From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-28.11.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge
Received On : 28.11.2016 09:33
Attachments :


 

 

მედიამონიტორინგი 28.11.2016

ტელევიზია 

28.11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 10:00

„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა”, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მოწევის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი მიიღებს იმ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თამბაქოს რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია უნდა აიკრძალოს, ელექტრონული სიგარეტები რეგულაციებს დაექვემდებაროს. თამბაქოს კოლოფებზე პიქტოგრამები განთავსდეს, ასევე გამარტივდეს კანონმდებლობის დარღვევის ადმინისტრირება, რათა საქართველომ შეასრულოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4087091

---

 

27.11.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა საქართველოში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, UNICEF-ის სამიზნე ჯგუფი ბავშვებია. კვლევა აჩვენებს, რომ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სოფლად, სადაც ბავშვები სიღარიბის გარდა ვერ იღებენ შესაბამის განათლებას და რაც არ უნდა უცნაური იყოს ოჯახები ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვთ. მაგალითად თუ 2013 წელს მოსახლეობის წლიური მოხმარება 1 სულზე 479 ლარი იყო, ახლა 647 ლარი იხარჯება. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე ღარიბი და დაუცველი ფენა სწორედ არასრულწლოვანები და ბავშვები არიან. 2015 წლის ანგარიშში 2013 წელთან შდარებით არის გაუმჯობესების დინამიკა, თუ წინა კვლევისას უკიდურესი სიღარიბეში ბავშვთა 6 პროცენტი ცხოვრობდა, 2015 წელს ეს მონაცემი 2,5 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ორჯერ გაიზარდა ჯანდაცვის გაწეული ხარჯები და შემცირდა ბავშვთა ხელმისაწვდომობა სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში. გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF) ამბობენ, რომ პროგრესის მიუხედავად სიღარიბის დაძლევა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს თუმცა ასე არ თვლიან საქართველოს მთავრობაში. ჯანდაცვის სამინისტროში დადებითი ტენდენციების შესახებ საუბრობენ

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4086554

---

 

27.11.2016

არხი: იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ˜бѓ›бѓ”დის бѓ“бѓ бѓќ

ნარინჯისფერი პროტესტი- არა ქალებზე ძალადობას, საქართველო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა, ქვეყანაში სადაც ვითომ ქალის კულტია სტატისტიკით 2016 წლის 10 თვის მონაცემებით ოჯახურ ძალადობას 13 ქალის სიცოცხლე შეეწირა. გადაცემის სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე ისაუბრეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4086580

---

 

27.11.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: ექიმები

დღენაკლული ბავშვი, ნაადრევი მშობიარობა, დედათა და ბავშვთა მოვლა ამ პერიოდში. რა იწვევს ნაადრევ მშობიარობას და არის თუ არა ამის თავიდან აცილება შესაძლებელი ამ თემაზე სასაუბროთ ექიმების სტუმარია ნინო ბერძული.

http://rustavi2.com/ka/video/20662?v=2

---

 

27.11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

რამდენად დაცულია საქართველოში ხანდაზმულთა უფლებები. კვლევების თანახმად, ქვეყანაში უფროსი თაობის უფლებები არც თუ ისე სახარბიელოდ გამოიყურება; პრობლემაა მათთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, მწირი შემოსავალი და საზოგადოებიდან გარიყვა. ორი კონცეფცია, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა უკვე დადგენილია დასამტკიცებლად. წლის ბოლომდე, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, რომელიც ხანდაზმულთა უფლებებს დაიცავს. რას ნიშნავს აქტიური დაბერების პოლიტიკა, რამდენი ხანდაზმული გვეყოლება არსებული დემოგრაფიული დინამიკის გათვალისწინებით - ნახეთ ვიკა ბუკიას სიუჟეტში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4086545

---

 

27.11.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი

გაძვირებული სესხები, საჭმელი და ცხოვრება - ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით ლარის გაუფასურებამ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა. პარასკევს დადგენილი მონაცემებით, მხოლოდ ერთ დღეში ლარი დაახლოებით ორი თეთრით გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.5026 ლარი შეადგინა. დავით სერგეენკო: მე ვფიქრობ როდესაც პარლამენტში წარადგენს ქართული ოცნება მომავალი წლის ბიუჯეტს და ეს უახლოეს დღეებში მოხდება იქ დაწვრილებით იქნება განხილული ის ნაბიჯები რომელმაც უნდა დაიცვას ერთის მხრივ მოსახლეობა და მეორეს მხრივ გაზარდოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4086537

---  

 

27.11.2016

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი ამბები 21:00

ძერწმანის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში 4 თვის შემდეგაც უცვლელი მდგომარეობაა. მედიკოსს, რომელსაც სოფელში 419 პაციენტი ჰყავს მუშაობა არასათანადო პირობებში უწევს. შენობაში დღემდე არ არსებობს წყალი, ელექტროენერგი და გათბობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4086560

---

 

27.11.2016

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 14:00

საქართველოში პირველად პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკები გამოვლინდება, ამისთვის სამედიცინო დაწესებულებამ წინასწარ დადგენილი სპეციალური სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ღონისძიებაში საქართველოს 10 რეგიონის კლინიკები ჩაერთვებიან. საკითხზე პირველი შეხვედრა კი ბათუმში გაიმართა. პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საქართველოს ინიციატივით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4086134

---

 

26 .11.2016

არხი:           бѓўбѓ• პირველი

გადაცემა: დღის ამბები 16:00

"бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђ бѓћбѓђбѓ бѓђбѓ бѓ”бѓљбѓЈбѓ  რეალობაში бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓЎ"- бѓђбѓ›бѓђбѓЎ бѓ”бѓљбѓ”бѓњбѓ” ხოშტარია бѓђбѓ›бѓ‘бѓќбѓ‘бѓЎ. ნაციონალური მოძრაობსი წევრის თქმით, бѓђбѓ¦бѓ›бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓљ ხელისუფლებას მოქალაქეების პრობლემების მოგვარების бѓ’бѓ”бѓ’бѓ›бѓђ бѓђбѓ  აქვს. ხოშტარიამ ჟურნალისტებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის  бѓћбѓ бѓќбѓ‘ლემების ამსახველი бѓ¤бѓќбѓўбѓќ бѓ›бѓђбѓЎбѓђбѓљбѓђбѓЄ წარუდგინა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4085348

---

 

26 .11.2016

არხი:           რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 12:00

პარლამენტში რიგგარეშე სხდომისთვის ემზადებიან. მინისტრთა კაბინეტს бѓ“бѓђ მთავრობის бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђбѓЎ - ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”, бѓ“бѓ”бѓћбѓЈбѓўбѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓЎ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი, бѓ¬бѓђбѓ бѓЈбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ. დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќ: ჯანდაცვის მიმართულებით მთავარი რეფორმები მიმართული იქნება პირველი ამბულატორიული პაციენტებისათვის მედიკამენტებზე მიწვდომადობის бѓ’бѓђбѓ–бѓ бѓ“бѓђ, бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” бѓ–бѓќбѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ“ სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვისაკენ бѓ“бѓђ бѓ›бѓ”бѓЎбѓђбѓ›бѓ” ის бѓ бѓќбѓ› სამედიცინო დახმარების სერვისების  бѓђбѓ®бѓђбѓљбѓ˜ ინტეგრალური განფასების  სისტემის  бѓ“ანერგვისკენ, სამივე ერთობლიობაში бѓ›бѓќбѓ’бѓ•бѓЄбѓ”бѓ›бѓЎ бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓЎ бѓ бѓќбѓ› პირველი შევინარჩუნოთ წარმატებით бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ бѓЇбѓђбѓњбѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђ бѓ“бѓђ ვიზრუნთ იმ ხარვეზების бѓђбѓ¦бѓ›бѓќбѓ¤бѓ®бѓ•бѓ бѓђбѓ–бѓ” бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ–бѓ”бѓЄ დაგვიგროვდა бѓЈбѓ™бѓ•бѓ” გამოცდილება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4084771

---

 

25.11.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი 18:00

გადაცემის სტუმატია ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო. დავით სერგეენკო:" დღეს იყო ინტენსიური სამუშაო დღე, იყო ორი დიდი შეხვედრა, რომლებიც გაგრძელდა დაგეგმილზე დიდხანს. ოპოზიცია ცდილობდა თავისი როლი შეესრულებინა, თუმცა ხშირად ეს დისკუსია ჩარჩოდან გამოდიოდა და სცდებოდა კორექტულობის ზღვარს. პრემიერის დამსახურებაა, რომ მან მოახერხა დისკუსიის შენარჩუნება კორექტულ ჩარჩოში". (მეორე ბლოკი)

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4083863

---

 

25.11.2016

არხი:ჯიდიესი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  20/30

ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – როგორია საქართველოში ამ მიმართულებით მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივი კვლევა ჩაატარესს. დასკვნის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა გამოვლინების რიცხვი გაზრდილია. 2016 წლის ბოლო ათი თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში წელს 13 ქალი მოკლეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4084237

I არხი მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4084345

მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4084298

---

 

25.11.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ

გადაცემა: კონტაქტი რვაზე

40 დაღუპული 6 თვეში. მშენებლობაზე დასაქმებულთა უსაფრთხოება უფრო და უფრო საგანგაშო ხდება. რა პასუხი აქვთ ამაზე თბილისის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში?

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4084326

---

 

25 .11.2016

არხი:           ჯიდიესი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: 20/30

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად, ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის. "ვინაიდან მათი მფლობელი არის საქართველოს უდიდესი ბანკი, კონკურენცია გადადის სრულიად ახალ ეტაპზე და ამას კონკურენციაც აღარ ჰქვია, რადგან ჩვენ ბანკს, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს, რამდენად გავუწევთ კონკურენციას, ეს საკმაოდ საეჭვო საკითხია. ამიტომ ამ შენაძენით, როცა ბანკი ხდება მფლობელი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება ფარმაცევტულ ბაზარზე", - განაცხადა პაატა კურტანიძემ. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის, აქციების 33%-ს კი ახალ ფარმაცევტულ კომპანიაში "ფარმადეპოს" 2 აქციონერს გადასცემს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის მფლობელობაშია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4084261

---

 

25 .11.2016

არხი:           ტელეკომპანია იბერია

გადაცემა: ბიზნესკოდი

ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0, 5%-ით გაიზარდა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციაზე, განსაკუთრებით გაზრდილია მედიკამენტების ფასები. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები ოქტომბერში 15%-ით გაძვირდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4083033

---

 

25 .11.2016

არხი:           I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 09:00

სახალხო დამცველი პარლამენტის შსს და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4082767

---

 

 

 

 

ინტერნეტი

27.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/114982-ombudsmeni-bolo-10-tvis-monacemebit-ojaxuri-dzaladobis-pirobebshi-13-qali-mokles

ომბუდსმენი: ბოლო 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზარდა, თუმცა შესაძლო რისკების პრევენციისა და თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახური ძალადობის პირობებში 13 ქალი მოკლეს. ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი კი, კვლავ მაღალია, პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. "ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებული იქნას ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს", – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, ხელი შეუწყოს და დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. ასევე, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/201643-am-qalbatonis-shvili-yovel-tsvimaze-alagebs-patara-chantashi-satamashoebs-da-garbis-trasaze

„ამ ქალბატონის შვილი ყოველ წვიმაზე ალაგებს პატარა ჩანთაში სათამაშოებს და გარბის ტრასაზე“

პარლამენტის ფრაქ ცია „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია რიგგარეშე სხდომაზე კონკრეტული ისტორიებით გამოვიდა. მან სოციალურად დაუცველი მამაკაცის ფოტო აჩვენა დეპუტატებს, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს და მისი ინფორმაციით, არც ბინა დაუმტკიცეს და სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ხოშტარიამ დეპუტატებს კიდევ ერთი ფოტოსურათი აჩვენა, რომელზეც 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახია ასახული. მისი თქმით, აღნიშნული ოჯახი ხევში ცხოვრობს, მაგრამ მერია აცხადებს, რომ ეს სტიქიის ზონა არ არის, - „ამ ქალბატონის შვილი ყოველ წვიმაზე ალაგებს პატარა ჩანთაში სათამაშოებს და გარბის ტრასაზე“.

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=126194-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90

სხდომაზე ზოგ შემთხვევაში კითხვები უტაქტობის ზღვარზე გადიოდა - დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო დღევანდელ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას აფასებს. მისი შესაფესით შეხვედრა მიუხედავად ტატის ზღვარზე გასული კიტხვებისა, იყო საქმიანი: „სხდომა რეალურად საქმიანად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში კითხვები უტაქტობის ზღვარზე გადიოდა. რა თქმა უნდა საზოგადოებაში არის უამრავი კითხვა, რომელზეც უნდა იყოს მსჯელობა და რომელზეც უნდა იყოს ცამოყალიბებული ხედვა. ეს აბსოლუტურად ნორმალური და მისასალმებელია. ეს ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ყოფილიყო, თუმცა, ვფიქრობ რომ მთლიანობაში ეს მსჯელობა იყო საქმიანი, მიუხედავად ტაქტის ზღვარზე გასული კითხვებისა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.commersant.ge/index.php?m=5&news_id=44599&cat_id=6

„ესთეტიკური ცენტრების სავალდებულო რეგისტრაციაზე მონიტორინგი ჯერ არ დასრულებულა"

1-ელი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. „კომერსანტი" შეეცადა გაერკვია, ამ ეტაპზე მად რა პროცესები მიმდინარეობს. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მონიტორინგი დაწყებულია, ხოლო ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მისი გასაჯაროვება და შესაბამისი რეაგირება მოხდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაჯარიმდა თუ არა რომელიმე დაწესებულება, ამ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ჯერ ამის შესახებ მასალები არ არსებობს. გამყრელიძის თქმით, მონიტორინგის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მასალების შეგროვება დროთა განმავლობაში მოხდება. „ამ პროცესის მონიტორინგს ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები აწარმოებენ, შემდგომ ჩვენთან მხოლოდ საანალიზოდ მოდის მასალა. მონიტორინგი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ეს მასალები ჯერ ჩვენამდე არ მოსულა. „ჯერ-ჯერობით ეს ახალი პროცესია. დააჯარიმეს თუ არა რომელიმე დაწესებულება, ამ ინფორმაციას არ ვფლობთ, რადგან ჯერ ამის შესახებ მასალებიც არ არსებობს. ამ საკითხზე ინფორმაცია ეტაპობრივად გვექნება." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 1-ელი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. ამისათვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის უნდა მიემართათ. იმ შემთხვევაში, თუ ესთეტიკურ ცენტრებსა და სილამაზის სალონებს რეგისტრაცია გავლილი არ აქვთ, ისინი 50 ლარიდან, 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/408225-davith-sergeenko-arian-opozicionerebi-romlebsac-rom-uthkhra-adamianis-fiziologiuri-pulsi-75-ia-ar-daethankhmebian.html?ar=A

დავით სერგეენკო - არიან ოპოზიციონერები, რომლებსაც რომ უთხრა, ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი 75-ია, არ დაეთანხმებიან

არიან ოპოზიციონერები, რომელთაც რომ უთხრა, ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი 75-ია, მაინც დისკრიმინაციულად ჩათვლიან და არ დაეთანხმებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ქუთაისში, პარლამენტში განაცხადა, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ამ დღეების განმავლობაში რამდენჯერმა მკაფიო და ნათლად ჩამოაყალიბა ძირითადი პრიორიტეტები. მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს იქნება ის მთავარი გამოწვევები, რაც არის დარჩენილი - მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდა, ხარისხზე და ფასთწარმოქმნაზე ეფექტური ზემოქმედების სისტემების შექმნა. „რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის ნაწილს არ აქვს პოზიტიური განწყობა, რომ დაეთანხმონ ამ პროგრამას, მე ამ 4 წლის მოკლე გამოცდილებამ ცალსახად მაჩვენა ის, რომ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც რომ უთხრა, ადამიანის ფიზიოლიოგიური პულსი 75-ია, მაინც დისკრიმინაციულად ჩათვლიან და არ დაეთანხმებიან. ეს მათი საქმეა, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა“, - განაცხადა სერგეენკომ.

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=126132-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

დავით სერგეენკო ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს

დღეს საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. დეპუტატებს მთავრობასა და სამთავრობო გეგმას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგენს. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს: „ჯანდაცვის მიმართულებით, მტავარი რეფორმები მიმართული იქნება, პირველი ამბულატორიული პაციენტებისათვის მედიკამენტებზე წვდომადობის გაზრდისაკენ, მეორე, ზოგადად სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის დანერგვისაკენ და მესამე ის, რომ სამედიცინო მომსახურების, სამედიცინო დახმარების სერვისების ახალი ინგერლაური განთავსების სისტემის დანერგვისკენ. სამივე ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ წარმატებით საყოვლთაო ჯანდაცვა და ვიზრუნოთ იმ ხარვეზები აღმოფხვრაზე, რომელზეც დაგვიგროვდა გამოცდილება“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

პრაიმთაიმნიუს.ჯი- http://primetime.ge/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0/

25.11

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=31809

მედპორტალ.ჯი- http://www.medportal.ge/index.php?act=newsfull&Id=9545&catId=130

კვირა.ჯი-  http://kvira.ge/296267

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=126027-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%9D,%20%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/407911-davith-sergeenko-jandacvis-saministro-dzirithadi-cvlilebebis-gankhorcielebas-ramdenime-mimarthulebith-gegmavs.html?ar=A

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/52589-sergo-ratiani-qartulma-ocnebam-utifrad-tqva-rom-pensiebi-ar-gaizrdeba

სერგო რატიანი: "ქართულმა ოცნებამ" უტიფრად თქვა, რომ პენსიები არ გაიზრდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა "აიპრესთან" განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატებმა გუშინ სრულიად უტიფრად უთხრეს საზოგადოებას, რომ პენსიონერებს პენსია არ გაეზრდებათ, 40 000 მასწავლებელს კი, ხელფასი. "მე ყველა კითხვაზე მივიღე პასუხი. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს... სრულიად უტიფრად უთხრეს საზოგადოებას, პენსიონერებს, რომ პენსია არ გაიზრდება, უტიფრად უთხრეს 40 000 მასწავლებელს, რომ ხელფასები არ გაიზრდება. მაგალითად მეცნიერებს უთხრეს, რომ 5 მილიონი დააკლდება ბიუჯეტს და ინფრასტრუქტურული პროექტები წინ არ წავა. აი ეს არის ის ფონი და პასუხები რაც მივიღეთ, მას შემდეგ რაც აირჩია ხალხმა და სრულიად ცხადად აუხსნეს ადამიანებს, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა 4 წლის წინ აუხსნა, რომ ტარიფების შემცირება შეცდომა იყო. გუშინ გამოჩნდა ამ მთავრობის ნამდვილი სახე", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება:   http://www.interpressnews.ge/ge/politika/408032-davith-sergeenko-rodesac-industriashi-mskhvili-kompaniebis-shertsymaze-an-shedzenazea-kholme-qmedebebi-es-yovelthvis-gadis-shesabamis-eqspertizas-konkurenciis-saagentosthan.html?ar=A

დავით სერგეენკო - როდესაც ინდუსტრიაში მსხვილი კომპანიების შერწყმაზე ან შეძენაზეა ხოლმე ქმედებები, ეს ყოველთვის გადის შესაბამის ექსპერტიზას კონკურენციის სააგენტოსთან

როდესაც ინდუსტრიაში მსხვილი კომპანიების შერწყმაზე ან შეძენაზეა ხოლმე ქმედებები, ეს ყოველთვის გადის შესაბამის ექსპერტიზას კონკურენციის სააგენტოსთან, ეკონომიკურ საბჭოსთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ შეძენას გეგმავს. „როდესაც ინდუსტრიაში ასეთი მსხვილი კომპანიების შერწყმაზე ან შეძენაზეა ხოლმე ქმედებები, ეს ყოველთვის გადის შესაბამის ექსპერტიზას კონკურენციის სააგენტოსთან, ეკონომიკურ საბჭოსთან, რომ გათვლილი იყოს მოსალოდნელი შედეგები და კანონიერება. მე ვფიქრობ, რომ აქაც იგივე პროცესი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა. მათი ცნობით, შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა და ახლა საჭიროა, დასტური კონკურენციის სააგენტოსგანაც მიიღონ. გარიგების დასრულება 2017 წლის იანვარში იგეგმება. ჯანდაცვის ჯგუფი „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ (GPC) სააფთიაქო ქსელის გაერთიანებას გეგმავს, რომლის შედეგადაც ახალი კომპანია - JSC Georgian Pharmacy (GEPHA) შეიქმნება. ახალი კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი იქნება, ხოლო 33%-იანი წილი „ფარმადეპოს“ მთავარი აქციონერების - მიხეილ აბრამიძისა და ენრიკო ბერიძის საკუთრებაში დარჩება. ჯანდაცვის ჰოლდინგი „ფარმადეპოს“ 25 მილიონ დოლარად ყიდულობს. გარიგების მიხედვით, ამ თანხის გადახდა 5 წლის განმავლობაში მოხდება. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“-ს მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია.

რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=31765

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.medportal.ge/index.php?act=newsfull&Id=9546&catId=130

ნინო ბერძული ჯანმრთელობის ხელშეწყობის კონფერენციაზე წარსდგა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჩინეთში მაღალი დონის პლენარულ სესიაზე გამოვიდა, სადაც მან ისაუბრა ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და მის ქმედით ნაბიჯებზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ჭრილში. ნინო ბერძულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მიღწეული წარმატება სკრინინგისა და მკურნალობის მიმართულებით, ასევე ელიმინაციის მიმართულებით 2020 წლისთვის სამიზნეების შესრულება შესაძლებელია პრევენციის გაძლიერებით, ცნობიერების ამაღლებით და ჯანმრთელობითი განათლების გაუმჯობესებით საზოგადოების ყველა ჯგუფში-დაავადებულ პაციენტებში, მათ ოჯახებში და ზოგადად საზოგადოებაში, პოლიტიკის შემქმნელებსა და ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერებში. როგორც ნინო ბერძულმა განაცხადა, ჯანმრთელობით განათლებას აქვს უდიდესი როლი, რამდენადაც იგი აძლიერებს თითოეულ ადამიანს და მთლიან საზოგადოებას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ჩამოაყალიბოს სწორი ქცევითი რისკ-ფაქტორები, ხოლო პოლიტიკის შემქმნელებს და კანონმდებლებს საშუალებას აძლევს იმოქმედონ შესაბამის პოლიტიკასა და საკანონმდებლო საკითხებზე.მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ქმედებებსა და მდგრადი განვითარების მიზნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე. ჯანმრთელობის ხელშეწყობის მეცხრე პლენარული კონფერენცია (შანხაი, 21-24 ნოემბერი 2016) გაიმართა ჩინეთის მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიციის ერთობლივი ორგანიზებით. კონფერენციაზე მიღებული შედეგები, რომლებიც არის ჯანმრთელობის ხელშეწყობის შანხაის დეკლარაციის მოკლე შეჯამება, მხარდაჭერილია კონფერენციის მონაწილეების მიერ.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=31709

გიორგი კვირიკაშვილი: საპენსიო უზრუნველყოფა ნამსახურები წლების ოდენობაზე იქნება დამოკიდებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას აცნობს. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრებთან სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. „არსებული საპენსიო სისტემა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის დამატებითი შრე საპენსიო სისტემაში იმისათვის, რომ მომავლის პენსიონერები მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე არ იყვნენ დამოკიდებული და მათი საპენსიო უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მათი ნამსახურები წლების და გამომუშავებული თანხის ოდენობაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამ რეფორმის შედეგი მომავლის პენსიონერების უფრო კარგად უზრუნველყოფილი იქნებიან და ეს ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/52556-sergeenko-oponentebi-cdilobdnen-tavis-martlebis-rezhimshi-gadaeyvanat-premieri-da-ministrebi

დავით სერგეენკო: ოპონენტები ცდილობდნენ, პრემიერი თავის მართლების რეჟიმში გადაეყვანათ

ოპოზიცია ცდილობდა, თავისი როლი მოერგო, თუმცა, ჩემი შეხედულებით ეს იყო უფრო პიროვნულ არაკორექტულ მიმართვებზე აგებული პრეტენზიები.“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის შედეგ. მისი თქმით, შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა და დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. "ოპოზიცია ცდილობდა, თავისი როლი მოერგო, თუმცა, ჩემი შეხედულებით ეს იყო უფრო პიროვნულ არაკორექტულ მიმართვებზე აგებული პრეტენზიები და იმის მცდელობა, რომ ერთგვარ თავის მართლების რეჟიმში გადაეყვანათ პრემირმინისტრი და მინისტრები . საბედნიეროდ მოხერხდა ამ შეხვედრის ცალსახად კონსტურქციულად წაყვანა. ეს შეხვედრა დამთავრდა ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო, არგუმენტირებული პასუხებით",-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/160861-sergeenko-giorgi-kvirikashvilma-parlamentshi-mimdinare-diskusia-konstruqciul-charchoebshi-moaqcia.html?lang=ka-GE

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/408029-davith-sergeenko-opozicia-cdilobda-thavisi-roli-moergo-thumca-chemi-shekhedulebith-es-iyo-ufro-pirovnul-arakoreqtul-mimarthvebze-agebuli-pretenziebi.html?ar=A

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/52515-giorgi-kvirikashvili-ar-vapirebt-pensiebis-zrdas-2017-tslis-biujetit

გიორგი კვირიკაშვილი: არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით

"არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით, არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას არ ვაპირებთ დღეს", - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობა მთვრობის ახალ შემადგენლობას ხვდება. "2018 წლიდან როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა იქნება შესაბამისი ინდექსაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას, იმ ინფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება. წინასაარჩევნოდ ჩვენ თავი შევიკავეთ არარეალისტური დაპირებებით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/407985-giorgi-kvirikashvili-2017-tslis-biujetith-pensiebis-zrdas-ar-vapirebth.html?ar=A

ექსპრესნიუს.ჯი- http://www.epn.ge/index.php?id=36063

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=36040

კვირიკაშვილი: ახალი საპენსიო რეფორმა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის გაუქმებას

ახალი საპენსიო რეფორმა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის გაუქმებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ახალი საპენსიო პროექტი სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ საპენსიო სისტემას გულისხმობს. “არსებული საპენსიო სისტემა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა, აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის დამატებითი შრე გაჩენილი საპენსიო სისტემაში, რათა მომავლის პენსიონერები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე და მათი საპენსიო უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მათი ნამსახურები წლების და გამომუშავებული თანხის ოდენობაზე. ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს მოითხოვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პირველი.ქომ.ჯი- http://pia.ge/post/1173-giorgi-kvirikasvili-axali-sapensio-reformis-seqmnas-mnisvnelovnad-miicnevs

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=126037-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/52517-kvirikashvili-Chepatitis-programashi-chartvis-sashualeba-momavalshic-yvela-pacients-eqneba

კვირიკაშვილი: C-ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ყველა პაციენტს ექნება

საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის წარმომადგენლებს პარლამენტის წევრობა მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა საპარლამენტო საქმიანობაში. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, გასული 4 წლის განმავლობაში მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო ადამიანის ძირითადი უფლებები და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება. ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებსაც შეეხო. მისი თქმით, მთავრობის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაა და იგი შენარჩუნებული იქნება მომავალშიც. "საქართველოს მოქალაქეები კვლავაც იქნებიან დაცულები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯებისაგან, განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი. C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება ყველა პაციენტს და საფუძველი ჩაეყრება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვას. კიდევ უფრო დაიხვეწება სოციალური დაცვის სისტემა." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://netgazeti.ge/news/157341/

შვილების საკითხავი”- ახალი პუბლიკაცია გენდერული თანასწორობისთვის

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი (UNFPA), პარტნიორ ორგანიზაცია We Care-თან ერთად, პუბლიკაციას „შვილების საკითხავი“ წარადგენს. პუბლიკაცია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. „შვილების საკითხავი“ ცნობილი ქართველი მწერლების მიერ შვილებზე და შვილებისათვის დაწერილ წერილებს აერთიანებს. პუბლიკაცია კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ნაწილია, რომლის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და პარტნიორების, ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობას, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ ბავშვებზე ზრუნვაზე და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ – ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის მომზადება, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს საჭმელს; გამოკითხულთა 13% იშვიათად, ხოლო 6% – არასოდეს ესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ. არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. “არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოებრივი დისკუსიის წამოსაწყებად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიური მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში მამაკაცთა ჩართულობის გასაზრდელად განხორციელებულმა კამპანიებმა და ღონისძიებებმა („მამა, წიგნი წამიკითხე“, სატელევიზიო გადაცემა „მამები“, „წერილი შვილს“ და ა.შ.) საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სოციალურ ცვლილებებს შეუწყო ხელი. 2015 წლიდან საქართველო გლობალურ „MenCare“-ს შეუერთდა დევიზით „კაცები ზრუნავენ“. ინიციატორები კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ მამაკაცს მოიწვიეს, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. წიგნის პრეზენტაცია 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში” გაიმართება.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/160863-davith-sergeenkos-ganckhadebith-jandacvis-reformis-mthavari-mimarthuleba-ambolatoriul-medikamentebze-tsvdomis-gaumjobesebaa.html?lang=ka-GE

დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის რეფორმის მთავარი მიმართულება ამბოლატორიულ მედიკამენტებზე წვდომის გაუმჯობესებაა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარების აუცილებლობას ხედავს. „სისტემაში ყოველთვის აუცილებელია რეფორმების გატარება, რადგან ამ სისტემას არ აქვს თვითშენარჩუნების უნარი. თუ არ მოხდა მუდმივი გაუმჯობესება, მუდმივი რეფორმები, სისტემა აუცილებლად წავა დაქვეითებისაკენ“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისივე აზრით, პირველი და ყველაზე მთავარი მიმართულებაა ამბოლატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის წვდომის გაუმჯობესება. „ასევე მთავარი მიმართულებაა ორი მთავარი საყრდენი ჯანდაცვის - ხარისხი და რეალური ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვა. პირველი ნაწილი რეფორმისა, წარმატებით დავასრულეთ, ახლა ლოგიკურად დგება ამ ორი მთავარი რეფორმის დრო“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=126087-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97,%20%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე

2016 წლის 25 ნოემბერ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“. ომუდსმენის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მოხსენებით წარსდგნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები. საჯარო დებატების მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების შესახებ, რომლის შესწავლაც სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. შესწავლის პროცესში ყვარლის რაიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებს ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა, რაც თავად მოსახლეობამ რელიგიური და ტრადიციული წეს–ჩვეულებებით გაამართლა. „ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით, რომ ეს არის ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უკიდურესი უფლებადარღვევის ფორმა“, – ასე შეაფასა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახმაურებული ფაქტის დეტალები. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ 2014 წელს ხელმოწერილ ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა - როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული, თუმცა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დააჩქარონ რატიფიცირების პროცედურა. დებატებზე წარმოდგენილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა პრობლემის პრევენციის კუთხით, განხილული იქნა საევე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისთვის და არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მარი ჯობავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვერა ბაზიარი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი მაია ავაზაშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი. ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ. საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე იმართება ყოველ თვე და საზოგადოებას, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საშუალებას აძლევს განიხილონ მოსახლეობის პრობლემები. საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ.

ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/com/news/view/164757

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/408037-sakhalkho-damcvelma-sajaro-debatebi-tradiciith-gamarthlebuli-dzaladoba-gogonebsa-da-qalebze-gamartha.html?ar=A

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=36070

ვალერი კვარაცხელიამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გახსნა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გახსნა. მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო სერვისების შესახებ ისაუბრა და ყურადღება პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამარ ბარკალაიამ ფონდის წლიური ანგარიში წარმოადგინა. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ძალადობის აღკვეთის მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის როლზე გაამახვილა. „25 ნოემბერი არის ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე, ასევე იწყება 16 დღიანი კამპანია, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას გაუსვამს ხაზს. სახელმწიფო ფონდის ბაზაზე, 16 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში ქუჩის აქციები გაიმართება, სადაც ხალხს მიეწოდება ინფორმაცია ცხელი ხაზის - 116 006-ის შესახებ, იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება“, - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ. საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის კუთხით საერთაშორისო განვითარების პარტნიორების დახმარებაზე, სოციალური მუშაობის საკითხებზე, მისი წარმოშობის მიზეზებსა და სოციალურ შედეგებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, სახელმწიფო ფონდის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბანერზე ნარინჯისფერი ანაბეჭდი დატოვეს. შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დღეს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. თქვი არა, არა ძალადობას! - ქალთა მიმართ ძალადობის თემების აქტუალიზაციასა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/408034-valeri-kvarackheliam-qaltha-mimarth-dzaladobis-saerthashoriso-dghesthan-dakavshirebith-sainformacio-shekhvedra-gakhsna.html?ar=A

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://kvira.ge/296468

დავით სერგეენკო: ჯანდაცვის რეფორმის მთავარი მიმართულება ამბოლატორიულ მედიკამენტებზე წვდომის გაუმჯობესებაა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, დავით სერგეენკო ჯანდაცვის სისტემაში რეფორმების გატარების აუცილებლობას ხედავს. ამის შესახებ მან “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა. სერგეენკოს აზრით, “ჯანდაცვის სისტემაში ყოველთვის აუცილებელია რეფორმების გატარება, რადგან ამ სისტემას არ აქვს თვითშენარჩუნების უნარი. “თუ არ მოხდა მუდმივი გაუმჯობესება, მუდმივი რეფორმები, სისტემა აუცილებლად წავა დაქვეითებისაკენ”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისივე აზრით, პირველი და ყველაზე მთავარი მიმართულებაა ამბოლატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის წვდომის გაუმჯობესება. “ასევე, ორი მთავარი საყრდენი ჯანდაცვის – ხარისხი და რეალური ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვა.პირველი ნაწილი რეფორმისა, წარმატებით დავასრულეთ,ახლა ლოგიკურად დგება ამ ორი მთავარი რეფორმის დრო”,- თქვა მინისტრობის კანდიდატმა.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://jandacva.ge/sakhelmwifo-medikamentebis-khariskhis-garanti-unda-iyos-archil-morchiladze/

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის გარანტი უნდა იყოს – არჩილ მორჩილაძე

სახელმწიფო მედიკამენტების ხარისხის გარანტი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ზღვრული ფასების დაწესება საჭირო არი ქნება – ინტერვიუ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანთან არჩილ მორჩილაძესთან . – როგორც ცნობილია მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული დანახარჯები არაადექვატურად მაღალია, ამის გამო სახელმწიფო აპირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებს აუნაზღაუროს ესენციური მედიკამენტების ღირებულება. როგორ უნდა მოხდეს ამ პროექტის დანახარჯების ოპტიმიზაცია და პირველ რიგში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით? – ამბულატორიული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების სუბსიდირება აუცილებლად უნდა მოხდეს, ასეთია ევროპული კანონმდებლობის, კერძოდ, ევროპის სოციალური დაცვის კოდექსის მოთხოვნები. პროექტის სწორად დაგეგმვა ასევე წაადგება მედიკამენტებზე ქვეყანაში არსებული არაადექვატური დანახარჯების შემცირებასაც. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ექიმის დანიშნულება შესაბამისობაში იყოს დღეისათვის არსებულ კლინიკურ გზამკვლევებთან და მინიმუმამდე შემცირდეს პოლიპრაგმაზიის შემთხვევები. მედიკამენტების ანაზღაურების სისტემის გამართული მუშაობის წინაპირობაა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მომზადება კლინიკურ ფარმაკოლოგიასა და რაციონალურ ფარმაკოთერაპიაში. ექიმების ინფორმირება ამ საკითხში პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების რაციონალურ ხარჯვასთან, დღეს ექიმთა გადამზადებაზე მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიები „ზრუნავენ“, რაც ბუნებრივია იწვევს მედიკამენტების მოხმარების გაზრდას. -უნდა მოხდეს თუ არა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესება? – ექიმები უნდა ფლობდნენ ობიექტურ ინფორმაციას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების შესახებ. და ესინფორმაცია მათ მუდმივად, განახლებად რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეთ. ხოლო სახელმწიფო უნდა იყოს გაყიდვაში არსებული მედიკამენტების ხარისხის გარანტი. ამ შემთხვევაში ზღვრული ფასების დაწესება აზრსაც დაკარგავს, ვინაიდან დღეს ბაზარზე ისედაც საკმაოდ დიდი არჩვევანია, მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე ხშრად მოხმარებადი ანტიბიოტიკი ცეფტრიაქსონი. საავადმყოფოები ამ პრეპარატს 80 თეთრად (ზოგჯერ ნაკლებადაც ) ყიდულობენ, ხოლო საცალო გაყიდვაში იგივე პრეპარატის ფასი იწყება 3 ლარიდ ანდა შეიძლება 20 ლარზე მეტიც კი ღირდეს, მათ შორის ზოგიერთი არაორიგინალი ბრენდი ორიგინალზე ძვირია. მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ძირითად პრეპარატზე. სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ხარისხზე პასუხისმგებლობის აღება საშუალებას მისცემს პროექტში ჩართულ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს თამამად გამოუწერონ პაციენტებს ბაზარზე არსებული ყველაზე იაფი ჯენერიკები. აქვე შეიძლება თანაგადახდის იგივე სისტემის დანერგვა, რაც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ანუ იაფი მედიკამენტის შეძენისას პაციენტის თანაგადახდის წილი იქნება უფრო ნაკლები.

---   

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/sazogadoeba/160815-sayovelthao-jandacvisa-da-c-hepatitis-eliminaciis-programa-gagrdzeldeba.html?lang=ka-GE

საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვისა бѓ“бѓђ C ჰეპატიტის ელიმინაციის бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђ бѓ’бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ, бѓЎбѓђбѓ“бѓђбѓЄ бѓ“бѓ”бѓћбѓЈбѓўбѓђбѓўбѓ”бѓ‘бѓЎ მინისტრთა კაბინეტის бѓЁбѓ”бѓ›бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓљбѓќбѓ‘бѓђбѓЎбѓђ бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђбѓЎ бѓђбѓЄбѓњбѓќбѓ‘бѓЎ.  „ჩვენი ჯანდაცვისა бѓ“бѓђ სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის სისტემა იყო. ის, бѓ бѓђ თქმა бѓЈбѓњбѓ“бѓђ, მომავალშიც შენარჩუნებული იქნება. საქართველოს მოქალაქეები бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• იქნებიან დაცული სამედიცინო бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ დაკავშირებული მაღალი ხარჯებისგან, განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის бѓ›бѓќбѓ›бѓ“бѓ”бѓ•бѓњбѓќ ეტაპი.  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓ”бѓ‘бѓђ პაციენტებს მომავლშიც ექნება. საფუძველი бѓ©бѓђбѓ”бѓ§бѓ бѓ”бѓ‘бѓђ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ›бѓ”бѓ“бѓ бѓќбѓ•бѓ” მეთოდების бѓ“бѓђбѓњбѓ”бѓ бѓ’бѓ•бѓђбѓЎ. სოციალური დაცვის სისტემა კიდევ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ დაიხვეწება“, - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი „პატრიოტთა ალიანსის“ бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓљбѓ”бѓ‘бѓЎ მინისტთა კაბინეტის бѓЁбѓ”бѓ›бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓљбѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓ“бѓђ бѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ бѓћбѓ бѓќбѓ’бѓ бѓђбѓ›бѓђбѓЎ бѓђбѓЄбѓњбѓќбѓ‘бѓЎ.

---

 

25.11.2016      

მედიასაშუალება: http://www.epn.ge/?id=36022

ქუმსიშვილი: 2017 წლის ბიუჯეტის პროცენტულ გადანაწილებაში 29.4% სოციალური ხარჯებზე მოდის

„დღეს, მე პირველად წარვდგები თქვენ წინაშე, როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი. მინდა, ვისაუბრო იმ ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხელისუფლებაში მოვიდა კონკრეტული დაპირებებით, რომლებიც აუცილებლად აისახება ჩვენს ბიუჯეტში", -ამის შესახებ ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მომავალ წლებში ძირითადი პრიორიტეტი იქნება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, ამავე დროს, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება იმ სოციალური ვალდებულებების შესრულება, რომელიც აღებულია მოსახლეობის წინაშე. „ჩვენ, ასევე, სამართლიანი უნდა ვიყოთ საგარეო, თუ საშინაო ვალის აღების დროს - რასაც მოვიხმართ, ჩვენ თავად უნდა გავისტუმროთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე და გადაიდგმება არაერთი ნაბიჯი ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მიმართული იქნება სახელმწიფო რესურსები. „დღევანდელი ბიუჯეტის გადანაწილებას თუ შევხედავთ, ნათლად ჩანს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროცენტულ გადანაწილებაში 29.4% მოდის სოციალური ხარჯებზე, ასევე, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, სასჯელაღსრულებზე და სასამართლო სისტემაზე - ყველაფერზე ერთად მოდის 14,6%. განათლებასა და მეცნიერებაზე - 8,6%. ბიუჯეტში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე, პრაქტიკულად, არ არსებობდა - ეს არის მეწარმეობისა და ტურიზმის ხელშეწყობა, სადაც 1,2% გვაქვს, თუმცა ჩვენი სურვილია, დაფინანსება ამ მიმართულებაც გაიზარდოს. ინფრასტრუქტურაში ბიუჯეტის 19,8%-ს ვხარჯავთ, ხოლო ყველაფერი დანარჩენი და ვალების მომსახურება შეადგენს - 19,6% და 6,7%-ს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია სოციალური მიმართულება და სოციალური დანახარჯები. „უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში სოციალური ხარჯები. 2012 წელთან შედარებით, დაფინანსება 80%-ზე მეტად არის გაზრდილი, ხოლო 2016 წელს გაწეული ხარჯი მშპ-ს 10%-ზე მეტია. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ამაღლდეს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა. შემოვიღოთ ისეთი სისტემები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ბიუჯეტში შევინარჩუნოთ იმ პროცენტული გადანაწილების დონე, რომელიც გვაქვს და ის სერვისები, რომელსაც ვაწვდით მოქალაქეებს, არ შემცირდეს და გაუმჯობესდეს," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, კვლავ მნიშვნელოვანი თანხები იქნება მიმართული განათლების სისტემის დაფინანსებაზე. „განათლების სფეროს დაფინანსება ბიუჯეტიდან 7,8% იყო, ახლა 8,6%-ია და ის გაიზრდება 9,5%-მდე. განათლების დაფინანსების ზრდა საკმაოდ სწრაფად მოხდება. შემდეგ წელსაც ჩვენ მნიშვნელოვანი თანხები გვექნება ამ მიმართულებით ჩადებული ბიუჯეტში, შესაბამისად ტენდენცია აქ ნათელია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან, ასევე, შენარჩუნდება ძალოვანი უწყებების დაფინანსების პროცენტულობა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორებიც არის: „აწარმოე საქართველოში", „მიკრომეწარმეობა" და სხვა. „ძალიან აქტიურები ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მარკეტინგში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მუდმივად ორიენტირებული ვიქნებით ეფექტურობის ზრდაზე. რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად შევცვლით და მოვერგებით მოცემულობას," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხებს დახარჯავს ინფრასტრუქტურის მიმართულებით. „2012 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ბიუჯეტის 26% იხარჯებოდა, შემდეგ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ორიენტირებული ვიყავით ჯანდაცვაზე, ბიუჯეტი შეიცვალა - გავზარდეთ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი. თუმცა დღეს, უკვე 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოხდება. ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი 19,8%-დან, რომელიც დღეს გვაქვს, გაიზრდება 28,6%-მდე, რაც დამატებით ნიშნავს 15 მილიარდი ლარის დახარჯვას ინფრასტრუქტურაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ინვესტირება მოხდება არა მხოლოდ მოზიდული თანხებით, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ფორმით. „ჩვენ კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონის სამუშაო ვარიანტი უკვე შემუშავებული გვაქვს. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, სხვა დონორ ორგანიზაციებთან. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მეტი ინფრასტრუქტურა ავაშენოთ," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში ე.წ „სხვა დანარჩენი ხარჯების" შემცირების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ შემცირების ტენდენცია შემდგომი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. „ბიუჯეტთან, წილობრივი პროპორციით უნდა შემცირდეს „სხვა დანარჩენი ხარჯები" - ეს არის მთავრობის ზომა, ეს არის, ასევე, ის საოპერაციო ხარჯები, რომლებზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული და ძალიან ბევრი საინტერესო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომავალში ამ მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით. „მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიოში მეცხრე ქვეყანა ვართ გადასახადების ტვირთის მიხედვით, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მდგომარეობას. ამის საშუალებას მოგვცემს მოგების გადასახადის რეფორმაც. ჩვენ ძალიან კარგად წავიწიეთ წინ „Doing Business"-ის რეიტინგში. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი განსაზღვრავს იმას, თუ რა დროითი დანახარჯის გაწევა უწევს ბიზნესს და სწორედ აქ, ჩვენ ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს და გვექნება მომავალშიც," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იგეგმება ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, გადასახადების გადახდის სიმარტივით ქვეყანამ 2013-2016 წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „შემდეგი ნაბიჯი იქნება ავტომატური ელექტრონული დეკლარირება, რომელიც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს და შეამცირებს იმ დანახარჯებს, რომელიც ბიზნესმა უნდა გაწიოს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. მერწმუნეთ, რომ ბიზნესისთვის გადასახადების დეკლარირება, ის ანგარიშგება, რომელიც მას უწევს სახელმწიფოსთან, მნიშვნელოვანია როგორც დროითი, ისე ფულადი დანახარჯების მიმართულებით," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალის სტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, მოხდება სახელმწიფო ვალის სტრატეგიის განხილვა. „დღეს, ჩვენი მთლიანი ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში შეადგენს 41.2%. მნიშვნელოვანია სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოში გაგვაჩნია: 78%-ეს არის საგარეო ვალი, ხოლო 22% საშინაო ვალი. მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალის მოცულობა შეადგენს 55%-ს, ორმხრივი კრედიტორების მიმართ - 13%, ხოლო ევრობონდები შეადგენს - 9%-ს. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2.1%,-ია, ხოლო დაფარვის საშუალო ხანგრძლივობა - 10 წელიწადზე მეტი. რაც შეეხება, საშინაო ვალს ვფიქრობთ, რომ საშინაო ვალი არის გასაზრდელი, თუმცა ამ საკითხს ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ, როდესაც სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. ბევრი დადებითი და უარყოფითი ფაქტორია, როგორც საგარეო, ისე საშინაო ვალთან მიმართებაში, თუმცა ყოველთვის უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი პროპორცია - ერთი მხრივ, ვალუტის რეზერვების შევსების მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, ვალუტის რისკების მინიმიზაციის კუთხით," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგებს და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველო იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი ქვეყანა რომელსაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეუმცირეს ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, „ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა იყო სწორი და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

28.11.2016      

მედიასაშუალება:ალია

როცა მთავრობა ამბობს, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უფასოა და არც ერთ მოქალაქეს არ იმეტებს სასიკვდილოდ, ტყუილია, ბატონებო, ტყუილი, გვაბოლებენ და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე!

"ოცნების" ხელისუფლების ყველაზე სატრაბახო მიღწევა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ იდეალურისგან ძალიან შორსაა, არახალია, მაგრამ ისტორია, რომელიც ერთ-ერთმა დაზარალებულმა მიამბო, ყოველგვარ ლოგიკურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. თეა შალვაძეს მამა გულის შეტევის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანიდან 24 საათში გარდაეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო დაზღვევით განსაზღვრული დაფინანსებით გათვალისწინებული 15 000 ლარის ღირებულიების მომსახურება არ გასწევია პაციენტს, ოჯახის საავადმყოფოსგან მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ფულადი ანაზღაურება მოსთხოვეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ გარდაცვლილის შვილს ხელფასიც კი გაუყინეს და სასამართლოს მუქარით გადაახდევინეს 910 ლარი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4087345&name=28.11.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

მონოპოლიის ახალი საფრთხე ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ფარმადეპო შეიძინა. საქართველოში სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კომპანიის შეძენით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (ევექსი) ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება ამ დროისთვის კონკურენციის სააგენტოს დამტკიცებას მოითხოვს. "ფარმადეპოს" ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ. ცხადია, ბიზნესმა არ იცის პოლიტიკური კონიუნქტურა, მაგრამ ეს ბიზნესგარიგება მაინც არ არის ორდინალური ფაქტი, იმის გათვალისწინებით, რომ "საქართველოს ბანკი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ბიზნესსტრუქტურაა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ABC Pharmacia-ს (ფარმადეპო) შერწყმას GPC-სთან ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს JSC Georgian Pharmacy-ს (GEPHA) ქმნის. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი ფარმადეპო იქნება, კერძოდ კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე. GEPHA -ს მფლობელობაში საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელი იქნება. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ფარმადეპოს აქციებში 25 მილიონ დოლარს გადაიხდის, აქციების 33%-ს კი ახალ ფარმაცევტულ კომპანიაში ფარმადეპოს 2 აქციონერს გადასცემს. გარიგების დასრულებას ევექსი 2017 წლის იანვარში ელოდება. თანხის სრულად გადახდა 5 წლის ვადაში მოხდება, პირველ ტრანზაქციას კი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 12 მილიონი დოლარის ოდენობით, გარიგების დასრულებისას აპირებს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამ გარიგების შემდეგ კონკურენციის გამძაფრებასაც ელოდება. "უკვე წლებია ქართულ სააფთიაქო ბაზარზე მხოლოდ 2 მსხვილი კომპანია არსებობს, საუბარია "ავერსსა" და "პსპ"-ზე. სწორედ მათ ხელშია ყველა ის კომპონენტი, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში არსებობა მოღვაწეობისთვის აუცილებელია..." აქვე შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კორპორაცია "ევექსს", სადაზღვევო კომპანია "იმედი L"- სა და ფარმაცევტულ კომპანია "ჯი პი სი"-ს მართვას. აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ პრობლემაა, რომ არც ეროვნულმა ბანკმა და არც პარლამენტმა საკითხი ბოლომდე არ მიიყვანეს... მონოპოლიის საფრთხეებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4087031&name=28.11.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს განახორციელებს

კონკურენციის სააგენტომ 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. სააგენტომ შესაბამის ბაზრებზე არსებული კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტების მიმართ 30-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ გაცემული რეკომენდაციები 79%-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკური აგენტების მიმართ გაცემული რკომენდაციები 21%-ს. აქედან საქართველოს მთავრობის მიმართ გაიცა 10 რეკომენდაცია, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოების მიმართ 21 რეკომენდაცია, ხოლო ეკონომიკური აგენტებისადმი 8 რეკომენდაცია. კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებული კანონი სახელმწიფო ორგანოების მიმართ, ადმინისტრაციულ ნორმებს არ ითვალისწინებს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. სლავა ფეტელავას განცხადებით, შემდგომი ეტაპი რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4086898&name=28.11.2016+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: მესინჯერი

ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეა. ძალადობა ოჯახში და ქალთა მიმართ – როგორია საქართველოში ამ მიმართულებით მდგომარეობა. სახალხო დამცველის აპარატმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივი კვლევა ჩაატარესს. დასკვნის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა გამოვლინების რიცხვი გაზრდილია. 2016 წლის ბოლო ათი თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში წელს 13 ქალი მოკლეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4086729&name=28.11.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: ალია

„ავერსის“ კლინიკა „ფილიპსის“ ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახებით აღიჭურვა

„ავერსის“ კლინიკა კომპანია „ფილიპსის“ ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახებით აღიჭურვა. მედიის წარმომადგენლებმა დღეს, „ავერსის“ კლინიკაში „ფილიპსის“ ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ჰიბრიდული საოპერაციო ბლოკი და ტომოგრაფიის კაბინეტი დაათვალიერეს. მედიატურს „ავერსის“ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ და სისხლძარღვთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აკადემიურმა დოქტორმა კახა ქუნთელიამ უმასპინძლეს. მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ინტერვენციული ქირურგიის მეშვეობით „ფილიპსის“ ჰიბრიდული საოპერაციო ოთახი და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დიაგნოსტიკური ოთახი, მრტ-მილშიგა, პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებული გამოცდილებით საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღების, პაციენტის მოვლისა და მომსახურების გაწევის საშულებას იძლევიან. მსგავსი ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგია მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე, მოწინავე ჯანდაცვის დაწესებულებაშია დანერგილი. „ავერსის“ კლინიკაში დანერგილ ინოვაციურ ჰიბრიდულ საოპერაციო ოთახს ისეთი უპირატესობები გააჩნია, როგორებიცაა: მინიმუმამდე დაყვანილი ინვაზიური პროცედურა, პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო შემცირებული პერიოდი, გაზრდილი კომფორტი და პაციენტების ნაკადის გაზრდილი გამტარუნარიანობა. „ფილიპსის“/MAQUET სისტემა პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის საჭიროებებზეა მორგებული. საოპერაციო ოთახში ინტეგრირებულია ყველა სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც მინიმალურად ინვაზიური (დახურული) და ღია ოპერაციების ჩასატარებლადაა საჭირო. უმაღლესი დონის Philips Allura Clarity ანგიოგრაფიის სისტემის მეშვეობით, გამოსხივების სიმძლავრის 75%-ით შემცირება და იმავდროულად, ოპერაციის მსვლელობისას საუკეთესო ხარისხის გამოსახულების მიღება მიიღწევა. დიაგნოსტიკური ოთახი აღჭურვილია „ფილიპსის“ ჯანდაცვის სისტემების ფართო სპექტრით და Philips Ingenia მრტ და პაციენტის ჩართულობაზე ორიენტირებულ მილ-შიგა სისტემას მოიცავს. Philips Ingenia 3.0T ციფრული მრტ მედიცინის სფეროს მუშაკებს მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღების საშუალებას აძლევს. აპარატი ასევე, იძლევა გამოსახულების მიღების საშუალებას შემცირებულ დროში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4086992&name=28.11.2016+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: პრაიმ თაიმი

ტრადიციად შეფასებული დანაშაული

საერთაშორიოს ორგანიზაციის "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" ცნობით, ყვარლის რაიონის სამ სოფელში: თივში, სარუსოსა და ჩანთლისყირში მცირეწლოვან გოგონებს მუსლიმანური წესით "ნათლავენ" - წინადაცვეთას უკეთებენ. აღნიშნული სკითხი სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით იკვლია და დაადასტურა, რომ ყვარლის სამ სოფელში გოგონების გენიტალიების დამახინჯების ფაქტები დასტურდება. ანა აბაშიძე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი: ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არა მარტო იუსტიციის სამინისტრო, არამედ ჯანდაცვის სამინისტრო, პროკურატურა, შსს, განათლების სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები გეგმავენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გარკვეული საგანმანათლებლო ნაწილის დამუშავებას. საქართველოში ქალთა წინადაცვეთის პრაქტიკის გამოვლენის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქვეყნის მთავრობას სპეციალური რეკომენდაციით მიმართა, უახლოეს მომავალში განახორციელოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და მიიღოს ყველა ზომა ქვეყანაში გოგონათა წინადაცვეთის რიტუალის აღმოსაფხვრელად.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4086727&name=28.11.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები"

28-11-2016 "ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხის ნაცვლად სამ ძირითად მოთამაშეს მივიღებთ" როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ თავს კარგად გრძნობდნენ მზღვეველი, ფარმაცევტი და ჰოსპიტალი? მზღვეველის ოცნებაა, ჰყავდეს ბევრი ჯანმრთელი დაზღვეული, მიიღოს სადაზღვევო პრემია და მათ მკურნალობაში არაფერი გადაიხადოს. ფარმაცევტისა და ჰოსპიტლის ოცნება კი ბევრი ქრონიკული ავადმყოფია, რათა ბევრი წამალი გაყიდონ და ბევრს მოემსახურონ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" შეძენას გეგმავს. ამ გარიგების შედეგად გაერთიანდება "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელები და შეიქმნება ახალი კომპანია Georgian Pharmacy. ექსპერტების განმარტებით, კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენა ბაზარზე არსებულ ისედაც სუსტ კონკურენციას კიდევ უფრო შეამცირებს და წამლებზე ფასების გაზრდის რისკებს შექმნის. მათი ვარაუდით, ფარმაცევტული ბაზრის დიდი მოთამაშეების გაძლიერებას ბაზრიდან წვრილი ფარმაცევტული ობიექტების გაქრობა მოჰყვება. ორი მსხვილი ფარმაცევტული ქსელის გაერთიანება ბაზარზე ერთი კონკურენტით ნაკლებს ნიშნავს. გარდა ამისა, "ფარმადეპოს" 120 და "ჯიპისის" 91 აფთიაქის გაერთიანებით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის ქსელის სიდიდით მეორე მოთამაშე შეიქმნება. აფთიაქების რაოდენობით პირველობა კვლავ დარჩება "ავერსს", რომელსაც საქართველოს მასშტაბით 232 აფთიაქი აქვს, ხოლო პსპ-ს 183 აფთიაქით მესამე პოზიციაზე გადანაცვლება მოუწევს. როგორც პსპ-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, "ფარმადეპო" და "ევექსი" (რომელიც "ჯანდაცვის ჯგუფის" საკუთრებაა) ბოლო წლებში დაუფარავად თანამშრომლობდნენ, რაც იმას ცხადყოფს, რომ ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა, რის შედეგადაც კომპანიები კოტრდებიან და ბანკის მფლობელობაში გადადიან. თავის მხრივ, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ეკუთვნის "ბიჯეო ჯგუფს", რომელიც აერთიანებს "საქართველოს ბანკს", საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ს, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს", სამშენებლო კომპანია "მ2"-ს, "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერსა" და ღვინის კომპანიას "თელიანი ველი". "ჯანდაცვის ჯგუფი" მართავს სამედიცინო კორპორაცია "ევექსს", სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. რამდენიმე თვის წინ "ჯანდაცვის ჯგუფმა" სააფთიაქო ქსელ "ჯიპისის" 100%-იანი წილი იყიდა და ახლა "ფარმადეპოს" ყიდულობს. თუმცა მანამდე, ისევე როგორც "ჯიპისის" ყიდვის შემთხვევაში, ამ გარიგების კონკურენციის პრინციპებთან თავსებადობა კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს. კახა ოქრიაშვილი, პსპ-ს დამფუძნებელი: "პსპ-ს ყოველთვის სხვებზე ნაკლები აფთიაქები ჰქონდა, მაგრამ ბრუნვა გვაქვს მაღალი - მეტი, ვიდრე "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" ერთად. თუ "ევექსს", სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ს, "საქართველოს ბანკსა" და ფარმაცევტულ კომპანიას შორის საბაზრო პრინციპები იქნება დაცული, არა მგონია, ამ გარიგებამ სააფთიაქო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს". სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი: "ამ გარიგების შედეგად იქმნება კონგლომერატი, რომლის ხელშია ჰოსპიტალური სექტორი, სადაზღვევო სისტემა და ახლა უკვე ფარმაცევტული ბიზნესიც, ხოლო ყველაფერ ამას აერთიანებს ბანკი. შედეგად, მივიღეთ მონსტრი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დიდ ნაწილს განაგებს. შესაბამისად, კონკურენციის გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, პირიქით, გაუარესებასაც უნდა ველოდოთ, რადგან ოთხის ნაცვლად მივიღებთ სამ ძირითად მოთამაშეს იმ ბაზარზე, სადაც კონკურენტული და ჯანსაღი გარემო არც აქამდე იყო. პაციენტისთვის ეს ნიშნავს არჩევნის შეზღუდვას - სად წავიდეს სამკურნალოდ, ვისთან დაეზღვიოს და სად შეიძინოს წამალი. მიხვალ კლინიკაში და აღმოჩნდება, რომ კლინიკაც, წამალიც, დაზღვევაც - ყველაფერი ერთ Advertisement ხელშია. რაც შეეხება წამლის ფასებს, ამ ბაზარზე კონკურენცია ისედაც არ არსებობდა, რადგან ბაზარს, ძირითადად, 3-4 გარიგებული მოთამაშე იყოფდა. სხვა შემთხვევაში როგორ აიხსნება ის გარემოება, რომ სხვადასხვა მომწოდებლისგან მიღებულ მედიკამენტებს მსხვილი სააფთიაქო ქსელები ერთსა და იმავე ფასად ყიდიან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კონკურენციის სააგენტომ არ შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული გარემო, წამლის ფასი და მიზეზად არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა. არადა, დიდი საექსპერტო ცოდნა ნამდვილად არ სჭირდება იმის განსაზღვრას, რომ იქ, სადაც 2-3 კომპანია იყოფს ბაზრის უმეტეს წილს, პროდუქციაზე ფასის შემცირებისა და კონკურენტული ფასის გაჩენის ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. რატომ იტყვის კომპანია უარს კოლოსალურ მოგებაზე, როცა შეუძლია ეს მოგება პაციენტის ჯიბიდან სავსებით უმტკივნეულოდ ამოიღოს? წლებია, ვლაპარაკობთ ვერტიკალურ მონოპოლიაზე, როცა მზღვეველი თავის კლინიკაში გგზავნით სამკურნალოდ, ექიმი - მათივე კომპანიის აფთიაქში, ხოლო წამალი, რომელსაც ყიდულობთ, ამავე კომპანიის წარმოებულია. პაციენტი ამ დროს, ფაქტობრივად, უფლებააყრილია, არჩევანი არა აქვს და საკუთარი ჯიბიდან თუ ბიუჯეტიდან საყოველთაო დაზღვევის ხარჯზე იხდის იმდენს, რამდენსაც დაუდგენენ. ასეთ პირობებში ქვეყანაში წამლის ფასის შემცირების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. მეტიც, გამსხვილება ამ თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ ჩვენს ჯიბეებს დაარტყამს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის დანახარჯების წილი მედიკამენტებზე მკურნალობის სრული თანხის დაახლოებით 60%-ს შეადგენს. "იუნისეფის" ახალი კვლევა გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მიუხედავად, ჯანდაცვაზე ოჯახების გაწეული ხარჯი ბოლო 2 წელიწადში 31%-ით გაიზარდა და უმეტესად მედიკამენტების კომპონენტის ხარჯზე. ეს კი ნიშნავს, რომ წამლის ფასი სულ უფრო იზრდება. საჭიროა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა ამ სფეროში და ჯანსაღი კონკურენციის შექმნა. ხვალ-ზეგ ბაზრის დომინანტების კიდევ უფრო გაძლიერება გაქრობით დაემუქრება წვრილ საცალო აფთიაქებს, რადგან კონგლომერატს, სადაც მზღვეველს, ექიმსა და ფარმაცევტს პაციენტი, ფაქტობრივად, გამოჭერილი ჰყავთ, ისინი კონკურენციას ვერ გაუწევენ". ნოდარ კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკოსი: "რაც უფრო ცოტაა დიდი მოთამაშე, მით უფრო ნაკლებად კონკურენტულია ბაზარი. უნდა ჩამოვყალიბდეთ, საბაზრო ეკონომიკას ვირჩევთ თუ გეგმურს. ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუ ვირჩევთ საბაზრო ეკონომიკას, მაშინ კონკურენციის სააგენტო მთელი კვირის განმავლობაში 24 საათი უნდა მუშაობდეს, ფასწარმოქმნას სწავლობდეს. უნდა ადარებდეს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებს საერთაშორისო ფასებს და საქონლისა და მომსახურების ღირებულებაში მოგების წილებს ანგარიშობდეს. მხოლოდ ასეთი სისტემური მუშაობით არის შესაძლებელი ნებისმიერი კარტელური გარიგების, ნებისმიერი მონოპოლიური საქმიანობის იდენტიფიცირება და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება მედიკამენტების ბაზარს: როგორ შეიძლება ერთი ქოლგის ქვეშ თავს კარგად გრძნობდნენ მზღვეველი, ფარმაცევტი და ჰოსპიტალი? მზღვეველის ოცნებაა, ჰყავდეს ბევრი ჯანმრთელი დაზღვეული, მიიღოს სადაზღვევო პრემია და მათ მკურნალობაში არაფერი გადაიხადოს, ფარმაცევტისა და ჰოსპიტლის ოცნება კი ბევრი ქრონიკული ავადმყოფია, რათა ბევრი წამალი გაყიდონ და ბევრს მოემსახურონ. ცოტა ხნის წინ მცირე კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ გამოწერილი წამლების 95% ორიგინალია და მხოლოდ 5%-ია გენერიკი. მარტივ მაგალითს გეტყვით: "ასპირინი" უკვე გენერიკია, მაგრამ მის ბაზაზე დამზადებული "ასპირინი ფორთოხლის გემოთი" თუ "ვირთხის გამოხედვით" ორიგინალია და ხუთჯერ ძვირია გენერიკზე. არადა, პაციენტზე გენერიკიც და ორიგინალიც ერთნაირად მოქმედებს. მოკლედ, ჩვენი უბედური მომხმარებელი ვერც კი გაიგებს, როგორ გააცურებენ ფარმაცევტებთან შეკრული ექიმები".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4086725&name=28.11.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: პრაიმ თაიმი

ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით დაავადებული 17 პაციენტი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ელის

ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით დაავადებული 17 პაციენტი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ელის. მოთხოვნა მათი დაფინანსების შესახებ შესულია როგორც ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი ფილტვის იშვიათი დაავადებაა, რომელიც სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4086800&name=28.11.2016+-+%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.11.2016      

მედიასაშუალება: ვერსია

ორსულებო, გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ ჩაიტაროთ!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4087560&name=28.11.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: ახალი თაობა

გიორგი კვირიკაშვილი: "2017 წელს პენსიებს არ გავზრდით"

ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების ზრდას 2017 წლის ბიუჯეტით. არაფერი დამალული ამაში არ არის და არც ტყუილის თქმას არ ვაპირებ დღეს.ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას ეხებოდა. - 2018 წლიდან როდესაც ჩაირთვება ახალი საპენსიო სისტემა იქნება შესაბამისი იდესაქციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანს პენსიას იმ იმფლაციის მაჩვენებლებთან, რომელიც გვექნება“, -აღნიშნა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4084594&name=26.11.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

26.11.2016      

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს გეგმავს

,,ძირითადი ცვლილებები იქნება რამდენიმე მიმართულებით განხორციელებული. პირველი ეს არის უზრუნველყოფა უფრო მიწვდომადი და ხარისხიანი ჯანდაცვის. მეორე - ეს არის მედიკამენტების კომპონენტზე მიწვდომადობის გაძლიერება და მესამე - არის სამედიცინო დახმარების სერვისების განფასების ახალი ინტეგრალური სისტემის დანერგვა“, - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები შეეხება ასევე, საყოველთაო დაზღვევასაც. ,,ამ მიმართულებით მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და გამოყენებული იყოს ახალი მიდგომები, რომელიც სამედიცინო დახმარებას უფრო ხარისხიანს და უფრო მიწვდომადს, მეორე მხრივ, კი უფრო ხარჯთეფექტურს გახდის”, დასძინა მინისტრობის კანდიდატმა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4084403&name=26.11.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---