From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-22.08.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 22.08.2016 09:45
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 22.08.2016

ტელევიზია 

20.08.2016

არხი:          бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: დღის ამბები 19:00

სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ გორმედს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მინისტრმა სოზარ სუბარმა და გორმედის დირექტორმა გია სვანაძემ სოფელ ჭუბერის ამბულატორიას ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ონის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის აპარატი გადასცა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3850316

---

20.08.2016

არხი:          бѓ бѓЈбѓЎбѓ—ავი2

გადაცემა: კურიერი 18:00

აქცია გაიმართა სამეგრელოში, სადაც სოფელ მარნის მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებდა. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში მისასვლელი გზის მოწყობის თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია და დასახლებამდე მისვლას სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც ვერ ახერხებენ. შეკრებაზე იმყოფებოდა გამგებელი. მისი განცხადებით, გზა მომავალ წელს შეკეთდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3850236

---

20.08.2016

არხი:          бѓ бѓЈбѓЎбѓ—ავი2

გადაცემა: კურიერი 15:00

ნიკა მაზიაშვილი კომატოზურ მდგომარეობაში ხელვაჩაურის კლინიკაშია მოთავსებული ქალა ტვინის მძიმე ტრამვით, ტვინის დაჟეჟილობით, გულმკერდის ტრამვით, ნეკნების მოტეხილობით და მარცხენა ბეჭის ძვლის მოტეხილობით. ის გადმოსაყვანია თბილისის კლინიკაში. ოჯახს მისი გადმოყვანის და მკურნალობის სახრები არ გაჩნია. დახმარების მსურველებისთვის გახსნილია ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი, ანგარიშის ნომერი GE11TB7567145063600053 მიმღები: ანდრო ორჯონიკიძე ან დარეკეთ ნომერზე: 0901701143 ზარის ღირებულება 1 ლარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3849804

---

ინტერნეტი

20.08.2016   

მედიასაშუალება:  http://www.ipress.ge/new/41845-aversi-infeqciuri-saavadmyofos-ganckhadeba-sazogadoebis-shecdomashi-sheyvanas-isakhavs-miznad

ავერსი : ინფექციური საავადმყოფოს განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

"ავერსი ფარმა" ინფექციური საავადმყოფოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად "ავერსი" მათ ფუნქციონირებაში ხელს უშლის და აიძულებს შეწყვიტოს საქმიანობა. როგორც "ავერსში" განმარტავენ, აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზანდ. "ინფექციური საავადმყოფოს მიერ 16 და 17 აგვისტოს ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებული განცხადება თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის გაკეთების და აპარატურის განთავსების საშუალებას, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ყაზბეგის გამზ. N16 არსებული უძრავი ქონება (მიწა და შენობები ) ავერსმა შეიძინა 2009 წლის 25 დეკემბერს ღია აუქციონზე . იქ არსებულ ორ სახელმწიფო კლინიკას, ინფექციურ საავადმყოფოს და სეფსისის ცენტრს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ 2011 წლის 25 დეკემბრამდე, მაგრამ მათი გადაყვანა დღემდე ვერ მოხერხდა . 2014 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით და სეფსისის ცენტრის კოლექტივის თანხმობით მოხდა სეფსისის ცენტრის პრივატიზება ავერსის მიერ. ამის შემდეგ ავერსი ახორციელებს 14 მილიონი ლარის ინვესტიციას სეფსისის ცენტრში და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნება აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა მსოფლიო დონის ცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით. სწორედ ეს გახდა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელების შეშფოთების და გაღიზიანების მიზეზი, რომ სეფსისის ცენტრი გაუწევს მათ კონკურენციას და ვეღარ განაცხადებენ, რომ ერთადერთი და შეუცვლელები არიან ქვეყანაში. ინფექციურ საავადმყოფოს, ჯანდაცვის სამინისტროს და ავერსს შორის იჯარის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2016 წლის 01 იანვარს. ახალ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ავერსისგან დამოუკიდებელი მიზეზით მხოლოდ 2016 წლის 16 აგვისტოს, ხელმოწერიდან 1 საათში მათ მოაწყვეს აქცია, თითქოს ავერსი არ აძლევს რემონტის უფლებას. ავერსი ამ უფლებას ვერ მისცემდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა . აღსანიშნავია, რომ პაციენტებისა და ექიმების ინტერესიდან გამომდინარე ავერსი 5 წელია მოთმინებით ელოდება მისი კუთვნილი ტერიტორიის დაცლას და არც რაიმე სახის რემონტის წინააღმდეგია, ხოლო აპარატურის განთავსებასთან ავერსს საერთოდ კავშირი არ აქვს . ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა ინფექციური საავადმყოფოს 16 და17 აგვისტოს გამართული აქცია. ავერსი ემიჯნება ნებისმიერ დაპირისპირებას , აქციას და გაფიცვას . მიგვაჩნია, რომ ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა არის დესტრუქციული და მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას ემსახურება, შეიცავს რა შანტაჟის ელემენტებს. ჩვენი აზრით ალტერნატივა დიალოგს და საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას არ აქვს , როგორც აღვნიშნეთ 2 დღეა გაფორმდა ხელშეკრულება, შესაბამისად ყველა საკითხის განსახილველად და გადასაწყვეტად გვაქვს სამართლებრივი შესაძლებლობა",- წერია "ავერსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 17 აგვისტოს ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა დაწესებულების ტერიტორიაზე აქცია გამართეს. როგორც "აიპრესთან" ინფექციურის დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, "ავერსი ფარმა" მათ არ აძლევს საშუალებას იფუნქციონირონ და ზეწოლის მოხდენის საშუალებით აიძულებს შეწყვიტონ საქმიანობა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: "ავერსი ფარმა" გვაიძულებს ფუნქციონირება შევწყვიტოთ

 

---

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

22.08.2016     

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"გაჭირვებულ მოხელეს" დახმარება აღმართში მიეწია ...

როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ დახმარებას ეკონომიკურად ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეები იღებენ. ბევრი ისეთი ფაქტიც გახმაურებულა, როცა ოჯახებს სოციალური შემწეობა იმიტომ მოუხსნეს, რომ შინ ტელევიზორი ან მაცივარი აღმოაჩნდათ, ან ოჯახის წევრი დროებით დასაქმდა სადმე... ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული დახმარების გარდა, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს დამატებით შეუძლიათ შემწეობა აღმოუჩინონ შეჭირვებულ მოსახლეობას. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც დადგენილებით დაამტკიცა მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, თუმცა დახმარების მიმღები პირების სხვადასხვა კატეგორიასთან ერთად, სოციალური დახმარების პროგრამის მიმღებთა რიგებში მცხეთის მუნიციპალიტეტისა და გამგეობის თანამშრომლებიც შეიყვანა(?!). მცხეთის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 30 იანვარს დაამტკიცა და დაადგინა , რომ ეკონომიკურად გაჭირვებულ პირებთან, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის , თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ თუ მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრებთან ერთად, ამ პროგრამით მოსარგებლეები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებიც . რამდენიმე დღის წინ იმავე საკრებულომ ამ დადგენილებაში დამატებითი მოთხოვნა შეიტანა, რომლის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღები პირი არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში უნდა იყოს რეგისტრირებული მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სწორედ ამის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ საჯარო მოხელეები თურმე სოციალური დახმარების პროგრამაში არიან ჩართული. ამ ფაქტით დაინტერესების შემდეგ, საჯარო მოხელეებზე სოციალური შემწეობის გაცემის ასეთი ვერსიაც მოვისმინეთ - თითქოს გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემენ 100 ლარის ოდენობით, შემდეგ კი მათ ამ თანხის უკან დაბრუნება უწევთ და მერე ეს ფული მოქმედი დეპუტატისთვის წინასაარჩევნოდ სარეკლამო ბროშურებისა და პლაკატების დასაბეჭდად იხარჯება. იმის გადამოწმება, მართლა გაიცემა თუ არა დახმარება ფულადი სახით, შესაბამისი სამსახურების საქმე და კომპეტენციაა . მოგეხსენებათ, ქვეყანაში დახმარების მიმღებთა კატეგორიები მკაფიოდ არის განსაზღვრული და ამ დადგენილების ჩამონათვალში საჯარო მოხელეთა დამატება ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს - თუ ასე წავიდა საქმე, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა პროგრამით მოსარგებლეთა ნუსხისთვის ნებისმიერი სხვა კატეგორიის, ვთქვათ, უხუცეს პედაგოგთა დამატება? მით უმეტეს , რომ მათი ხელფასი მოხელეების ანაზღაურებაზე მაღალი არ არის . საყოველთაო ჯანდაცვაც ყველას ეხმარება და როცა ის მაინც არასაკმარისია , გამოდის, რომ მოხელეები დამატებითი თანხის მიღებისას უპირატესობით ისარგებლებენ... მადონა ჯიქია, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე: "თქვენ საუბრობთ სოციალური დახმარების პროგრამაზე, რომელიც შეიმუშავა გამგეობამ, შეიტანა დასამტკიცებლად საკრებულოში და საკრებულომ დაამტკიცა. სოციალურ დახმარებაში იგულისხმება ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირებისთვის სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით არ ფინანსდება , აგრეთვე არ ფინანსდება რომელიმე კერძო ან სახელმწიფო პროგრამითაც. დადგენილებაში ერთ- ერთ პუნქტად ნამდვილად არის მითითებული, რომ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები არიან ამ სოციალური პროგრამით მოსარგებლენი, მაგრამ ისინი ფულად დახმარებას არ იღებენ , არამედ სარგებლობენ მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ჯანდაცვის პაკეტის ნაწილით. მაგალითად, თუ გამგეობის ან საკრებულოს თანამშრომელს სჭირდება ოპერაციისთვის ან ძვირად ღირებული სამედიცინო კვლევებისთვის განსაზღვრული თანხით დაფინანსება, ჩვენ მოგვმართავს დახმარებისთვის . რა თქმა უნდა, პროგრამით მოსარგებლეს ხელზე ფულს არავინ აძლევს. ჩვენ ვუკავშირდებით კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას და კლინიკიდან მიღებული ანგარიშფაქტურის საფუძველზე გავცემთ საგარანტიო წერილს. მხოლოდ მას შემდეგ , რაც ადამიანს საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდება, ვანაღდებთ საგარანტიოს, ანუ თანხას ვურიცხავთ კლინიკას. ამ სოციალური პროგრამის ფარგლებში საკრებულოსა და გამგეობის წევრების დაფინანსების სულ ოთხი -ხუთი შემთხვევა თუ გვქონდა და მცირე თანხები გავეცით. რა თქმა უნდა, არ ვაფინანსებთ პლასტიკურ ოპერაციებს. საუბარია ისეთი ადამიანების დაფინანსებაზე , ვისაც 450 ლარი და შესაძლოა , უფრო ნაკლებიც აქვთ ხელფასი. ლაპარაკია ოპერაციებზე, რომელთა დაფინანსებასაც თავად ვერ ახერხებენ . აღსანიშნავია განაცხადების განხილვის პროცედურაც: პირველ რიგში, განაცხადს უნდა ერთვოდეს გამგებლისა და დეპუტატის შუამდგომლობა, რომ მათ განმცხადებლის ეკონომიური მდგომარეობა შეისწავლეს და მას ნამდვილად ესაჭიროება დახმარება. ამის შემდეგ განაცხადს კომისია შეისწავლის და საკითხს ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს. კომისიის წევრები არიან საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მას ესწრებიან საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც ყოველთვის ხალხის მხარეს არიან". დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: "სასაცილოა, სხვა რა შემიძლია ვთქვა იმ ინფორმაციაზე , რაც თქვენგან მოვისმინე... მაგრამ, თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, საკრებულო და თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანოებია და დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით - შეიძლება თუ არა , რომ საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები იყვნენ სოციალური პაკეტით მოსარგებლეები , ვფიქრობ, ეს შესაძლებელია . მით უმეტეს , რომ სოციალური პროგრამით სარგებლობისთვის ექვსთვიანი ბარიერია შემოტანილი. ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია . არსებობს ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურება, რომელსაც თუნდაც გამგეობის ან საკრებულოს თანამშრომლის ანაზღაურება ვერ გასწვდება . არიან საკრებულოშიც და გამგეობაშიც თანამშრომლები , რომელთა ანაზღაურება 400-500 ლარს არ აღემატება . ასე რომ , გასაკვირი არ არის , მათ ეს დახმარება მიიღონ. გარდა ამისა, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტში იგულისხმება მხოლოდ სამედიცინო პროცედურების თანადაფინანსება და არა სხვა სახის დახმარება. რამდენადაც ვიცი, არც ერთი ფაქტი, რომ სხვა სახის სოციალური დახმარება მიეღოთ საკრებულოსა და გამგეობის წევრებს, არ ყოფილა . ის, რომ ვიღაც ახლა ამის გარშემო ქმნის სასაცილო ზღაპარს, რომელიც ბავშვისთვისაც კი არ არის საინტერესო, წინასაარჩევნო შავი პიარის ნაწილია - თითქოს ერთჯერადი ფულადი დახმარება ვინმეზე გაიცემა, შემდეგ კი ამ ფულს უკან ართმევს დეპუტატი საარჩევნოდ ბროშურების დასაბეჭდად და დასარიგებლად . ასეთივე წარმატებით მეც შემიძლია გავავრცელო უფრო ღიმილის მომგვრელი ვერსია, რომ თითქოს ერთჯერადი დახმარება გაიცემა საკრებულოს წევრზე, შემდეგ ამ დახმარებას უკან ართმევს დეპუტატი და ამ ფულით კოსმოსში გაფრენას აპირებს". დიმიტრი ბიძინაშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" თავმჯდომარის მოადგილე: "მაშინ, როცა ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველია, ეს არის , სულ ცოტა , მოქალაქეების დაცინვა. არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო ჩანაწერის გაკეთება მცხეთის მუნიციპალიტეტის დადგენილებაში , რაც სახელმწიფო მოხელეების სოციალურად დაუცველებთან ერთად ყოფნას ითვალისწინებს . არ არის საჭირო შეხსენება, რომ გამგეობის თანამშრომლები ბიუჯეტიდან ყოველთვე იღებენ ხელფასებს, დანამატებსა და პრემიებს , რაც სახელმწიფო ბიუჯეტს აწვება. ამასთან, ეს დადგენილება საარჩევნოდ ნებისმიერ ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მარტივად ჩაურიცხოს ერთჯერადი დახმარებები გამგეობის თანამშრომლებს და ამ თანხების პირდაპირ მიმართვა მოხდეს თავისივე პარტიის აგიტაციისთვის . მმართველ ძალას არა აქვს იმხელა ნდობა, რომ ამგვარმა ჩანაწერებმა შეკითხვები არ გააჩინოს . მიმაჩნია, რომ ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს. გარდა პოლიტიკური შეფასებისა, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც აუცილებლად უნდა მიეცეს, არ შეიძლება , აღნიშნული ფაქტი მთავრობამ შეფუთოს, როგორც იურიდიულად გამართული. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის , როცა ხელისუფლება კანონს საკუთარ თავზე ირგებს".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3851333&name=22.08.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

 

---

 

19.08.2016     

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

ვინ არის დამნაშავე?

" რითი განსხვავდება თეთრ ხალათში გამოწყობილი ფარმაცევტი იმისგან, ვინც გარეთ ჰეროინს ყიდის?" ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევენ ბავშვებს ისე, რომ ხელი არ უკანკალებს არავის... შედეგად, პაციენტების უმრავლესობა აბსოლუტურად შეურაცხადი ხდება... ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ 12 წლის მოზარდი, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ახალგაზრდის არც გვარ-სახელს დავასახელებთ და არც იმას, თუ როდის და სად მოხდა შემთხვევა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ არასრულწლოვანი სხვადასხვა ჯგუფის ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად იღებდა და ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ყველაფერს ნათელი მას შემდეგ მოეფინა, რაც მოზარდი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით კომაში ჩავარდა. მედიკოსებისა და ფსიქოლოგების ჩარევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა. რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის წყალობით, მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება რემისიული პერიოდი, ამის თქმა ძნელია. მიზეზი, რამაც არასრულწლოვანი ამ შედეგამდე მიიყვანა, ბევრი რამ არის. მშობლები დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებდნენ, სკოლიდან დაბრუნებული ბიჭი კი დროს ქუჩას უთმობდა. სავარაუდოდ, მასზე მავნე ზეგავლენა უფროსი ასაკის ბიჭებმა მოახდინეს. როგორც ამბობენ, მოზარდი ფსიქოაქტიურ მედიკამენტებს სხვადასხვა აფთიაქში უპრობლემოდ ყიდულობდა... ამ დრამატულ ისტორიაში ძნელია დამნაშავის ამოცნობა, ოჯახი, ქუჩა თუ ის აფთიაქების მეპატრონენი, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ, ფაქტობრივად, დანაშაულს სჩადიან! ექსპერიმენტი სააფთიაქო ნარკომანია ის აღმოუფხვრელი პრობლემაა, რომელსაც ამ დრომდე ებრძვიან! სწორედ ამ ამბის გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა არაბრენდულ აფთიაქში ურეცეპტოდ შეგვეძინა ის პრეპარატები, რომლებიც კანონით აკრძალულია. დაახლოებით ხუთ აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენისას რეცეპტი არ მოუთხოვიათ. ქალაქის ცენტრში მდებარე აფთიაქში, სადაც სააფთიაქო ნარკომანიის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები "ბაკლოსანი" და "გაბაგამა" მოვითხოვეთ, ფარმაცევტმა მომიბოდიშა, შემოწმებაა და ამ ეტაპზე არა გვაქვსო... გარეუბანში მდებარე აფთიაქში კი, სადაც "დიაზეპამისა" და "ფენაზეპამის" შეძენა მოვინდომე, მითხრეს, მარაგი ამომეწურაო. ისევ თბილისის ცენტრალური ქუჩა და ერთ-ერთი უბნის აფთიაქი - ამჯერად "ლომკაში" მყოფი ადამიანის როლი მოვირგე და "დიმედროლი" მოვითხოვე. ახალგაზრდა მამაკაცმა თანაგრძნობით შემომხედა, აღარ მაქვსო. ამის შემდეგ კიდევ არაერთ აფთიაქს მივაკითხე იმავე პრეპარატების ურეცეპტოდ შეძენის მიზნით, თუმცა ამაოდ... ასე დავამთავრე ვოიაჟი აფთიაქებში. არადა, როგორც 32 წლის ლევან ჯგერენაია (სახელი და გვარი შეცვლილია) ამბობს, მას და მის მეგობრებს, რომლებსაც ექიმის გამოწერილი ფსიქოტYროპული მედიკამენტების შეძენა ხშირად უწევთ, ურეცეპტოდაც ბევრჯერ უყიდიათ. ლევან ჯგერენაია: - ნევროზი მაქვს და ექიმის გამოწერილ "დიაზეპამს" თითქმის ყოველდღიურად ვიღებ. ხანდახან, როდესაც ექიმთან რეცეპტის წამოსაღებად მისვლა მეზარება, არის რამდენიმე აფთიაქი, სადაც ურეცეპტოდაც ვყიდულობ... - რამდენიმე აფთიაქში მეც მივედი ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენად, მაგრამ ყველამ უარით გამომისტუმრა... - ასეთი აფთიაქები უცხოებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს არ მისცემენ. ერთი თვის წინ სიცხე მქონდა და სახლში ვიწექი. "დიაზეპამი" აღარ მქონდა და აფთიაქში მამაჩემი გავგზავნე, მაგრამ არ მისცეს. იძულებული გავხდი, სიცხიანი თავად წავსულიყავი. რომ მივედი, მისაყვედურეს, შენ რომ გაძლევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოებიც უნდა მოგზავნოო, თან ახლა შემოწმებები მიდის და ძალიან შეშინებულები არიან... "ვებრძვით შედეგს და არა მიზეზს" ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი: - სააფთიაქო ნარკომანია მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ ყველაფერმა საქართველოში მახინჯი სახე მიიღო. სახელმწიფომ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ გაჩნდა "შავი ხვრელები". რეცეპტურის შემოღების შემდეგ შავი ბაზრის გაჩენის საშიშროება იყო, თუმცა ბრენდული აფთიაქები ასე აშკარად აღარ ყიდიან ფსიქოტროპულ პრეპარატებს. კანონში ცვლილება ვერა და ვერ შეიტანეს. ვერ მოახერხეს, რომ არალეგალურად გაყიდული ფსიქოტროპული მედიკამენტებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს გამყიდველს. ზოგიერთი პრეპარატი გაქრა აფთიაქებიდან, თუმცა სხვა გაჩნდა. იმას არავინ კითხულობს, რატომ უნდება 12-13 წლის მოზარდს ფსიქოტროპული პრეპარატის ყიდვა. ამ პრეპარატების მიქსი მძიმე შედეგებს იწვევს. ბევრი ლეტალური შემთხვევაც იმიტომ არის, რომ კომა, რომელიც ვითარდება გაურკვეველი მიქსის მოხმარებით, უცნობი ეტიოლოგიისა... - რა იწვევს არასრულწლოვნებში ასეთ მიდრეკილებას? - ბევრი მიზეზი არსებობს: პირველი - მოდა, მეორე - გარკვეული სტერეოტიპი, რომ ეს სიამოვნების მიღების ერთ-ერთი საშუალებაა; მესამე - დაუკავებლობა სხვადასხვა აქტივობით; მეოთხე - მშობლებისა და ბავშვის ურთიერთობა, რომელიც ზოგჯერ ანომალიამდეა დასული. ამას დაუმატეთ პრევენციის მექანიზმები, რომლებიც დღეს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს, მხოლოდ კამპანიური ხასიათი აქვს - ვებრძვით შედეგს და არა მიზეზებს. ამ საქმეს სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება. ნარკოლოგია დღეს მაინც საბჭოურ რელსებზეა, ამ დარგში სრული ვაკუუმია. აზარტული თამაშები, ონლაინსესხები, ალკოჰოლიზმი - ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. თუ ნარკოდამოკიდებულ ადამიანს არ ვუმკურნალეთ, კიდევ გააჩენს ახალ პრობლემებს... ამ პრობლემას თან სდევს დანაშაულების მატება. რითი განსხვავდება თეთრ ხალათში გამოწყობილი ფარმაცევტი იმისგან, ვინც გარეთ ჰეროინს ყიდის? არაფრით! ორივე უკანონოდ აკეთებს ამას. მკაცრი სასჯელი უნდა დაწესდეს გამსაღებლისთვის! - ბოლო პერიოდში მოიმატა არასრულწლოვანი პაციენტების მომართვიანობამ? - დიახ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მყავდა პაციენტი, რომელმაც ჩემ თვალწინ დარეკა რომელიღაც აფთიაქში და მძიმე ანტიდეპრესანტი იკითხა. არც ჰკითხეს, ექიმის დანიშნულება ჰქონდა თუ არა. მხოლოდ ფასი და მისამართი უთხრეს, სადაც უნდა მისულიყო მის შესაძენად. "მცირერიცხოვანი ჯარიმებით ეს პრობლემა არ მოგვარდება" ფსიქოლოგები პრობლემის გადაწყვეტას წამალდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში ხედავენ. მარინა კაჭარავა, ფსიქოლოგი: - სააფთიაქო ნარკომანია, პრაქტიკულად, ლეგალურია, რადგან ის ჯარიმები სასაცილოა, რასაც ასეთი გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში იხდიან. თუ ლიცენზიას ჩამოართმევენ, ზუსტად ერთ კვირაში იმავე უბანში სხვა აფთიაქს გახსნის ის ადამიანი და ასე გრძელდება დაუსრულებლად. - ხომ არ გახშირდა ნარკოდამოკიდებული მოზარდი პაციენტების მომართვიანობა? - რასაკვირველია, ასაკმა დაიწია, თუმცა, ეს ასაკი, 12-13 წელი, ადრეც იყო. იწყებდნენ სიგარეტით, გადადიოდნენ მარიხუანის მოწევასა და ბოლოს ინიექციაზე. ახლა ინიექციური ნარკომანია მოზარდებში ნაკლებად ხელმისაწვდომია. მოზარდები უბანში აგროვებენ ფულს და მედიკამენტებს სხვადასხვა აფთიაქში ყიდულობენ. ბავშვები ქუჩაში ატარებენ მთელ დროს. ბევრი მოზარდი ბიჭი, და სხვათა შორის, გოგონაც, დამოკიდებული ხდება ისეთ პრეპარატებზე, რომლებიც მათ ფსიქიკას სერიოზულად აზიანებს. გოგონები უფრო ძნელად გამოდიან მდგომარეობიდან... ასე რომ, მცირერიცხოვანი ჯარიმებით ეს პრობლემა არ მოგვარდება. მამა რომ მიკვდებოდა, ერთ-ერთი ძლიერი გამაყუჩებელი არავინ მომცა ურეცეპტოდ და იცით, რატომ? მე მათთვის რისკის ჯგუფს წარმოვადგენ, რადგან აუცილებლად გავახმაურებ ფაქტს. სამაგიეროდ, იმავე ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევენ ბავშვებს ისე, რომ ხელი არ უკანკალებს არავის... შედეგად, პაციენტების უმრავლესობა აბსოლუტურად შეურაცხადი ხდება. ხშირია სახლში გაჩენილი ხანძრის შემთხვევები, დალეწილი და განადგურებული ნივთები და ა.შ. მქონია შემთხვევები, როცა მოსულან მშობლები და უთქვამთ, იქნებ დააჭერინოთ ჩვენი შვილიო. უნდა ისჯებოდნენ მედიკამენტების უკანონოდ გამყიდველი პირები. გარდა ამისა, აუცილებელია დეკრიმინალიზაცია, რათა არ დაისაჯონ პაციენტები, სერვისი მათ რეაბილიტაციაზე ორიენტირებული უნდა იყოს. უნდა შემუშავდეს პრევენციის პროგრამა, რათა არ მოხდეს წამალდამოკიდებულება, ხოლო თუ წავაწყდით მსგავს შემთხვევებს, კი არ უნდა დავსაჯოთ, უნდა ვუმკურნალოთ. ყინული დაიძრა?! ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქების მონიტორინგი დაიწყო. თბილისში, ზღვისპირა ქალაქებსა და ქუთაისში მობილური ჯგუფები პროცესს 24-საათიან რეჟიმში გააკონტროლებენ. მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში, თავდაპირველად სამართლებრივი პასუხისმგებლობა ფარმაცევტებს დაეკისრებათ, განმეორების შემთხვევაში კი, სანქციები მეწარმეებზე გავრცელდება. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოსახლეობას სთხოვა, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევაში, დარეკონ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3851973&name=22.08.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---