From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-22.12.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com
Received On : 22.12.2017 08:36
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 22.12.2017

ტელევიზია           

21.12.2017

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 21:00

მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად ე.წ. ეშმაკის ბორბლის დემონტაჟში მონაწილეობდა. დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მთაწმინდის პარკში სამუშაოებს კერძო კომპანია "კანო" ატარებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4940005

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4939893

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4939400

---

 

21.12.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 18:00

2018 წლიდან საქართველოში მხოლოდ ელექტრონული რეცეპტები გაიცემა. რეფორმა პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდება და ეტაპობრივად მოიცავს რეგიონებს. ამ ცვლილების გარეშე კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვეღარ ჩაერთვებიან. თბილისის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ელექტრონული რეცეპტით 12 000-მდე პაციენტმა ისარგებლა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4938816

---

 

21.12.2017

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 14:00

პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიმდინარე წლის საქმიანობა შეაჯამა. ირაკლი პეტრიაშვილმა საქარველოს პროფკავშირებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს, განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან გამოწვევებზეც ისაუბრა. ის მთავარ გამოწვევად საპენსიო რეფორმა, ქალთა უფლებები, შრომის ინსპექციის ეფექტურობის ზრდა და მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ასახელებს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4938788

---

 

21.12.2017

არხი: ტვ პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  საქმის კურსი 15:00

მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას პარლამენტში პრემიერმა ჯანდაცვის მიმართულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთო ჯამდაცვის პროგრამა შენარჩუნდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4938781

---

 

 

 

ინტერნეტი

21.12.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/politika/218459-parlamentma-mthavrobis-ganakhlebuli-shemadgenloba-daamtkica.html

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას და სამთავრობო პროგრამას "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020" 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა. მის წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კვირიკაშვილი - პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიმიტრი ქუმსიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ლევან იზორია -თავდაცვის მინისტრი; თეა წულუკიანი - იუსტიციის მინისტრი; მიხეილ გიორგაძე -კულტურისა და სპორტის მინისტრი; სოზარ სუბარი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი; ზურაბ ალავიძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი; კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; მამუკა ბახტაძე - ფინანსთა მინისტრი; გიორგი გახარია - შინაგან საქმეთა მინისტრი; დავით სერგეენკო - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: http://www.ambebi.ge/semtxveva/218433-kompania-qkanosq-komentari-mthatsmindis-parkshi-qeshmakis-borbalzeq-momkhdari-tragediis-shesakheb.html

კომპანია "კანოს" კომენტარი მთაწმინდის პარკში "ეშმაკის ბორბალზე" მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ჩვენი კომპანია იღებს ყველანაირ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გამოძიებით დადგინდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "კანოს" პრესსამსახურში განუცხადეს, რომელიც "მთაწმინდის პარკში" "ეშმაკის ბორბლის" დემონტაჟს ახორციელებს. მათივე თქმით, კომპანიას უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვს და გუშინდელი ფაქტი უბედური შემთხვევა იყო. "ჩვენი კომპანია იღებს ყველანაირ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დადგინდება გამოძიებით. ეს იყო უბედური შემთხვევა. ჩვენ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული გვაქვს, მაგრამ ხომ იცით, უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის", - განაცხადეს კომპანიაში. მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი -0:01 გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=57802

EMC პარლამენტს მოუწოდებს, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი დაუყოვნებლივ მიიღოს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 1 ივნისს ინიცირებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შეფერხებას გამოეხმაურა. ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოუწოდებს, განაახლოს ინტენსიური მუშაობა კანონპროექტზე და მისი განხილვისა და მიღების პროცესი უახლოეს ვადებში დაასრულოს. „საქართველოს მთავრობის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ინიცირება მიმდინარე წლის მაისში ტყიბულის შახტაში 4 დასაქმებულის დაღუპვის ფაქტს მოჰყვა, რასაც თან ახლდა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთლობის დაცვის საკითხების დაუყოვნებლივი რეგულირებისა და შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების საჭიროებისა და მნიშვნელობის საჯარო აღიარება. არაერთი ფუნდამენტური ხარვეზის მიუხედავად, კანონპროექტის ინიციარების ფაქტი და მისი ცალკეული დებულებები პოზიტიურად იქნა შეფასებული სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მალევე განიხილა, რასაც მოჰყვა რამდენიმეთვიანი ინკლუზიური და ინტენსიუსი მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეოდნენ სოციალური პარტნიორები და სხვა დაინტერსებული მხარეები, რაც ქმნიდა ინიცირებულ ვერსიაზე ცვლილების მოხდენის შესაძლებლობას. საკანონმდებლო პროცესის დაწყებამ პრობლემის აღიარების, პოლიტიკური ნების მომწიფების, საბოლოოდ კი კანონის მიღების ბუნებრივი და ლეგიტიმური მოლოდინი გააჩინა, რაც მთავრობისა და პარლამენტის გეგმით 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მიმდინარე კვირის მოვლენებმა აჩვენა რომ კანონპროექტის გადამუშავების პროცესი მთავრობის მხრიდან არსებითად გაჭიანურდა. კანონპროექტის მეორე მოსმენის წინა დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და წინააღმდეგობა გაუწიეს რამდენიმე თვის წინ შეთანხმებულ ბაზისურ საკითხს ინსპექტირების მექანიზმის მიერ სანქციების გამოყენების პრინციპთან მიმართებით, რამაც გადაავადა კანონპროექტის განხილვის პროცესი და მისი წლის ბოლომდე მიღების შესაძლებლობა სრულად გამორიცხა. შედეგად, სამინისტროებს შორის მიმდინარე 5 თვიანი სამუშაო პროცესი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს შორის შეთანხმების ეტაპზეა გაჩერებული, რაც ეკონომიკის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება და ეჭვის ქვეშ აყანებს ამ დრომდე მიმდინარე სამუშაო პროცესს და ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ პირვანდელ პოლიტიკურ ნებას“,-ნათქვამია განცხადებაში. EMC მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან „შრომის უსაფრთხობის კანონის“ მიღების პროცესი დაუსაბუთებლად და ხელოვნურად არის გაჭიანურებული. ამასთან, სამუშაო ჯგუფში გამოთქმული არაერთი ფუნდამენტური კრიტიკის მიუხედავად, კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია არ ასახავს EMC-ის მიერ პარლამენტისათვის გაზიარებულ არაერთ არსებით საკითხს, რომლებიც სამუშაო პროცესის ფარლებში ასევე წარმოადგენდა პროფესიული კავშირებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის მთავარ საგანს. კერძოდ, კანონპროექტის დამატებითი გადამუშავების მიუხედავად, მისი ტექსტი კვლავ არ ასახავს დაინტერესებული მხარეების მხრიდან წარდგენილ შემდეგ არსებით საკითხებს: კანონის მოქმედების შეზღუდული სფერო კანონპროექტის მნიშვნელოვან ხარვეზს მისი მოქმედების შეზღუდული სფერო წარმოადგენს. რამდენადაც კანონი ვრცელდება არა ყველა დამსაქმებელზე, არამედ მხოლოდ იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებზე, რომელთა ნუსხასაც კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. შესაბამისად, კანონი მოქმედების სფეროდან გამორიცხავს იმ დასაქმებულებს, რომლებიც მთავრობის მიერ დამტკიცებული სამუშაოების ნუსხაში არ მოხვდებიან, რაც დასაქმებულთა გაუმართლებელ დიფერენცირებას ახდენს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ. ამასთან, მთავრობის ხელშია შესაძლებლობა დაავიწროვოს ან გააფართოვოს კანონის მოქმედების სფერო, რამდენადაც, კანონის მოქმედების არეალი სრულად მთავრობის მიერ დადგენილ ნუსხაზეა დამოკიდებული. კანონპროქტის გადამუშავებული ვერსია ასევე არ ასახავს კონსესუალურ შეთავაზებას, რაც გულისხმობდა ყველა სექტორზე კანონის გავრცელების ვალდებულების გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებას და მისი ამოქმედების ვადის წინასწარ განსაზღვრას. დასაქმების ადგილებზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობა კანონპროექტით, საზედამხედველო ორგანოს არ გააჩნია უპირობო დაშვების მექანიზმი დასაქმების ადგილებზე საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, რაც არაშერჩევითი კონტროლის განხორციელების შემთხვევაში სასამართლოსგან წინასწარი ნებართვის სავალდებულოდ მიღებას გულისხმობს. ეს კი ამცირებს საზედამხედველო ორგანოს მხრიდან დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შანსებს. დასაქმების ადგილზე უპირობო დაშვების მექანიზმის არარსებობა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებზე, სადაც მომეტებული და მყისიერია დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების/ხელყოფის რისკი, შრომის საზედამხედველო ორგანოს ხელიდან აცლის ეფექტიანი რეაგირების მექანიზმს და მნიშვნელოვნად ასუსტებს მას, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტთან. ამასთან, წინასწარი სასამართლო კონტროლის სახით დამატებით ბარიერის დადგენა, წინააღდმეგობაშია დღეს მოქმედი მსგავსი ბუნებისა და მიზნის საზედამხევდველო ორგანოებს ფუნქციონირების გამოცდილებასთან, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებისას სასამართლოს წინასწარ ნებართვას არ საჭიროებენ. სანქცირების მექანიზმის არაეფექტიანობა პროექტის გადამუშავებული ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი პირვანდელი ვერსიისაგან სანქცირების მექანიზმის ნაწილში, თუმცა, შემოთავაზებული ვერსია კვლავ არაერთ ხარვეზს შეიცავს და არ ითვალისწინებს სანქცირების ადეკვატურ ოდენობებს სხვადასხვა ბრუნვისა და შემოსავლის მქონე დამსაქმებლებისათვის (სანქციების მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება 5 000 ლარს), და არ მოიცავს სანქციების გამოყენების იმგვარ სისტემას რაც მისი ეფექტიანი აღსრულების გარანტიებს შექმნის და გამორიცხავს დამსაქმებლის ინტერესს გადაიხადოს ჯარიმა ხარვეზის გამოსწორების სანაცვლოდ. საზედამხედველო ორგანოს გაძლიერების საკითხის გაუთვალისწინებლობა კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ მისი ამოქმედება ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ იწვევს, რაც პრობლემურია, რამდენადაც მოქმედი შრომის საზედამხედველო მექანიზმი მნიშვნელოვან გარდაქმნასა და გაძლიერებას საჭიროებს, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ინდივიდუალური ინსპექტორების დონეზე, რაც უპირობო გარანტიაა მისი დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობის ხანგრძლივ პროცესში არ მომხდარა კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური დანახარჯების გაანგარიშება, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს რეფორმის აღსრულების შესაძლებლობას. ამასთან, კანონპროექტი არ მიუთითებს თუ რომელი ორგანო იქნება პასუხისმგებელი მის იმპლემენტაციაზე, რაც ასევე ბუნდოვანს ხდის კანონის აღსრულების საკითხს“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=57780

ჯანდაცვის სამინისტრო: აუცილებელია სოციალური მუშაკის პროფესიის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიცირება გაუკეთა სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას. რაკი საქართველოში ეს ახალგაზრდა პროფესიაა, აქამდე ამ პროფესიის ყოვლისმომცველი, მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი არ არსებობდა. „დღითი დღე იზრდება სოციალურ მუშაკებზე მოთხოვნა, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო სექტორში. პროფესიის აქტუალობიდან გამომდინარე, ძალიან დროული და მნიშვნელოვანია მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიის სწორ განვითარებასა და ხარისხიანი სოციალური სამუშაოს შესრულებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მიესალმება სოციალური სამუშაოს მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნას მისი მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიის გასაძლიერებლად და უკეთ მხარდასაჭერად აუცილებელია მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი უწყებები მზად არიან ითანამშრომლონ სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორთან თანამედროვე, საჭიროებებზე ორიენტირებული, ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხელს შეუწყობს სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზებას, მის პრესტიჟულ პროფესიად ქცევას, დაეხმარება პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვასა და საქმიანობის ხარისხის ამაღლებაში – საზოგადოების მოთხოვნების და გამოწვევების საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/jandacvis-saministro-aucilebelia-socialuri-mushakis-profesiis-sakanonmdeblo-charchoebshi-moqceva/

---

 

21.12.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/33311/chven-shesakheb-chventan-ertad--sotsialur-mushakta-saprotesto-aqtsia-mtavrobis-kantselariastan

„ჩვენ შესახებ ჩვენთან ერთად!“ - სოციალურ მუშაკთა საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

„ჩვენი бѓ®бѓ›бѓђ მნიშვნელოვანია!“, „ჩვენ бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ бѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ—бѓђбѓњ бѓ”бѓ бѓ—бѓђбѓ“!“, „თანამონაწილეობა გულისხმობს бѓ—бѓђбѓњбѓђбѓЎбѓ¬бѓќбѓ бѓќбѓ‘бѓђбѓЎ!“, - бѓђбѓ› ლოზუნგებით бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ, 21 бѓ“бѓ”бѓ™бѓ”бѓ›бѓ‘бѓ”бѓ бѓЎ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, „საქართველოს სოციალურ бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓ™бѓ—бѓђ ასოციაციის“ ორგანიზებით, бѓЎбѓђбѓћбѓ бѓќбѓўбѓ”бѓЎбѓўбѓќ აქცია გაიმართა. აქციას бѓЎбѓ®бѓ•бѓђбѓ“бѓђбѓЎбѓ®бѓ•бѓђ მიმართულებით бѓ›бѓќбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓ•бѓ” სოციალური მუშაკები бѓ“бѓђ მათი მხარდამჭერები бѓЁбѓ”бѓЈбѓ”бѓ бѓ—бѓ“бѓњбѓ”бѓњ.  бѓ›бѓќбѓњбѓђбѓ¬бѓ˜бѓљбѓ”ების მთავარი бѓ›бѓќбѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓњбѓђбѓђ, бѓ бѓќбѓ› ადამიანის бѓЈбѓ¤бѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ დაცვის კომიტეტის бѓ‘бѓђбѓ–бѓђбѓ–бѓ” ჩამოყალიბდეს მოქმედი ჯგუფი, რომელიც „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტზე იმუშავებს. ისინი бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” მოითხოვენ, бѓЁбѓ”бѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ“бѓ”бѓЎ პეტიციის მოთხოვნები бѓ“бѓђ დაინიშნოს бѓЁбѓ”бѓ®бѓ•бѓ”бѓ“бѓ бѓђ ჯანდაცვის მინისტრთან სოციალური მუშაკების бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” бѓЎбѓђбѓЎбѓђбѓЈбѓ‘бѓ бѓќбѓ“. 19 бѓ“бѓ”бѓ™бѓ”бѓ›бѓ‘бѓ”бѓ бѓЎ საქართველოს პარლამენტის ადამიანის бѓЈбѓ¤бѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ დაცვისა бѓ“бѓђ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის бѓЎбѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќ ვერსიის პრეზენტაცია бѓ’бѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓђ. პროექტი პროფესიული თემის бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓљбѓ”бѓ‘бѓ›бѓђ გააკრიტიკეს. მათი თქმით, სოციალური მუშაკები ჩართულნი бѓђбѓ  იყვნენ бѓЎбѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќ პროცესში, бѓ бѓђбѓЄ бѓ“бѓќбѓ™бѓЈбѓ›бѓ”бѓњбѓўбѓ–бѓ”бѓЄ აისახა. „აქამდე бѓ бѓђбѓЄ ვიხილეთ ის პროცესი, бѓђбѓ‘бѓЎбѓќбѓљбѓЈбѓўбѓЈбѓ бѓђбѓ“ бѓђбѓ  იყო კონსტრუქციული, იყო ძალიან იერარქიული - бѓ©бѓ•бѓ”бѓњ бѓ•бѓ¬бѓ”бѓ бѓ— бѓ“бѓђ თქვენ გვისმენთ - бѓђбѓЎбѓ”бѓ— რეჟიმში წარიმართა. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ бѓђбѓ› კანონპროექტის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ გვიან გავიგეთ, бѓЈбѓ¤бѓ бѓќ ჯანსაღი იქნებოდა, бѓ—бѓЈ бѓђбѓ› პროცესში თავიდანვე ვიქნებოდით ჩართული, ჩვენი კონცეფცია, ჩვენი მოსაზრებები თავიდანვე იქნებოდა გათვალისწინებული бѓ“бѓђ бѓ”бѓЎ არაკონსტრუქციული бѓ¤бѓќбѓ бѓ›бѓђ бѓђбѓ¦бѓђбѓ  მიეცემოდა бѓђбѓ› ყველაფერს“, - бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ бѓ—бѓЎбѓЈ-ის მიწვეული ლექტორი, „სტრატეგიული კვლევისა бѓ“бѓђ განვითარების ცენტრი“ პროექტის მენეჯერი, бѓ–бѓЈбѓ бѓђбѓ‘ ტატანაშვილი აქციის მონაწილეებმა წიგნები სოციალური მუშაობისა бѓ“бѓђ თანამონაწილეობითი განხილვის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ საჩუქრად бѓ“бѓђбѓўбѓќбѓ•бѓ”бѓЎ მთავრობის კანცელარიასა бѓ“бѓђ პარლამენტში.  „მთავარი бѓ›бѓќбѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓњбѓђбѓђ ფორმალიზებული бѓЎбѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќ ჯგუფი, თავისი გაწერილი бѓЎбѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќ აღწერილობებით, ჯგუფის წევრების ვალდებულებებით бѓ“бѓђ აუცილებლად კანონპროექტის бѓ’бѓђбѓ бѓ“бѓђ бѓ–бѓќбѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ“ бѓЎбѓђбѓ›бѓЎбѓЇбѓ”бѓљбѓќ, პროფესიას бѓ бѓђ გამოწვევები აქვს, бѓ©бѓ•бѓ”бѓњ бѓђбѓ›бѓђбѓЎ ვითხოვდით бѓЎбѓ¬бѓќбѓ бѓ”бѓ“ ჩვენი პეტიციით, რომელიც 28 სექტემბერს бѓ’бѓђбѓ•бѓЈбѓ’бѓ–бѓђбѓ•бѓњбѓ”бѓ— бѓ“бѓђ бѓ“бѓ¦бѓ”бѓ›бѓ“бѓ” რეაგირება бѓђбѓ  ჰქონიათ. საკომიტეტო განხილვაც მოვისმინეთ, კომიტეტსშორის бѓЁбѓ”бѓ®бѓ•бѓ”бѓ“бѓ бѓђ бѓ•бѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓ”бѓ— ადამიანის бѓЈбѓ¤бѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓ—бѓђ დაცვის კომიტეტის бѓ—бѓђбѓ•бѓ›бѓЇбѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓЎ, ასეთი бѓђбѓ  მოეწყო“, - бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ „საქართველოს სოციალურ бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓ™бѓ—бѓђ ასოციაციის“ бѓ—бѓђбѓ•бѓ›бѓЇбѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ” ნინო შატბერაშვილი

---

 

ბეჭდვითი მედია

22.12.2017

მედიასაშუალება:  რეზონანსი

საქართველოში სიღარიბე რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა

ქვეყანაში განკარგვადი შემოსავალი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი იმდენად ჭარბობს, რომ მისი ზრდა მოსახლეობისთვის შეუმჩნეველი რჩება. განკარგვადი შემოსავლის დაბალ მაჩვენებელს მხოლოდ ლარის კურსი არ განსაზღვრავს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალზეა დამოკიდებული. წინა წლების მსგავსად, ეს ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდა, რადგან ინფლაციის მაღალმა მაჩვენებელმა მოხმარებაც შეამცირა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მომავალ წელს ფასების მაჩვენებელი ისევ მაღალი იქნება, რაც განკარგვადი შემოსავლის წილს, სტატისტიკური მაჩვენებლისგან გასხვავებით, რეალურად ვერ გაზრდის. სტატისტიკურად განკარგვადი შემოსავლის ზრდაზე საუბრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, თუმცა, მისი აზრით, ეს მხოლოდ ციფრებია. რეალურად, მდგომარეობა მძიმეა, რადგან თუკი ინფლაციის დონესაც გავითვალისწინებთ, ჩვენ ზრდის ნაცვლად, შემცირება გვაქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სათამაშო ბიზნესმა დააზარალა, ნაწალი სესხებზეა მთლიანად დამოკიდებული, რომლის გადახდა ბევრს აღარც კი შეუძლია. "ნომინალურად განკარგვადი შემოსავალი იზრდება, თუნდაც ინფლაციის ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ თუ ჩვენ გამოვრიცხავთ ისეთ ხარჯებს, რომელიც რაციონალური ქცევით არ არის გათვალისწინებული, მაშინ განკარგვადი შემოსავლის შემცირებას მივიღებთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხალხი ძალიან გახდა დამოკიდებული საბანკო კრედიტებსა და სათამაშო ბიზნესზე. განკარგვად შემოსავალში მე ის თანხებიც მაქვს შეყვანილი, რომელიც სესხის სახით აქვს აღებული მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. თუ მნიშვნელში ამას შევიტანთ, მრიცხველში ბანკების მომსახურების საპროცენტო თანხა უნდა ავსახოთ, ხოლო თუკი ინფლაციის დონესაც გავითვალისწინებთ, ზრდის ნაცვლად ნამდვილად შემცირებაა. გარდა ამისა, თავად მოსახლეობის საშემოსავლო დიფერენცირებაც ძალიან მაღალია საქართველოში. ამ დროს კი სათამაშო ბიზნესი აზარალებს ოჯახებს, რაც საკმაოდ რთულ ფონს ქმნის ქვეყანაში", - განუცხადა "რეზონანსს" არჩვაძემ. ოჯახი რა შემოსავალსაც იღებს, იმასვე ხარჯავს და ვერ ახერხებს გარკვეული თანხის გადადებას სამომავლო ხარჯებისთვის. ფინანსისტ ლია ელიავას აზრით, ესაა განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ მოსახლეობა ვალებშია და პრობლემას ვერაფრით აგვარებს. "სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მართლაც იზრდება მოსახლეობის შემოსავალი, თუმცა მატულობს ხარჯიც. შემოსავლის მატება ვერ აბალანსებს ინფლაციურ პროცესებს. როდესაც ფასების ზრდაზე გვაქვს საუბარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წლიდან წლამდე მაღალი ინფლაცია ნიშნავს ფასების გამუდმებულ ზრდას. მაგალითად, წელს თუ ინფლაცია 7%-ია და მომავალ წელს 3% იქნება, ეს ნიშნავს, რომ საშუალო მაჩვენებლით 10%-ით მაინც მოიმატებს ფასების საერთო დონე. რაც შეეხება მოსახლეობის შემოსავალს, მისი ზრდის დონე დაბალია. სხვა ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირადაა მოგვარებული. როდესაც ინფლაცია მატულობს, მთავრობა ზრდის სოციალურ გასაცემლებს, პენსიებსა და ხელფასებს სახელმწიფო სექტორში. მართალია, არა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ინფლაცია იზრდება, თუმცა მაინც დგამს ნაბიჯებს. საქართველოში ასეთი პრაქტიკა არასდროს ყოფილა. მთავრობა ინფლაციის მაჩვენებელზე არასდროს რეაგირებს. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ოჯახი რა შემოსავალსაც იღებს, იმასვე ხარჯავს და ვერ ახერხებს გარკვეული თანხის გადადებას სამომავლო ხარჯებისთვის. ესაა განმაპირობებელი ფაქტორი, რომ მოსახლეობა ვალებშია და ფინანსურ პრობლემას ვერ აგვარებენ. ამის გამოსწორება უახლოეს მომავალში შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მთავრობის ნება, არ არსებობს ფინანსური შესაძლებლობები. სიღარიბე საქართველოში, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული წელი ვერ დაიძლევა და ყოველთვის იქნება ხალხში ფულის დეფიციტი", - განაცხადა ელიავამ. ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა რომ მძიმეა, ამას ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც ადასტურებს, თუმცა ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც უკეთესობისკენ ვითარდება. ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მოსახლეობის შემოსავალი გარკვეულწილად იზრდება. სამწუხაროდ, ამ ტემპით, რაც ჩვენ გაქვს, დაგვჭირდება 50-60 წელი, რომ წელში გავიმართოთ. "მე მესმის და კარგად ვაანალიზებ, რომ საქართველოში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. პირადად მე ისეთი შეგრძნება არ მაქვს, რომ ქვეყანა ყოველწლიურად უკან მიდის. ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, მოსახლეობის შემოსავალი გარკვეულწილად იზრდება, ოღონდ ეს ყველაფერი ნელი ტემპით ხდება. ასევე, ეკონომიკური ზრდაც საკმაოდ დაბალია. ვვითარდებით ნელა, თუმცა მაინც წინ მივდივართ. მაგალითად, ქვეყანაში 1,3 მლნ მანქანა დადის, ანუ ყოველ მეორეს ავტომობილი ჰყავს. თუ ხალხს საშუალება არ აქვს, როგორ ახერხებენ ოჯახის გარდა ავტომობილის შენახვასაც? აქ პრობლემა ისაა, რომ ძალიან დაბალი ტემპი გვაქვს და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს ცხოვრების დონით ვერ ვეწევით. სამწუხაროდ, ისეთი ზრდის ტემპით, რაც ჩვენ გვაქვს, დაგვჭირდება 50-60 წელი, რომ წელში გავიმართოთ, თუმცა ერთ ადგილზეც არ ვართ გაყინული", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჯანიაშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4940022&name=22.12.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---