From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-27.03.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge
Received On : 27.03.2017 09:27
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 2 7.03 .2017

ტელევიზია 

2 6.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზუსტი რაოდენობა საქართველოში არავინ იცის. ოფიციალური სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, რომელთა მიხედვითაც, 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში იზრდება. მათ შემთხვევაში გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის აბსოლუტურად ყველა პუნქტი სრულად დარღვეულია - მათ არ აქვთ არც განათლების, არც ჯანდაცვის, არც საცხოვრისის უფლება. მათი ძირითადი ნაწილი, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოსთვის საერთოდ არც არსებობს, რადგან ისინი აღრიცხულები არ არიან.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344706

---

 

26.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

მზრუნველობამოკლებული ბავშვების დიდი ნაწილი ძირითადად ქუჩაში იბადება, იზრდება და წლების განმავლობაში მათთვის საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად არ იცვლება. საზოგადოებაში მათ ნაკლებად ენდობიან, რადგან ზოგჯერ, მათი ცხოვრების წესი კრიმინალისკენ დიდი ბიძგია. რომელიმე მათგანს, თუ ძალიან გაუმართლებს, შეიძლება ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლში მოხვდეს, მაგრამ საკმარისია სრულწლოვან ასაკს მიაღწიოს და ეს სიკეთეც ქრება და ის უკვე საბოლოოდ ქუჩაში რჩება. ქუჩაში მცხოვრები ახალგაზრდების სტატისტიკა არ არსებობს. სახელმწიფო ბავშვების საოჯახო ტიპის სოციალურ სახლებში ცხოვრებას მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე, 18 წლამდე უზრუნველყოფს. სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ მათი ბედი გაურკვეველი და ბუნდოვანია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344709

---

 

26.03.2017

არხი: ტელეკომპანია აჭარა

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ახალი ამბები 21:00

ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა როდიდან ამოქმედდება ჯერ უცნობია, თუმცა ახალი რეგულაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებაა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344693

---

 

2 6.03.2017

არხი: ტვ პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ახალი ამბები 19:00

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია და პარტიის გურჯაანის რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი სოფელ ბაკურციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტრუმრნენ. ოჯახს პირველი ჯგუფის ინვალიდი გოგონა ჰყავს. მათ სახელმწიფომ სოციალური დახმარება შეუწყდათ. ნიკა მელიასთვის გასაკვირია დავით სერგეენკოს უწყება რითი ხელმძღვანელობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344679

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344456

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344430

---

 

2 6.03.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

დავით ბაქრაძე ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა განცხადებით მათ სოციალური სტატუსი შეუწყვიტეს. გიორგი თევდორაძე აკრიტიკებს ხელისუფლებას და მას უსულგულოსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს. დავით ბაქრაძე კი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინსიტროს გადახედოს გადაწყვეტილებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344677

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4344213

---

 

25.03.2017

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნესკურიერი

საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებები მთავრობამ უკვე აპრილში უნდა განიხილოს და მათ შორის პროგრამაში უფასო მედიკამენტების ჩართვაც, რის სანაცვლოდაც ჯანდაცვაზე წვდომა ასობით ათას ადამიანს სხვადასხვა ზომით შეეზღუდება. რამდენად ღირს ეს ნაბიჯად? სად წავიდა ალექსანდრე მაშკევიჩი თავისი მილიარდიანი ინვესტიციით? ამ თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმრები არიან აკაკი ზოიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342901

---

 

2 5.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. მათი თქმით, არჩევნების დასრულების შემდეგ, სოციალურად დაუცველებს დახმარებას მასიურად უხსნიან. დევნილები იმყოფებიან უმძიმეს მდგომარეობაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დაინტერესდნენ სოციალურად დაუცველების პრობლემებით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4343943

---

 

25.03.2017

არხი:რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კურიერი 18:00

26 წლის ცოტნე ჩიტაშვილს თავის ტვინის ტრეპანაცია ჩაუტარდა და კიდევ რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4343890

---

 

25.03.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

შრომის ინსპექციას ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციების დაწესების უფლება მიენიჭება. ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ჯგუფთან ერთად შრომის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. პროექტის თანახმად, შრომის ინსპექციას ბიზნესისთვის საჯარიმო სანქციების უფლება მიენიჭება, ჯარიმის ოდენობა კი 300-დან 4 000 ლარამდე იქნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4343406

---

 

25.03.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ახალი ამბები 19:00

გურჯაანის რაიონის მოსახლეობა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას ითხოვს და სათანადო პირობებს. სამი სოფლის - ახალშენის, ვეჯინისა და ბაკურციხის ამბულატორიები სავალალო მდგომარეობაშია. შენობები დაბზარულია, ჩამსხვრეულია ფანჯრები. ხელისუფლებასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342511

---

 

24.03.2017

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კონტაქტი 18:00

24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით. 2000 წლიდან 2015 წლამდე მკურნალობის შედგეგად, შესაძლებელი გახდა 49 მლნ ადამიანის გადარჩენა

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342350

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342334

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4340953

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 14:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4341270

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4341207

---

 

24.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:კურიერი 18:00

ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში ბავშვთა ტუბერკულიოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა. გამყოფილება 21 საწოლზეა გათვლილი და ბენეფიციარების საჭიროებებზეა მორგებული. ასევე დასრულდა ტუბერკულიოზის ეროვნული ლაბორატორიის მშენებლობაც. ბოლო 4 წლის განმავლობაში ტუბერკულიოზის შეტყობინების მთლიანი მაჩვენებელი 30%-ით არის შემცირებული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342272

იმედი - ქრონიკა 17:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4341775

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342024

---

 

24.03.2017

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

დაცულია თუ არა შრომის უსაფრთხოება საქართველოში - სტატისტიკა სამწუხაროა, 58 დაღუპული და 85 დაშავებული 1 წლის განმავლობაში. ბოლო 10 დღეში თბილისსა და ბათუმში მშენებლობებზე 2 ლეტალური შემთხვევა მოხდა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის სანქციები სავარაუდოდ გამკაცრდება. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ რეკომენდაციებით მთავრობას და პარლამენტს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ რეაგირება არასათანადო იყო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342468

---

 

24.03.2017

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კონტაქტი 18:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სამტრედიის რაიონში, სოფელ იანეთში სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრი უნარშეზღუდულია; კოხრეიძეების ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, თუმცა ცოტა ხნის წინ მათ სოციალური დახმარება მაინც მოუხსნეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342355

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4341898

---

 

24.03.2017

არხი: პალიტრა ტვ

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   პალიტრა ნიუს 16:00

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენტომ სადაზღვევო კომპანიებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებები გააცნო. როგორც ცნობილია, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. სახელმწიფო მაღალ შემოსავლიან მოქალქეებს ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათასზე მაღალია, საყოველთაო დაზღვევით სარგებლობის უფლებას აღარ მისცემს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4341785

---

 

24.03.2017

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   ბიზნეს კონტაქტი 12:30

ჯანდაცვის მინისტრი უმუშევრობის კომპენსაციასთან დაკავშირებით პროფკავშირების ინიციატივას ეხმიანება.დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტროში აღნიშულ ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მსიი ვე განმარტებით უმუშევრობის კომპენსაცია არ იქნება იმ სახის, რა ფორმითაც პროფკავშირების ინიციატივაა წარდგენილი და ეს მიმართულება სავარაუდოდ მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმის ერთერთი ნაწილი გახდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4340860

---

 

24.03.2017

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ბიზნეს კონტაქტი 12:30

სადაზღვევო ინდუსტრია და ჯანდაცვის სამინისტრო საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებებისთვის ემზადებიან. სადაზღვევო კომპანიები ბენეფიციარებისთვის განახლებულ პაკეტებსა და შეთავაზებებს ამზადებენ, ჯანდაცვის სამინისტრო კი გამოთავისუფლებული თანხებით მიზნობრივი ჯგუფების ნაწილისთვის ამბულატორიული მედიკამენტების დაფინასებას აპირებს. სიახლეები სადაზრვევო კომპანიების წარმომადგენლებს გუშინ მინისტრმა დავით სერგეენკომ გააცნო

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4340685

---

 

24.03.2017

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა - ამ თემაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. ეს პროგრამა მიმართულია ბავშვთა ინდივიდუალური განვითარებისკენ, თვეში მაქსიმუმ 20 სეანსი ფინანსდება. ბოლო მონაცემებით, პროგრამით 598 ბენეფიციალი სარგებლობს. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარია გამოყოფილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4341170

---

 

24.03.2017

არხი:ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:ახალი ამბები 17:00

საქართველოს პატრიოტები ხელისუფლებას მიმართავენ. ირმა ინაშვილის განცხადებით, საქველმოქმედო ფონდის- "ობიექტივის" დაფუძნების შემდეგ მას 204-მა ოჯახმა მიმართა სოციალური დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ინაშვილი მთავრობას მოუწიდებს, ყურადღება მიაქციოს სოციალურად დაუცველებს, რადგან ადამიანები შიმშილის ზღვარზე ცხოვრობენ და საჭიროა პროგრამის შემუშავება, რომელიც მათ პრობლემებს მინიმალურ დონეზე მაინც მოაგვარებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4342064

---

 

 

ინტერნეტი

27.03.2017

მედიასაშუალება:   http://liberali.ge/news/view/28429/gashvilebis-pirdapiri-tsesi-rodesats-mshobeli-tviton-irchevs-mshvilebels-shesadzloa-gauqmdes

გაშვილების პირდაპირი წესი, როდესაც მშობელი თვითონ ირჩევს მშვილებელს, შესაძლოა, გაუქმდეს

შვილად აყვანის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ კანონში ცვლილებები შედის. бѓ”бѓ бѓ—-ერთი ცვლილებება შვილად აყვანის პირდაპირ бѓ¬бѓ”бѓЎбѓЎ бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ. бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќбѓ“, კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, პირდაპირი შვილად აყვანის წესი უქმდება. მოქმედი კანონით, ბიოლოგიურ бѓ“бѓ”бѓ“бѓђбѓЎ бѓЁбѓ”бѓ”бѓ«бѓљбѓќ, პირდაპირი წესით მიეშვილებინა შვილი სასურველი მშვილებლისთვის. ამისთვის ბიოლოგიურ бѓ“бѓ”бѓ“бѓђбѓЎ бѓЈбѓњбѓ“бѓђ მიემართა სოციალური სააგენტოსთვის, бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќ бѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓќбѓ‘бѓ“бѓђ ოჯახის ისტორიას бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ‘бѓќбѓљбѓќбѓќбѓ“ მათი ნებართვით бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓќбѓ“бѓђ ბავშვის გაშვილება. бѓ›бѓ”бѓЈбѓ бѓ•бѓ”бѓќбѓ‘бѓђ-მზრუნველობისა бѓ“бѓђ სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთელის თქმით, бѓ“бѓ¦бѓ”бѓ›бѓ“бѓ” არსებული სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში შვილად აყვანილი ბავშვების 40% პირდაპირი წესით იყო გაშვილებული. შეკითხვაზე, бѓ—бѓЈ бѓ бѓђбѓўбѓќбѓ› უქმდება პირდაპირი წესით გაშვილების бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓђ, მარი бѓ¬бѓ”бѓ бѓ”бѓ—бѓ”бѓљбѓ›бѓђ გვიპასუხა.   „პირდაპირი მიშვილების წესის გაუქმების მოტივაცია განაპირობა бѓ’бѓђбѓ бѓ™бѓ•бѓ”бѓЈбѓљбѓ›бѓђ бѓ”бѓ­бѓ•бѓ›бѓђ, бѓ®бѓќбѓ› бѓђбѓ  იყო აქ ჩრდილოვანი ხაზი“ - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ მარი бѓ¬бѓ”бѓ бѓ”бѓ—бѓ”бѓљбѓ›бѓђ. მისივე თქმით, კანონში бѓ“бѓђбѓ бѓ©бѓ”бѓ‘бѓђ გამონაკლისი შემთხვევები, бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќбѓ“, бѓ—бѓЈ бѓ›бѓЁбѓќбѓ‘бѓ”бѓљбѓЎ აქვს უკურნებელი სენი, бѓ›бѓђбѓЎ бѓЁбѓ”бѓ”бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓђ, бѓ“бѓђбѓђбѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓљбѓќбѓЎ სასურველი მშვილებელი. შვილად აყვანისა бѓ“бѓђ მინდობით აღზრდის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ კანონში ცვლილებები бѓћбѓђбѓ бѓљбѓђбѓ›бѓ”бѓњбѓўбѓ›бѓђ პირველი მოსმენით бѓЈбѓ™бѓ•бѓ” მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი бѓ‘бѓ”бѓ•бѓ  бѓЎбѓ®бѓ•бѓђ ცვლილებასაც ითვალისწინებს, бѓ™бѓ”бѓ бѓ«бѓќбѓ“бѓ› კანონში განისაზღვრა ბავშვის бѓЎбѓђбѓЈбѓ™бѓ”бѓ—бѓ”бѓЎбѓќ ინტერესის დეფიცინია. бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” შემოვიდა მშვილებელსა бѓ“бѓђ გასაშვილებელს შორის ასაკობრივი ზღვარი. бѓђбѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ, აღნიშნული ცვლილებებით, მშვილებლებისა бѓ“бѓђ მინდობით აღმზრდელებისთვის ტრენინგები бѓЎбѓђбѓ•бѓђбѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓЈбѓљбѓќ бѓ’бѓђбѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/65729-ombudsmeni-brotslianis-satnoebis-sakhlshi-beneficiarta-usafrtkhoeba-daculi-araa

ომბუდსმენი: ბროწლიანის სათნოების სახლში ბენეფიციართა უსაფრთხოება დაცული არაა

2017 წლის 21 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი. "შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე, არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ- ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა. გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით. დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას",-აღნიშნულია ომაბუდსმენის განცხადებაში.

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/28397/ombudsmenis-rekomendatsia-brotslianis-satnoebis-sakhlshi-arsebuli-problemebis-shesakheb

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/424620-sakhalkho-damcvelma-jandacvis-saministros-brotslianis-sathnoebis-sakhlthan-dakavshirebith-rekomendaciith-mimartha.html?ar=A

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=136094-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/172070

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://accent.com.ge/ge/news/details/31410

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება მიმართვას ავრცელებს. "აქცენტი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ. ფსიქიატრთა საზოგადოების აზრით, ბოლო დროს ფსიქიკურ ჯანდაცვაში მიმდინარე მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ პროფესიული თემი არ არის ინფორმირებული დარგში მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება გაუმჭვირვალედ, კულუარულად და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო კონცეფციისა (დოკუმენტის N 1741-Iს) და ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმის (მთავრობის დადგენილება N762) საპირისპიროდ. აღნიშნული არაკოორდინირებული და ფრაგმენტული ინიციატივები საფრთხეს უქმნიან ქვეყანაში ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და აღრმავებენ დარგში არსებულ კრიზისს როგორც ფინანსური, ასევე პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის კუთხით. ა.წ–ის 22 მარტს გამართულმა ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობამ მიიღო მიმართვა გადაწყვეტილების მიმღები უწყებებისადმი: მოვითხოვთ, რომ: დაუყოვნებლად აღდგეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან არსებული დარგობრივი საბჭოების მუშაობა, რათა პროფესიული თემი ჩართული იყო დარგში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით და ნებისმიერი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ფსიქიატრიული დახმარების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ფსიქიატრიული პაციენტისათვის ღირსეულ პირობებში ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებას; უმოკლეს ვადაში დაიწყოს მსჯელობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბერის №638 დადგენილებით (პროგრამული კოდი 35 03 03 01) განსაზღვრული დაფინანსების მეთოლოგიის გადახედვაზე; დაიწყოს მოლაპარაკება მულტიპროფილურ კლინიკებში მოზრდილთა ფსიქიატრიული განყოფილებების აღდგენაზე ან ახალის გახსნაზე; გაიზარდოს ბავშვთა ფსიქიატრიული განყოფილების დაფინანსება; მოგვეწოდოს ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება ფსიქიატრიული დაწესებულებების პრივატიზაციის შესახებ და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ პროცესმა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებას; მოგვეწოდოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს ემსახურება ბედიანისა და სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოების, აგრეთვე ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრების გაერთიანება და რა დადებითი მხარეები აქვს ამ პროცესს; მოგვეწოდოს ახალი მეთოდოლოგიით დაფინანსების (2016 წლის 30 დეკემბერის №638) პირობებში შესრულებული სამუშაოს ანგარიში; უმოკლეს ვადაში გატარდეს ქმედითი ღონისძიებები არანებაყოფილებით და/ან იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის, დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რათა აღმოიფხვრას ფსიქიატრიის დარგთან შემხებლობაში მყოფ კანონმდებლობებს შორის დღეისათვის არსებული ხარვეზები. გადაუდებლად დაიწყოს განხილვა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და დაფინანსების საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ უმნიშვნელოვანესია დაიწყოს მსჯელობა შემდეგ საკითხებზე: ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების გაზრდა; ამბულატორიულ და სათემო სერვისებზე დაფინანსების წილის გაზრდა ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტში; ფსიქიატრიული სერვისების ხარისხის სტანდარტების შემუშავება; ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა ფსიქიატრიული სერვისების დაფინანსებაში; სტრატეგიული გეგმის შესრულების მონიტორინგი და ყოველწლიური ანგარიში. წერილი ეგზავნება: საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ აკაკი ზოიძეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს" - ნათქვამია განცხადებაში.

გურიანიუს.ქომ- http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ra-moitkhovs-sakartvelos-psikiatrta-sazogadoeba

ნეტგაზეთი.ჯი- http://netgazeti.ge/news/182353/

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/172079

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/424633-saqarthvelos-fsiqiatrtha-sazogadoeba-premier-ministr-giorgi-kvirikashvils-dargshi-arsebul-problemebthan-dakavshirebith-mimarthavs.html?ar=A

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/424635-saqarthvelos-fsiqiatrtha-sazogadoebis-yrilobaze-dargshi-arsebuli-problemebze-imsjeles.html?ar=A

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობაზე დარგში არსებული პრობლემებზე იმსჯელეს

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ყრილობაზე, 22 მარტს ფსიქიატრიის დარგში არსებულ პრობლემებსა და მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. ყრილობას თბილისიდან და რეგიონებიდან 50-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოებიდან აცნობეს. მათივე ცნობით, ყრილობის მონაწილეებმა სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის დაფინანსების გაზრდას, მრავალპროფილურ კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებების აღდგენას, არსებული მეთოდოლოგიის გადასინჯვას და სისტემის რეფორმირებას. „წლევანდელი წელი გამოირჩევა პრობლემების სიუხვით. ზაფხულის შემდეგ ძალიან გამწვავდა მდგომარეობა. ფაქტობრივად, კომუნიკაცია დაიკარგა იმ პასუხისმგებელ პირებთან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცნობია. შემთხვევით ვიგებთ, რომ ხდება სხვადასხვა დაწესებულებების გაერთიანება, მაგრამ რა მიზნით ინფორმაცია არ გვაქვს. რაც ძალიან ბევრ საფუძვლიან ეჭვს გვიჩენს. ასევე, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია, დაიხურა ფსიქიატრიული განყოფილებები და სერიოზული საფრთხე შეექნა სტრატეგიული გეგმის განხორციელებას. ჩვენ გვინდა, მივიღოთ ქმედითი ღონისძიებები. პროფესიული თემი ასე პასიურდ ვერ იქნება არასასურველი მოვლენების მიმართ და ამიტომაც გადაწყდა, რომ ყრილობის სახელით ჩვენ შევიმუშავებდით მიმართვას, რომელიც ყველა იმ უწყებას გაეგზავნება, რომელიც პასუხისმგებელია ამ ცვლილებებზე“, - განაცხადა საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე, ეკა ჭყონიამ.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/168414-tuberkulozis-programis-farglebshi-konferencia-tuberkulozis-msoflio-dghe-gaimartha.html?lang=ka-GE

ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია - „ტუბერკულოზის მსოფლიო დღე“ გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით, გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია - „ტუბერკულოზის მსოფლიო დღე“ გაიმართა. კონფერენციაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 2017 წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე მიმდინარეობს სლოგანით - „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“. მისი მიზანია, ცნობიერების ამაღლება ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის, საქართველოში მისი მასშტაბისა და აღნიშნული დაავადების დასაძლევად გაწეული ძალისხმევის შესახებ. საქართველოში უკანასკნელ წლებში ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია აღინიშნება. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის, 2454 ახალი შემთხვევაა

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/424648-davith-sergeenko-bavshvtha-tuberkulozis-samkurnalo-ganyofilebis-akhali-shenobis-gakhsnas-daestsro.html?ar=A

დავით სერგეენკო ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობის გახსნას დაესწრო

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში, ბავშვთა ტუბერკულოზის სამკურნალო განყოფილების ახალი შენობა გაიხსნა. საზეიმო გახსნის ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. ახალი განყოფილება 21 საწოლზეა გათვლილი. ღონისძიება ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. აღნიშნული დღის აღსანიშნავად, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში მწვანე აქცია გაიმართა, ბენეფიციარებმა ცენტრის ეზოში ხეები დარგეს. ”მართლაც სასიხარულო დღეა, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა ბავშვებისთვის, პაციენტებისთვის რაც კი შესაძლებელია კომფორტული პირობები შეგვექმნა, რადგან კორპუსი, სადაც ბავშვები მკურნალობას გადიოდნენ, კრიტიკას ვერ უძლებდა, იმდენად რთული პირობები იყო”, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, მინისტრი ახალი სამედიცინო დაწესებულების აშენებასთან დაკავშირებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებასაც გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შენობა გარშემომყოფი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ”ამ კორპუსებში ინფექციებზე კონტროლის ყველანაირი სტანდარტია დაცული. მოსახლეობისთვის ცალსახად უსაფრთხოა და დიდ მანძილზე არ ხდება ასეთი ბაქტერიების გადაცემა. ახალ გახსნილ კორპუსში არის სავენტილაციო სისტემა, რომელიც ჰაერს სპეციალურად ამუშავებს”, - განმარტა დავით სერგეენკომ. სამინისტროს ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით უკვე დასრულდა ტუბერკულოზის ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობა. ამჟამად მისი ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს. ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მესამე დონეს მიეკუთვნება. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის თანახმად, საქართველოში, 2016 წელს ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3 311 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც საქართველოს 100 000 მოსახლეზე 90 შემთხვევას შეადგენს. ”ბოლო 4 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის შემთხვევების აბსოლუტური რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია აღინიშნება; 2012 - 2016 წლებში ტუბერკულოზის შეტყობინების მთლიანი მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ტუბერკულოზისა და მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისა და მართვის უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/65818-cikheebshi-tuberkulozis-akhali-shemtkhvevebis-raodenoba-90it-shemcirda

ციხეებში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 90%-ით შემცირდა

"24 მარტს მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს პენიტენციური სისტემა ჩართულია ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში და ყველა ის სერვისი, რაც მიეწოდებათ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს სამოქალაქო სექტორში, (გამოკვლევები, მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები), ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პაციენტებისთვისაც. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ამჟამად, ტუბერკულოზით დაავადებული 70 მსჯავრდებული/ბრალდებული მკურნალობს, რომელთაც დაავადების სხვადასხვა ფორმა აღენიშნებათ. მათი უმეტესობა განთავსებულია N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც რეაბილიტირებული სახით 2013 წლიდან ფუნქციონირებს და თანამდროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ფუქციონირებს ორი ამბულატორიული და სტაციონარული განყოფილებები, რომლებიც ტუბერკულოზის სენსიტიური და რეზისტენტული ფორმებით დაავადებულ პაციენტებს ემსახურება. პაციენტები დაავადების ფორმების შესაბამისად არიან სეპარირებული. ცენტრში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება. ასევე, დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: სპირომეტრია, ულტრასონოგრაფია, აუდიომეტრია, რენტგენოგრაფია. რეგისტრირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაავადების მართვა და მკურნალობა ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა და ქვეყანაში აღიარებული უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების შესაბამისად, განახლებული სქემითა და უახლესი თაობის მედიკამენტებით. პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც 2015 წლიდან შესაძლებელია ტუბერკულოზის დიაგნოსტირება „GENEXPERT”–ის აპარატით. დიაგნოსტირების ეს ფორმა შედეგის სწრაფად მიღებას უზრუნველყოფს, კერძოდ, 2 თვის ნაცვლად, ტუბერკულოზის დიაგნოსტირება ხდება 24 საათში. დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის პროცესში დროულად ჩართვა ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილებას და მკურნალობის ეფექტურ შედეგს უწყობს ხელს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა მსჯავრდებულს/ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვედრისას სამედიცინო შემოწმება უტარდება. სავალდებულო სამედიცინო შემოწმება მოიცავს ტესტს ტუბერკულოზზე. ასევე, ტუბერკულოზით დაავადებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის პენიტენციურ სისტემაში ხელმისაწვდომია კვების სპეციალური რაციონი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ტუბერკულოზის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად პენიტენციურ სისტემაში 2013 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით 2016 წელს ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 90%-ითაა შემცირებული: 2012 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 457 2013 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 99 2014 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 66 2015 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 56 2016 წელს ახალი შემთხვევის რაოდენობა - 45 აღსანიშნავია, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=12058

ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო

ტუბერკულოზის რამდენი შემთხვევა გამოვლინდა 2017 წელს ახალციხეში და რამდენი პაციენტია რიცხული შესაბამის ტუბკაბინეტში; ახალციხეში ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ტუბერკულოზის კაბინეტის ექიმი ნინო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროს ტუბერკულოზის შემთხვევებმა იკლო. მისი თქმით, მიმდინარე წელს ახალგამოვლენილი მხოლოდ სამი შემთხვევაა: „ოღონდ მათ შორის ორი ჯერ გადამდებია. ამ ორიდან ერთი, აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში, გუშინ გავუშვი“. გასულ, 2016 წელს, ტუბკაბინეტში რიცხული 23 პაციენტი იყო: „6 თვის გასვლის შემდეგ რეგისტრაციიდან იხსნებიან. შარშადელებიც და წელს დამატებული პაციენტებიც, ამ დროისთვის სულ 7 მყავს, აქედან ორი სტაციონარშია“. პაციენტები, რომლებსაც ტუბერკულოზის გადამდები ფორმა აქვთ, სტაციონარში უნდა იწვნენ, თუმცა როგორ ნინო მერაბიშვილი ამბობს, ოჯახური პორიბების გამო ამას ყველა ვერ ახერხებს: „ამიტომ მოდიან, იღებენ წამლებს და სახლში მკურნალობენ. თუმცა ეს, ბუნებრივია, საშიშია მათი ოჯახის წევრებისთვის“. რაც შეეხება ბოლო დროს ტუბერკულოზის შემთხვევების კლების ტენდენციას, მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა სახელმწიფო პროგრამის კარგად მუშაობის შედეგი იყოს: „მათ უფასოდ მიეწოდებათ მედიკამენტები, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები გამოჯანმრთელდნენ“. მისი თქმით, მთავარი სირთულე დღეს მაინც ის არის, რომ პაცინეტები ექიმებს გვიან აკითხავენ: „შორს წასული ფორმით მოდიან ჩვენამდე. მერე უკვე მკურნალობის ეფექტიც იგვიანებს“. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. ტუბერკულოზის მსოფლიო დღე, 1982 წლიდან, ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, იმ თარიღის აღსანიშნავად აღინიშნება, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882), რამაც საფუძველი დაუდო ტუბერკულოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=12056

ვირის აქცენტი: აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო – მთავარი სირთულეები

რა არის მთავარი სირთულე ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში; დაუმორჩილებელი პაციენტები და სახელმწიფოს სტრატეგია; რაზე მეტყველებს ტუბერკულოზით დაავადებულთა სტატისტიკა; „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტი“ აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ექიმი მედია ონიანი საუბრობს; 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. 'გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად' – ამ სლოგანით მიმდინარეობს წელს ტუბერკულოზთან ბრძოლის კამპანია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით ► 2015 წელს მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით, რაც ნიშნავს 28 500 ადამიანის დაავადებას ყოველდღიურად. ► 2000-დან 2015 წლამდე მკურნალობის შედეგად შესაძლებელი გახდა 49 მილიონი ადამიანის გადარჩენა და ტუბერკულოზით სიკვდილის შემთხვევები შემცირდა 22%-ით. ► ამ მაჩვენებელმა 2015 წლისთვის შეადგინა 1,8 მილიონი ადამიანი, რაც ნიშნავს ამ დაავადების მიზეზით 4900-ზე მეტ სიკვდილს ყოველდღიურად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის მონაცემებს. წინასწარი მონაცემებით ►2016 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2454 ახალი შემთხვევაა. ►შესაბამისად, რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 100000 მოსახლეზე 89.1 შეადგინა, ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100000 მოსახლეზე ‐ 66

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/28411/C-hepatitis-programashi-chartvas-ets-neitraluri-motsmobis-mqone-pirebits-shedzleben

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვას ე.წ. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებიც შეძლებენ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში бѓ©бѓђбѓ бѓ—бѓ•бѓђбѓЎ бѓ”.бѓ¬. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებიც бѓЁбѓ”бѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓњ. აქამდე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში бѓ©бѓђбѓ бѓ—бѓ•бѓђ бѓ›бѓ®бѓќбѓљбѓќбѓ“ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს бѓЁбѓ”бѓ”бѓ«бѓљбѓќбѓ—. პირადობის ნეიტრალური მოწმობის  მიღება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა бѓ“бѓђ ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად бѓ›бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓ”бѓ‘ პირებს შეუძლიათ. „ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა бѓ“бѓђ პროგრამების бѓЎбѓђбѓ›бѓ›бѓђбѓ бѓ—бѓ•бѓ”бѓљбѓќбѓЎ უფროსის бѓ”бѓ™бѓђ ადამიას თქმით, სახელმწიფოს პარტნიორ бѓ¤бѓђбѓ бѓ›бѓђбѓЄбѓ”бѓ•бѓўбѓЈбѓљ კომპანია „გილეადთან“ თავიდანვე ჰქონდათ მოლაპარაკებები, бѓ бѓќбѓ› бѓ”.бѓ¬. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები ჩართულიყვნენ ელიმინაციის პროგრამაში. მისი თქმით, პრინციპული გადაწყვეტილება бѓЈбѓ™бѓ•бѓ” მიღებულია, бѓ бѓќбѓ› бѓђбѓ› კუთხით бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ бѓ’бѓђбѓ¤бѓђбѓ бѓ—бѓќбѓ•бѓ“бѓ”бѓЎ. „მათ იციან ჩვენი бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით бѓ“бѓђ წამოვიდნენ бѓђбѓ› ნაბიჯზე, бѓ“бѓђбѓ’бѓ•бѓ—бѓђбѓњбѓ®бѓ›бѓ“бѓњбѓ”бѓњ, бѓ бѓќбѓ› бѓ”.бѓ¬. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირები პროგრამაში ჩართულიყვნენ. აღნიშნული მემორანდუმით бѓЈбѓ™бѓ•бѓ” გათვალისწინებულია бѓ“бѓђ бѓђбѓ› პაციენტების მკურნალობის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓђ გვექნება“, - бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ ადამია. მისი განმარტებით, бѓђбѓ› бѓ”бѓўбѓђбѓћбѓ–бѓ” ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, бѓ бѓђбѓЄ სჭირდება ნებისმიერი დოკუმენტის ძალაში бѓЁбѓ”бѓЎбѓ•бѓљбѓђбѓЎ, დამტკიცებას бѓ“бѓђ бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ კი бѓ”бѓЎ ტექნიკური დეტალები бѓ“бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებზე бѓ’бѓђбѓ•бѓ бѓЄбѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. მისი თქმით, бѓ”.бѓ¬. ნეიტრალური მოწმობის მქონე პირების бѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќбѓ‘бѓђ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. „მედიკამენტის бѓЈбѓЎбѓђбѓ¤бѓ бѓ—бѓ®бѓќбѓ”бѓ‘бѓђ აუცილებელი პირობაა. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ მაქსიმალურად ვეცდებით, бѓ бѓќбѓ› бѓђбѓ› მიმართულებით бѓђбѓ  იყოს რაიმე ხარვეზი“, - бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ ადამია.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=1300

როდის დაიწყება ბათუმის ტუბერკულოზის ცენტრის რეაბილიტაცია?

ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩვენ დავვინტერესდით რა მდგომარეობაა ბათუმის ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში. სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც 1932 წელს აშენდა, ბოლო 20 წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. რა პირობებში უწევთ მკურნალობის კურსის გავლა პაციენტებს და როგორია დაავადების გავრცელების სტატისტიკა.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/83953-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-/116/

აფთიაქები ურცხვად მდიდრდებიან ჩვენს დაავადებებზე! ერთი დაბალბიუჯეტიანი მედიკამენტი ანაცვლებს 10 სხვას

ელეუტეროკოკი - ეს საშინელი ეკლიანი ბუჩქი, საკმაოდ ცუდი შესახედია. მაგრამ მისი სამკურნალო ექსტრაქტი სწორედ მისი ფესვებისგან მზადდება, - ის საუკეთესოა! თხევადი ინფუზია ინიშნება დაბალი არტერიული წნევის დროს: ის სწრაფად არეგულრებს მას და ამცირებს მოთენთილობას. გარდა ამისა, ნაყენი აქტიურად გამოიყენება დაღლილობისას და ფსიქიკური სტრესის დროს. სტატიაში გაეცნობით ხერხს, რომლის საშუალებითაც ამ მცენარეს გამოიყენებთ ეფექტურად და მოახდენთ ორგანიზმის სტიმულირებას. ასევე გაიგებთ, როგორ შეუძლია იაფიან პრეპარატს შეცვალოს სხვა ათობით ძვირადღირებული პრეპარატი! ამ ინფორმაციას ექიმები და ფარმაცევტები საიდუმლოდ ინახავენ. ისინი მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მიგიზიდონ და თქვენი საფულე გამოაცარიელონ სხვადასხვა პრეპარატების შეთავაზებით...

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/182344/

17 წლის პატიმარი და მისი უმცროსი და-ძმები, რომელთაც სკოლაში არასდროს უვლიათ

17 წლის მაქსიმი бѓ”бѓ бѓ—-ერთია იმ 15 პირს შორის, ვინც 11-12 მარტის ბათუმის აქციის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓ“бѓђбѓђбѓ™бѓђбѓ•бѓ”бѓЎ бѓЎбѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓђбѓљбѓ“бѓђбѓ›бѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓ›бѓђ. მაქსიმს, бѓЎбѓђбѓ•бѓђбѓ бѓђбѓЈбѓ“бѓќбѓ“, бѓ”бѓ бѓ—-ერთი მანქანის бѓ“бѓђбѓ¬бѓ•бѓђ бѓ”бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ бѓ‘бѓ бѓђбѓљбѓђбѓ“. განაჩენის бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓўбѓђбѓњбѓђбѓ›бѓ“бѓ”, ის წინასწარ პატიმრობაში бѓ“бѓђбѓўбѓќбѓ•бѓђ бѓ›бѓќбѓЎбѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓљбѓ” დავით მამისეიშვილმა. მაქსიმს სკოლაში бѓђбѓ бѓђбѓЎбѓ“бѓ бѓќбѓЎ უვლია, ისევე бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ მის бѓЈбѓ›бѓЄбѓ бѓќбѓЎ бѓ“бѓђ-бѓ«бѓ›бѓ”бѓ‘бѓЎ. მაქსიმს бѓ°бѓ§бѓђбѓ•бѓЎ ფეხმძიმე ცოლიც, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” бѓђбѓ бѓђбѓЎбѓ“бѓ бѓќбѓЎ უვლია სკოლაში. ბათუმში, ჭაობის დასახლების бѓ”бѓ бѓ—-ერთი ქუჩაზე, бѓ›бѓќбѓЈбѓ¬бѓ§бѓќбѓ‘бѓ”бѓљ бѓ“бѓђ ვიწრო, ტალახიან ეზოში ქალები бѓЎбѓђбѓ бѓ”бѓЄбѓ®бѓЎ бѓ бѓ”бѓЄбѓ®бѓђбѓ•бѓ”бѓњ, ბავშვები бѓ’бѓђбѓ бѓ—бѓќбѓ‘бѓђбѓЎ ცდილობენ. бѓ”бѓ бѓ—-ერთი მათგანი бѓ›бѓ”бѓЈбѓ‘бѓњбѓ”бѓ‘бѓђ, бѓ бѓќбѓ› პირდაპირ, წითელ კარში бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓЎ მაქსიმის ოჯახი. ოჯახში მაქსიმის бѓ“бѓ”бѓ“бѓђ, ლეილა бѓ“бѓђбѓ’бѓ•бѓ®бѓ•бѓ“бѓђ бѓ“бѓђ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђбѓ–бѓ” бѓћбѓђбѓўбѓђбѓ бѓђ შვილი – 4 წლის აიშა. რვასუალიანი ოჯახი бѓ”бѓ бѓ— бѓћбѓђбѓўбѓђбѓ бѓђ ოთახში бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ სველი წერტილი бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ›бѓ–бѓђбѓ бѓ”бѓЈбѓљбѓќ бѓЎбѓђбѓ”бѓ бѓ—бѓќбѓ“ бѓђбѓ  აქვს. კუთხეში, მტვრით бѓ’бѓђбѓ‘бѓЈбѓ бѓЈбѓљ бѓ¤бѓђбѓњбѓЇбѓђбѓ бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ შეშის ღუმელი бѓ“бѓ’бѓђбѓЎ, бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” კუთხეში- ტელევიზორი, თხევადი გაზის бѓћбѓђбѓўбѓђбѓ бѓђ ბალონი бѓ“бѓђ ბავშვების ნივთები, მესამეში – ერთი საწოლი, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ–бѓ”бѓЄ ოჯახის бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ წევრის ქვეშაგებელი აწყვია. ოჯახი ყოველდღიურად бѓђбѓ› ოთახში 15 бѓљбѓђбѓ бѓЎ იხდის, თვეში – 450 бѓљбѓђбѓ бѓЎ. ლეილა бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ, ქურთები бѓ бѓќбѓ› бѓ•бѓђбѓ бѓ—, ამიტომ ბინას бѓђбѓ  бѓ’бѓ•бѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ•бѓ”бѓњ, бѓ—бѓђбѓњ ბავშვები ბევრი бѓ›бѓ§бѓђбѓ•бѓЎбѓќ. ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. „საღამოს ლეიბებს გვერდიგვერდ бѓ•бѓђбѓ¬бѓ§бѓќбѓ‘бѓ— იატაკზე бѓ“бѓђ бѓђбѓЎбѓ” ვიძინებთო“, – მიხსნის ლეილა. бѓ›бѓ”бѓ бѓ” бѓ™бѓђбѓ бѓ—бѓђбѓњ бѓ©бѓ”бѓ бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ, бѓ›бѓ” – бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓ— ვდგები. ის სევდიანი ემოციით бѓ®бѓ›бѓђбѓ›бѓђбѓ¦бѓљбѓђ მიყვება: „ბათუმში бѓЈбѓ™бѓ•бѓ” 15 წელია бѓ•бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓ—. бѓ›бѓђбѓњбѓђбѓ›бѓ“бѓ” бѓ®бѓђбѓњ თბილისში ვიყავით, бѓ®бѓђбѓњ – ქუთაისში… მაქსიმი 11 მარტის бѓ¦бѓђбѓ›бѓ” სახლში იყო, бѓђбѓ  ყოფილა აქციაზე. 15 бѓ›бѓђбѓ бѓўбѓЎ დაიჭირეს, бѓ бѓќбѓЄбѓђ პოლიციის განყოფილებაში იყო მისული. წინა бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ ქურდობისთვის бѓ’бѓђбѓђбѓЎбѓђбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓљбѓ”бѓЎ, საჭმლის მაღაზია бѓ’бѓђбѓўбѓ”бѓ®бѓђ. бѓђбѓ  ვიცი, бѓ бѓђ бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓђ, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› თვითონ აღიარა  бѓ“бѓђ პატიება ითხოვა. პირობითი ჰქონდა бѓђбѓ®бѓљбѓђ 5 წლით бѓ“бѓђ ამიტომ მივიდა პოლიციაში. ჩემი ქმარიც სამი წელია ციხეშია. იჩხუბა бѓ“бѓђ იმიტომ. 9 წელი აქვს მისჯილი, бѓђбѓ  მინახავს бѓЎбѓђбѓ”бѓ бѓ—бѓќбѓ“, бѓ бѓђбѓЄ დაიჭირეს, бѓђбѓ бѓЄ მაქსიმი მინახავს. ვიყავი სასამართლოში, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› იმ бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ бѓђбѓ  ყოფილა бѓ—бѓЈбѓ бѓ›бѓ” бѓЎбѓ®бѓ“бѓќбѓ›бѓђ, წამოვედი… бѓ—бѓђбѓ•бѓЎ ძირითადად დამლაგებლობით ვირჩენთ, бѓ®бѓђбѓњ бѓ•бѓ›бѓђбѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓ—. бѓ’бѓќбѓ’бѓќ бѓ“бѓђ რძალი бѓђбѓ®бѓљбѓђбѓЄ бѓЎбѓђбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ“ არიან გასულები, ბიჭები бѓђбѓ  ვიცი, бѓЎбѓђбѓ“ არიან. სკოლაში бѓђбѓ бѓЄ ერთი бѓђбѓ  დადის.“ კითხვაზე, бѓ бѓђбѓўбѓќбѓ› бѓђбѓ  იღებენ ისინი საქართველოს მოქალაქეობას, бѓђбѓњ бѓ бѓђбѓўбѓќбѓ› бѓђбѓ  დადიან ბავშვები სკოლაში, ლეილა бѓ•бѓ”бѓ  бѓћбѓђбѓЎбѓЈбѓ®бѓќбѓ‘бѓЎ. бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› განათლების бѓ“бѓ бѓќ бѓђбѓ  არის, სოციალურ бѓЎбѓђбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓЎ მიმართა бѓ“бѓђ бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓ–бѓ” უარი бѓЈбѓ—бѓ®бѓ бѓ”бѓЎ. ლეილას бѓЎбѓЈбѓ бѓЎ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓђбѓ  იცის, бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ  бѓ›бѓќбѓђбѓ’бѓ•бѓђбѓ бѓќбѓЎ бѓ”бѓЎ საქმე. მისი თქმით, აქამდე იუსტიციის სახლისთვის მოქალაქეობის მიღების თხოვნით бѓђбѓ  მიუმართავს. бѓ бѓђбѓўбѓќбѓ› бѓђбѓ  დადიან ბავშვები სკოლაში? – ლეილას бѓђбѓ› კითხვაზე პასუხი бѓђбѓ  აქვს. бѓ›бѓђбѓњ бѓ•бѓ”бѓ бѓЄ ის გვითხრა, бѓ’бѓђбѓЈбѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ бѓ—бѓЈ бѓђбѓ бѓђ სკოლაში бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ, თუკი ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ«бѓљбѓ”бѓ‘бѓљбѓќбѓ‘бѓђ იქნება. „ახლა бѓЇбѓ”бѓ  მაქსიმს бѓЈбѓњбѓ“бѓђ მივხედო, бѓ бѓђбѓ›бѓ” бѓЈбѓњбѓ“бѓђ ვქნა, бѓ›бѓђбѓ’бѓђбѓЎ бѓ›бѓ”бѓ бѓ” მოვიფიქრებ“, – მარიდებს бѓ—бѓ•бѓђбѓљбѓЎ бѓ“бѓђ бѓћбѓђбѓўбѓђбѓ бѓђ აიშაზე გადააქვს бѓ§бѓЈбѓ бѓђбѓ“бѓ¦бѓ”бѓ‘бѓђ. бѓ бѓђбѓЎ бѓђбѓ™бѓ”бѓ—бѓ”бѓ‘бѓЎ სახელმწიფო ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში бѓЎбѓђбѓ”бѓ бѓ—бѓќбѓ“ бѓђбѓ  დადიან бѓ“бѓђ бѓ¬бѓ”бѓ бѓђ-კითხვასაც კი бѓ•бѓ”бѓ  бѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓќбѓ‘бѓ”бѓњ – სოციალური მომსახურების бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓЎ აჭარის ფილიალში გვითხრეს, бѓ бѓќбѓ› „მშობელმა бѓЈбѓњбѓ“бѓђ ითანამშრომლოს бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓЎбѓ—бѓђбѓњ бѓ“бѓђ მისი სურვილი бѓ—бѓЈ бѓђбѓ  იქნება, რთულია პრობლემის მოგვარება…“ ნინო бѓЄбѓ”бѓЄбѓ®бѓљбѓђбѓ«бѓ”, სოციალური მომსახურების бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓЎ აჭარის ფილიალის უფროსი სოციალური მუშაკი бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› იცნობს бѓђбѓ› ოჯახის бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђбѓЎ бѓ“бѓђ ორი ბავშვი бѓ”.бѓ¬. კრიზისული მართვის პროგრამაში იყო ჩართული бѓ’бѓђбѓЎбѓЈбѓљ бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ. რამდენიმე თვის бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ бѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓђ მიუტოვებიათ. „მსგავსი бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ, ჯერჯერობით, ბათუმში бѓђбѓ  გვაქვს. бѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ—бѓђбѓњ ფსიქოლოგი бѓ”бѓЎбѓђбѓЈбѓ‘бѓ бѓ”бѓ‘бѓђ бѓ›бѓЎбѓ’бѓђбѓ•бѓЎ бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓЎ бѓ“бѓђ ის бѓ’бѓђбѓњбѓЎбѓђбѓ–бѓ¦бѓ•бѓ бѓђбѓ•бѓЎ საჭიროებებს. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ ლეილას ორი ბავშვი бѓ’бѓђбѓ•бѓђбѓ’бѓ–бѓђбѓ•бѓњбѓ”бѓ— თბილისში, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› იქიდან თავისი სურვილით წამოვიდნენ. ძალიან რთულია, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓ”бѓЎ არის გლობალური бѓћбѓ бѓќбѓ‘бѓљбѓ”бѓ›бѓђ. ევროპული ქვეყნებიდანაც კი ბევრი бѓ•бѓ”бѓ  бѓђбѓ®бѓ”бѓ бѓ®бѓ”бѓ‘бѓЎ ბავშვისთვის განათლების უფლების бѓЈбѓ–бѓ бѓЈбѓњбѓ•бѓ”бѓљбѓ§бѓќбѓ¤бѓђбѓЎ, бѓ бѓќбѓЄбѓђ მშობელი წინააღმდეგია, бѓђбѓњ бѓ›бѓђбѓЎ бѓђбѓ  აქვს საჭირო პირობების შექმნის შესაძლებლობა… бѓ›бѓ” бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎбѓ•бѓ” бѓ’бѓђбѓ•бѓђбѓљ бѓЁбѓђбѓ¤бѓђбѓ—бѓђбѓ•бѓђбѓЎ ქუჩაზე бѓ“бѓђ бѓ•бѓњбѓђбѓ®бѓђбѓ• бѓђбѓ› ოჯახს“, – გვითხრა ნინო бѓЄбѓ”бѓЄбѓ®бѓљбѓђбѓ«бѓ”бѓ›. „აშკარად მძიმე სურათია… бѓ”бѓЎ бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ იმას, бѓ бѓќбѓ› სახელმწიფოში бѓђбѓ› კუთხით არსებული პროგრამები არასაკმარისია, бѓђбѓњ მათი გაძლიერებაა საჭირო“, – გვითხრა ქეთევან მელიქაძემ, бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის бѓ®бѓ”бѓљбѓ›бѓ«бѓ¦бѓ•бѓђбѓњбѓ”бѓљбѓ›бѓђ. „ბავშვის უფლებების უგულებელყოფა“, – бѓђбѓЎбѓ” бѓђбѓ¤бѓђбѓЎбѓ”бѓ‘бѓЎ იგი დედის დამოკიდებულებას, бѓ бѓќбѓЄбѓђ შვილები სკოლაში бѓђбѓ  დადიან. ქეთევან მელიქაძე бѓ’бѓђбѓњбѓ›бѓђбѓ бѓўбѓђбѓ•бѓЎ, бѓ бѓќбѓ› бѓЈбѓ’бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓљбѓ§бѓќбѓ¤бѓђбѓЄ ძალადობის бѓ”бѓ бѓ—-ერთი бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓђ, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ მიიჩნევს, бѓ бѓќбѓ› გამოძიება бѓђбѓ› პროცესში бѓ›бѓ®бѓќбѓљбѓќбѓ“ бѓ›бѓђбѓЎ бѓЁбѓ”бѓ›бѓ“бѓ”бѓ’ бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ©бѓђбѓ”бѓ бѓ—бѓќбѓЎ, თუკი სოციალური დაცვის бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ бѓЎбѓ®бѓ•бѓђ бѓ бѓ”бѓЎбѓЈбѓ бѓЎбѓЎ бѓђбѓ›бѓќбѓ¬бѓЈбѓ бѓђбѓ•бѓЎ бѓ“бѓђ ექნება ეჭვი, бѓ бѓќбѓ› бѓ“бѓ”бѓ“бѓђ შვილებზე бѓ«бѓђбѓљбѓђбѓ“бѓќбѓ‘бѓЎ. ბავშვის მინდობით აღზრდის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓЎбѓђбѓЄ бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓ› бѓ›бѓ®бѓќбѓљбѓќбѓ“ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში бѓЈбѓњбѓ“бѓђ მიმართოს. „მხოლოდ ის, бѓ бѓќбѓ› ორი ბავშვი იყო ჩართული პროგრამაში бѓ“бѓђ მიატოვეს бѓЎбѓ¬бѓђбѓ•бѓљбѓђ, бѓђбѓ  ნიშნავს იმას, бѓ бѓќбѓ› бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓ› საკმარისი ძალისხმევა გასწია бѓђбѓ› ოჯახის бѓ“бѓђбѓЎбѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓљбѓђбѓ“. მესმის, бѓ бѓќбѓ› ძალიან რთულია ბავშვი бѓ“бѓђбѓЎбѓ•бѓђ бѓ›бѓ”бѓ бѓ®бѓ—бѓђбѓњ, თუკი იგი бѓ›бѓђбѓњбѓђбѓ›бѓ“бѓ” წლების განმავლობაში ქუჩაში бѓ§бѓќбѓ¤бѓњбѓђбѓЎбѓђбѓђ მიჩვეული, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓђбѓђ საჭირო. бѓђбѓ› შემთხვევაში бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓ“бѓ”бѓЎ, бѓ бѓќбѓ’бѓќбѓ бѓЄ სოციალური დაცვის бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќ, ისე განათლების სამინისტრო, бѓ бѓќбѓ› бѓ”бѓЎ ბავშვები მიიყვანონ სკოლის бѓ›бѓ”бѓ бѓ®бѓ—бѓђбѓњ. განათლების სამინისტრომ бѓђбѓ®бѓљбѓђбѓ®бѓђбѓњ დაიწყო бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ „განათლების бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” შანსი“, бѓ бѓђбѓЄ бѓђбѓ› ტიპის бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓ–бѓ”бѓђ გათვლილი, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓЇбѓ”бѓ  бѓ”бѓЎ бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ პილოტური ხასიათისაა. სოციალური დაცვის კუთხით бѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ პროგრამები, бѓ›бѓђбѓ’бѓ бѓђбѓ› бѓ”бѓЎ бѓЁбѓ”бѓ›бѓ—бѓ®бѓ•бѓ”бѓ•бѓђбѓЄ бѓђбѓ©бѓ•бѓ”бѓњбѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› бѓ›бѓђбѓ— აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. ბავშვი, რომელიც ქუჩაში бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓЎ, бѓ›бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓђбѓЎ სჭირდება ძალიან კარგი მომზადებული სპეცისლისტები, бѓ бѓќбѓ› бѓ›бѓќбѓђбѓ®бѓ”бѓ бѓ®бѓќ მათი მართვა… ჩემი აზრით, პირველ რიგში, бѓђбѓљбѓ‘бѓђбѓ—, მთავარი აქცენტი бѓђбѓ›бѓЇбѓ”бѓ бѓђбѓ“ 4 წლის бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ–бѓ” бѓЈбѓњбѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ™бѓ”бѓ—бѓ“бѓ”бѓЎ, бѓ бѓќбѓ› ის бѓ“бѓ бѓќбѓЈбѓљбѓђбѓ“ бѓ©бѓђбѓ”бѓ бѓ—бѓќбѓЎ წინასასკოლო პროგრამებში,“- бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ ქეთევან მელიქაძე, бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი. бѓђбѓ› ოჯახის ოთხი წლის бѓ’бѓќбѓ’бѓќбѓњбѓђ бѓЎбѓђбѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓќ ბაღში бѓђбѓ  დადის. бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЎ აქამდე бѓђбѓ  მიუმართავს სამოქალაქო რეესტრისთვის მოქალაქეობის მისაღებად, бѓ бѓђбѓЄ бѓ”бѓ бѓ—-ერთი პირობაა სოციალური შემწეობის მისაღებად. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გვითხრეს, бѓ бѓќбѓ› ისინი დაეხმარებიან бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЎ საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. სახელმწიფო სერვისების განვითარების бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓЎбѓ’бѓђбѓњ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, бѓЎбѓђбѓ‘бѓќбѓљбѓќбѓќ бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ¬бѓ§бѓ•бѓ”бѓўбѓљбѓ”бѓ‘бѓђ პრეზიდენტმა бѓЈбѓњбѓ“бѓђ მიიღოს. კიდევ ერთი: მოქალაქეობის მისაღებად პირმა бѓЈбѓњбѓ“бѓђ გადაიხადოს მოსაკრებელი 250 ლარი. ბუკავაძეების ოჯახში 8 ადამიანი бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓЎ. შესაბამისად, бѓ›бѓђбѓ— 2 ათასი ლარი დასჭირდებათ იმისთვის, бѓ бѓќбѓ› მათი საკითხი бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓ› განიხილოს. ცხადია, განხილვა бѓђбѓ  ნიშნავს იმას, бѓ бѓќбѓ› მათი бѓ—бѓ®бѓќбѓ•бѓњбѓђ დაკმაყოფილებული იქნება.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=49435&cat_id=5

„გლობალური შიმშილის ინდექსში“ საქართველო 118 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა

2016 წლის „გლობალური შიმშილის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. "ოქსფამის" კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, შიმშილის საერთო ქულა საქართველოში 8.2-ია, რაც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საგანგაშო", 35.0-46.1 ქულების ფარგლებში. ინდექსის ოთხი კომპონენტიდან ქვეყანას ყველაზე ცუდი ქულა (10.9 - „ზომიერად") 5 წლამდე ბავშვებში "სიმაღლეში ჩამორჩენის" გამო მიენიჭა, რაც არასრულფასოვან კვებასთან პირდაპირ კავშირშია. მეორე მხრივ, ინდექსის თანახმად, 5 წლამდე ბავშვებში სიმაღლესთან შედარებით დაბალ წონას (რომელიც არასრულფასოვანი კვების შედეგია) და სიკვდილიანობას ძალიან დაბალი ქულები - 2.4 და 1.2. აქვს. ინდექსში ასახული მონაცემები ეყრდნობა იმ ადამიანების მაჩვენებელს, რომელთაც მოხმარებულ საკვებში კალორიების დეფიციტი აქვთ, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს, რომელთა წონაც არ შეესაბამება ნორმას და 5-წლამდე ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა კვლავ მწვავე დეფიციტს განიცდის სასოფლო-სამეურნეო, სურსათისა და სასმელების სფეროში, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენციებიც. "მიუხედავად ამისა, იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2012 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, იმპორტირებულმა სურსათმა მოთხოვნის 80% შეადგინა, ხოლო 2014 წელს - 66%, რაც ასევე უჩვეულოდ მაღალი პროცენტია. ზუსტი სტატისტიკის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ სასოფლო სამეურნეო წარმოება და სურსათით არაფორმალური ვაჭრობა რჩება ხელისუფლების და მათ შორის სტატისტიკოსების ყურადღების მიღმა. ეს კი განსაკუთრებით მწვავედ ეხება მაღალმთიან რეგიონებს" – აღნიშნულია კვლევაში. რაც შეეხება ისევ "გლობალური შიმშილობის ინდექსს", რეიტინგში ბოლო ადგილზე არიან ცენტრალური აფრიკა, ჩადი, ზამბია, ჰაიტი, ავღანეთი და ა.შ.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/28401/ojakhshi-dzaladoba-da-naadrevi-qortsineba--genderuli-nishnit-dzaladoba-qvemo-qartlshi

ოჯახში ძალადობა და ნაადრევი ქორწინება - გენდერული ნიშნით ძალადობა ქვემო ქართლში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მიერ ჩატარებული მოკვლევა ქვემო ქართლში ქალთა უფლებრივ მდგომარებას ეხება. ანგარიშში მოცემული სტატისტიკური ინფორმაცია, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე რუსთავის, ბოლნისის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან, პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვემო ქართლის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან. მოკვლევამ აჩვენა, რომ შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით მთავარ გამოწვევად მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულობის შენარჩუნება და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობა გამოიკვეთა. კვლევის სამიზნე ჯგუფში შემავალი ქალები მიუთითებდნენ შემთხვევებზე, როდესაც მოძალადის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა, შემდგომ ეტაპზე საპოლიციო კონტროლი ხორციელდებოდა განმეორებითი ძლადობის ფაქტის გამოვლენაზე, ნაცვლად თავად მოძალადეზე მეთვალყურეობისა. კვლევაშ ნათქვამია, რომ სასამართლო წარმომადგენლობის განხორციელებისას მნიშვნელოვანი პრობლემაა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მარეგულირებელი ნორმები. მაგალითისთვის, „სიდას“ ჰქონდა სამი ერთგვაროვანი საქმე, სადაც მოძალადე მხარეს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ოჯახში ძალადობის საქმეებზე იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ნორმის არარსებობის გამო, მხოლოდ ერთ შემთხევვაში განხორციელდა ნებაყოფლობითი ექსპერტიზა, თუმცა ესეც არ იქნა ბოლომდე მიყვანილი. მიზეზი იყოს ის რომ მოძალადეს ესაჭიროებოდა დამატებითი ლაბორატორიული ექსპერტიზა რაზეც განაცხადა უარი და პრობლემა მოუგვარებელ დარჩა. „პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ფსიქოლოგიის და სოციალური სამსახურის ჩართულობა განსაზღვრულია მხოლოდ მსხვერპლთათვის, ხოლო მოძალადე არ გადის არანაირი რეაბილიტაციის კურსს. მართალია, ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონის მე -10 მუხლის, მე-7 პუნქტით განსაზღვრულია მოძალადეთა რეაბლიტაცია-რესოციალიზაციია, თუმცა, რელაურად ეს ნორმა არ მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძალადე პრობაციონერია“, - ნათქვამია კვლევაში. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ქვემო ქართლში 2016 წელს საკმაოდ ბევრი მიმართვა განხორციელდა ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკაშირებით. პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 348 მიმართვიდან პოლიციის მხრიდან მხოლოდ 144 შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის დამტკივების მოთხოვნით სასამრთლოსთვის მიმართვა, საიდანაც 102 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სასმამრთლოდან გამოთხოვილი სტატისტიკით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა 194 შემაკავებელი ორდერის დამტკიცების მოთხოვნის შუმადგომლობა. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომა - 12 შუმდგომლობა, ხოლო ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ - 63 შუამდგომლობა. რაც შეეხება დამცავრ ორდერებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ კითხვის ნიშანს აჩენს დამცავი ორდერების სიმცირე. ქვემო ქართლის რეგიონში ჯამურად, დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნით მიმართა 35 -მა განმცხადებელმა, საიდანაც 25 შემთხვევაში დამტკიცდა დამცავი ორდერი. სისხლის სამართლის საქმეები ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ქვემო ქართლში მოქმედ სასამართლოებში დასრულებული საქმეებიდან ჯამში ოჯახში ძლადობის 38 სისხლის სამართლის საქმიდან მოძალადე ბრადებულების მიმართ მხოლოდ 2 შემთხვევაში იქნა გამოყენებული საპატიმრო სასჯელ. მიუხედავად იმისა, რომ 6 შემთხვევაში მათ შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა, ხოლო 7 შემთხვევაში გირაო, დანარჩენ შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიების სხდომაზევე მოხდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ სასამართლოებს გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ. ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს სასჯელის ზომის არაადეკვატურობა ჩადენილ ქმედებასთთან მიმართებაში. „ბრალდების მხარის მიერ ხდება ქმედების არასწორი კვალიფიკაცია. დამკვიდრებული პრაქტიკით, მოძალაადეები, რომელთა მიმართაც აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, წინასასამართლო სხდომაზე აღიარებენ დანაშაულს, არ ხდიან სადავოდ მტკიცებულებებს, რის გამოც დაზარალებულ მსხვერპლს პროცესზე დასაკითხად აღარ იბარებენ. ამ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც რომ დაზარალებული სისხლის სამართლის პროცესში აღარ წამოადგენს მხარეს. გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმებამ მიიღო ფორმალური ხასიათი, ხშირ შემთხვევაში თანხა ისევ დაზარალებულის გადასახდელია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ხდება შვილის მხრიდან მშობელზე ძალადობა. ასევე, ხშირად დაზარალებულები თანხმობას აცხადებენ საპროცესო შეთანხმებაზე იმის გამო, რომ მოძალადეს გირაო აქვს შეფარდებული და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მსხვერპლზე. მსხვერპლს კი აღარ აქვს იმის რწმენა, რომ სასამართლო შეძლებს მისი პრობლემის მოგვარებას, რადგან მოძალადეს გირაო შეუფარდეს და აღარ მიდის დამატებით რისკზე და აცხადებს თანხმობას, „- ნათქვამია კვლევაში. ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანებთან კვლევაში ნათქვამია, რომ მიუხედავად სასჯელის სიმძიმისა, ქვემო ქართლის რეგიონში საკმაოდ ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები. ფაქტების გამოვლენა, უმეტეს შემთხვევაში ხდება სამოქალაქო რეესტრის მიერ მიწოდებული ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, რა დროსაც იწყება გამოძიება, თუმცა, რეალურად ბრალდებულსა და დაზარალებულს ამ დროსიათვის უკვე თანაცხოვრების საკმაო ხანი აკავშირებთ. ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ სასამართლოებში განხილული 15 საქმიდან გირაო შეეფარდა მხოლოდ ერთ ბრალდებულს, დანარჩენ შემთხვევებში პირველი წარდგენისთანავე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა ჯარიმა და პირობითი მსჯავრი. არცერთ შემთხვევაშ არ მომხდარა საპატიმრო სასჯელის გამოყენება. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მიუხედავად გამკაცრებული სასჯელებისა, მაინც დაბალია ცნობიერების დონე ქვემო ქართლის რეგიონში და როგორც მათი გასვლითი შეხვედრებისას გამოიკვეთა იყო შემთხვევებიც, რომელზეც არ დაწყებულა გამოძიება, რადგან არასრულწლოვანის ოჯახებს საჩივარი არ შეუტანიათ. რეკომენდაციები „სიდას“ რეკომენდაციაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ უნდა შეიცვალოს მოძალადეთა მიმართ არსებული მიდგომა და აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით, მოძალადეს ჰქონდეს ვალდებულება გამოცხადდეს პოლიციაში, რაც იქნება განმეორებითი ძალადობის ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი. ასევე, ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მე-16 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია პოლიციის მოვალეობები უნდა დაემატოს ჩანაწერი პოლიციის მხრიდან მოძალადის ქცევის კონტროლის პერიოდულობაზე და ფორმაზე, რაც შეცვლის არსებულ პრაქტიკას. ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავ რეკომენდაციით, შეიცვალოს 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის შემთხვევებზე რეაგირების არსებული პრაქტიკა. ბრალდებულები რომლებიც აგრძელებენ არასრულწლოვანთან ცხოვრებას, რითაც ფაქტობრივად გრძელდება დანაშაული არ უნდა იხდიდნენ ჯარიმას; ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო შეტთანხმებაზე დაზარალებულის თანხმობა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა დაზარალებულს გააზრებული აქვს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი შედეგები. ასევე, რეკომენდაციაა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ დაინერგოს მოძალადეთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტილი მოდელი ადმინისტრაციულ წარმოებაში. განათლების სამინისტროს კი მიმართავენ გაამკაცროს კონტროლი სკოლების ადმინისტრაციებსა და მასწავლებლევზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულებების რეალურად განხორციელება. უნდა განხორციელდეს ცნობიერების ამაღლების კამპანია ნაადრევი ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.

---

 

24.03.2017

მედიასაშუალება: http://primetime.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98/

რადიაციის ზონა ანასეულში – მეცნიერების ინფორმაციით, ტერიტორიის გამოკვლევა აუცილებელია

რადიაციას და შესვა აკრძალულია – ეს არის გამაფრთხილებელი წარწერა, რომელთან ერთადაც ანასეულის მოსახლეობას ფაქტობრივად უწევს ცხოვრება. მოსახლეობის ინფორმაციით, მეზობელ სოფლებთან შედარებით სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია. მეცნიერების ინფორმაციით, წყალი და ნიადაგი შესწავლას საჭიროებს. გადაცემა “ახალი ამბების” ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის ანასაულის მოსახლეობას სასიცოცხლო საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ანასეულის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები და ასევე, მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ხალხი საუბრობს, რომ უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა ონკოლოგიური დაავადებით სიკვდილიანობამ ამ ტერიტორიაზე. მეცნიერების ინფორმაციით, ნიადაგი და წყალი საჭიროებს შესწავლას

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

27.03.2017

მედიასაშუალება: ალია

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემდა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 50-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო. მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 322 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 25 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 157-მდე ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება. „მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს მხარდაჭერისთვის! ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით შევძელით 53 მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები კი საშუალებას მოგვცემს ვიზრუნოთ ამ ცენტრების ბენეფიციარების სხვა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე,“ - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ. “ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე. მოხარული ვარ, რომ 2017 წელსაც გვაქვს შესაძლებლობა დავაფინანსოთ 50-ზე მეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადები.” - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4345087&name=27.03.2017+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

                           

ვერსია-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4344731&name=27.03.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

27.03.2017

მედიასაშუალება:კვირის პალიტრა

ცხოვრება საფლავებს შორის

6 წლის ნატალი, 3 წლის ნინა და 2 წლის ნანიკო წლებია, დედასა და ბებიასთან ერთად ე.წ. დამპალოს სასაფლაოს საყარაულოში ცხოვრობენ... მათ სამყოფელს მგლოვიარეთა ხმა მოიცავს, ღამე კი სამარხებზე ანთებული კანდელები ანათებს. ძნელად წარმოსადგენია ოჯახის ცხოვრება მიცვალებულთა შორის. პატარა გოგონები თანატოლებთან კი არა, საფლავის ქვებზე გამოხატულ სურათებთან თამაშობენ, საუბრობენ, მეგობრობენ... რუსუდან იასეშვილი: "თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მეუღლე ქიზიყიდან იყო. თბილისში ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ჩემი ძმის თანამშრომელი გახლდათ, ერთმანეთიც იქ გავიცანით... დაქორწინების შემდეგ ცხოვრება კახეთში დავიწყეთ. ჩემი ქმარი წნორში მარცვლეული კულტურის გადამმუშავებელი ქარხნის უფროსი იყო. სახლიც გვქონდა და ნორმალური პირობებიც. მალე პატარაც შეგვეძინა... მერე გელამ სამსახური დაკარგა, მაგრამ ბედის სიმუხთლემ არც ეს გვაკმარა - თაღლითობის მსხვერპლი აღმოვჩნდით, მეუღლის მეგობარს ბანკიდან სესხის გამოტანა დასჭირდა, გელამ ჩვენი სახლი იპოთეკით დაატვირთვინა, მეგობარმა აღარ გადაიხადა და საცხოვრებელი დავკარგეთ. ცხოვრების თავიდან დაწყება დედაქალაქში გადავწყვიტეთ, მაგრამ გელამ სამსახური ვერსად იშოვა, აღარც უკან წასასვლელი ფული გვქონდა. ამიტომ დამპალოს სასაფლაოს მახლობლად გავჩერდით. რამდენიმე დღე მანქანაში ვცხოვრობდით. გვერდში არავინ ამოგვიდგა. სიტუაციას უფრო ის ართულებდა, რომ მე იმ დროს ორსულად ვიყავი. ერთმა ყმაწვილმა გაიგო ჩვენი ამბავი და სასაფლაოს საყარაულოში მოგვიყვანა. შენობა მერიის ბალანსზეა. ვნერვიულობ, ვაითუ, ერთ დღეს დაგვატოვებინონ აქაურობა და დავრჩებით ისევ ქუჩაში. უამრავი წერილი მივწერე სხვადასხვა უწყებას, მაგრამ უშედეგოდ..." მეუღლე რომ გარდაეცვალა, მესამე ბავშვზე ორსულად იყო. ნანიკოს მამა არასდროს უნახავს. ქალი სამშობიაროში თავისი ფეხით მივიდა, ისე იმშობიარა, გვერდით არავინ ჰყოლია. მოხუცი დედა უფროს გოგონებს უვლიდა... "ჩემმა მეუღლემ როცა გაიგო, მესამე შვილზე ორსულად ვიყავი, მითხრა, ბავშვს რატომ აუბედურებო... ვერ შეეგუა მწარე რეალობას და იშემიური ინსულტი დაემართა, საზარელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ოდესმე. ძალიან დასუსტდა.ექიმთან არ მომყვებოდა, არ უნდოდა წამლებისთვის საჭირო თანხის მოკლება ბავშვებისთვის. ძალიან ვნანობ, რომ კარგად ვერ მივხედე. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა ჩვენი უმცროსი ქალიშვილი"... წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის. იმის გამო, რომ ბუნებრივი აირი არ აქვთ, შეშის ღუმლით თბებიან. შეშა სამშენებლო ობიექტებიდან მოაქვს. შუქი ქუჩის მეორე მხარეს მცხოვრები ოჯახიდან გამოიყვანა. "ახლა კაციცა და ქალიც მე ვარ. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და ობოლთა შემწეობაა. ამ ზამთარს უამრავი წამალი დაგვჭირდა, ფილტვში წყალი ჩამიდგა და კლინიკაში ვიწექი. ხის გადაყრილ ნივთებს დავეძებ, რომ შეშა მოვიმარაგო. ჭერი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის. ნაგავსაყრელთან მუყაო ვნახე და ავაკარი, მაგრამ... გამგეობაში მითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებითო... ჩვენი ძირითადი პრობლემა საკვებია. ბავშვები მუდმივად არაჟანს ნატრობენ. მე კი მხოლოდ კარტოფილსა და მაკარონს ვაჭმევ. ტანსაცმელს კეთილი ადამიანები გვჩუქნიან. ყოველდღიურ პრობლემებზე იმდენს ვფიქრობ, მომავალზე ფიქრის დროც აღარ მრჩება. ახლა ყველაზე მეტად საწოლნახევრიანი ტახტი გვჭირდება. ეს შეგვიმსუბუქებდა ყოფას... მართალია, საცხოვრებელი 17 კვადრატულია და ცუდი პირობებია, მაგრამ მაინც თავშესაფარია და ეს ჩვენი ერთადერთი იმედია". რუსუდანი ამბობს, რომ მაინც ბედნიერი დედაა. არ იცის, რა იქნება ხვალ, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს ბავშვების კარგ ადამიანებად აღსაზრდელად. ...ამ ბავშვებს ცოცხალი ადამიანები ენატრებათ, გარდაცვლილთა მეზობლობა მათი განაჩენია. ეს პატარები სამარხის პრიალა მარმარილოს ჯებირების ნაცვლად, ნამდვილ კარუსელზე უნდა ქანაობდნენ... მათი მეზობლები საფლავებია, სტუმრები კი ამ საფლავებზე იშვიათად გამოჩენილი ჭირისუფლები...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4345483&name=27.03.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

27.03.2017

მედიასაშუალება:კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩემი შვილის პირველი სიტყვა იყოს "დამეხმარეთ"

"რამდენჯერმე გამაღვიძებინეს ბავშვი, წამლით ხომ არ მყავდა დაძინებული" ის მეტროს შესასვლელთან გავიცანი. შვილთან ერთად კიბეზე იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. თამრიკო ჰქვია, პატარას - გიორგი. - სომხეთში დავიბადე, 1992 წელს აფხაზეთში მივდიოდი დასთან და... საქართველოში დავრჩი... პირველი 6 თვე მეძინა დიდუბის მეტროსთან მუყაოების ხუხულაში. მერე სამუშაო ვიშოვე, საპირფარეშოებს ვალაგებდი, სამარშრუტო ტაქსის სალონებს ვწმენდდი, ხანდახან ავტობუსებისთვის ღამეში 70 ცალი შალითაც გამირეცხავს. 1998 წელს გოგო გამიჩნდა - 15 წლისა გათხოვდა, კახეთში ცხოვრობს, ახლა მეორე შვილს ელოდება... მერე მეც გავთხოვდი, მაგრამ 43 წლის ასაკში დამეღუპა მეუღლე. ფეხმძიმედ დავრჩი, მაინც ვმუშაობდი. ერთხელაც დიდუბიდან დამირეკეს, დროზე მოდი, მანქანები გაწმინდეო. ბავშვი შემეძინა-მეთქი, ვახარე. მძღოლები გადარეულან, სალონის სავარძლების ქვეშ დაძვრებოდა და თურმე ორსულად ყოფილაო. სამშობიაროდან რომ გამოვედი, ბანანის ყუთში ვაწვენდი გიორგის, მუშაობისას ისიც ჩემთან მყავდა. ცოტა რომ წამოიზარდა, მეტი ყურადღება სჭირდებოდა. სხვა გზა არ მქონდა და მოწყალების სათხოვნელად გავედი. მაშინ გიორგი 8 თვის მყავდა, ახლა უკვე 3 წლისაა. - მას შემდეგ ითხოვთ მოწყალებას? - თავიდან ნაცნობმა ქალმა ჯვარზე ამიყვანა - იქ ტურისტები, მექორწილეები ხშირად დადიან და დაგეხმარებიანო. რომ მივედით, ერთი ამბავი ატეხეს, ხან მე მეჩხუბებოდნენ, ხან იმ ქალს, რატომ მოიყვანეო. თქვენ სახლები გაქვთ, ეს კი ქუჩაში დარჩა ბავშვით ხელში და არ გრცხვენიათო? მერე, ერთმა ქალმა დამიცვა, უჭირს და მოვიდესო... შემოსავლიანი ადგილი იყო, ხანდახან 2 საათში 40-50 ლარი ამიღია, ბავშვიანებს მეტად ეხმარებიან, თუმცა ეჭვითაც გიყურებენ - რამდენჯერმე გამაღვიძებინეს ბავშვი, წამლით ხომ არ მყავდა დაძინებული. ერთხელ ტურისტები მოვიდნენ, ისრაელიდან იყვნენ, ქართველი თარჯიმანი ახლდათ. თუ გინდა, შენმა შვილმა კარგ პირობებში იცხოვროს, დაგვითმე, სამაგიეროდ, ბინას გიყიდით და 30 ათასს გადაგიხდითო. არ დაგიმალავთ, უწმაწური პასუხი გავეცი. კიდევ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, ბავშვი მოგვყიდეო, მაგრამ შვილს როგორ შეველევი... შორს არის ჯვრის მონასტერი, იქ ასვლა-ჩამოსვლა ძნელია. თანაც მთელი დღე ქარსა და წვიმაში ღია ცის ქვეშ გიწევს დგომა. ისევ ქალაქში ვარჩიე დარჩენა. - აქაც შეგქმნიათ პრობლემა? - თავიდან დაიწყეს ყვირილი, ეს შენი ადგილი არ არისო. ვუთხარი, ჩვენი ადგილი კუკიაზეა, აქ კი ვისაც უჭირს, ის დაჯდება-მეთქი! ვცდილობ, მხოლოდ მაშინ ვიმათხოვრო, როცა ბავშვს სძინავს. არ მინდა, უყუროს, როგორ ვითხოვთ მოწყალებას, არც ის მინდა, მისი პირველი სიტყვა იყოს `დამეხმარეთ~. - რაზე ოცნებობთ? - ჯვარზე გავიცანი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, მისი თანადგომით, ბავშვის საბუთები მოვაწესრიგეთ. 4 საბავშვო ბაღში დავწერე განცხადება. მეუბნებიან, ადგილი არ არისო. არადა, ბავშვი თუ ბაღში ივლის, მე ვიმუშავებ და კვებისა და ქირის თანხასაც მოვაგროვებ. - ქირაში რამდენს იხდით? - ავჭალაში პატარა ოთახი მაქვს ნაქირავები 200 ლარად. - რამდენი წლის ხართ? - 46 წლის. ამას წინათ გავიგონე, ერთი ეკითხებოდა მეორეს, როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება 10 წლის შემდეგო... მე ჩემს თავს ვკითხე იგივე და პასუხზე რომ დავფიქრდი, სიმწრისგან გული გამიჩერდა - ვიცოცხლებ კი მაგდენ ხანს? ვოცნებობ, რომ პატარა კუთხე დავუტოვო გიორგის და გზაზე დავაყენო. მერე, რაც უნდა მომივიდეს. ისეთი მყავს, მთელი ქვეყანა მისკენაა, ყველას უყვარს, უფალიც მოუმართავს ხელს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4345502&name=27.03.2017+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.03.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

არასრულფასოვანი კვება: 15 წელიწადში დაავადებული თაობა გვეყოლება

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკვების უქონლობის გარდა, ხალხის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის არასრულფასოვანი კვება. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ 2016 წლის "გლობალური შიმშილის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. ექსპერტთა მოსაზრებით, თუკი ამ საკითხს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, დაახლოებით 15 წელიწადში დეგრადირებული თაობა გვეყოლება. "ოქსფამ ჯორჯიას" კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები არ გაუმჯობესებულა 2008 წლის შემდეგ, შიმშილის საერთო ქულა საქართველოში 8.2-ია, რაც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის მდგომარეობა შეფასდა, როგორც "საგანგაშო", 35.0-46.1 ქულების ფარგლებში. ინდექსის ოთხი კომპონენტიდან ქვეყანას ყველაზე ცუდი ქულა (10.9 - "ზომიერად") 5 წლამდე ბავშვებში "სიმაღლეში ჩამორჩენის" გამო მიენიჭა, რაც არასრულფასოვან კვებასთან პირდაპირ კავშირშია. მეორე მხრივ, ინდექსის თანახმად, 5 წლამდე ბავშვებში სიმაღლესთან შედარებით დაბალ წონას (რომელიც არასრულფასოვანი კვების შედეგია) და სიკვდილიანობას ძალიან დაბალი ქულები - 2.4 და 1.2. აქვს. ინდექსში ასახული მონაცემები ეყრდნობა იმ ადამიანების მაჩვენებელს, რომელთაც მოხმარებულ საკვებში კალორიების დეფიციტი აქვთ, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემებს, რომელთა წონაც არ შეესაბამება ნორმას და 5-წლამდე ბავშვთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელს. "საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა კვლავ მწვავე დეფიციტს განიცდის სასოფლო-სამეურნეო, სურსათისა და სასმელების სფეროში, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენციებიც. მიუხედავად ამისა, იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2012 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, იმპორტირებულმა სურსათმა მოთხოვნის 80% შეადგინა, ხოლო 2014 წელს - 66%, რაც ასევე უჩვეულოდ მაღალი პროცენტია. ზუსტი სტატისტიკის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ სასოფლო სამეურნეო წარმოება და სურსათით არაფორმალური ვაჭრობა რჩება ხელისუფლების და მათ შორის სტატისტიკოსების ყურადღების მიღმა. ეს კი განსაკუთრებით მწვავედ ეხება მაღალმთიან რეგიონებს", - ვკითხულობთ კვლევაში. სპეციალისტებს განსაკუთრებით ის ფაქტი აშინებთ, რომ შიმშილობის ზღვარზე არიან ბავშვები, რომლებსაც ან არ აქვთ საკვები, ან არასრულფასოვნად იკვებებიან და ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალებს ვერ იღებენ. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ლია კვარაცხელიას შეფასებით, საქართველოს სურსათის სფეროში არსებული მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა, რაც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ახდენს. "არასრულფასოვანი კვება იწვევს იმას, რომ ბავშვი ფიზიკურად და გონებივრად არასრულფასოვანი ხდება. ვიღებთ ფიზიკურად დეგრადირებულ თაობას. შიმშილი არის ერის განადგურება და გონებრივი ჩამორჩენა, რაზეც დიდად არავინ ღელავს ქვეყანაში. მარკეტებში ვყიდულობთ პროდუქტს და გვგონია, რომ ვიკვებებით, მაგრამ ვიღებთ შხამს, რაც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. ამიტომ არის ამდენი დაავადება. ყურადღება სწორად კვებასა და განსაკუთრებით, სწორ კვებაზე უნდა იყოს მიმართული. ამისთვის მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რა შემოდის საზღვარზე. სურსათის შეფუთვაზე დართული ეტიკეტი ხშირად შეუსაბამოა საკვების ხარისხთან და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 82 მინერალია, თუ რომელიმე აკლია, ჯანმრთელი ბავშვი არ იბადება. პრობლემას თუ არ მიეხედება, 13-15 წელიწადში მივიღებთ დაავადებულ ერს. ჩვენი საქმე კი წავა ისე, რომ გვექნება ტერიტორია და არ გვეყოლება ხალხი", - აცხადებს კვარაცხელია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4342567&name=25.03.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.03.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

მარტოხელა დედებს, შესაძლოა, სახელმწიფო დახმარება დაენიშნოს

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით7 საქართველოში მარტოხელა დედის სტატუსი 4 379 მშობელს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი, ისინი, როგორც ცალკე აღებული ჯგუფი, სოციალური დახმარებით ან რაიმე ტიპის შეღავათით დღემდე არ სარგებლობენ. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა აღნიშნა, მათ ფინანსურ სიდუხჭირეს საზოგადოების აგრესიაც ემატება. კითხვაზე, ვის ანიჭებს კანონი მარტოხელა მშობლის სტატუსს და რა შემთხვევაში უქმდება იგი, "რეზონანსს" არასამთავრობო ორგანიზაცია საიას იურისტმა ნინო ჩიხლაძემ უპასუხა: "მარტოხელა მშობლის სტატუსი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, 11ა "პრიმა" მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს როგორც მარტოხელა დედის, ისე მარტოხელა მამის განსაზღვრებას. მარტოხელა დედა არის ის პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს და ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის შეტანილი ინფორმაცია ბავშვის მამის შესახებ. ან ქორწინების გარეშე შვილად აყვანილი ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი. ანალოგიურია მარტოხელა მამის განსაზღვრება. "სტატუსი უქმდება იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მქონე პირი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა ან შვილი 18 წლის გახდება", - ამბობს ნინო ჩიხლაძე. როგორც იურისტმა ნინო ჩიხლაძემ განგვიმარტა, კანონის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად საკმარისი არაა, მშობელი ბავშვს მარტო ზრდიდეს. ამ სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მხოლოდ ერთი მშობელია მითითებული, მეორე გრაფა კი ცარიელია. თუმცა, როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, ეს მხოლოდ სტატუსია და ამ კატეგორიის მშობლები სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას არ იღებენ. "მარტოხელა მშობელი არ ნიშნავს იმას, რომ წყვილი განქორწინდა და მშობელს ბავშვის გაზრდა მარტოს უწევს. ეს არ არის დამოკიდებული ქორწინების რეგისტრაციაზე. მშობელი მარტოხელად მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის გრაფა ცარიელია. განქორწინების შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ალიმენტი, მაგრამ განქორწინებული ადამიანი არ ნიშნავს, რომ ის მარტოხელა დედაა. "კანონმდებლობით გათვალისწინებულია მხოლოდ სტატუსი. მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის სოციალურ დახმარებას არ იღებენ", - ამბობს ჩიხლაძე. "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი "რეზონანსს" კანონის არასრულყოფილებაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტში შექმნილ ჯგუფთან ერთად მის გადახედვას გეგმავენ. "კანონის მიხედვით, მშობლების ამ კატეგორიას მინიჭებული აქვს სტატუსი, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით შემოიღეს, თუმცა ჯერჯერობით მარტოხელა მშობლები სახელმწიფოსგან რაიმე ტიპის დახმარებას არ იღებენ. უახლოეს მომავალში სახალხო დამცველის ინიციატივით პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები ჩვენც ვართ, კანონის გადახედვას და მის სრულყოფას აპირებს", - აცხადებს ამირეჯიბი. მისივე თქმით, "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი" ხშირად მუშაობს მარტოხელა დედებთან და კარგად იცნობს მათ პრობლემებს. როგორც ამირეჯიბი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მარტოხელა ქალის ეკონომიური მდგომარეობა ბავშვის გაჩენის შემდეგ უარესდება. ამას გარდა, ასეთი მშობლების დიდი ნაწილი მატერიალური გაჭირვების გარდა ოჯახისა და საზოგადოების აგრესიის მსხვერპლიც ხდება. "ჩვენ ვემსახურებით სოციალურად დაუცველებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომელთა რიცხვშიც მარტოხელა დედებიც შედიან, თუმცა კონკრეტულად მათზე მორგებული პროექტები არ გვაქვს. იმ ქალების ისტორია, რომლებიც კანონმდებლობის მიხედვით მარტოხელა მშობლის კატეგორიას განეკუთვნებიან, ერთმანეთის მსგავსია. ისინი, როგორც ოჯახის შემარცხვენლები, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახიდან განდევნილები არიან. "ქალებს უწევთ, მარტო ზიდონ მარტოხელა მშობლის ტვირთი. მათ არც ჩვილი ბავშვების დამტოვებელი ჰყავთ, რის გამოც სამსახურსაც ხშირად კარგავენ და შესაძლოა, ამის ხარჯზე სოციალურად დაუცველთა რიცხვიც კი იზრდება", - ამბობს ელისო ამირეჯიბი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4342608&name=25.03.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---