From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-23.12.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 23.12.2016 09:38
Attachments :

 

 

 

მედიამონიტორინგი 23.12.2016

ტელევიზია 

22.12.16

არხი:         რუსთავი2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 21:00

 бѓЎбѓђбѓ™бѓђбѓњбѓќбѓњбѓ›бѓ“бѓ”бѓ‘бѓљбѓќ ცვლილების მიხედვით, მშვილებელთა бѓђбѓЎбѓђбѓ™бѓ—бѓђбѓњ დაკავშირებით რეგულაციები бѓ’бѓђбѓ›бѓ™бѓђбѓЄбѓ бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. ცვლილების бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ“, 45 бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ გადაცილებული წყვილები бѓЎбѓђбѓ•бѓђбѓ бѓђбѓЈбѓ“бѓќбѓ“, ჩვილი ბავშვის бѓђбѓ§бѓ•бѓђбѓњбѓђбѓЎ бѓ•бѓ”бѓ¦бѓђбѓ  бѓЁбѓ”бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓњ. бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓЎбѓђ бѓ“бѓђ бѓђбѓ›бѓ§бѓ•бѓђбѓњ бѓ›бѓЁбѓќбѓ‘бѓ”бѓљбѓЎ შორის бѓЎбѓ®бѓ•бѓђбѓќбѓ‘бѓђ მინიმუმ 16 бѓ“бѓђ მაქსიმუმ 45 წელი бѓЈбѓњбѓ“бѓђ იყოს. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კანონში бѓЁбѓ”бѓ•бѓђ, მშვილებელი პირის бѓњбѓђбѓЎбѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓљбѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ. იურიდიული კომიტეტის бѓЎбѓ®бѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ–бѓ”, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ бѓђбѓ®бѓђбѓљ კანონპროექტს განიხილავდნენ, კამათი იყო, бѓ—бѓЈ бѓ бѓђ მუხლით бѓњбѓђбѓЎбѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓљбѓ”бѓ• მოქალაქეს бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓђбѓ”бѓ™бѓ бѓ«бѓђбѓљбѓќбѓЎ ბავშვის бѓђбѓ§бѓ•бѓђбѓњбѓђ. სიახლე იქნება ის бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓ›бѓќбѓ”бѓ‘бѓђбѓЄ, бѓ бѓќбѓ› ბავშვი ბიოლოგიური მშობლისგან მიტოვებულად 6-ის бѓњбѓђбѓЄбѓ•бѓљбѓђбѓ“ 3 თვეში ჩაითვლება. бѓ™бѓђбѓњбѓќбѓњбѓ›бѓ“бѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓђ бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” бѓ“бѓђбѓђбѓ•бѓђбѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓЎ бѓђбѓ›бѓ§бѓ•бѓђбѓњ მშვილებელს, სპეციალური бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ›бѓ–бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ გაიაროს. კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ ფონდის სპეციალისტებმა მიიღეს. UNICEF-ში თვლიან, бѓ бѓќбѓ› მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, бѓђбѓ®бѓђбѓљ კანონში бѓ›бѓ”бѓўбѓђбѓ“ არის გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები, ვიდრე მშვილებელი ოჯახების. "შვილად აყვანისა бѓ“бѓђ მინდობით აღზრდის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘" бѓђбѓ®бѓђбѓљ კანონპროექტზე бѓ›бѓЎбѓЇбѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђ იურიდიულ კომიტეტზე бѓќбѓ бѓЁбѓђбѓ‘бѓђбѓ—бѓЎ бѓ’бѓђбѓњбѓђбѓ®бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4162074

---

 

22.12.16

არხი:         იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 20:00

ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცე პ ტოდ ვაჭრობის გამო 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი დააკავეს. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული კიდევ 25 პირი. ამ საგამოძიებო მოქმედებებმა სააფთიაქო ნარკომანიის თემა კიდევ ერთხელ გააქტიურა. მმართველი გუნდის წევრები არ გამორიცხავენ ამ მიმართულებით კანონი გამკაცრდეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4162063

ჯიდიესი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4162025

1 არხი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4161992

მაესტრო-კონტაქტი 15:00

ჯანდაცვის მინისტრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მადლობას უხდის. დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სააფთიაქო სისტემის კონტროლი გამკაცრდება და რეგულაციები დამატებითი ცვლილებებისთვის პარლამენტში უახლოეს მომავალში განიხილავენ და დაამტკიცებენ. მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა სააფთიაქო ნარკომანიის გამოწვევის წინაშე დგას და ამ პრობლემის გადასაჭრელად ეფექტური ზომები იქნება გასატარებელი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4161128

---

22.12.16

არხი:         ჯიდიესი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   20/30

იაშვილის კლინიკასთან 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. მათი თქმით, ბავშვს მეოთხე სტადიის სიმსივნე აღმოაჩნდა, ხოლო მის გადასარჩენად საჭიროა ბერლინში ოპერაციის ჩატარება, რომელიც 90 000 ევრო ჯდება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია, სახელმწიფოსგან კი დროულ დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მათივე თქმით, იაშვილის კლინიკამ დროულად არ გასცა დასკვნა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობა ექნებოდა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობა დაეფინანსებინა. ანასტასია ზაალიშვილის დედის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ უფრო დამძიმდა, დაემართა მწვავე ფორმის მენინგიტი. ამ წუთებში მას უტარებენ გადაუდებელ ოპერაციას, ვინაიდან ბავშვს ჰიდროცეფალია აქვს და ტვინში დრენაჟის ჩადგმაა საჭირო. „უმძიმესია ჩემი შვილის მდგომარეობა. რამდენიმე წუთის წინ დადგინდა, რომ ჰიდროცეფალია ჰქონია და საოპერაციოდ შეჰყავთ. პროცედურები საკმაოდ არის დროში გაწელილი. სახელმწიფო არაფერში გვეხმარება. „სოლიდარობის ფონდს“ მე თვითონ დავუკავშირდი, რომ სამკურნალოდ თანხა მომეთხოვა, თუმცა იაშვილის კლინიკამ დროულად არ მოგვცა დასკვნა. სამი კვირა ამ დასკვნას ვითხოვდით. ერთადერთი საავადმყოფო, რომელმაც ბავშვზე პასუხისმგებლობა აიღო, გერმანიაშია. სრული რეაბილიტაციისთვის კი 90 000 ევრო გვესაჭიროება. ჩვენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, ამიტომ დახმარებას ვთხოვ ყველას, სამინისტროს, ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია, რომ გადამირჩინოს შვილი“, - აცხადებს ანასტასია ზაალიშვილის დედა ქეთი ქემოკლიძე. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედების ფონდის“ წარმომადგენლის, თამარ თანდიაშვილის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ უფრო გართულდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროსა და იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება მანამ არ მოხდა, სანამ ადგილზე ჟურნალისტები არ მოვიდნენ. ის მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დროულად გამოყოს თანხები, რათა ბავშვს დროულად ჩაუტარდეს ოპერაცია. „ბავშვის მდგომარეობა ასეთი მძიმე არ ყოფილა, სანამ აქ მოიყვანდნენ. ოპერაციის შემდეგ დაემართა მენინგიტი, რამაც უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. ფიზიკურად არავინ არაფერს აკეთებდა. რეაგირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ვახსენეთ მედია. იმედია, დღეს აუცილებლად გაკეთდება ის, რაც საჭიროა, რადგან ბავშვის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს შეისწავლიდნენ, თუმცა თუ დროულად არ მოხდება ეს, ბავშვის გადარჩენის შანსები შემცირდება. ყოველდღიურად ბავშვის გადარჩენა 5%-ით მცირდება. ანასტასიას ესაჭიროება თქვენი დახმარება“, - განაცხადა თამარ თანდიაშვილმა. ბავშვის ოჯახის წევრები და ახლობლები ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩებიან. საავადმყოფოს ადმინისტრაციას კი კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4162042

---

 

22.12.16

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

თავდაცვის სამხედრო პოლიციიდან 100-მდე განთავისუფლებულ თანამშრომელს შორის თითქმის ნახევარი სამხედრო პირია. გუშინდელისგან განსხვავებით დღეს უწყებაში სამოქალაქო პირებთან ერთად სამხედროების განთავისუფლების ფაქტი დაადასტურეს. პარალელურად შემცირებები სხვა სამინისტროებსაც შეეხება.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4162039

პალიტრა ტივი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4161900

- --

არხი: მაესტრო

გადაცემა:კონტაქტი

  ჯანდაცვის მინისტრი бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђ სამსახურიდან გათავისუფლებას бѓђбѓ  აპირებს бѓ“бѓђ ფინანსების бѓ“бѓђбѓ’бѓ”бѓ’бѓ›бѓ•бѓђбѓЎ бѓЎбѓ®бѓ•бѓђ მეთოდებით бѓ’бѓ”бѓ’бѓ›бѓђбѓ•бѓЎ. დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќ бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამსახური შეიქმნება, რომელიც бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђ მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს. გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის კომიტეტის бѓ—бѓђбѓ•бѓ›бѓЇбѓ“бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ” აკაკი ზოიძე.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4161905

 

---

22.12.16

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სრულად ადაპტირებული სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. კლინიკა უახლესი საანესთეზიო, დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ყველა ასაკობრივ ჯგუფზეა ადაპტირებული. „დენტოკლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4161880

1 არხი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4161471

---

22.12.16

არხი: მაესტრო

გადაცემა:კონტაქტი

 

გამოძიება მოზარდებს შორის,სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეს იკვლევს. ინფორმაცია თავად სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა, შემთხვევა სააღმზედლო დაწესებულებაში მოხდა. ყველა შესაბამისი უწყევა სამიქს კურსშია, თუმცა დეტალები ამ დროისთვის არ საჯაროვდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4161847

---

 

 

 

 

ინტერნეტი

23.12.16

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/55557-bavshvi-mshoblisgan-mitovebulad-shesadzloa-6is-nacvlad-3-tveshi-chaitvlos

ბავშვი მშობლისგან მიტოვებულად, შესაძლოა 6- ის ნაცვლად 3 თვეში ჩაითვლოს

"შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” კანონში შესაძლოა ცვლილება შევიდეს და შვილის აყვანის მსურველებს ასაკობრივი ზღვარი დაუწესდეთ. საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლეობის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს ეკუთვნის. თუ დეპუტატები ცვლილებას მხარს დაუჭერენ, მშვილებელთა ასაკთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება და 45 წელს გადაცილებული წყვილები ჩვილი ბავშვის აყვანას ვეღარ შეძლებენ. ასევე, მათ შორის სხვაობა მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 45 წელი უნდა იყოს. ასევე, ცვლილების მიხედვით ბავშვი ბიოლოგიური მშობლისგან მიტოვებულად 6-ის ნაცვლად 3 თვეში ჩაითვლება. კანონპროექტის მიხედვით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებების განხორციელება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში: "- პრინციპების დონეზე ხდება გასაშვილებელი და მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის უპირატესი გარემოს განსაზღვრა და აღიარება , როგორიცაა: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა, მინდობით აღზრდა. - ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია კანონის სუბიექტების განსაზღვრას მათ მოქალაქეობას უკავშირებს. მოქმედი კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. წარმოდგენილი პროექტით კი კანონის სუბიექტთა წრე დაჯგუფებულია მუდმივად ცხოვრების ნიშნით. კერძოდ, კანონი გამოიყენება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირისმიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ან/ და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით აღზრდა. - ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიური ზრუნვა და აღზრდა , რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას. - მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოში იქმნება სათათბირო ორგანო - თავსებადობის კომისია, რომელიც იკრიბება გამონაკლის შემთხვევებში (ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით), რათა მონაწილე მხარეების ჩართვის გზით მიღებული იქნას გადაწყვეტილება თავსებადობის პროცესში გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით. - სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა. - სერტიფიცირება , რაც წარმოადგენს შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრში აღრიცხვის ერთ- ერთ საფუძველს. ამასთან, მოსამზადებელი კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს/პირს შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და ზრუნვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერთიფიკატი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირებმა/პირმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა ასევე აუცილებელი წინაპირობაა მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის . - მოქმედი კანონმდებლობით , ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება , თუ ბავშვის 24- საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა ) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება‐მოვალეობები. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6 თვიანი ვადა შემცირდა 3 თვემდე. - ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა , თუ დადგინდა , რომ მშობელი , არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება შვილის ბედით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. განხილვის შედეგები უდნა ეცნობოს სააგენტოს. - მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიცარ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები). კანონპროექტით მოხდა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც, კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი. გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს . ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება ქორწინებაში მყოფმ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი აკმაყოფილებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი. - სავალდებულო ხდება საქართველოში მუდმივად მცხოვრების მშვილებლების (მშვილებლის)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ ასახავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს და ადასტურებს მითითებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. - საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. აღნიშნულ ცვლილებით წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს. - მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებულნი არიან შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღეში, წერილობით დაადასტურონ პოზიცია (თანხმობა/უარი) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე. - მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ერთი და იმავე მშვილებელი პირებისთვის/პირისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად აყვანის მიზნით. იმ შემთხვევაში , თუ მშვილებლებმა /მშვილებელმა ორივეჯერ უარი განაცხადეს შეთავაზებაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლების (მშვილებლის) აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე. - იკრძალება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლების/მშობლისა და მშვილებლების /მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევები, ვინაიდან, მოქმედი რეგულაცია უფლებას ანიჭებს დაინტერესებულ მხარეებს (ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი ) თავად განსაზღვრონ ბავშვის მიტოვების შემდეგ მშვილებელი გარემო, რაც ზღუდავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სრულფასოვან ჩართულობას ამ კატეგორიის ბავშვების გამოვლენის, სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი საჭიროებების შესაბამისად, უპირატესი მშვილებელი პირების/პირის შეთავაზების თვალსაზრისით. - გაშვილებული ბავშვის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემების შეცვლა განხორციელდება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. - მინდობით აღმზრდელ ოჯახში შესაძლებელია განთავსდეს არასრუწლოვანი , შვილთან ერთად. - მინდობით აღსაზრდელი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების /სკოლის მოსწავლე ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, შეუძლია დარჩეს მინდობით აღზრდაში სწავლის დასრულებამდე. - „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ მოქმედ კანონში მოცემულია 2 ტერმინის განმარტება: „მიმღები ოჯახი“ და „ დედობილ /მამობილი“. კანონპროექტის მიხედვით, ამ ტერმინების ნაცვლად იარსებებს ერთი ტერმინი - „მინდობით აღმზრდელი“, რაც პრაქტიკული თვალსაზრისით უფრო მოსახერხებელია , რადგან მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება ფორმდება ერთ პირთან (დედობილი, ან მამობილი ) და არა ოჯახთან. - შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განხორციელებისას, მოხდება 10 წლამდე ასაკის ბავშვის აზრის გათვალისწინება მისი ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით. - დაზუსტდა შვილად აყვანის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და გაუქმების რეგულაციები, რაც აისახება ამ ორი ინსტიტუტის სამართლებრივ შედეგებში; - საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესის განხორციელებისას, საერთაშორისო შვილად აყვანის კომპეტენტურ ორგანოებს უწესდებათ ვალდებულება დააკმაყოფილონ რიგი მოთხოვნები (კრიტერიუმები); - საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვისათვის უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებელი პირის შერჩევა განხორციელდება კომისიური წესით; - საერთაშორისო შვილად აყვანის პროცესში დგინდება მიმღები და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების ურთიერთობის წესი; - ხდება საერთაშორისო შვილად აყვანის შესახებ ანგარიშების დოკუმენტბრუნვის სპეციალური წესების შემოღება; - მცირდება საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების მიმღები სახელმწიფოდან მოწოდების სიხშირე, რაც განაპირობებს უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პოტენციური მშვილებელი პირების მოზიდვას. შესაბამისად, რეგულაციები მეტი მოქნილობას იძენს უცხო ქვეყნის კანონმდებლობასთან მიმართებაში; - განისაზღვრება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის წესი", - წერია "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” განმარტებით ბარათში.

---

22.12.16        

მედიასაშუალება: http://www.etanews.ge/top-news/40180-yvelam-sakuthar-gulshi-chaikhedos-da-iq-edzios-samarthali-anastasias-hidrocefalia-ganuvitharda-bolo-informacia-mciretslovanis-shesakheb.html

„ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ ეძიოს სამართალი!“- ანასტასიას ჰიდროცეფალია განუვითარდა - ბოლო ინფორმაცია მცირეწლოვანის შესახებ

რუსუდან ნიჟარაძე 2 წლის და 8 თვის ანასტასიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ბავშვი დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო რეანიმაციაში გადაიყვანეს, როგორც ირკვევა, ანასტასიას ოპერაცია უტარდება. „ანასტასიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ბავშვს განუვითარდა ჰიდროცეფალია. ახლა მხოლოდ კეთილი ხალხის დახმარება და ლოცვა თუ გადაგვირჩენს პატარას. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ ეძიოს სამართალი! ყველა, ვინც შეგაწუხეთ და მუხლის ჩოქზე გედექით (საჯარო, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებო) და ყური არ შეიბერტყეთ , ილოცეთ მაინც, თუმცა გულწრფელად ლოცვა და ვედრება თანხის ჩარიცხვაზე რთულია და იმედია ბოლო ძალებს მოიკრებთ ამისთვის. მადლობა ყველას, ვინც ასე აქტიურად გვიდგახართ გვერდით. ბოდიში თუ ვერ გპასუხობთ სწრაფ-სწრაფად. მოგეხსენებათ უამრავი წერილი და კომენტარი გვაქვს და ვცდილობთ გავცეთ ყველას პასუხი. სხვა დეტალებზე კიდევ გაკეთდება განცხადება.“- წერს რუსუდან ნიჟარაძე „ფონდი დედების“ ფეისბუქის გვერდზე. ანასტასია ზაალიშვილს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე აქვს და უკვე რამდენია ხანია ამ სენს ებრძვის.ანასტასიას საზღვარგარეთ გადასაყვანად ყველა დოკუმენტი მომზადებულია, თუმცა თანხის უქონლობის გამო, მშობლებლებს ბავშვის გერმანიაში გადაყვანა არ შეუძიათ . ასევე ელოდებიან საქველმოქმედო ფონდებს. მცირეწლოვანის გერმანიაში საოპერაციოდ გადასაყვანად საჭიროა 90 000 ევრო. 1 ლარი ანასტასიას , შენ შეგიძლია გადაარჩინო 1 სიცოცხლე შენი მცირედით როგორ ჩავრიცხოთ თანხა: სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან: ვირჩევთ საბანკო მომსახურებას, შემდეგ ფიზიკურ პირს, შემდეგ პირადი ნომერი შეგვყავს, შემდეგ ვირჩევთ mothers club, შემდეგ თანხა შგვაქვს და ველოდებით ქვითარს... პირადი ნომერი 01003016433 დაბადების თარიღი 05.08.1986 მკმღები :დედების ფონდი საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი GE46BG0000000689979800 ლიბერთი ბანკი: GE56LB0711123539166000 თიბისი ბანკი: GE17TB7174136080100007 ხალიკ ბანკი: GE08HB0000000000473608 Gel GE55HB0000000000923618 $ GE06HB0000000000933618 € Emoney-s ანგარიში: 388484218 ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან

---

იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ანასტასია ზაალიშვილის მკურნალობის თანხების მოსაძიებლად იყო საჭირო, კლინიკამ დროულად გასცა

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/412077-iashvilis-klinikis-informaciith-eqspertizis-daskvna-romelic-anastasia-zaalishvilis-mkurnalobis-thankhebis-mosadzieblad-iyo-satciro-klinikam-droulad-gasca.html?ar=A

---

---

22.12.16        

მედიასაშუალება: http://www.palitratv.ge/yvela-video/akhali-ambebi/81786-skandaluri-informacia-mokhda-thu-ara-bavshvebs-shoris-seqsualuri-dzaladoba-saaghmzrdelo-datsesebulebashi.html

სკანდალური ინფორმაცია: მოხდა თუ არა ბავშვებს შორის სექსუალური ძალადობა სააღმზრდელო დაწესებულებაში ?

მოხდა თუ არა ბავშვებს შორის სექსუალური ძალადობა სააღმზრდელო დაწესებულებაში? საქმის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის, სავარაუდოდ, სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ჯანდაცვის სამინისტრო სამართალდამცავებისგან გამოძიების დასრულებას ელოდება, მომხდარის დადასტურების შემთხვევაში კი უწყება შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს დააყენებს.

ნეტგაზეთი- http://netgazeti.ge/news/163892/

სოციალური მომსახურების სააგენტო სააღმზრდელო დაწესებულებაში შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სოციალური მომსახურების სააგენტო ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ- ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას. ეჭვის გაჩენისთანავე, სააგენტომ დაიწყო ფაქტის მოკვლევა. რეფერირების პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის შესახებ ეცნობა შსს-ს, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად უკვე დაიწყო გამოძიება. "სააღმზრდელო დაწესებულებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს, რომლებთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლობენ შსს-სთან და ელოდება გამოძიების დასრულებას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინისტრო დააყენებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს. იმის გამო, რომ თემა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია, გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას: ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით - არ მოახდინონ სააღმზრდელო დაწესებულების და შესაბამისად, ბავშვების იდენტიფიცირება. სახელმწიფო უწყებები მზად არიან, გამოძიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც თავად ფაქტის შესახებ, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც გამოძიების დასკვნის შემდგომ განხორციელდება",-ნათქვამია განცხადებაში.

აქცენტი.ქომ.ჯი- http://accent.com.ge/ge/news/details/27172

პრაიმთაიმი- http://primetime.ge/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-2/

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/162656-socialuri-momsakhurebis-saagento-erth-erth-saaghmzrdelo-datsesebulebashi-savaraudod-seqsualur-dzaladobas-hqonda-adgili.html?lang=ka-GE

---

22.12.16        

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/204265-sergeenko-vaaqtiurebt-akhal-samsakhurs-romlis-amotsanats-iqneba-tanamshromelta-mushaobis-monitoringi

სერგეენკო: ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური იქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორგს განახორციელებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, მონიტორინგის შედეგად მოხდება თანამშრომელბისთვის ანაზღაურების გაზრდა და შემცირება. „ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი, ჩვეენი შეხედულება არის ასეთი, რომ ჩვენ ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანაც იქნება თანამშრომლებთან მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება. ის ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, მასზე არა თუ არ იმოქმედებს, არამედ ის უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით“,-განაცხადა სერგეენკომ.

---

22.12.16

მედიასაშუალება: http://geonews.ge/geo/news/story/77652-nu-gvasulelebt-rotsa-tqven-bankshi-fuls-akhurdavebdit-chven-sakhelmtsifo-samsakhurebshi-saqmes-vaketebdit---irakli-ghlonti-davit-sergeenkos-akritikebs

ნუ გვასულელებთ, როცა თქვენ ბანკში ფულს ახურდავებდით, ჩვენ სახელმწიფო სამსახურებში საქმეს ვაკეთებდით! - ირაკლი ღლონტი დავით სერგეენკოს აკრიტიკებს

" რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით მინისტრს აკრიტიკებს და დავით სერგეენკოს ინიციატივას აბსურდის თეატრს უწოდებს. "აბსურდის თეატრია, ასეთი არაფერი გამიგია. როცა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვიყავი, თავად ვიყავი პასუხისმგებელი პირი ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელმძღვანელი პირის მოხსენებითი ან სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე შესაბამისმა სამსახურმა (HR, საფინანსო სამსახური, ბუღალტერია და სხვა) უნდა განახორციელოს თანამშრომლებისთვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. გამორიცხულია ერთი დეპარტამენტის და მასში შემავალი სამახურების, სამმართველოების და განყოფილებების თანამშრომელთა საქმიანობის ყოველთვიური შეფასება განახორციელოს მეორე დეპარტამენტმა, ეს არის ნონსენსი! სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების მონიტორინგის და სხვა უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ყველა საჯარო სამსახურში ისედაც მოქმედებს შიდა აუდიტის სამსახური, იგივე გენერალური ინსპექცია. ნუ გვაბითურებთ, როცა თქვენ ბანკში ფულს ახურდავებდით, ჩვენ სახელმწიფო სამსახურებში საქმეს ვაკეთებდით!" - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

---

22.12.16     

ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ჯეონიუსი- http://geonews.ge/geo/news/story/77641-fsiqotropuli-medikamentebit-uretseptod-movachre-53-aftiaqis-khelmdzghvaneli-pirebi-daakaves

ქართლი.ჯი- http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/4219-afthiaqebis4khelmdzghvanelidathanamonatsile25piridaakaves

ინტერპრესნიუსი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/411998-davith-sergeenko-vfiqrob-es-mriskhane-segmenti-saafthqiao-narkomania-sabolood-iqneba-dadzleuli.html?ar=A

---

22.12.16        

მედიასაშუალება: http://www.gurianews.com/_/left_wide/45026_69_ka/meuRle_hyavda_avad_da_mkurnalobis_Tanxa_ver_iSova__ra_gaxda_55_wlis_mamakacis_TviTmkvlelobis_mizezi.html

" მეუღლე ჰყავდა ავად და მკურნალობის თანხა ვერ იშოვა" _ რა გახდა 55 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში 55 წლის მამაკაცმა თავი ამ დილით ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გვითხრეს, თვითმკვლელობის მიზეზი სოციალური პრობლემები გახდა: _ მეუღლე ჰყავდა ავად და მკურნალობის თანხა ვერ იშოვა. ძალიან ნერვიულობდა ამაზე, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას გარდაცვლილის ახლობლებმა. ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

---

22.12.16        

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/55449-davit-sergeenko-laris-sakitkhi-yvelas-afiqrebs-da-adardebs

დავით სერგეენკო: ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს

" ლარის საკითხი ყველას აფიქრებს და ადარდებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, სერგეენკომ ლარის კურსთან დაკავშირებით დეტალური განმარტება არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური გუნდის პრეროგატივაა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. "ლარის კურსის საკითხი ძალიან სპეციფიურია და ვფიქრობ, ამაზე ჩემი ექსპერტიზა საკმარისი არ არის. მთავრობის სხდომაზე ამაზე მსჯელობა რა თქმა უნდა იყო, ეს აქტუალური საკითხია, თუმცა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა ამ წუთას ჩამოსვლა რომ ვერ შეძლეს, არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ განმარტებები არ იქნება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

23.12.16        

მედიასაშუალება:ახალი თაობა

"სააღმზრდელო დაწესებულებაში, სავარაუდოდ , ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი "

სოციალური მომსახურების სააგენტო ერთ- ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ბავშვებს შორის შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლეად გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4162431&name=23.12.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

რეზონანსი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4162211&name=23.12.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

23.12.16        

მედიასაშუალება: ვერსია

დავით სერგეენკო: " ვფიქრობ, ამ მრისხანე სეგმენტს - სააფთიაქო ნარკომანიას, საბოლოოდ დავძლევთ !"

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, სააფთიაქო ნარკომანია მართლაც საქვეყნო რისკი იყო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადადგმული ნაბიჯებით ეს მრისხანე სეგმენტი საბოლოოდ იქნება დაძლეული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო ვაჭრობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას და აფთიაქების ხელმძღვანელების დაკავებას სერგეენკო დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა. „გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებდა მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში უჭერდა მათ ჯარიმას, ეს ადამიანები არ იხდიდნენ ჯარიმას, იგივე მისამართზე, იგივე ქონებას არეგისტრირებდნენ უკვე თავისი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე, როგორც სხვა შპს-ს და აგრძელებდნენ ამ საქმიანობას. შედეგი იყო ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ეს სეგმენტი - ტაბლეტირებული ფორმა - გახდა ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ახალგაზრდებისთვის . გარდა ამისა, მათი ამ არაკეთილსინდისიერი და თაღლითური სქემების გამო სახელმწიფოს 4 639 234 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა პროცესი დასრულებული არ არის და გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური ქმედება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ეს მართლაც საქვეყნო რისკი იყო და ვფიქრობ, ამ გადადგმული ნაბიჯებით ეს მრისხანე სეგმენტი - სააფთქიაო ნარკომანია - საბოლოოდ იქნება დაძლეული“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4162218&name=23.12.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

რეზონანსი- http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4162123&name=23.12.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

23.12.16        

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროში დიდი შემოწმეები იწყება

ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახური შეიქმნება, რომელიც თანამშრომელთა მუშაობის მონიტორგს განახორციელებს . როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სწორედ აღნიშნული სამსახურის შეფასების შედეგად გაეზრდება ან შეუმცირდება ანაზღაურება თანამშრომელთა ნაწილს. „ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის , რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენ ვააქტიურებთ ახალ სამსახურს, რომლის ამოცანა იქნება თანამშრომელთა მუშაობის მონიტორინგი, რაოდენობრივი შეფასება და მე ვფიქრობ, რომ მინუს 10%-იანი ჯამური სახელფასო ანაზღაურების შემცირება არათანაბრად გადანაწილდება . მასზე, ვინც უფრო მაღალ შედეგს დადებს, არამც თუ არ იმოქმედებს შემცირება, არამედ უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს და პირიქით , ანუ ამოცანა არის მუშაობის ეფექტიანობის მიხედვით ხელფასის სამართლიანი გადანაწილება და არა რუტინული მინუს 10% ან მიზანმიმართული შემცირებები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4162216&name=23.12.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---