარ მოუწევს შავ ბაზარზე მისი შეძენა. ეს დაშლის იმ "კუტოკსაც", რაღაც კრიმინალურად შეფუთულ რაღაცას მოსპობს. პირს, ვისაც უნდა ნარკოტიკი, შეუძლია, მივიდეს სახელმწიფო აფთიაქში, დადგეს აღიცხვაზე და იქ გაიკეთოს ნარკოტიკი",- განმარტავს იურისტი. გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ამის პარალლურად აუცილებელია, სახელმწიფომ ის გამოთავისუფლებული თანხები, რაც ნარკოტიკული საშუალებების მიღების გამო გაჩენილ დაავადებებში იხარჯებოდა, სახელმწიფომ სარეაბილიტაციო ცენტრების შესაქმნელად უნდა მიმართოს. "ამავდროულად, ამის პარალელურად სახელმწიფომ თანხები უნდა მიმართოს სარეაბილიტაციო ცენტრების შესაქმნელად. პირს, რომელიც გადაწყვეტს, რომ აღარ სურს, იყოს ნარკოდამოკიდებული, სათანადო სერვისებზე უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა. ანუ, ის ფული, რომელიც გამოთავისუფლდება აივ ინფექციების, C ჰეპატიტის, ან ზოგადად საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზირით, მარტო ეს დაავადებები ხომ არ არის, სხვა პრობლემებიც არსებობს. ეს პრობლემები უნდა მოიხსნას მინიმუმ ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციისთვის",- აღნიშნა მშვენიერაძემ. მისივე თქმით, ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული რისკებიც, მაგრამ სახელმწიფომ მათზე მკაცრი სასჯელი უნდა დააკისროს. გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ ნარკომომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ თავისთვის ნარკოტიკული საშუალება შეიძინოს ღიად და არა შავ ბაზარზე. "ეს არის სწორი გზა. რა თქმა უნდა, ამას აქვს გარკვეული რისკები, მათ შორის, ნარკოტიკების კონტროლის სიმკაცრე, რომ არ გავიდეს საზღვარგარეთ, არ მოხდეს გამოტანა, შავ ბაზარზე მოხვედრა და ა.შ. სახლმწიფომ, პარალელურად შეიძლება შავ ბაზარზე დატოვოს ძალიან მკაცრი სასჯელები, თუ ვინმე არასრულწლოვანთან დაუშვებს ნარკოტიკის გამოყენებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ ნარკოტიკებით ივაჭროს შავ ბაზარზე, სახელმწიფო ძალიან მკაცრი უნდა იყოს. მაგრამ მთავარია, რომ სახელმწიფომ ლეგალიზაცია გააკეთოს, რომ ნარკომომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეიძინოს ნარკოტიკი არა შავ ბაზარზე, არამედ ღიად. ის, რომ ქვეყანა მზად არ არის, ჩემი აზრით, ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. ამისთვის მზაობაში რა იგულისხმება, არ ვიცი. თუ ჩვენ გვჯერა, რომ ეს ფორმულა არის სწორი და იქონიებს შედეგებს, მაგალითად, გამოჩნდება ყველა, ვინც არის ნარკოდამოკიდებული პირი; დავანგრევთ სტერეოტიპს, რომ ნარკოდამოკიდებული პირი არის გარიყული... ეს მითი უნდა დაინგრეს. უნდა დავინახოთ ქვეყანაში რეალური სურათი. ამავდროულად, დასჯადობა უნდა დარჩეს. თუ ნარკოდამოკიდებულია პირი და მისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება საჭესთან, უნდა დაისაჯოს, თუ სამსახურში გამოცხადდება მსგავს მსგომარეობაში, ასევე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს საკითხები ცალკეა. ისევე უნდა დარეგულირდეს, როგორც ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში. რისთვის არ ვართ მზად? არ გვინდა გავამხილოთ, რომ ქვეყანაში ამდენი ნარკომომხმარებელი გვყავს? გამოდის, რომ აღიარებისთვის არ ვართ მზად და არა იმისთვის, რომ ჩვენ რამე შევცვალოთ. გვინდა, ვიყოთ იმავე ჭაობაში, რომელშიც ვართ იმიტომ, რომ რეალობის გვეშინია. ვფიქრობ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ",- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

21.12.2016      

მედიასაშუალება: სარკე

ცე ჰეპატიტისთვის შექმნილი წამალი ქართველებზე გამოსცადეს

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდია ვაჟი, ცოტნე გამსახურიდა, რომელმაც ცე ჰეპატიტი სახელმწიფო პროგრამით დაამარცხა, აცხადებს, რომ ამერიკელებმა საქართველო საცდელ ბაზად გამოიყენეს. ცოტნე გამსახურდია: "ის, რომ ეს საქართველოში განხორციელდა და არა სხვა, მაგალითად, აფრიკულ ქვეყანაში, არის არა სერგეენკოს ან მისთანების, არამედ მთლიანად ამერიკელების დამსახურება."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4157399&name=21.12.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%94&p=1&lang=Ge

---

 

21.12.2016      

მედიასაშუალება: ქართული სიტყვა

"არ მომეკარო, ვირუსი მაქვს!"

"არ მომეკარო, ვირუსი მაქვს!" - ამ სიტყვებით ქუჩის ბნელ კუთხეში ჩასაფრებულ თაღლითს ნამდვილად ვერ შეაშინებთ. აი, მეგობარ-ახლობლებს კი თქვენი ნახვის სურვილი შეიძლება, რამდენიმე დღით დაუკარგოთ. ერთი სიტყვით, თბილისში გრიპი მძვინვარებს. საერთოდ, ვირუსი ე.წ. ინფექციური აგენტია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმში იჭრება, მის უჯრედებს "ეხრახნება" და "მასპინძელს" თავის ჭკუაზე ატრიალებს. გრიპისმაგვარი დაავადების შემთხვევების გაზრდის გამო კი, ჯანდაცვის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს იწყებს. ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსული ინფექციების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გაზრდილ მიმართვიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწრაფოს მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით, ალტერნატიული სადისპეტჩერო ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის უწყვეტ რეჟიმში საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი, კლინიკა "მედკაპიტალის" გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონული ფილიალები ფუნქციონირებენ. ოჯახის ექიმები პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციას და ადგილზე სამედიცინო მომსახურებასაც უწევენ. საჭიროების შემთხვევაში კი ბინაზე გადიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4157291&name=21.12.2016+-+%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90&p=1&lang=Ge

---