From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-23.01.17
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 23.01.2017 09:21
Attachments :

 

                                            მედიამონიტორინგი 23.01.17

ტელევიზია 

22.01.17

არხი: бѓђбѓ­бѓђбѓ бѓђ          

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხვალ გამოაქვეყნებს ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რა ვითარებაა რეგიონში ვირუსული ინფექციების კუთხით. თუმცა მანამდე სიტუაცია ჩვენთან მედიკოსებმა შეაფასეს. ამბობენ, რომ მიმართვიანობამ კლინიკებში იკლო. რატომ არის აფთიაქებში იმ ვაქცინის დეფიციტი, რომლის გაკეთების რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრო მოგვმართავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4213060

არხი: бѓўбѓ• 1  

გადაცემა: დღის ამბები 19:00

აჭარაში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იკლო

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4213052

---

 

22.01.17

არხი: რუსთავი 2 

გადაცემა: კურიერი 18 :00

უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი გორის რაიონის სოფელ კარბში- კაპანაძეების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. სახლი ინგრევა, თუმცა სხვა თავშესაფრის არ ქონის გამო ოჯახი 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრებას მაინც აქ აგრძელებს. ოჯახს თანხა საკვებისთვისაც არ ყოფნის. ოჯახის უფროსი, გიორგი კაპანაძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობას ვერ ახერხებს. გიორგი კაპანაძის თქმით, გამგეობაში მისთვის პირობა აქამდეც მიუციათ, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ დახმარებია. ადგილობრივი გამგეობა კაპანაძეებს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, შენობის შეკეთება შეუძლებელია. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მკაცრი ზამთრის გადატანას ძლივს ახერხებს, შემწეობის მოლოდინშია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212991

---

 

22.01.17

არხი:         რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 15:00

26 წლის ნინო ივანაშვილს თქვები დახმარება სჭირდება. მას სასწრაფოდ სჭირდება ქიმიოთერაპიის ჩატარება საზღვარგარეთ, რაც 44 ათასი დოლარი ჯდება. დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეუძლიათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212866

---

 

22.01.17

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 15:00

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს სამეგრელოში. "სოკოს" ინიციატივით, სოფელ კახაღში 11 სხვადასხვა პროფილის ექიმია ჩასული. შმოწმების გავლის საშუელბა 4 სოფლის მოსახლეობას აქვს. პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ საჭირო მედიკამენტებიც. გარდა ამისა, საქველმოქმედო ფონდი ცერებრალური დამბლის დიაგნოზის ბავშვებს შანსს აძლევს მკურალობის კურსი ევროპის ქვეყნებსა და ისრაელში გაიარონ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212862

---

 

21.01.17

არხი: ერთსულოვნება

გადაცემა: სიახლენი 22:00

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქცია გრძელდება. ამჯერად გასინჯვები ველისციხისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს ჩაუტარდათ. გასინჯვების პარარელურად საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სისხლში გლუკოზის განსასაზღვრი გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. დანიშნულების მიცემის შემდეგ კი მათ შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212268

კავკასია- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212244

бѓўбѓ•1- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212209

იბერია- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212126

---

 

 

21.01.17

არხი: აჭარა

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

პროფესიული მოვალეობის შესრულება ხელშეკრულების გარეშე. ,,მთავარმა” გაარკვია, რომ ქედისა და შუახევის რამდენიმე თემის სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული მედიკოსები სწორედ შრომითი ხელშეკრულების გარეშე მუშაობენ. არ არის გამორიცხული, რომ ექიმებს გაწეული შრომისთვის ანაზღაურება დაუგვიანდეთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212249

---

21.01.17

არხი: რუსთავი2

გადაცემა: კურიერი 15:00

33 წლის ხათუნა ჯაბუა ყურაშვილს სასწრაფოდ სჭირდება გადაუდებელი მკურნალობის კურსის გაგრძელება გერმანიაში. ახალგაზრდა ქალს 3 წლიანი ავადმყოფობის შედეგად ძვლების მეტასტაზური დაზიანება განუვითარდა. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ ბილაინის ან მაგთის ქსელიდან, ან გადარიცხოთ საქართველოს ბანკის ნომერზე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212162

---

26 წლის ნინო ივანაშვილს დამბლისა და მწვავე ლეიკემიის სინდრომი დაუსვეს. დახმარება რომელიც მას სახელმწიფომ გამოუყო საკმარისი არ აღმოჩნდა. მკურნალობის გასაგრძლეებლად მას 44 ათასი დოლარი სჭირდება. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4212021

---

21.01.17

21.01.17

არხი: რუსთავი2

გადაცემა: ბიზნესკურიერი

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება ბოლო 2 წელიწადში გაორმაგდა და 600 მლნ. გადააჭარბა. მთელი ეს წლები ჩვენ, ექსპერტები და სახელმწიფო აუდიტი აჩვენებდა, რომ მიზეზი პროგრამის ადმინისტრირებაშია. კერძოდ, უკონტროლოდ დარჩენილ ფასთწარმოქმნაში და კერძო გარიგებებში, რის გამოც ხარჯები ხელოვნურად იბერება. ფავორიტი კლინიკები 10-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ, სხვები კი კუთვნილ საფასურს თვეობით ელოდებიან. სამინისტრო ამას მუდმივად უარყოფდა. ლაშა თორდია: "დაგვიანებული იყო გადარიცხვა, ანგარიშწორება თანხების ერთი და იგივე ოპერაციისა თუ სხვადასხვა ტიპის მომსახურებისთვის ერთ კლინიკას აქვს ძალიან მაღალი ფასი, ხოლო მეორე კლინიკას აქვს ძალიან დაბალი ფასი". დღეს მინისტრი პრობლემებს აღიარებს, თუმცა პასუხისმგებლობას კლინიკებს აკისრებს და არა თავად პროგრამის ადმინისტრაციას. დავით სერგეენკო: "ის კლინიკები თუ მოახერხებენ, რომ ხედვა გაითავისონ, სახელმწიფო ინტერესების რაოდენობა უფრო ცოტა აღმოჩნდება. თუ ისევ დარჩნენ თავის აზრზე, შესაბამისად მეტი. გაფრთხილება აღარ იქნება. მათ მიეცათ 2 თვიანი ვადა". ზაზა სოფრომაძე: "სწორი ინტერპრეტაციაა საჭირო, რაზეც ბნ მინისტრი საუბრობს. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ სადღაც თანხლების გაფლანგვა ხდება ან არამიზნობრივად იყენებენ ამ ხარჯებს, აქ საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემა ეყრდნობა 3 ძირითად საფუძველს: ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ფასი გაწეული მომსახურების".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4211548

 

ინტერნეტი

23.01.17       

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/167839

შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

23 იანვარს 12:00 საათზე, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები დაესწრებიან. არასამთავრობო სექტორისა და მშობლების პროტესტი გამოიწვია ფსიქიატრიული სერვისების დახურვამ, კერძოდ, მწვავე განყოფილებების, რომელიც განთავსებული იყო ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია საერთასორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი. მათი განმარტებით, საქმიანობების შეჩერების, მიზეზად ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დაფინანსების შემცირება დასახელდა. „საინტერესოა რა პასუხი აქვთ ამაზე შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს?“, აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/168479/

“შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა ” – ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა” – ამ ლოზუნგით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 23 იანვარს 12:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი სოციალურ ქსელში “საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრია”. უფლებადამცველებს საპროტესტო აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი და შშმ ბავშვის მშობელი დაუკავშირდა. მისი თქმით, იგეგმება ფსიქიატრიული სერვისების დახურვა; კერძოდ, მწვავე განყოფილებების , რომელიც განთავსებული იყო ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში. უფლებადამცველ ანა არგანაშვილის ინფორმაციით, ამის ნაცვლად, რჩება ძალიან ცოტა, მწვავე განყოფილება. “პირველ რიგში, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა – ვისაც ეს სერვისი სჭირდება. ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმაზე დარტყმა. ბუნებრივია, ჩვენ, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ვმუშაობთ, ამას გავაპროტესტებთ ,” – განუცხადა ანა არგანაშვილმა ნეტგაზეთს. დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა ფსიქიატრი მანანა გეგეშიძე, რომელიც 20 წელია აშშ- ში მუშაობს. როგორც გეგეშიძე სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოება ფსიქიატრიის დასავლურ ყაიდაზე გარდასაქმნელად იბრძვის, სურვილი აქვს ამბულატორიული , სათემო სერვისების განვითარება-ჩამოყალიბება, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ფსიქიატრიულ განყოფილებებს ხურავს და საბჭოთა ეპოქის “სიგიჟეებს” აძლიერებს.

 

---

 

22.01.17       

მედიასაშუალება: http://kvira.ge/306624

  „ მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო бѓђбѓ› ქორწინების – ციხეში ჩავჯდები бѓ“бѓђ бѓђбѓ  მოვიყვან бѓЄбѓќбѓљбѓђбѓ“, ჩემი бѓђбѓ  არის бѓ”бѓ’ ბავშვიო“

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის მანდატურისგან ფეხმძიმედ არის. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მანდ¬ატური არასრულწლოვნის ცოლად შერთვას აპირებს. სოფელში ამბობენ,¬ გოგონას ოჯახს საწინააღმდეგო არაფერი აქვსო. თერჯოლელები „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ამბობენ, რომ გოგონა და მანდატური კარის მეზობლები არიან, გოგონა ერთი წელია, რაც სოფლის სკოლიდან თერჯოლაში გადავიდა. ის ოთხი თვის ორსულია. გამოცემასთან საუბარში თერჯოლის რაიონის მკვიდრი აცხადებს, რომ თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვს. „არც ერთი ოჯახი მომხდარზე არ ლაპარაკობს. მთელი სოფელი კი არა, რაიონია თავზარდ¬აცემული. ვინ იფიქრებდა, ასეთი ამაზრზენი შემთხვევა თუ მოხდებოდა. მე 16 წლის გოგონა მყავს… ასეთი ფაქტი უნდა გახმაურდეს და დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ მსგავსის ჩადენა ვინმემ ფიქრადაც¬ არ გაივლოს. მანდატურს ყველა კარგად ვიცნობთ, ერუდირებული წყნარი ადამიანია, მას და მის ოჯახს სოფელში პატივს სცემენ, თუმცა მომხდარით შოკირებული ვართ…ჩვენი სოფელი რაიონული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია. ყველამ ვიცით, რომ გოგონა სკოლაში ხშირად მიჰყ¬ავდა მანდატურს. როგორც გავიგე, ერთი კვირის წინ გოგონას უთხოვია ამ მამაკაცისთვის, ექიმთან წამიყვანეო. მასაც წაუყვანია. გინეკოლოგს გაუსინ¬ჯავს და ორსულობის დადასტურებისთანავე პოლიციისთვის შეუტყობინებია. იმასაც ამბობენ, ეს მამაკაცი პირველი არ ყოფილა გოგონასთვის და მანდატური გენეტიკურ ანალიზს ითხოვსო. მჯერა, სიმართლეს სამართალდამცველები დაადგენენ. ამბობენ, დაქორწინებას აპირებენ და ამით უნდათ საქმის ჩაფარცხვაო. ითქვა ისიც, თავიდან მანდატური სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების – ციხეში ჩავჯდები და არ მოვიყვან ცოლად, ჩემი არ არის ეგ ბავშვიო. არ ვიცი, რა მოხდა, მანდატურს ადრე სხვა ქალთანაც ჰქონდა ურთიერთობა თუმცა ცოლად აღარ მოუყვანია, იმას ვენები გადაუჭრია. არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მშობლები პატიოსანი შრომით ირჩენენ თავს. მამამისი ხან შეშას ყიდის ხან ნაკელს. ერთი მარჩენალი ძროხა ჰყავდათ და ისიც მოუკვდათ ცოტა ხნის წინ“, – აცხადებს თერჯოლის მკვიდრი.

--

 

23.01.17

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/58429-davubrundit-komunistur-midgomebsfsiqiatriuli-ganyofilebebis-dakhurvas-gaaprotesteben

"დავუბრუნდით კომუნისტურ მიდგომებს "- ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვას გააპროტესტებენ

დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, კერძოდ, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მწვავე ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვას გააპროტესტებენ. როგოც ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი “აიპრესთან” აცხადებს, ამ პრობლემით მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებმა მიმართეს. “ძალიან შეშფოთდნენ იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც კრიზისული ფსიქიატიული მომსახურება ანუ მწვავე განყოფილებები დაიხურა, საუბარია სამ განყოფილებაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ თანხები შეემცირებინათ და შესაბამისად, ვისაც ჰქონდა ამ წუთში ფსიქიკური მწვავე პრობლემები და ეს ბევრ ადამიანს აქვს, ვერ იღებს მომსახურებას. დახურვა ემუქრება ბავშთა ფსიქიატიულ განყოფილებასაც, გარდა ამისა ამ სამი განყოფილების დახურვა წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმას ძალიან უარყოფითად ურტყავს. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ძალიან სერიოზული ხარვეზი, იმიტომ რომ სახელმწიფო არ ახორციელებს იმ პოლიტიკას რაც აირჩია. ჩვენ დღეს ამას გავაპროტესტებთ, შეხვდებით სახალხო დამცველს, საერთაშრისო ორგანიზაციებს და სამართლებრივი გზითაც მოვითხოვთ ადამიანის ამ უფლებების დაცვას, რომელიც ხელმისაწვდომი ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაში მდგომარეობს”,-აცხადებს ანა არაგანაშვილი. მისივე თქმით, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიღება უკვე პრობლემა გახდა, რადგან არსებული გაყოფილებები გადაიტვირთა და პაციენტებს ვეღარ იღებენ. “ადამიანებს, რომლებიც ამ განყოფილებებში მკურნალობდნენ, ახლა უწევთ წასვლა დიდი ზომის დაწესებულებებში, სადაც არის ასეთი განყოფილებები, მაგრამ ასევე არის ხანგრძლივი განყოფილებები, 10 წლიანი, 20 წლიანი, აქამდე თუ ადამიანი მკურნალობდა ფართე პროფილის დაწესებულებაში, მაგალითად ღუდუშაურში, იმკურნალებდა და შემდეგ უბრუნდებოდა თემს, ახლა არის დიდი რისკი , რომ ვეღარ გამოვიდეს, იქ დარჩეს მუდმივად. ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ როცა ჩვენ ფსიქიატრებს შეხვხვდით, გვითხრეს, რომ იმდენად გადაიტვირთა დარჩენილი განყოფილებები, რომ ისინი ვეღარ იღებენ პაციენტებს და ტოვებენ ეზოში. დავუბრუნდით ძელ, კომუნისტურ მიდგომებს, რომ დიდი 300 კაციანი დაწსებულებები გავაკეთოთ და არა პატარა მობილური განყოფილებები”,-განაცხადა ანა არგანაშვილმა. აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 12 საათზე გაიმართება.

---

 

23.01.17

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/58400-ombudsmenis-moadgile-socialuri-momsakhurebis-sferoshi-mtel-rig-kharvezebs-vatsydebit

ომბუდსმენის მოადგილე: სოციალური მომსახურების სფეროში მთელ რიგ ხარვეზებს ვაწყდებით

ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენა საკმაოდ რთულია, რადგან რეფერირების პროცედურის შესრულებისას კომუნიკაცია უწყებებს შორის არაეფექტურია, ამასთან მისივე თქმით, პრობლემას ქმნის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების სიმცირე და საზოგადოებაში დამკვირდებული სტერეოტიპები. "ამის მიზეზი შეიძლება იყოს საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები, აღიქვამენ თუ არა ისინი ძალადობას ძალადობად, იგივე შეიძლება ითქვას სხეულებრივი დასჯის მეთოდებთან დაკავშირებითაც, როცა ძალადობა აღიქმება აღზრდის მეთოდად აღიქმება. ამის შესახებ არა ერთი კვლევა არსებობს, მათ შორის „იუნისეფის“, როცა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ფაქტს არ განიხილავს, როგორც ძალადობას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოების ცნობიერება არის ინდიკატორი, თუ როგორ ხდება ამ ფაქტების გამოვლენა. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანად მუშაობენ სერვისის მიმწოდებლები და აქ ჩვენ ვაწყდებით რიგ ხარვეზებს. ხარვეზები არის სოციალური მომსახურების სფეროში, სოციალურ მუშაკთა სიმცირე და მათი საქმიანობის ფართო არეალი განაპირობებს იმას, რომ ისინი შედეგიანად ვერ არიან ამ პროცესებში ჩართულნი. ასევე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სოციალური მომსახურების სფეროში ჩართული ფსიქოლოგების რაოდენობა არ არის საკმარისი, მაგალითად, თუ არ ვცდები თბილისში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია, რაც ,რა თქმა უნდა, ვერ პასუხობს მოთხოვნებს, ეს არის ერთი ხარვეზი და მეორე ხარვეზია ის, რომ ეფექტიანი კომუნიკაცია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არ ხორციელდება, ამავეს ვიტყვით განათლების სამინისტროზეც, რომელიც მესამე რგოლია რეფერირების პროცედურაში. ასევე კადრების კვალიფიკაცია, მომზადება, ბავშვისთვის მეგობრული სერვისები შეგვიძლია სერვისების მიმართულებით მესამე ხარვეზად დავსახოთ, როცა ბავშვთან ურთიერთობის, ბავშვის გამოკითხვის, ძალადობის ფორმების იდენტიფიცირების მეთოდებზე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ნამდვილად სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება. ეს პრობლემები ეხება რეფერირების პროცედურაში ჩართულ სამივე რგოლს, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროდან გაიზარდა რეაგირების მაჩვენებელი თუნდაც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე შეტყობინებების, რადგან დაინერგა სკოლებში სკოლის მიტოვების ფაქტების აღრიცხვის სისტემა, მაინც პრობლემას წარმოადგენს ამის ეფექტიანი განხორციელება. თუმცა, გარკვეული პროგრესი არის, მაგალითად 2016 წელს რეფერირების დოკუმენტი უფრო დაიხვეწა, მოქნილი გახდა მეტად, მაგრამ ჩვენი მთავარი წუხილი მის განხორციელებას უკავშირდება",-აცხადებს ეკა სხილაძე. ეკა სხილაძე აცხადებს, რომ ომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციები ეფექტიანად ვერ სრულდება. "ამისთვის ჩვენი რეკომენდაციები რაც წინა წელს იყო წელსაც უცვლელი რჩება, რომ უნდა მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, ეფექტიანი კომუნიკაცია უწყებებს შორის, გარკვეული რესურსების ჩადება ამ მიმართულებით, რაც ჩვენი კრიტიკის საგანი ისევ რჩება. რეკომენდაციები რაღაც შემთხვევებში მუშაობს, თუმცა მისი შესრულების ეფექტიანობა არ არის მაღალი",-აცხადებს ეკა სხილაძე.

 

--- 

 

23.01.17

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=130297-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სასწრაფო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უარყოფს. გავრცელებულ ინფორმაციას - ქუთაისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის მიერ ცოცხალი ადამიანის გარდაცვლილად დააფიქსირების შესახებ. ამასთან დაკაშირებით ცენტრი განცხადებას ავრცელებს და დეტალურად აღწერს აღნიშნული მისამართიდან შემოსული გამოძახების ზარებსა და სასწრაფო დახმარების ცენტრის მიერ გაწეულ სამუშაოს. რეგიონულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება 21:03 საათზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ გამოძახების ადგილზე - ქუთაისში, ფხაკაძის ქუჩაზე და მივიდა 21:18 საათზე. ექიმმა შეაფასა მდგომარეობა და დააფიქსირა გარდაცვლილი მამაკაცი, 61 წლის. 23:31 საათზე, იმავე მისამართიდან, პაციენტის მდგომარეობის გადამოწმების მოტივით გამოძახება კვლავ დაფიქსირდა რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. ეკიპაჟი ადგილზე მივიდა 23:40 საათზე. დამატებით ადგილზე გავიდა ის ეკიპაჟი, რომელმაც თავდაპირველად დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალების ფაქტი. ადგილზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი მოერიდა სიტუაციის ესკალაციას, გარდაცვლილი გადაიყვანა ქუთაისის რეგიონალურ კლინიკურ საავამდყოფოში, სადაც შედგა ოქმი 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პაციენტს თავდაპირველად არასწორად დაუდგინდა გარდაცვალების ფაქტი, შემდგომ კი საავადმყოფოში მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდა სამედიცინო დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მამაკაცის გარდაცვალება შეცდომით დააფიქსირეს "ქუთაისი თუდეიმ" გაავრცელა.

---

 

23.01.17       

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=130294-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98

ბატიაშვილების ოჯახის სულისშემძვრელი ტრაგედია!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ბატიაშვილების ოჯახის მძიმე ისტორიას გაგაცნობთ. 5 წლის წინ ტყუპების დაბადებით გამოწვეული ორმაგი სიხარული, ორმაგ დარდად იქცა... დედა ესენია, მამა იგორი, და– ძმა ირინა და არჩილი მოუთმენლად ელოდნენ ტყუპების დაბადებას და ვერც კი წარმოიდგენდნენ , რომ მათ ბედნიერ ცხოვრებას რამე შეცვლიდა! ნიკოლოზი და ანასტასია დღენაკლულნი დაიბადნენ, პატარები რეანიმაციაში დააწვინეს, ექიმებმა ბავშვებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება კი შეძლეს , მაგრამ სამწუხაროდ პატარებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ანასტასიას ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი) განუვითარდა. გოგონა ვერაფერს ხედავს, საწოლსაა მიჯაჭვული და ჭამაც კი უჭირს . ნიკოლოზს კიდურების დამბლა აქვს და ვერ დადის. ის ან ცოცვით ან ეტლით გადაადგილდება . „ეს საშინელებაა , როდესაც უყურებ, როგორ იტანჯებიან შენი შვილები და მათ დასახმარებლად ვერაფერს აკეთებ. არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ ასეთი რამ გამოსცადოს . ანასტასია ვერ ხედავს და ვერ ლაპარაკობს, მას იმის თქმაც კი არ შეუძლია რა აწუხებს , ზოგჯერ ვერც კი ვხვდებით რატომ ტირის“ – გვიყვება ესენია და ცრემლებს ძლივს იკავებს. – „ნიკა ყოჩაღი ბიჭი გვყავს, ძალიან უყვარს სიახლეები. კითხულობს, წერს, ხატავს და ჭადრაკის თამაშსაც ცდილობს. ოცნებობს რომ სიარული ისწავლოს და ბავშვებთან ერთად ეზოში ითამაშოს“ დედიკო ანასტასიას ერთი წუთითაც ვერ ტოვებს , მაგრამ თუ სახლიდან გასვლა მაინც უწევს, დაიკოზე უფროსი ბავშვები ზრუნავენ. პატარა ნიკასაც კი შეუძლია საათობით იჯდეს მის გვერდით და გაართოს დაიკო. ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, შემწეობა და ის მცირედი, რასაც ოჯახის უფროსი ბატონი იგორი მძიმე ფიზიკური შრომით შოულობს, წამლების შესაძენადაც ძლივს ჰყოფნით. ხოლო სხვა საშუალება ოჯახს არ გააჩნია , პატარების მკურნალობაში მათ უკვე კარგახანია ყველანაირი რესურსი ამოწურეს და ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. მოგიწოდებთ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამ ოჯახს . თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, მედიკამენტები , ჰიგიენური საშუალებები, სპეციალური ფაფები ანასტასიასთვის ) მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანასტასია ბატიაშვილი) ან პირდაპირ ვებ– გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/173/ შვილების ჯანმრთელობისთვის მებრძოლი მშობლების მხარდაჭერა – ეს კეთილშობილური საქციელია. ერთად შევძლებთ რომ პატარა , უმწეო ბავშვების ცხოვრება ცოტა მაინც შევამსუბუქოთ!

---

 

22.01.17       

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/167803

ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან

ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან. დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მხატვრებიც უერთდებიან. 150-ზე მეტი მხატვრის 200-მდე ნამუშევარი ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს. შემოსული თანხა კი მთლიანად ცნობილი მხატვრის ოპერაციას მოხმარდება. საქველმოქმედო აუქციონი გალერეა “გამრეკელში” 24 იანვარს გაიმართება.

---

21.01.17       

მედიასაშუალება: http://presa.ge/new/?m=society&AID=51743

ახალი გამოწვევა(Challenge #ნიკოლოზისთვის), რომელიც ქველმოქმედებას ემსახურება

რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა Challenge-ი, რომელიც ქველმოქმედებას და სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება. გამოწვევაში არაერთი ცნობადი სახეც აქტიურად ჩაერთო. ამჯერად, ქველმოქმედებამ საზოგადოება 7 თვის ნიკოლოზ ელიაძისთვის გააერთიანა, რომელსაც ლეიკემია აქვს. "ექიმები გადარჩენის 100 პროცენტიან გარანტიას იძლევიან, ანუ ყველაფერი თანხებზეა დამოკიდებული", - აღნიშნავს თეკლა ჩხეიძე, რომელმაც Challenge წამოიწყო. " ჩამითრია ნიკოლოზ ელიაძის ამბავმა! ბევრი ვიტირე 3 დღე! მაგრამ გუშინ გავიგე რომ ანგარიშზე 2 დღეში შეგროვდა 9000 ლარი! გავიგე, რომ ანალიზის პასუხი მოვიდა ძალიან კარგი სრულიად მოულოდნელად ! და დღეს გავიგე რომ კიდევ უფრო კარგი შედეგი აქვს პატარა ნიკუშას, თუმცა თანხის გადარიცხვის აქტივობამ იკლო! ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ გავჩერდები , მეტსაც გეტყვით უფრო წავიღებ ტვინს. არ მომბეზრდება და ვითხოვებ ყველასთან ვისთანაც შესაძლებელია რომ დამეხმარონ ფულის შეგროვებაში! მადლობა ჩემს ტკბილ მეგობრებს რომლებიც ზუსტად იგივე პანიკა ატეხეს ჩემთან ერთად. დღეს ნიკოლოზი ჩემი შვილია! და გთხოვთ ჩემს სტატუსებს გადახედოთ, გააზიაროთ ეს სტატუსები , გამოიწვიოთ 3 მეგობარი და არ გააჩეროთ ეს ჯაჭვი რომელიც თეკლა ჩხეიძემ დაიწყო!", - წერს მომღერალი სოფო ტოროშელიძე. თუ გსურთ ქველმოქმედებაში ჩართვა, უნდა ჩარიცხოთ ნიკოლოზის ოჯახის ანგარიშზე მინიმუმ 1 ლარი, გამოაქვეყნოთ თქვენს ფეისბუქ გვერდზე ე.წ "სქრინი" და გამოიწვიოთ 3 მეგობარი. ნიკოლოზის ოჯახის ანგარიშის ნომერია: GE85BG0000000577989300; მიმღები: სალომე შავიშვილი; ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"; სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ჩასარიცხად გამოიყენეთ პირადი ნომერი: 61550007079 ხოლო უცხოეთიდან ჩასარიცხად გამოიყენეთ ლინკი: https://www.gofundme.com/please-help-baby-nick-to-survive ამ დროისთვის შეგროვებულია 9 000 ლარი. ჩაერთე შენც!

 

---

 

21.01.17

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/58333-jandacvis-saministros-organizebit-gurjaanshi-samedicino-aqcia-gaimarta

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გურჯაანში სამედიცინო აქცია გაიმართა

---

 

29.12.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/413016-davith-sergeenko-yvela-saministros-thavisi-taqtika-aqvs-zogi-midis-kadrebis-shemcirebisken-zogierths-skhva-midgoma-aqvs.html?ar=A

დავით სერგეენკო - ყველა სამინისტროს თავისი ტაქტიკა აქვს, ზოგი მიდის კადრების შემცირებისკენ, ზოგიერთს - სხვა მიდგომა აქვს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგისთვის უწყებაში არც ახალი სამსახური იქნება და არც ახალი თანამშრომლების აყვანაზეა საუბარი. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, საუბარია სამინისტროში არსებული სისტემის უფრო ეფექტურად ამუშავებაზე. „ოპტიმიზაცია თავისთავად არ ნიშნავს ხალხის ქუჩაში გაშვებას, არამედ ნიშნავს ისეთი კომპლექსური ღონისძიებების მიღებას, ისეთი პროცესების გააქტიურებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ან არსებული რესურსების ფარგლებში უკეთესი შედეგები მიიღო, ან შემცირებული რესურსების, რაც ჩვენ გვაქვს სახეზე, მინუს ათი პროცენტი, მინიმუმ იგივე შედეგები შეინარჩუნო. ეს არის ოპტიმიზაციის დედააზრი და სამთავრობო სტარტეგია. ყველა სამინისტროს თავისი ტაქტიკა აქვს, ზოგი მიდის კადრების შემცირებისკენ, ზოგიერთს სხვა მიდგომა აქვს. ნებისმიერი აკონტროლებს თანამშრომლების მუშაობის ხარისხს და მათ შედეგებს. არსებული სისტემით, ეს ხდება ერთგვარად დიფუზურად, განაწილებული არის დეპარტამენტების, მოადგილეების და მინისტრის დონეზე. საუბარი არის არა ახალი სამსახურის შექმნაზე და ახალი თანამშრომლების აყვანაზე, არამედ არსებული სისტემის, რომელიც ჩვეულებრივად აკონტროლებს თანამშრომლების ეფექტურობას, უფრო კონსოლიდირებულად, უფრო ეფექტურად ამუშავებაზე, რადგან ახალ გამოწვევებს დავუპირისპირდეთ ახალი შესაძლებლობებით“, - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

23.01.17       

მედიასაშუალება: ვერსია

პატარა კლინიკებს დახურვა, მედპერსონალს კი მასობრივი უმუშევრობა ემუქრება?!

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიდი ცვლილებები რომ იგეგმება, არახალია. კერძოდ, სამინისტრო კლინიკებთან სელექციური კონტრაქტების გაფორმებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რიგი სამედიცინო დაწესებულებები თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან; იმ პაციენტს კი, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობენ, სახელმწიფოს სუბსიდირების იმედი არ უნდა ჰქონდეთ ჯანდაცვვის მინისტრო დავით სერგეენკო კლინიკების მეპატრონეებს შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგ კლინიკებს შეექმნათ მცდარი მოლოდინი: "მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ მეტი თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისათვის. ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არ ვაპირებთ. არ დავასახელებ კონკრეტულ კლინიკებს, მაგრამ ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანების ერთ ეზოში მოქცეულია რამდენიმე წამყვანი კლინიკა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4213839&name=23.01.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

---

23.01.17       

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

აკაკი ზოიძე : " ზოგიერთი კლინიკა ფულის საამქროდ იქცა "

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღას რამდენიმე კლინიკა გამოეთიშება და ვერ შეძლებენ მოსახლეობისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურებას. მინისტრი სამედიცინო სფეროს მდგომარეობით უკმაყოფილოა: "სამედიცინო დაწესებულებებში მენეჯმენტის კეთილდღეობაზე მეტი ფული იხარჯება, ვიდრე პაციენტის მომსახურებაზე , ზოგიერთმა კლინიკამ დააფუძნა უცნაური ფრაგმენტული სერვისები, მაგალითად, მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება. ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთ კლინიკებთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ ვაპირებთ " - განაცხადა მინისტრმა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რამდენიმე ე. წ . კლინიკა მაინც ამოვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, მაგრამ, არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც იმედიანადაა, სწამს, რომ ქართული მედიცინა გაჯანსაღების პროცესშია და ახლა რეაბილიტაციას მტკივნეულად გადის. - შეიქმნა ისეთი კლინიკები, რომლებიც ფულის საამქროდ იქცნენ. ხშირად პაციენტებს ზედმეტ მანიპულაციებს უტარებენ, რაც დარღვევაა და შესაძლოა , პაციენტისთვის სავალალოდაც დასრულდეს. ეს იმისთვის ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი მომსახურება და სერვისი გააფორმონ და ჯანდაცვის პროგრამიდან მეტი ფული მიიღონ. ჯანდაცვის სფეროსთვის წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა მხოლოდ სხვა დარგებს მორჩენილი თანხა, ამიტომაც ერთ სულ მოსახლეზე გამოყოფილი თანხების მიხედვით მსოფლიოში ერთ- ერთ ბოლო ადგილზე ვიყავით და გვქონდა უფულო და არაეფექტიანი სამედიცინო სისტემა. ჯანდაცვის დანახარჯები კი ოჯახების გაღარიბების ერთ- ერთ პირველ მიზეზად იქცა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ეს პრობლემა მეტწილად მოიხსნა, მაგრამ პაციენტებს, როგორც ამბულატორიულ დონეზე, ისე ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მედიკამენტები ძალიან მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვებათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უმოკლეს დროში განხორციელდა, ამიტომ აქვს ხარვეზები, რის გამოსასწორებლადაც უამრავი, საკმაოდ რთული ტექნიკური სამუშაო არის ჩასატარებელი. ბიზნესის განვითარებას რომ ხელი არ შეშლოდა , რადგან მაღალი სტანდარტები უფრო ძვირადღირებულ ინვესტიციას ითხოვს, სანებართვო პირობებში ძალიან მცირე სტანდარტები ჩაიდო. გარკვეული დროით, ეს გამართლებული იყო, ამ ეტაპზე კი სტანდარტების გამკაცრება აუცილებელია. ხარისხის უსაფრთხოების სტანდარტი სამედიცინო სფეროში საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ მას სანებართვო პირობებში ჩავდებთ, თუმცა, ბიზნესს მობილიზაციისთვის დროს მივცემთ - ერთ წელიწადს . ეს საკმარისი იქნება შესაბამისი ინვესტიციის მოსაზიდად, პროფილის შესაცვლელად ან იმის გადასაწყვეტად , აგრძელებს თუ არა საქმიანობას. - მხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტი გამკაცრდება? - გამკაცრდება ინფექციის კონტროლის სტანდარტები, როგორი პროფილის და რამდენი ტიპის მომსახურება უნდა ჰქონდეს მრავალპროფილიან კლინიკას, რომელსაც შეეძლება ისეთი ავადმყოფი მიიღოს, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს მრავალი პროფილის ჩარევას. ბიზნესს სტანდარტების ასამაღლებლად დრო უნდა მისცე, მაგრამ სახელმწიფოს, რომელიც პაციენტის ინტერესების შესაბამისად ფულს იხდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, შეუძლია იმთავითვე მოითხოვოს ამ მაღალი სტანდარტების შესრულება და ითანამშრომლოს მათთან, ვინც სტანდარტებს დააკმაყოფილებს . დანარჩენ კლინიკებს მიეცემა საშუალება, თუ მოთხოვნილ სტანდარტამდე ამაღლდებიან, კვლავაც მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ხომ წარმოუდგენელია სარდაფში გქონდეს ემერჯენსი და რეანიმაცია , ზემოთ კი ვიღაცის სარეცხი ფრიალებდეს, ან გვერდით ავტოგასამართი სადგური გქონდეს მოშენებული. - მოქალაქები გულგრილობის გამო ფეშენებელურ კლინიკებსაც უჩივიან. - ხარისხთან დაკავშირებით ზოგ შემთხვევაში დიდ კლინიკებსაც აქვთ პრობლემები, მაგრამ ჩვენ ცალკეულ შემთხვევაზე კი არა , სისტემურ პრობლემაზე ვლაპარაკობთ. ასევე მნიშვნელოვანი თემაა პაციენტის უფლებები, სასამართლოში ექიმმა როგორ უნდა დაიცვას თავი, პაციენტმა რა უნდა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ. ძალიან გვინდა, მაგრამ ერთ დღეში ვერ შევქმნით უმაღლეს, სტენფორდის და მეიოს კლინიკებს. საქართველოში ისედაც ძალიან სწრაფად ვითარდება სამედიცინო სფერო, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია . - თურქეთიც ჩვენი მეზობელია... - თურქეთის სამედიცინო ბიზნესს, გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული, განვითარების დიდი საშუალება ჰქონდა, მასში ამერიკული, გერმანული და სხვა უამრავი ინვესტიცია ჩაიდო. - კადრები? - ეს გრძელვადიანი განვითარების თემაა. - საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული სამედიცინო სფერო ადამიანის სიცოცხლით მოვაჭრეთა ბაზრად იქცა. - გადაჭარბებულია ასეთი შეფასება, რადგან არაერთი კლინიკა და სამედიცინო ცენტრი პაციენტისთვის არაფერს იშურებს. მენეჯმენტის კეთილდღეობაზე თანხების დახარჯვა ბიზნესის თემაა. თუმცა, არ შეიძლება სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე ბიზნესის კეთება. ამიტომაც მომავალში პრევენციის მიზნით ვიღებთ ზომებს. ფასწარმოქმნის პროცესი დაფინანსების რეფორმას მოითხოვს, რადგან ზოგ კლინიკაში ფასწარმოქმნა საკმაოდ გაუკუღმართებულია. ძალიან დიდია არაპირდაპირი დანახარჯის წილი. თუმცა, ამის გამო კლინიკას მკვლელობა რომ დააბრალო , არასწორია. - რეანიმაციებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე პაციენტისთვის სხვა თანხებია, კორპორაციული ან კერძო დაზღვევის მქონესთვის სხვა და უცხოეთის მოქალაქეებსაც განსხვავებული შიდა ტარიფით ემსახურებიან. ეს სისტემა შეიცვლება? - დაფინანსების რეფორმის შემდეგ იქნება ერთიანი, რესურსტევადობაზე დამყარებული, რაციონალურ პრინციპზე გათვლილი განფასება, რომელიც დაეყრდნობა მონაცემებს: მანიპულაციაზე ობიექტურად რა მოცულობის რესურსი, როგორი წამლები იხარჯება, სამედიცინო პერსონალის შრომის ასანაზღაურებლად და სხვა ხარჯებისთვის რა თანხებია საჭირო. ამის შედეგად დადგინდება ფასები, რომელიც საერთო იქნება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამისთვის , ნებისმიერი სადაზღვევო კომპანიისა თუ კერძო ინტერესით მისული მოქალაქისთვის . - როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ იყოს მოქცეული მზღვეველი, ფარმაცევტი, ჰოსპიტალი და პაციენტმა რეალურად ჯანსაღი მომსახურება მიიღოს? პაციენტისთვის ეს ნიშნავს არჩევანის შეზღუდვას - სად წავიდეს სამკურნალოდ, ვისთან დაეზღვიოს და სად შეიძინოს წამალი. - რა ტიპის კანონმდებლობაც უნდა გვქონდეს, დაინტერესებული პირი მაინც შეძლებს, ყველაფერი ერთ ხელში მოაქციოს. შესაბამისად, ეფექტურად მიმაჩნია რეგულაციებით მუშაობა ისე, რომ პაციენტის ინტერსების საზიანოდ არ მოხდეს გარკვეული ბიზნესპრაქტიკის წარმოება, რომელიც რეალურად მიმართული იქნება მფლობელის მოგებასა და სხვების წაგებაზე. - ხალხი მიიჩნევს, რომ წამლები მეტისმეტად ძვირია. ამ მიმართულებით მუშაობთ? - ლარის კურსის და იმის გამო, რომ ძალიან ბევრი წამალი შემოტანილია, მედიკამენტების ნაწილი გაძვირებულია, ზოგიც ალბათ გაძვირდება. ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტების ნაწილი არ გაძვირებულა , მაგრამ დაზღვეული არ არის გაძვირებისგან . ამისგან დასაცავად სამასზე მეტი მედიკამენტისთვის ზღვრული ფასის დაწესებას ვაპირებთ. ასევე, უმწეო მოსახლეობას ყველაზე მოხმარებადი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამანტები , არტერიული წნევისა და შაქრიანი დიაბეტის ტაბლეტირებული ფორმები უფასოდ მიეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების არარაციონალურად გამოყენებასთან ბრძოლა, როდესაც ერთ დაავადებაზე , გაიდლაინით ორზე მეტი წამალი არ სჭირდებათ და ათს უწერენ. ელექტრორეცეპტურას შემოვიტანთ და ამ მიმართულებასაც გავაკონტროლებთ .

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4213158&name=23.01.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

23.01.17

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

რა იცვლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია. კლინიკების მხრიდან გამოვლენილმა ხარვეზებმა სამინისტრო იძულებული გახდა, მიმართულება შეეცვალა და მიწოდებაზე ორიენტირებული სისტემა საჭიროებაზე ორიენტირებული სისტემით ჩაენაცვლებინა. შეიცვალა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებელი კლინიკების შერჩევის სტანდარტები და შეიმუშავა ახალი კრიტერიუმები, რომელიც ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების უწყვეტობაზე იქნება ორიენტირებული. ნინო ბერძნული, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: - ჩვენ კლინიკებთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობთ. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მონიტორინგს აწარმოებს. სწორედ ამ შეფასების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და კლინიკებს მიეცათ რეკომენდაციები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4213073&name=23.01.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

23.01.17

მედიასაშუალება: პრაიმტაიმი

გაუპატიურებულ არასრულწლოვანს მოძალადეზე გათხოვებას აიძულებენ?!

გასულ კვირას მედიაში 15 წლის გოგონას გაუპატიურების ამბავი გავრცელდა. იმერეთის ერთ - ერთ სოფელში სკოლის მანდატურმა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც გოგონა ორსულად დარჩა. ჩვენს კითხვებს მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა, შორენა ზედგინიძემ უპასუხა: - როდესაც ამ ფაქტის შესახე შევიტყეთ, მყისიერად ინფორმაცია მივაწოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს. აც შეეხება უშუალოდ მანდატურს მასთან შრომითი ურთიერთობა აღარ გაგრძელდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4213473&name=23.01.2017+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

21.01.17

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

საყოველთაო ჯანდაცვა: დაგვიანებული სიკეთე, თუ კონკურენტი კლინიკების ჩამოშორების მცდელობა?

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აუქმებს კონტრაქტებს სამედიცინოდაწესებულებებთან , რომლებიც პაციენტთა საჭიროებებზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების მხოლოდ მცირე ნაწილს ხარჯავენ. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. კონსულტაციები ოჯახის ექიმთან, ამბულატორიული გამოკვლევა, ოპერაციები და რიგი დაავადებების მკურნალობა — ყველა ამ სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო ნაწილობრივ ან სრულად უნაზღაურებს მოქალაქეებს. ამაშია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისარსი. ბოლო 4 წლის განმავლობაში (პროგრამის ამოქმედების დროიდან) სხვადასხვა მიზეზებით პროგრამა მმართველი პოლიტიკური ძალის ოპონენტებმა, არასამთავრობო სექტორმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააკრიტიკეს. თავად ჯანდაცვის სამინისტროშიც აღიარებდნენ, რომ პროგრამა იდეალური არ იყო არა მარტო დაფინანსების, არამედ პაციენტებს მომსახურების კუთხითაც. გასული წლის ბოლოს მინისტრმა სერგეენკომ განაცხადა, რომ 2017 წელს იგი სერიოზულად შეიცვლებოდა. და აი, ეხლა მან აცნობა კლინიკების წარმომადგენლებს რა ცვლილებებია დაგეგმილი: «გამოვლინდა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩვენს მიერ გაოყოფილითანხების დიდ ნაწილს არამიზნობრივად, მენეჯმენტისა და კლინიკების ხელმძღვანელობის ინტერესებში ხარჯავენ. პაციენტების მომსახურებასა და პერსონალის ხელფასებზე კი ამ თანხების მინიმალურინაწილი იხარჯება. ბუნებრივია, ჩვენ ასეთ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ვერ გავაგრძელებთ». ექსპერტს მედიცინის დარგში მარინა ბერაძეს აინტერესებს, რატომ დაკავდა სამინისტრო ამ პრობლემით მხოლოდ ეხლა — პროგრამისამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ: «პრობლემები იმთავითვე იჩენდა თავს, ისინი დღეს არ შექმნილა. ხალხი ხშირად ჩიოდა, თუმცა სამინისტრო ყოველთვის პასუხობდა, რომ ეს კერძო დაესებულებებია და სახელმწიფოს მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. რა თქმაუნდა, იმის მომხრე ვარ, რომ სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებით დაკავდეს, თუმცა თუ ეს მხოლოდ კონკურენტი კლინიკების ჩამოშორების მცდელობაა, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. ხოლო თუ ისინირეალურადზრუნავენ ჯანსაღკონკურენციაზე, პაციენტების ხარისხიანიმომსახურებით უზრუნველყოფასა და მედიკოსების კეთილდღეობაზე, – ძალიან კარგი. თუმცა უნდა ვიცოდეთ, როგორ იმოქმედებს ეს მექანიზმი და როგორგანახორციელებენ ამ ყველაფერს».

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4211122&name=21.01.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

21.01.17

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ვირუსით დაავადებები მოიმატებს, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის

"ვირუსული ინფექციების პიკი იყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც მომართვიანობა ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 400 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ეს პერიოდი გამოვიარეთ. შესაძლოა, გარკვეული აქტივობა თებერვვლის მეორე ნახევარში კვლავ იყოს, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის ", - განაცადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4211163&name=21.01.2017+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---