From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-30.03.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge
Received On : 30.03.2017 08:50
Attachments :


 

 

 

მედიამონიტორინგი 30.03 .2017

ტელევიზია 

30.03.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 09:00

შშმპ სახელმწიფო დამსაქმებლებს ხელფასის ნაწილის სუბსიდირებას სთავაზობს. შარშან ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში ათეულობით ადამიანი უკვე დასქმდა, თუმცა თავად შშმ მოქალაქეები სახელმწიფოსგან მეტ ხელშეწყობას მოითხოვენ, რაც პირველ რიგში განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნულ პროგარამაში დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელიც. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ დასაქმების პროგრამას მეორე წელია ახორციელებენ. ამ თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა ჟორჟოლიანი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352653

---

 

29.03.2017

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

მძიმე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალიზირებული მომსახურების ცენტრი გაიხსნა ქუთაისში. საოჯახო ტიპის ცენტრში 24 საათიანი სამედიცინო მომსახურება, რეაბილიტაცია, ინდივიდუალური განვითარებისა და თემში ინტეგრირების სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი. ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა გახსნეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4351895

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4351857

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352211

რთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352303

---

 

29.03.2017

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:    კონტაქტი 18:00

”საქართველო თამბაქოს გარეშე” - თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კონფერენციაზე თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს და პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის შესახებ ცვლილებათა პაკეტის თაობაზე იმსჯელეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352109

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352258

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352301

ერთსულოვნება - სიახლენი 22:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352305

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4351578

---

 

29.03.2017

არხი: იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 20:00

საქართველოში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. აქედან 3000 პასიური მწეველია - საგანგაშო მონაცემები გააცნეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის წევრებს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ შეხვედრაზე უცხოელმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარებას თამბაქოს კონტროლის გამკაცრება შეუწყობს ხელს და რეგულაციების ამოქმედებას მხარი დაუჭირეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობს და რეგულაციების ნაწილი 2017 წელს ამოქმედდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352283

I არხი - მოამბე 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4351529

---

 

29.03.2017

არხი: იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 20:00

კანონი, რომლის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, ვინ არის დამნაშავე როდესაც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები ირღვევა, ბოლო ერთი წლის მონაცემებით საქართველოში 17 ადამიანი დაიღუპა უმრავლესობა მშენებლობებზე, ბოლო შემთხვევა კი რუსთავში გუშინ მოხდა როდესაც ერთ-ერთი ქარხნის ღუმელში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, არასამთავრობოები აფასებენ შექმნილ პრობლემას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352286

---

 

29.03.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა: კონტაქტი რვაზე

  бѓЁбѓЎбѓЎ-бѓ› გამოძიება რუსთავში бѓ›бѓќбѓ›бѓ®бѓ“бѓђбѓ  ფაქტზე გამოძიება შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. კომპანია "ჯეოსტილში" бѓЈбѓ™бѓ•бѓ” შევიდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპატრამენტი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით ფაქტზე бѓ›бѓќбѓ™бѓ•бѓљбѓ”бѓ•бѓђ бѓЈбѓ™бѓ•бѓ” დაწყებულია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352279

---

 

29.03.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

 вЂћбѓЁбѓђбѓ• სიაში“ მოხვედრილი სამედიცინო დაწესებულებები- ოთხი სამშობიარო бѓЎбѓђбѓ§бѓќбѓ•бѓ”бѓљбѓ—бѓђбѓќ ჯანდაცვის პროგრამის მიღმა бѓ“бѓђбѓ бѓ©бѓђ. бѓ›бѓђбѓ— შორისაა „ლანცეტი“ бѓ“бѓђ „ევექსი“. პროგრამიდან გათიშვის бѓ”бѓ бѓ—-бѓ”бѓ бѓ— მიზეზად პაციენტების მცირე бѓ бѓђбѓќбѓ“бѓ”бѓњбѓќбѓ‘бѓђ бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. ხარვეზები დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის бѓ“бѓђ მომსახურების ხარისხის კუთხითაც. ჯანდაცვის სამინისტრო მომავალშიც бѓ бѓ”бѓ’бѓЈбѓљбѓђбѓ бѓЈбѓљбѓђбѓ“ бѓЁбѓ”бѓђбѓ›бѓќбѓ¬бѓ›бѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓђбѓ›бѓ“бѓ”бѓњбѓђбѓ“ бѓђбѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓ”бѓњ კლინიკები უწყების მიერ бѓ“бѓђбѓ¬бѓ”бѓЎбѓ”бѓ‘бѓЈбѓљ бѓђбѓ®бѓђбѓљ бѓЎбѓўбѓђбѓњбѓ“бѓђбѓ бѓўбѓ”бѓ‘бѓЎ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352260

---

 

29.03.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

იწყება დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა, რომელიც შშმ პირების ხელფასის სუბსიდირებასაც გულისხმობს. კერძოდ, დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გადამზადების და კონკრეტულ კომპანიაში მუშაობის დაწყების შემდეგ ანაზღაურების 50%-ს სახელმწიფოსგან მიიღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში ფიქრობენ, რომ მსგავსი შეთავაზება კერძო სექტორს წაახალისებს და შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352257

---

 

29.03.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ახალი ამბები 19:00

სოციალურად დაუცველი ოჯახი შემწეობის გარეშე - საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ თამარაშენში მცხოვრებ 3-სულიან ოჯახს დახმარება მაღალი სარეიტინგო ქულების გამო მოეხსნა, თუმცა ოჯახი ხელახალ შემოწმებას ითხოვს. კაჟაშვილები მათ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4352064

I არხი - მოამბე 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4351899

---

 

29.03.2017

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ™бѓќбѓњбѓўбѓђбѓҐбѓўбѓ˜ 15:00

მემარცხენე ალიანსი უმუშევრებისათვის ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. განცხადება დღეს ალიანსის სახელით სოსო შატბერაშვილმა გააკეთა, მანვე, თანაპარტიელებთან ერთად, მოთხოვნა განცხადების სახით სერგეენკოს სახელზე ჯანდაცვის სამინისტროს მისაღებშიც დატოვა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4351430

---

 

29.03.2017

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ™бѓќбѓњбѓўбѓђбѓҐбѓўбѓ˜ 12:00

მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ ნაძალადევის რაიონში ქსოვრელის ქუჩაზე სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები. "მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძესთან საუბარში მოსახლეობა ამბობს, რომ არ აქვთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, კანალიზაცია, რის გამოც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4350770

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4350503

---

 

29.03.2017

არხი: ტვ პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ“ღის ამბები 13:00

33 წლისდ დავით გარადინსკის დახმარება ესაჭიროება. მამაკაცს ცეროზის მესამე სტადია აქვს და ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას საჭიროებს. დავითის მხარდასაჭერად 2 აპრილს თსუ-ს მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში საქველმოქმედო პოეზიის საღამო გაიმართება. თანხის ჩარიცხვა საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზეა შესაძლებელი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4350809

---

 

29.03.2017

არხი: ტელეკომპანია იბერია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓђбѓ®бѓђбѓљбѓ˜ ამბები 14:00

 бѓђбѓ­бѓђбѓ бѓ˜бѓЎ ჯადნაცვის სამინისტრომ ქობულეთის бѓ“бѓђ ხელვაჩაურის სოფლების ექიმებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЎбѓЄбѓђ. ექიმებს მანქანები პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ”бѓЄбѓђбѓ—. მანქანების შენახვის бѓ®бѓђбѓ бѓЇбѓ”бѓ‘бѓЎ სამინისტრო დააფინანსებს. აჭარაში бѓЎбѓЈбѓљ 49 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი бѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓќбѓ‘бѓЎ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4351045

---

 

 

ინტერნეტი

30.03.2017

მედიასაშუალება:  http://m.ipress.ge/index.php?_run_=new%2F66435-davit-sergeenko-khshirad-ojakhis-eqimis-chareva-ufro-kompetenturia-vidre-sastsrafosi

დავით სერგეენკო: ხშირად ოჯახის ექიმის ჩარევა უფრო კომპეტენტურია, ვიდრე სასწრაფოსი

"бѓ бѓђбѓЄ бѓЁбѓ”бѓ”бѓ®бѓ”бѓ‘бѓђ бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќ бѓ“бѓђбѓ›бѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ ქუთაისში бѓ—бѓЈ რომელიმე დიდ ქალაქში, бѓ бѓђ თქმა бѓЈбѓњбѓ“бѓђ, бѓ”бѓЎ бѓђбѓ  არის бѓ‘бѓќбѓљбѓќ წერტილი. бѓ’бѓђбѓЈбѓ›бѓЇбѓќбѓ‘бѓ”бѓЎбѓ”бѓ‘бѓђ იგეგმება, бѓ—бѓЈбѓ›бѓЄбѓђ მნიშვნელოვანია, бѓ бѓќбѓ› კიდევ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ გაძლიერდეს პირველადი бѓЇбѓђбѓњбѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђ",- ამის бѓЁбѓ”бѓЎбѓђбѓ®бѓ”бѓ‘ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ› "აიპრესთან" საუბრისას бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ.  მისი თმქით, бѓЎбѓђбѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ•бѓљбѓќбѓ“ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება იგეგმება. "бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќбѓЎ გამოძახებების დიდი бѓЈбѓ›бѓ бѓђбѓ•бѓљбѓ”бѓЎбѓќбѓ‘бѓђ არის იმ ტიპის, бѓ бѓќбѓ“бѓ”бѓЎбѓђбѓЄ ოჯახის ექიმის бѓ©бѓђбѓ бѓ”бѓ•бѓђ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ კომპეტენტური იქნება, ვიდრე бѓЎбѓђбѓЎбѓ¬бѓ бѓђбѓ¤бѓќ დახმარების. бѓ”бѓЎ რეფორმის ნაწილია бѓ“бѓђ გიდასტურებთ, бѓ бѓќбѓ› бѓ’бѓђбѓЈбѓ›бѓЇбѓќбѓ‘бѓ”бѓЎбѓ”бѓ‘бѓђ აუცილებლად бѓ›бѓќбѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ",- აღნიშნა бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›.

---

 

29.03.2017

მედიასაშუალება:  http://www.ipress.ge/new/66312-keli-gavagrdzelebt-partniorobas-saqartvelotan-radgan-ufro-gafartovdes-saojakho-tipis-momsakhureba

კელი: გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოსთან, რადგან უფრო გაფართოვდეს საოჯახო ტიპის მომსახურება

"бѓ”бѓЎ არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოს, ამერიკასა бѓ“бѓђ UNICEF შორის პარტნიორობის", - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ ამერიკის бѓ”бѓљбѓ©бѓ›бѓђ საქრათველოში. იან კელი ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული бѓЎбѓђбѓќбѓЇбѓђбѓ®бѓќ ტიპის მომსახურების бѓ’бѓђбѓ®бѓЎбѓњбѓђбѓЎ бѓ“бѓђбѓ”бѓЎбѓ¬бѓ бѓќ.  მისი თქმით, პარტნიორობა бѓђбѓ› კუთხით კიდევ бѓ’бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ. "бѓ›бѓ” бѓ›бѓќбѓ›бѓ¬бѓќбѓњбѓЎ бѓ“бѓђбѓ¬бѓ”бѓЎбѓ”бѓ‘бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓђ бѓђбѓ бѓђ бѓ›бѓ®бѓќбѓљбѓќбѓ“ бѓ’бѓђбѓ бѓ”бѓ’бѓњбѓЈбѓљбѓђбѓ“, бѓђбѓ бѓђбѓ›бѓ”бѓ“ თანამშრომლების бѓ’бѓђбѓ›бѓќ, სიყვარულისა бѓ“бѓђ ზრუნვისთვის ბავშვების მიმართ. бѓ©бѓ•бѓ”бѓњ бѓ’бѓђбѓ•бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ”бѓ‘бѓ— პარტნიორობას საქართველოს бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђбѓЎбѓ—бѓђбѓњ იმისთვის, бѓ бѓќбѓ› კიდევ бѓЈбѓ¤бѓ бѓќ бѓ’бѓђбѓ¤бѓђбѓ бѓ—бѓќбѓ•бѓ“бѓ”бѓЎ ახალი სისტემა бѓ“бѓђ бѓ§бѓ•бѓ”бѓљбѓђ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓЎ ვინც თავშესაფრებში бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓЎ გადმოვიდეს ასეთი ტიპის დაწესებულებებში бѓ“бѓђ бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЈбѓ  გარემოში бѓ’бѓђбѓњбѓђбѓ’бѓ бѓ«бѓќбѓњ бѓЄбѓ®бѓќбѓ•бѓ бѓ”бѓ‘бѓђ", - бѓ’бѓђбѓњбѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓђ იან бѓ™бѓ”бѓљбѓ›бѓђ.  ქუთაისში ახალი бѓЎбѓђбѓќбѓЇбѓђбѓ®бѓќ ტიპის სპეციალიზებული бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђ შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓЎ бѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ ფონდის მხრდაჭერით შეიქმნა.

---

 

29.03.2017

მედიასაშუალება:  http://epn.ge/?id=42656

ქუთაისში შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

ქუთაისში ახალი, бѓЎбѓђбѓќбѓЇбѓђбѓ®бѓќ ტიპის სპეციალიზებული бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђ შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების бѓЎбѓђбѓђбѓ’бѓ”бѓњбѓўбѓќбѓЎ (USAID) бѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა. ახალი бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђ бѓђбѓЁбѓЁ-бѓЎ бѓ”бѓљбѓ©бѓ›бѓђ იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის მინისტრმა დავით бѓЎбѓ”бѓ бѓ’бѓ”бѓ”бѓњбѓ™бѓќбѓ›, USAID-ის მისიის დირექტორმა бѓ“бѓђбѓ’бѓљбѓђбѓЎ ბოლიმ бѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ ფონდის бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓ›бѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓ”бѓљбѓ›бѓђ საქართველოში ლაილა бѓќбѓ›бѓђбѓ  გადიმ бѓ’бѓђбѓ®бѓЎбѓњбѓ”бѓЎ. სპეციალიზებული бѓЎбѓђбѓќбѓЇбѓђбѓ®бѓќ ტიპის бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђ თემში ინტეგრირებული პირველი  бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓђ მძიმე бѓ“бѓђ бѓ¦бѓ бѓ›бѓђ შეზღუდული შესაძლებლობის бѓ“бѓђ ჯანმრთელობის პრობლემის  მქონე ბავშვებისთვის. დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვებიაქ 24 საათიან საექთნო бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђбѓЎ, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების  бѓ“бѓђ თემში ინტეგრირების სერვისებს იღებენ.  бѓЎбѓђбѓќбѓЇбѓђбѓ®бѓќ ტიპის სპეციალიზებული бѓ›бѓќбѓ›бѓЎбѓђбѓ®бѓЈбѓ бѓ”бѓ‘бѓђ მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓЎбѓђбѓЄ იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია, ჩვილების бѓ“бѓђ ბავშვების бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЈбѓ  გარემოში бѓ’бѓђбѓ–бѓ бѓ“бѓђ бѓ“бѓђ მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება. ადგილობრივმა бѓђбѓ бѓђбѓЎбѓђбѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓќ ორგანიზაციამ - „ბრეს საქართველო“, აღნიშნული მომსახურებისთვის ქუთაისში бѓЁбѓ”бѓњбѓќбѓ‘бѓђ бѓЈбѓ–бѓ бѓЈбѓњбѓ•бѓ”бѓљбѓ§бѓќ бѓ“бѓђ  бѓ›бѓђбѓЎ შრომის, ჯანმრთელობისა бѓ“бѓђ სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს რეგულაციების бѓ—бѓђбѓњбѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ“, бѓ›бѓђбѓ бѓ—бѓђбѓ•бѓЎ.    USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუნისეფი, бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђбѓЎ შენობის რეაბილიტაციასა бѓ“бѓђ აღჭურვაში, ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაში, бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓ—бѓђбѓњ бѓ›бѓќбѓ›бѓЈбѓЁбѓђбѓ•бѓ” პროფესიონალების, მომვლელების бѓ“бѓђ სოციალური მუშაკების, бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓ›бѓ–бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓђбѓЎбѓђ бѓ“бѓђ სერვისის აწყობაში бѓ”бѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђ. ასეთი ტიპის მომსახურებების бѓ“бѓђбѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓђ საქართველოს бѓ›бѓ—бѓђбѓ•бѓ бѓќбѓ‘бѓђбѓЎ бѓЎбѓђбѓЁбѓЈбѓђбѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓЎ მისცემს бѓ’бѓђбѓђбѓ¤бѓђбѓ бѓ—бѓќбѓќбѓЎ ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის бѓ“бѓђ ეტაპობრივად бѓ©бѓђбѓђбѓњбѓђбѓЄбѓ•бѓљбѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ”бѓ‘бѓ–бѓ” ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი. 2017 წლის бѓ‘бѓќбѓљбѓќбѓЎ, თბილისში, იგეგმება бѓ›бѓ”бѓќбѓ бѓ” ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების бѓ’бѓђбѓ®бѓЎбѓњбѓђ. бѓЇбѓ”бѓ  კიდევ საჭიროა რამდენიმე მსგავსი მომსახურების შექმნა იმისთვის, бѓ бѓќбѓ› бѓ›бѓќбѓ®бѓ”бѓ бѓ®бѓ“бѓ”бѓЎ სახელმწიფო დიდი ზომის ინსტიტუციებში ( ნუცუბიძის ჩვილ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ—бѓђ სახლი) დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის бѓ›бѓќбѓ—бѓђбѓ•бѓЎбѓ”бѓ‘бѓђ бѓќбѓЇбѓђбѓ®бѓЈбѓ  გარემოში. ჯანდაცვის მინისტრმა, бѓђбѓЁбѓЁ-бѓЎ бѓ”бѓљбѓ©бѓ›бѓђ იან კელიმ, USAID-ის მისიის დირექტორმა бѓ“бѓђбѓ’бѓљбѓђбѓЎ бѓ‘бѓќбѓљбѓ›бѓђ бѓђбѓЎбѓ”бѓ•бѓ” მოინახულეს ქუთაისში, მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვები. бѓ”бѓЎ ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ•бѓ–бѓ” бѓ–бѓ бѓЈбѓњбѓђбѓ•бѓЎ.  მინდობით бѓђбѓ¦бѓ–бѓ бѓ“бѓђбѓЎ განსაკუთრებული როლი ენიჭება бѓЁбѓЁбѓ› ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის დასრულების საქმეში. სახელმწიფოს, USAID-ის бѓ“бѓђ бѓ’бѓђбѓ”бѓ бѓќбѓЎ бѓ‘бѓђбѓ•бѓЁбѓ—бѓђ ფონდის პარტნიორობა бѓђбѓ› საკითხებში მომავალშიც бѓ’бѓђбѓ’бѓ бѓ«бѓ”бѓљбѓ“бѓ”бѓ‘бѓђ.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/regioni/425288-quthaisshi-shshm-bavshvebisthvis-specializebuli-saojakho-tipis-momsakhurebis-centri-gaikhsna.html?ar=A

---

 

29.03.2017

მედიასაშუალება:  http://www.businesscontract.ge/ka/article/ministris-moadgile-tu-kanoni-iqneba-migebuli-tambaqos-biznesi-ra-tqma-unda-gakotrdeba/10521

მინისტრის მოადგილე: თუ კანონი იქნება მიღებული, თამბაქოს ბიზნესი, რა თქმა უნდა, გაკოტრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიას აზრით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, თამბაქოს ბიზნესი გაკოტრდება.

ამის შესახებ კვარაცხელიამ "საქმის კურსს" პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მას ძალიან გაუხარდება თამბაქოს ბიზნესის დღესვე ან ხვალვე გაკოტრება, რადგან ეს "სიკვდილის ბიზნესია". "კანონის გარეშე ეს (გაკოტრება) ვერ მოხდება. არა მარტო ბიზნესი, არამედ ყველაფერი კონტროლდება კანონის მიხედვით და თუ კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, გაკოტრდება", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

---

 

29.03.2017

მედიასაშუალება:  http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/425338-thbilisis-sakhelmtsifo-samedicino-universitetshi-thambaqos-kontrolis-kanonmdeblobis-cvlilebatha-paketis-mkhardamtceri-ghonisdzieba-gaimartha.html?ar=A

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა. პრესკონფერენცია თემაზე ”საქართველო თამბაქოს გარეშე” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებაზე ერთ-ერთ ძირითად თემად თამბაქოს კონტროლის საკითხებზე მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, მათი სურვილია, რომ კანონპროექტის განხილვა და საქართველოში თამბაქოსგან თავისუფალი სივრცის შექმნა დროულად მოხდეს. ”აღნიშნული ღონისძიების თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარება სიმბოლურია, რადგან უკვე რამდენიმე წელია უნივერსიტეტი სრულად თავისუფალია თამბაქოს კვამლისგან. ჩვენ ამას მივაღწიეთ. წელიწადში დაახლოებით 10 000 ადამიანი კვდება თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან ჩვენს პატარა ქვეყანაში. გვინდა რომ დროულად გათავისუფლდეს, რადგან ამას მიაღწიეს ისეთმა ქვეყნებმა, სადაც დემოკრატიის ხარისხი და საზოგადოების განვითარების დონე ბევრად დაბალია, ვიდრე საქართველოში. ეს მიუღწეველი გახდა საქართველოში, რადგან საზოგადოებისგან არ არის ამის კეთილი ნება. თამბაქო ძალზე მავნებელია და 21-ე საუკუნეში საქართველო, სამწუხაროდ, განეკუთვნება ისეთ ქვეყნებს, სადაც ეწევიან რესტორანში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებშიც კი”, - აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ და დასძინა, რომ რეგულაციების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების მომხრეა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, სტატისტიკა ძალიან ცუდია. ”მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრემიერის ხელმძღვანელობით სპეციალური კომისიაც კი შეიქმნა, გარკვეული ღონისძიებები გატარდა, (მაგალითად აქციზზე ფასის მომატება) ჩვენს ქვეყანაში მწეველების რაოდენობა მაინც მატულობს, რაც ნამდვილად საგანგაშოა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მწეველების რაოდენობა მატულობს როგორც ახალგაზრდებში, ქალბატონებში. ამიტომ, გარკვეული ღონისძიებები სასწრაფოდ გასატარებელია. კანონი, რომელიც დღეს პარლამენტშია წარდგენილი თავის თავში საკმაოდ ბევრ ცვლილებას მოიცავს. მიმაჩნია, რომ ეს კანონი სასწრაფოდ მისაღებია”, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. ღონისძიებაზე პრეზენტაციით წარსდგა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელმაც თამბაქოს მოხმარების კუთხით არსებული ვითარება მიმოიხილა და თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. პრესკონფერენციას ასევე დაესწრნენ გაერო-ს განვითარების პროგრამისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს მოხმარების ტვირთის შეფასების საერთაშორისო მისიის წევრები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სტუდენტები. ”უკვე მე-19 წელია 29 მარტს აღინიშნება დღე - ”საქართველო თამბაქოს გარეშე”. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან სუსტი კანონმდებლობა, რომელიც ვერ იცავს ჩვენს მოქალაქეებს პასიური მწეველობისგან, ვერ ახდენს მწეველების მოტივირებას, რომ მოწევას თავი დაანებონ და ვერ იცავს ახალგაზრდებს, რომ მოწევის დაწყება ნაკლებად მოუნდეთ. 19 წლის წინ რომ მიღებულიყო კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დღეს განიხილება, საქართველოს მოსახლეობა 3 750 000-ის ნაცვლად, 4 მილიონზე მეტი იქნებოდა. ეს ცალსახად მეტყველებს, თუ რამხელა პრობლემას გვიქმნის საქართველოში თამბაქოს მოხმარების არსებული დონე”, - განაცხადა ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა კახა ღვინიანიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების გამო დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად. დაახლოებით 600 000 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი კი, ე.წ. პასიური მწეველობაა. პასიური მწეველობით დაღუპულთა 31% ბავშვებზე, ხოლო 64% ქალებზე მოდის. თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 9 000-დან 11 000-მდე ადამიანი იღუპება, მათ შორის, 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლი და 300 ბავშვია.

---

 

29.03.2017

მედიასაშუალება:  http://netgazeti.ge/news/183401/

რუსული სამედიცინო პოლისები აფხაზებისთვის, საქართველოში მკურნალობის სანაცვლოდ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ანზორ გოოვის განცხადებით, ახალი სამედიცინო პოლისები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, შეამცირებს იმ აფხაზების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს კლინიკებში მკურნალობენ. “გავკიცხო ადამიანები, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში გადიან, მე, როგორც ექიმს, არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ მაქვს. თუმცა სამედიცინო პოლისი საშუალებას იძლევა, ყრუდ ჩაკეტო საზღვარი, რადგანაც საშუალებას მივცემთ ადამიანებს, ადგილზევე ან რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში იმკურნალონ”, – განაცხადა გოოვმა დღეს, 29 მარტს, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ცნობითვე, აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის შესახებ რუსულ მხარესთან შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება. სამედიცინო პოლისებით მოქალაქეებს რუსული კომპანიები,”როსგოსსტრახი” და “ალფასტრახოვანიე” უზრუნველყოფენ. ოფიციალური ცნობითვე, პოლისი 189 ათას მოქალაქეზე გაიცემა, და 14 წლამდე ბავშვებზე არ გავრცელდება. ქართული მხარისა და კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფხაზეთიდან იმ პაციენტების რიცხვი, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში ჩამოდიან, მზარდია – განსაკუთრებით, იზრდება ბავშვი პაციენტების რაოდენობა. ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, მაგალითად, თუ 2014 წელს თბილისში სამკურნალოდ 450 ეთნიკური აფხაზი ჩამოვიდა, 2015 წელს – 550, და მხოლოდ 2016 წლის მაისის ჩათვლით პაციენტების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

---

 

29.03.2017

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/319903

იამზე ქამხაძის სადიაგნოსტიკო კლინიკაში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა

იამზე ქამხაძის სადიაგნოსტიკო კლინიკაშიC ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის, ააიპ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და ი.მ იამზე ქამხაძის ორგანიზებით ჩატარდა.

---

 

29.03.2017

მედიასაშუალება:  http://www.newposts.ge/?l=G&id=136536-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%99%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 ,

5 შვილის დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება

21 საუკუნეში ადამიანს ერთი წუთი თავისუფალი დრო არ აქვს, რომ თავისი საზრუნავის გარდა, სხვისი პრობლემები შეამჩნიოს. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა, ვნერვიულობთ, რომ ვერ წავედით დასასვენებლად – ვიღაცას კი დაძინება ეშინია, გაუსაძლისმა ტკივილმა რომ არ გაანადგუროს, ეშინია, რომ 30 წლისა სიმსივნისგან გარდაიცვლება, ვიღაც კი მთელი დღე ტირის, იმის გამო, რომ დედიკოს გარეშე დარჩება. თუ გაინტერესებთ, ჩვენ დაგანახებთ სხვა სამყაროს, გაგაცნობთ ბავშვებს, რომლებსაც სრული ბედნიერებისთვის აიფონის ბოლო მოდელი არ სჭირდებათ, მათ უბრალოდ უნდათ, რომ დედამ იცოცხლოს! ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით შალვა აბულაძემ – 5 მცირეწლოვანი ბავშვის მამამ მოგვმართა. მისი ოჯახის ისტორიამ მთელი ფონდის კოლექტივი დაგვზაფრა! „ობლობაში გავიზარდე – გვიყვებოდა შალვა – როდესაც ლალი გავიცანი და ოჯახი შევქმენით, ძალიან გვინდოდა, ბევრი შვილი გვყოლოდა. ღმერთმა 5 ვაჟკაცი გვაჩუქა, სრული ბედნიერებისთვის ვოცნებობდით გოგონებიც გვყოლოდა. დღეს და ღამეს ვასწორებდი მუშაობაში, რომ ბავშვებისთვის არაფერი მომეკლო და სამაგალითო ოჯახი მქონოდა“ – შალვამ საუბარი ვეღარ გააგრძელა და ატირდა. 2 წლის წინ, მის ორსულ მეუღლეს უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს – მელანომა (კანის ავთვისებიანი სიმსივნე). ასეთი დარტყმის გადატანას და სულის სიმტკიცის შენარჩუნებას, ალბათ ბევრი ვერც კი შეძლებდა! შალვამ ბავშვების მოვლა და ცოლზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო, რის გამოც სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2016 წელს ლალის პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი წლის თავზე – მეორე... მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ლალიმ საწოლიდან წამოდგომა და რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო. მაგრამ იმის გამო, რომ ოჯახს ძვირადღირებული მედიკამენტების ყიდვა აღარ შეეძლო, მკურნალობა ვეღარ გააგრძელეს და ლალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ამჟამად აბულაძეების ოჯახის მდგომარეობა სავალალოა. სოციალური დახმარების ამარა არიან დარჩენილები, რაც არაფერში ჰყოფნით. პროდუქტებით მეზობლები ეხმარებიან. შალვა ყველა ღონეს ხმარობს, რომ მეუღლეს თავისი განსაცდელი არ დაანახოს. ის უვლის ბავშვებს, რეცხავს, ალაგებს, აბანავებს და აძინებს პატარებს... სნეული მეუღლის მოვლაც არაა ადვილი, მაგრამ შალვა ამასაც უმკლავდება. 8 წლის ილია, 7 წლის თორნიკე, 5 წლის ლუკა, 3 წლის ანდრია და 1 წლის დემეტრე გვთხოვენ დედა გადავურჩინოთ, მათ მხოლოდ ერთი ოცნება აქვსთ – რომ დედიკო დიდხანს ჰყავდეთ გვერდით. ბავშვები ერთი წუთითაც არ ტოვებენ დედას, პატარა ანდრიას კი მასტან ერთად სძინავს. დედიკოს ძილს დარაჯობს, მის გულისცემას უსმენს... ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას აბულაძეების ოჯახის დასახმარებლად. ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება სამკურნალო თანხა, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და ტანსაცმელი. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აბულაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/donate/185/ მცირეოდენი თანხის შემოწირვითაც კი, თქვენ მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლეს კი არ იხსნით, არამედ 5 პატარა ბიჭს ყველაზე დიდ ოცნებას აუსრულებთ – რომ დედიკომ იცოცხლოს!

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

30.03.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

სახიფათო ცვლილებები ფსიქიატრიაში

11 წლის საბას გონებრივი ჩამორჩენის და ქცევითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ის დედასთან, ნათია ლომიძესთან ერთად მარტო ცხოვრობს და თავი სოციალური შემწეობით გააქვთ. საბა წონით დედაზე გაცილებით დიდია და თავისი აქტიური ხასიათის გამო ერთ ოთახში ყოფნას ვერ იტანს – მუდმივად გარეთ, ხალხთან ყოფნა უნდა. ნათია შვილის საქციელს ვერ აკონტროლებს, ამიტომ ბავშვი გარეთ ვერ გაყავს, რაც საბას აგრესიას იწვევს და დედას ფიზიკურადაც უპირისპირდება. საბა ხშირად ხვდება მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ფსიქიატრიული საავადმყოფოების დაფინანსების ახალი წესის გამო ნათია შიშობს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც მისი შვილი თავს მშვიდად გრძნობს მალე დაიხურება. ბავშვთა ერთადერთი ფსიქიატრიული განყოფილების დახურვის შესახებ მას არაოფიციალური ინფორმაცია კლინიკის მედპერსონალისგან აქვს. დაფინანსების ახალი წესი და დავა რეჰოსპიტალიზაციის გამო 2015 წლის მონაცემებით ფსიაქიატრიული საავადმყოფოები ქვეყნის მასშტაბით 86,497 პაციენტს ემსახურებოდნენ. წლების მიხედვით ბიუჯეტი იცვლებოდა, თუმცა ბოლო 3 წლის განმავლობაში რეალური ხარჯი დამტკიცებულ ბიუჯეტზე ყოველთვის, თითქმის მილიონი ლარით მეტი იყო. წელს დაავადების მქონე პირების მომსახურებისთვის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დაფინანსების ახალი წესის მიხედვით (განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №638 დადგენილებით) მწვავე პაციენტებს მოაკლდათ, ქრონიკულ პაციენტებს კი გაეზარდათ დაფინანსება. ასევე შემცირდა ყველა იმ განყოფილებისა და კლინიკის ბიუჯეტი, რომლებისთვისაც მწვავე პაციენტის მომსახურება პრიორიტეტული იყო. მას შემდეგ რაც მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სფეროს ექსპერტებისა და პაციენტების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოჰყვა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით (მესამეჯერ) შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში იმისათვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა.” საეჭვო რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო განიხილავს. თუ სააგენტო დაადგენს, რომ პაციენტის ხელმეორედ სტაციონარში მოთავსება დაუსაბუთებელია, საავადმყოფოს მკურნალობის ხარჯები არ უნაზღაურდება. “აი, ფაქტისთვის” სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ სააგენტომ გასულ წელს 61 სადავო შემთხვევა განიხილა და დაადგინა, რომ “ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა “ფსიქიკური ჯანმრთელობის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განმეორებით განთავსებას.” წერილში საუბარია 7 დღის განავლობაში ერთი და იმავე პაციენტის რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევაზე. თუმცა, ინფორმაცია ერთი თვის განმავლობაში პაციენტების განმეორებით ან მესამედ ჰოსპიტალიზაციაზე არ არის მოცემული. ასევე არ არის ნახსენები სააგენტომ რამდენ შემთხვევაში გაამტყუნა ექიმი ან საავადმყოფო პაციენტის არასწორი რეჰოსპიტალიზაციის გამო. ფსიქიატრი მანანა ელიაშვილი ამბობს, რომ 2016 წელს სააგენტომ ღუდუშაურის საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის 6 ფაქტი განიხილა და ექვსივე შემთხვევაში მაკონტროლებელმა ორგანომ ექიმების გადაწყვეტილება მართებულად ჩათვალა. ცვლილებები დაფინანსების წესში ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში წინა წლების მსგავსად, წელსაც ცალ-ცალკეა გაწერილი მწვავე და ქრონიკული პაციენტების დაფინანსები წესი. სწორედ ამ ორი პუნქტის გამო დღემდე მიმდინარეობს არგუმენტების გაცვლა და დავა სამინისტროსა და ფსიქიატრებს შორის. ქრონიკული პაციენტების დაფინანსების წესი: ცვლილება N1 2016 წელს ქრონიკული პაციენტის მკურნალობისთვის თვეში ვაუჩერით 450 ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო დღეში ერთი პაციენტისთვის გამოყოფილი იყო 15 ლარი. წელს თვიური ვაუჩერული სისტემა გაუქმდა და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ხარჯი დღიურად 19 ლარით განისაზღვრა. რამაც გამოიწვია ის, რომ თანხის მატებასთან ერთად გაიზარდა დიდი ინსტიტუციების გაძლიერების ტენდენციაც. 11 წლის საბა ქრონიკულ პაციენტად ითვლება, ამიტომ ერთი შეხედვით მისთვის ეს ცვლილება მომგებიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნათია, საბას დედა თვლის, რომ ინსტიტუციების ნაცვლად სათემო სერვისების განვითარებაა უმჯობესი. “საბასთვის მთავარი პრობლემა სწორედ გამოკეტილ სივრცეში ყოფნაა და მისი განვითარებისთვის აუცილებელია ჰქონდეს წვდომა მისი მოთხოვნილების შესაბამის დღის ცენტრებზე,” ეუბნება ნათია ლომიძე “აი, ფაქტს.” ფსიქიატრი მანანა ელიაშვილი ამბობს, რომ ქრონიკული პაციენტების მკურნალობის ხარჯები მწვავე პაციენტების დაფინანსების შემცირების ხარჯზე გაიზარდა. რითაც სამინისტრომ ინსტიტუციების გაძლიერებას შეუწყო ხელი, ვინაიდან ქრონიკული პაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდით მეტი ფული გამოუყო მონოპროფილურ საავამდყოფოებს, სადაც ქრონიკული პაციენტები იღებენ მომსახურებას. მანანა გეგეშიძე უკვე 20 წელია აშშ-ში ფსიქიატრად მუშაობს. ის თვლის, რომ დიდი ფსიქიატრიული კლინიკების დაფინანსების ხელშეწყობა უკან გადადგმული ნაბიჯია: “რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიული განყოფილებების ინტეგრაცია ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში იყო წინგადადგმული ნაბიჯი. 21-ე საუკუნეში ფსიქიკური ავადმყოფების სეგრეგაციისკენ დაბრუნება სირცხვილია და საშიშიც – დამსჯელობითი ფსიქიატრიის გამოყენება ზოგ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ისევ ხდება და ასეთ იზოლირებულ დაწესებულებებში უფრო იოლია ნაკლები კონტროლის გამო.” მწვავე პაციენტების დაფინანსების წესი: ცვლილება N1 2016 წელს სახელმწიფო კლინიკას მწვავე შემთხვევის მკურნალობისთვის (ანუ ერთი პაციენტისთვის) 840 ლარს უხდიდა, 2017 წელს კი 150 ლარით ნაკლებს ანუ 690 ლარს გადაუხდის. ცვლილება N2 2016 წელს მწვავე შემთხვევის ერთი დღის მკურნალობის თანხა არ იყო განსაზღვრული. 2017 წელს კი ერთი დღის მკურნალობისთვის ლიმიტი დაწესდა 46 ლარის ოდენობით. რადგან თვეში 690 ლარი, ხოლო დღეში 46 ლარია მკურნალობისთვის გამოყოფილი, გამოდის, რომ მწვავე პაციენტს შეუძლია მხოლოდ 15 დღის მანძილზე იმკურნალოს. ექიმები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების ეს სისტემა რამდენიმე პრობლემას ქმნის. მანანა ელიაშვილის თქმით, ახალი რეგულაციების საფუძველზე სტაციონარის ადმინისტრაცია, შესაძლოა, იძულებული გახდეს პაციენტი მე-16 დღეს გაწეროს, ან განყოფილებაში იმაზე მეტ ხანს დააყოვნოს ვიდრე საჭიროა. ასევე მწირი დაფინანსების პირობებში კლინიკები, შესაძლოა, იძულებული გახდნენ პაციენტებს დაბალი ხარისხის მედიკამენტებით უმკურნალონ. დაფინანსების გამო ფსიქიატრიულ კლინიკებში სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს მანანა გეგეშიძეც. “საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს ფსიქიატრიისთვის ფული არ ემეტება. საყოველთაო ჯანდაცვამ ჩაყლაპა ყველაფერი. 2017 წელს ფსიქიატრიულ ამბულატორიულ სამსახურებს თანხა არ გაუზარდეს. 18 დისპანსერი ცუდ დღეშია. უღარიბეს ავადმყოფებს აძლევენ უხარისხო ფსიქოტროპულ წამლებს და იმასაც არასაკმარისი რაოდენობით. დისპანსერი ქავთარაძის ქუჩაზე დღეში 100 ვადმყოფს იღებს – ექიმებს დრო არ ყოფნით. კარგი იქნება ეს დისპანსერი დაიშალოს და რამდენიმე ფსიქიატრიული კაბინეტი გაიხსნას თბილისის სხვადასხვა რაიონში – პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში ინტეგრირებული. ვერ მიდის ადამიანი გარეუბნებიდან ქავთარაძემდე და ან რატომ უნდა მიდიოდეს.” როგორ აისახება დაფინანსების წესის შეცვლა მოსახლეობაზე მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებიდან მალევე ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა უარი თქვა 2017 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაზე. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა თემქის მე-5 კლინიკურმა საავადმყოფომაც და გააუქმა მოზრდილების განყოფილება, ხოლო ბავშვთა სტაციონარი დროებით დატოვა. რადგან 2017 წლის იანვარში თბილისში მოქმედმა ორმა (სულ სამი იყო) მულტიპროფილურმა საავადმყოფომ ფუნქციონირებაზე უარი თქვა, ახლა დედაქალაქში მყოფ პაციენტებს მხოლოდ მონოპროფილურ სავამდყოფოებში მკურნალობის ალტერნატივა აქვთ. მაგრამ დღეს, როგორც მანანა შარაშიძე და მანანა ელიაშვილი ამბობენ, მონოპროფილური საავადმყოფოები სავსეა და ახალ პაციენტებს ვეღარ იღებენ. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა რეგიონებში, სადაც ისედაც მხოლოდ მონოპროფილური საავადმყოფოები იყო. ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების მდგომარეობა არასდროს ყოფილა სახარბიელო საქართველოში. კვლევა 2008 წელს ჩაატარა ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში.” უფრო ახალი კვლევა ფსიქიკური აშლილობის პაციენტების საჭიროებების შესახებ საქართველოში არ არსებობს. სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ საავამდყოფოებში პაციენტების მიმართ დამოკიდებულება და იმ გარემოში ცხოვრება, რომელშიც მათ უწევდათ ყოფნა უტოლდებოდა დამამცირებელ მოპყრობას. იმავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უკეთესი პირობები პაციენტებისთვის შექმნილი იყო მრავალპროფილურ საავამდყოფოებში, თუმცა, ასეთი საავამდყოფოები დაფინანსების ახალი წესის გამო აღარ ფუნქციონირებენ. მანანა გეგეშიძე ამერიკის გამოცდილებას გვიზიარებს და განმარტავს, რომ ფსიქიატრიული სამსახურის ძირითადი დატვირთვა საქართველოსგან განსხვავებით იქ სათემო ფსიქიატრიულ სამსახურზეა, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრებს, დღის გასართობ-სამუშაო ცენტრებს, სომატური სამედიცინო დახმარების კლინიკებსა და თვითდახმარების ჯგუფებს მოიცავს. ასეთი სამსახურების მიზანია დაავადების პროფილაქტიკა, მისი დროულად გამოვლენა და მკურნალობა. კვლევა 2008 წელს ჩაატარა ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში.” უფრო ახალი კვლევა ფსიქიკური აშლილობის პაციენტების საჭიროებების შესახებ საქართველოში არ არსებობს. “სტაციონარში პაციენტის დიდ ხანს დაყოვნება ანაქრონიზმია და ამის თავიდან აცილებას ვცდილობთ ყველანაირი საშუალებით. ეს ადვილი არაა და ამ საქმეში ფასდაუდებელია ე.წ. ინტენსიური სათემო მკურნალობა, რაც საქართველოში უკვე დაინერგა, მაგრამ უსახსრობის გამო სულს ღაფავს.” მანანა შარაშიძე და მანანა ელიაშვილი თვლიან, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2015-2020 წლებისთვის, რომლის მთავარი მიზანიც დეინსტიტუციონალიზაცია იყო, დაფინანსების ახალი წესის გამო ვერ განხორციელდება. “არსებული სისტემა კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩაკეტილი ინსტიტუციების გაძლიერებას და საზოგადოებაში სტიგმის გაზრდას.” გეგმის და დაფინანსების მიღმა კი დგანან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობენ სხვადასხვა გადაწყვეტილების სიმძიმეს. მალე საბა მე-5 კლინიკური საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდება, სადაც ერთ ოთახში მოუწევს ყოფნა და როდესაც ჩაკეტილობის გამო მდგომარეობა გაუმწვავდება, ისევ დაბრუნდება უკან, საავადმყოფოში. ნათია დღესაც ვერ მუშაობს, რადგან მის შვილს 24 საათიანი ზრუნვა სჭირდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4352416&name=30.03.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

30.03.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

ბიუჯეტი უმუშევართა კომპენსაციას ვერ გასწვდება

საქართველოში აქტიურად საუბრობენ უმუშევართა კომპენსაციის თაობაზე. ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე არასამთავრობო ორგანიზაციები და გაერთიანებული პროფკავშირები აყენებენ. საფინანსო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ დღევანდელ ბიუჯეტს ამ ხარჯის გაწევის შესაძლებლობა არ აქვს. სამომავლოდ კი საკომპენსაციო თანხები ისე უნდა გაიწეროს, რომ სოციალურად დატვირთული ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს. გაერთიანებულმა პროფკავშირმა მთავრობას ინიციატივით მიმართა. პირებს, რომლებიც არ მუშაობენ, 6 თვის განმავლობაში პენსიის ოდენობის თანხა გადაუხადონ. როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, სამმხრივ სამუშაო ჯგუფში შედის როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე პროფკავშირები და დამსაქმებლების ორგანიზაცია. "ინიციატივა ითვალისწინებს კომპენსაციას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარგავენ სამსახურს და ვერ პოულობენ. ესაა უმუშევრობის შემწეობა. ასეთი ადამიანებისთვის უნდა იყოს მინიმალური პენსიის ოდენობის ანაზღაურება 6 თვის განმავლობაში. თანხა შეადგენს 180 ლარს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა. შემწეობის გაცემა იმ მოქალაქეებზე იგეგმება, რომლებიც სამსახურს ეძებენ, თუმცა ვერ პოულობენ და არა ყველა უმუშევარ პირზე. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გარკვეულწილად ეთანხმება პროფკავშირების მოსაზრებას, მაგრამ საკითხს უფრო გლობალურად იხილავს. მისი აზრით, ქვეყანაში უნდა იქნეს მიღებული უმუშევრობის კომპენსაციის ისეთი სქემა, რომელიც იქნება ოპტიმალური და რეალური. სერგეენკო ადასტურებს, რომ სამინისტროში პროფკავშირებთან უმუშევრობის კომპენსაციაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ოპტიმალურ გამოსავალზე საუბრობენ ფინანსისტებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სოციალურად ისედაც დატვირთულ ბიუჯეტს დამატებითი ხარჯის გაწევა არ შეუძლია. "რეზონანსთან" საუბრისას პროფესორი ლევან ქისტაური აღნიშნავს, რომ ხარჯების გადანაწილება ისე მოხდეს, ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს. ამჟამად, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია. "სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი 12%-ს აღწევს, თუმცა რეალობა სხვაგვარია. არსებობს ფარული უმუშევრობა (მხედველობაში მაქვს თვითდასაქმებულები). საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 50%-ს აღემატება. გასარკვევია, ეს კომპენსაცია უნდა გადანაწილდეს ოფიციალური სტატისტიკით დადგენილ უმუშევრებზე თუ მათზე, ვინც თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადის. მეორე ფაქტორია, რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაიცეს დახმარება. ვადა აუცილებლად დაცული უნდა იყოს და არ მოხდეს მისი მუდმივად გაცემა. ასე სტიმული ეკარგება ადამიანს, მოძებნოს ახალი სამსახური. ასევე აუცილებელია განისაზღვროს, რა თანხით მოხდება ამ ადამიანების დაკმაყოფილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად ისედაც დატვირთულია. კიდევ დამატებითი ტვირთის დაკისრებას ნამდვილად ვერ გაუძლებს. მაშინ სხვა ხარჯი უნდა შემცირდეს. ამას სოციალური ხარჯის შეკვეცამდე მივყავართ. ეს იგივეა, ერთი სოციალური ხარჯი მეორეს გამო შეამცირო. ყველაფერს რომ გავწვდეთ, მაშინ უნდა გავზარდოთ გადასახადები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ორი ვარიანტი მიუღებელია. ჩემი მოკლე პასუხი და შეფასება იქნება, რომ დღეს საქართველო ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ არის", - განუცხადა "რეზონანსს" ქისტაურმა. უმუშევართა კომპენსირება მცირედით, თუმცა მაინც ხდება მეზობელ ქვეყნებში. თურქეთში სამსახურის დაკარგვის შემდეგ სახელმწიფო მოქალაქეს 180-დან 300 დღემდე ეხმარება და ისიც გარკვეული პირობებით - პირი ბოლო სამი წლის განმავლობაში, სულ მცირე, 600 დღე მაინც უნდა იყოს ნამუშევარი. რუსეთში უმუშევრობის დახმარება საკმაოდ მცირეა - 850 რუბლიდან იწყება (36 ლარი) და მაქსიმუმ 4900 რუბლს აღწევს (210 ლარი). კომპენსაცია აქაც დამოკიდებულია პირის სამუშაო გამოცდილებასა და ანაზღაურებაზე. აზერბაიჯანში ამ დროისთვის მთავრობა უმუშევართა კომპენსაციის გაუქმებას განიხილავს. კანონის მიხედვით, მას ხელფასის დაზღვევა ჩაანაცვლებს, სადაც კომპენსაციის თანხის ნახევარს-დამქირავებელი, ნახევარს კი თავად დასაქმებული გადაიხდის. სომხეთში უმუშევართა კომპენსაცია 2012 წელს გააუქმეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4352349&name=30.03.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---