From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-31.03.2017
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge
Received On : 31.03.2017 08:59
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 31.03.2017

ტელევიზია 

30.03.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 20:00

პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგები ციფრებში. ორშაბათს, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებს. ალკეა მოცემული ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსების ოთხეული, რომელიც პრეზიდენტით იწყება, მეორე ადგილს დავით სერგეენკო იკავებს

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4354688

---

 

30.03.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა:კონტაქტი რვაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში უახლოეს პერიოდში ახალი სამედიცინო პოლისები ამოქმედდება, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ახალი პოლისები იმ აფხაზების რაოდენობას შეამცირებს რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კლინიკებში მკურნალობენ, მისი თქმით აფხაზეთში მცხვორები რუსეთის მოქალაქეებისთვის შეთანხმებას რუსულ მხარესთან ხელი მალე მოეწერება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით მსგავსი გეგმა დაუშვებელია და იგი აფხაზეთის მთავრობას თხოვს არ აიძულოს მოსახლეობა მკურნალობაზე უარის თქმა.

  http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4354690

---

 

30.03.2017

არხი: I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე 17:00

დაეკისრება თუ არა ჯეოსტილს სანქციები მძიმედ დაშავებული მუშების გამო. ამ თმაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია პაატა ჟორჟოლიანი

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4353829

---

 

30.03.2017

არხი: I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის, თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურება დაინერგა. დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები, საოჯახო ტიპის სახლში 24 საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუნისეფი მთავრობას შენობის რეაბილიტაციას და აღჭურვაში, ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაში, ასევე ბავშვებთან მომუშავე პერსონალის გადამზადებაში ეხმარება. 2017 წლის ბოლოს, მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების სახლის გახსნა თბილისშიც იგეგმება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4353794

---

 

30.03.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა: კონტაქტი 18:00

"კონტაქტის" კითხვებს სოსო შატბერაშვილი პასუხობს. დღეს მან თანაგუნდელებთან და თანამოაზრეებტან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსთან განცხადება გააკეთა მედიკამენტებთან დაკავშირებით. ბ-ნი სოსოს განმცხადებით, ძალიან დადებითი მოვლენაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ახლახანს განხორციელებული დიფერენცირება მოქალაქეების მათი შემოსავლების მიხედვით. მისი პარტიის ინიციატივა იყო ამ პროგრამაში ჩართულ პირებზე მედიკამენტები უსასყიდლოდ გაცემულიყო, განსაკუთრებით კი უმუშევრებზე. მათ დავით სერგეენკოს ამ ხარვეზის აღმოფხვრის თხოვნით გადასცეს წერილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4354585

---

 

30.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

ქართულ ბაზარზე ახალი სადაზღვევო კომპანია შემოდის, რომელიც მოსახლეობას ახალ პროდუქტს შესთავაზებს. გლობალ ბენეფიტ ჯორჯიაში დაზღვეულ პირებს საშუალება ექნებათ სამედიცინო მომსახურება სურვილის შემთხვევაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მიიღონ. ახალი სადაზღვევო ჯგუფი მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს ახალი სადაზღვევო კომპანია პირველი აპრილიდან საერთაშორისო სტანდარტების დაზღვევის სისტემას საქართველოს მოქალაქეებსაც შესთავაზებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4354727

---

 

30.03.2017

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

6 წლის მარიამ თურმანიძეს თქვენი დახმარება სჭირდება. მას ექიმებმა მესამე ხარისხის მძიმე სენსონეფლარული ხასიათის სმენის დაქვეითება დაუდგინეს. მარიამს სასწრაფოდ ესაჭიროება სასმენი აპარატი, რომლის ღირებულებაც 7 ათასი ლარია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4353791

---

 

30.03.2017

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნეს კონტაქტი 12:30

"საქართველო თამბაქოს გარეშე"-ამ სლოგანით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა. ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სექტორალური თანამშრომლობისა და განვითარების, ასევე პარლამენტში ინიცირებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. ცვლილებები პირველ ეტაპზე შენობა-ანგებობაში მოწევის სრულიად აკრძალვას ითვალისწინებს, მეორე ეტაპი კი რეკლამირებას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4353254

---

 

 

ინტერნეტი

31.03.2017

მედიასაშუალება:  http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/population/Result_2016_geo.pdf

2016 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები

---

 

31.03.2017

მედიასაშუალება:  http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/425588-mravalshviliani-ojakhis-statusis-gansazghvris-mothkhovnith-dghes-profkavshirebis-ofisshi-shekhvedra-gaimartheba.html

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით, დღეს პროფკავშირების ოფისში შეხვედრა გაიმართება

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნით, დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, პროფკავშირებმა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრისა და სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადება გასული წლის მარტში მოამზადა და პარლამენტს გადაუგზავნა. თუმცა, როგორც პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოს მისი განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია. „პროფკავშირების ქალთა კომიტეტი ინიციატივას პარლამენტში ხელახლა გადაგზავნის. ასევე, პრესისთვის ამ საკითხზე განცხადებაც გაკეთდება“, - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში. შეხვედრის ორგანიზატორები არიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ქალთა კომიტეტი და მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია "გენი ქართული", რომელიც საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვის მატებასა და საზოგადოებრივი აზრის ამ კუთხით ფორმირებას ემსახურება. შეხვედრაში რამდენიმე მრავალშვილიანი მშობელი მიიღებს მონაწილეობას.

---

 

31.03.2017

მედიასაშუალება:  http://www.interpressnews.ge/ge/politika/425566-iri-is-kvlevis-thanakhmad-politikosebis-reitingshi-giorgi-margvelashvili-liderobs.html

IRI-ის კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების რეიტინგში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, პოლიტიკოსების რეიტინგში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. კვლევის ამ ნაწილში გამოკითხვის შედეგები ასე გამოიყურება: გიორგი მარგველაშვილი - 67%, დავით სერგეენკო - 65%, გიორგი კვირიკაშვილი - 55%, დავით ბაქრაძე - 50%, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგები 3 აპრილს გახდება ცნობილი.

30.03

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=42741

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/172572

---

 

30.03.2017

მედიასაშუალება:  http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=41078

ქუთაისში შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა. მძიმე და ღრმა შესზღუდული შესაძლებობეის და ჯანმრთელობის მქონე ბავშვებისთვის. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მსგავსი ტიპის დაწესებულებებში ბავშვების უნარები გაცილებით უფრო განვითარბადი ხდება. „ეს სახლი მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ბავშვები რომლებიც აქ იმყოფებიან და გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ იმ ტიპის დაწესებულებებში სადაც ისინი გადიოდნენ ნაადრევ მოვლას, დიდი ზომის ინსტიტუციებს ვგულისმობ, მათი უნარები კიდე უფრო მკვეთრად შეიზღუდა. მე მიხარია იმ მცირე ხნის განმავლობაში, რაც ბავშვები აქ იმყოფებიან და მათზე ინდივიდუალური მოვლა ხორცილელდება განვითარება უკვე თავალშისაცემია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

---

 

30.03.2017

მედიასაშუალება:  http://www.kutaisipost.ge/statiebi/sazogadoeba/article/7039-socialurad-daucveltha-sareitingo-qulebis-dathvlashi-shesadzloa-mezoblebi-chaer

სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების დათვლაში შესაძლოა მეზობლები ჩაერთონ

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მეთოდოლოგია შეიცვლება, რომლის თანახმად, ქულების მინიჭებაში მეზობლები ჩაერთვებიან. სოციალური სტატუსის ჯერ მინიჭების, ხოლო შემდეგ მისი გაუქმების ან შეჩერების საკითხი მუდმივი კრიტიკის საგანი იყო როგორც ბენეფიციარების ასევე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მხრიდანაც. გაჭირვებაში მყოფი ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოს ქულების არასწორ განსაზღვრაში ხშირად ადანაშაულებენ. ისინი განმარტავენ, რომ მათ სოციალური შემწეობა არასწორი მეთოდოლოგიის შედეგად მინიჭებული ქულებით მოუხსნეს. ერთ-ერთი ასეთი ბენეფიციარი, ქუთაისში, მწვანეყვავილის ქუჩაზე მცხოვრები ოგანეზოვების ხუთსულიანი ოჯახია. როზა ოგანეზოვა ამბობს, რომ მათ დახმარება ხის იატაკის გამო გმოუხსენს. "დანგრეულ სახლში ვცხოვრობ. პირველ სართულზე ერთ ოთახში არის ხის იატაკი და ეს ჩაწერეს სოციალურმა აგენტებმა დეკლარაციაში და ამის გამო მოგვიხსნეს დახმარება", - ამბობს ოჯახის დიასახლისი. ხის იატაკის გამო არა, თუმცა, მიწის ნაკვეთის გამო მოეხსნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში მცხოვრებ 97 წლის ეკატერინე ბარათაშვილს სოციალური შემწეობა. "პენსია მაქვს ერთადერთი, რითაც შეშას, წამლებსა და საჭმელს ვყიდულობ. სულ დავდივარ სოციალური სააგენტოში და ვკითხულობ ამბავს, ის 60 ლარი ჩემთვის ფულია. ერთადერთი სახელმწიფო თუ დამეხმარება, თორემ მე მეზობელთნ არ გადავალ საჭმელი მაჭამეთქო", - ამბობს მარტოხელა მოხუცი. ეკატერინე ბარათაშვილი სოციალური შემწეობის მიმღები 2012 წლიდან არის. მაშინ მისი სოციალური მდგომარეობა სარეიტინგო ქულა 61 000 ქულით განისაზღვრა. თუმცა, გეგმიური გადამოწმების შედეგად მას 2014 წლის სექტემბრეში 73 000 ქულა მიენიჭა, რის გამოც ფულადი შემწეობის მიღება შეუჩერდა. ეკატერინე ბაბუნაშვილის ოჯახური მდგომარეობა სოციალურმა აგენტებმა 2015-2016 წლებშიც აღწერეს. თუმცა, მაშინაც მარტოხელა მოხუცს მაღალი ქულა დაუფიქსირდა. "ამ ქალბატონს აქვს სახლი, ასევე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 180 ლარიანი პენსია. ვფიქრობ, სწორედ ამან განსაზღვრა მაღალი ქულა", - ამბობს ჩვენთან საუბარში ჭიათურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, გივი მოდებაძე. პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სტიპენდია, ალიმენტი, დევნილთა შემწეობა, საარსებო შემწეობა, სხვადასხვა სოციალური დახმარებები, უძრავი ქონება , (იგულისხმება ავტოფარეხი), მარანი, სამზადი, დაუმთავრებელი ნაგებობა, სარდაფი, კომერციული ფართი, სამეურნეო ნაგებობა – სახელოსნო, ბოსელი, ნალია, მისაღები ოთახი, საძინებელი, ლოჯი, იატაკი (თუ რა მასალისგან არის ის დამზადებული) - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ ეტაპზე მოქმედ მეთოდოლოგიაში სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებაში მნიშვნელოვანია. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა 2006 წელს შეიქმნა. მასში ცვლილება ორჯერ შევიდა. ბოლოს ის 2015 წელს განხორცილდა. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე გვიხსნის, რომ მუშაობა ქულების მინიჭების კორექტირებაზე უკვე დაწყებულია. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია არსებული კრიტერიუმების შემცირება მოხდება თუ არა. როგორც ზოიძე ამბობს, გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ქულების მინიჭების პროცესში მეზობლების ჩართვა მოხდება. აკაკი ზოიძე გვარწმუნებს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ კრიტერიუმების სისტემის ისე სრულყოფას, რომ მასში ის ბენეფიციარები მოექცნენ ვისაც ეს დახმარება ნამდვილად სჭირდება. "კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ გავაკეთოთ შემდგომი სრულყოფა. ჩავრთოთ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პროცესში და ამისათვის ვამზადებთ გარკვეულ წინადადებებს, მაგრამ მე მინდა ილუზია არ იყოს იმასთან დაკავშირებით რომ ყველა მოქალაქეს მიეცემა სოციალური შემწეობა. ქვეყანაში 3 მილიონ ნახევრიდან 500 000–მდე პირს ვაძლევთ სოციალურ დახმარებას, ეს არის ყოველი მე–7 ადამიანი, რაც ძალიან დიდი ციფრია. იმის გამო, რომ სოციალური დახმარება არ მოეხსნათ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ხოლმე დასაქმებაზე. ეს არის არანორმალური სიტუაცია, მაგრამ მეორეს მხრივ, ვიცით, რომ ამ ადამიანებს უჭირთ, მაგრამ ზოგიერთი ისეთიც გვხვდება, რომლებსაც შედარებით ნაკლებად უჭირთ, ვიდრე იმ ადამიანებს ვისაც გარკვეული კრიტერიუმების გამო ეხსნება", – ამბობს აკაკი ზოიძე ჩვენთან საუბარში. პარალამენტარის თქმით, ქულების გამოთვლა მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, რომელსაც კომპიუტერი ამუშავებს არ უნდა ხდებოდეს, არამედ გარკვეული და ზუსტი ფაქტორი უნდა ჩაერთოს, რაც პროცესში თემისა და სოფლის მონაწილეობას გულისხმობს. მოსალოდნელ ცვლილებას იწონებენ, სოციალურად დაუცველი ოჯახები. ისინი გვიხსნიან რომ მეზობლების ჩართულობა ამ დრომდეც უნდა მომხდარიყო. "მეზობლებმა ყველაზე კარგად იციან ჩვენი გაჭირვება. მათთან ვთბებით და ხშირად პურის ფულითაც ისინი გვეხმარებიან", - ამბობს სოციალურად დაუცველი, როზა ოგანეზოვა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, იმერეთის რეგიონში საარსებო შემწეობას მიმდინარე თვეში 20 652 ოჯახი იღებს, თუმცა მონაცემები ყოველთვიურად ცვალებადია. 2016 წლის მონაცემებით კი, ეს რიცხვი 23 177 –ს შეადგენდა.

---

 

 

30.03.2017

მედიასაშუალება:    http://accent.com.ge/ge/news/details/31727

25 წლის თორნიკე წაქაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს

25 წლის თორნიკე წაქაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თორნიკე, 26 თებერვალს, ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა და ამჟამად ინგოროყვას სახელობის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. უკვე გახარჯულია საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული დაზღვევის თანხები, ოჯახს კი მისი მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა არ აქვს. დიაგნოზის მიხედვით, თორნიკეს აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა; თავის ტვინის დაჟეჟილობა და შეშუპება; ტრავმული ინტრავერებრული და სუბარაქნოიდული ჰემორაგია; ქვედა ყბის მოტეხილობა; გულმკერდის დახურული ტრავმა; ფილტვების დაჟეჟილობა; პნევმოთორაქსი; პრევმომედიასტინუმი; მუხლის დახურული ტრავმა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა; ტრავმული შოკი; გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

31.03.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

გასულ წელს თბილისში 1 409 აფხაზმა იმკურნალა უფასოდ

"არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც სოჭიდან ან კრასოდარიდან წამოსულა რეანომობილი თბილისში". ბოლო წლებში უფრო და უფრო ბევრი აფხაზი ჩამოდის თბილისში სამკურნალოდ თუ ოპერაციისთვის, 2016 წელს ჯანდაცვის უფასო სერვისით 1 409 აფხაზმა ისარგებლა, პლუს აფხაზები თბილისში ასევე ამ უფასო სერვისის გარეშეც, საკუთარი ფინანსებით მიდიან ქართულ კლინიკებში და ასევე ძალიან მაღალია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში აფხაზების ჩართულობის სურვილი და ბენეფიციარების რაოდენობა. "ვისაც ამ პროგრამაში ჩართვა სურს, მათ საქართველოს პასპორტი უნდა აიღონ, რიცხვი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ვერ დავასახელებ", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე. "რეზონანსი": აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის პასპორტის მქონე აფხაზები უახლოეს მომავალში უფასოდ რუსულ კლინიკებში იმკურნალებენ და მალე საქართველოში მკურნალობის მსურველები არ გვეყოლებიანო. რამდენად ბევრი აფხაზი მკურნალობს ენგურს გამოღმა საქართველოში? ქეთევან ბაკარაძე: თუ პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ ამ მოვლენას, ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, რომ რუსულ სივრცეში აფხაზები ინტეგრაცია კიდევ უფრო მოხდეს. იმდენად გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა დღევანდელ აფხაზეთში, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ არის და არამარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვის სერიოზული დეფიციტია. სწორედ ამ მიზეზის გამო მომართავენ აფხაზები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებებს სხვადასხვა სერვისების მისაღებად. "რ": აფხაზები თბილისში სამკურნალოდ თუ ოპერაციისთვის მარტო უფასო ჯანდაცვის პროგრამის გამო ჩამოდიან? ქ.ბ: ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენ მოგვმართავენ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და არ აინტერესებთ სახელმწიფო უფასო პროგრამაში მოხვედრა. მათ თბილისში უნდათ მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისის მიღება და ამას უსვამენ ყოველთვის ხაზს. ამ მაღალი ხარისხის გამოა პოპულარული ჯანდაცვის პროგრამაც და შარშან 1 409 პაციენტი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამის პოპულარობა და ნდობა გაზრდილია. აფხაზეთში იციან, რომელ კლინიკაში სჯობს სერვისის მიღება და არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ექიმთან მოდიან. "რ": რამდენ აფხაზს აქვს მიღებული აფხაზებისთვის განკუთვნილი ჯანდაცვის სპეციალური უფასო სერვისი? ქ.ბ: ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია: 2014 წელს იყო 450 ბენეფიციარი, 2-15 წელს - 550, 2016 წელს - 1 409 ბენეფიციარი, ვინც საქართველოს სახელმწიფოს პროგრამით ისარგებლა. აქ არ ითვლებიან ის ბენეფიციარები, რომლებმაც უბრალოდ თავიანთი ფინანსებით გადაწყვიტეს ჯანდაცვის სერვისების მიღება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მაღალია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მათი ჩართულობის სურვილი და ბენეფიციარების რაოდენობა. ვისაც ამ პროგრამაში ჩართვა სურს, მათ საქართველოს პასპორტი უნდა აიღოს, რიცხვი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ვერ დავასახელებ. დასასრული "რ": საუბარია იმაზე, რომ აფხაზები ან ენგურს გამოღმა საქართველოში ან კრასნოდარში მიდიან სამკურნალოდ, მაგრამ კრასნოდარს მაინც თბილისს ამჯობინებენ და რატომ? ქ.ბ: აფხაზი ბენეფიციარებისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ კრასნოდარის ოლქში არსებულ კლინიკებში არც თუ კარგად განვითარებულია ინფრასტრუქტურაა, არც ისეთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმები არიან. ხშირ შემთხვევაში მოდიან პაციენტები, რომლებსაც კრასნოდარში მიღებული აქვთ მომსახურება, ვთქვათ ჩატარებული აქვთ არც თუ წარმატებული ოპერაცია და შემდგომში ქართველ მედიკოსებს უწევთ კორეგირება. არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც სოჭიდან ან კრასოდარიდან წამოსულა რეანომობილი თბილისში. ეს განსაკუთრებით ახალშობილებზე მახსენდება, რადგან პირადად ვიყავი ამ პროცედურებში ჩართული. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად უპერსპექტივო შემთხვევა იყო, ექიმს ნათქვამი ჰქონდა, რომ გამოუვალი მდგომარეობა იყო და ჩვენ დავეხმარეთ ბავშვი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეანომობილით გადმოგვეყვანა. წარმოიდგინეთ რამდენი კილომეტრი გამოიარა ბავშვმა, რომ თბილისში ჩამოგვეყვანა და გვემკურნალა. თავად მათგან გვაქვს, ინფორმაცია, რომ ახალ რეფორმის მიხედვით სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად რუსეთის ფედერაციის კლინიკებში წავიდნენ. "რ": დღეს აფხაზებს კრასნოდარში უფასოდ მკურნალობა არ შეუძლიათ? ქ.ბ: რუსეთში უფასო სამედიცინო მომსახურეობა ხელეწიფება მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომლებიც ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ახლა კი აფხაზეთს დე ფაქტო ხელისუფლების ახალი რეფორმა გულისხმობს იმას, რომ უფასო ჯანდაცვით ისარგებლებენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დოკუმენტის მქონე ადამიანები. ეს მიმართულია იქითკენ, რომ მოსახლეობამ რუსული პასპორტები აიღონ და ამისთვის პროცედურები გამარტივებულია. "რ": აფხაზეთში რამდენად საუბრობენ იმაზე, რომ თბილისში ჩამოდიან სამკურნალოდ? ქ.ბ: კულუარულად, შინაურულად ამაზე საუბრობენ, ხმამაღლა - არა, თუმცა იგივე ე.წ. პარლამენტის წევრები თუ სხვა პოლიტიკოსები მუდმივად ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ კბილის ამოსაღებადაც კი აფხაზები საქართველოს მიმართავენო. "რ": აფხაზი მაღალჩინოსნები თუ მკურნალობენ თბილისში? ერთი წლის წინ რუსლან ქიშმარია მკურნალობდა და სხვა შემთხვევები თუ ყოფილა? ქ.ბ: ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ამაზე საუბრისგან თავს ვიკავებ. თუმცა ე.წ. მაღალჩინოსნებიც და ე.წ. მთავრობის ჩინოსნების ოჯახის წევრებსაც მიუღიათ სამედიცინო მომსახურეობა ბოლო წლებში. "რ": არის უკმაყოფილება იმაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრობენ გალელი ქართველები, მათ ავიწროებენ აფხაზები და ამ დროს მათ არ აქვთ ის უფასო პროგრამები, რაც აქვთ იმ აფხაზებს, რომლებიც აფხაზეთში თავისუფლად ცხოვრობენ და ეს უსამართლოა. ქ.ბ: ჩემი მისამართით ეს პრეტენზია ძალიან ბევრჯერ მომისმენია. ვინაიდან ჩვენი საკურაციო სფერო და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი ვინც გალის რაიონში ცხოვრობენ. აფხაზეთის მთავრობა ბევრს იბრძვის იმისთვის, რომ ამ ადამიანებს განსხვავებული მომსახურეობის პაკეტი ჰქონდეთ, ჯერჯერობით ეს სისტემა გამართულად ვერ არის, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა არის პრივილეგირებული. მომისმენია, რომ შეიძლება ამ მოტივით ვიღაცამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს თქვასო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ასე არ არის.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4355098&name=31.03.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.03.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

მკურნალობის სანაცვლოდ აფხაზებს რუსულ პოლისებს სთავაზობენ

"სამედიცინო პოლისის შემოღება საშუალებას იძლევა, საზღვარი სამუდამოდ ჩავკეტოთ". აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ კლინიკებში აფხაზების სამკურნალოდ წასვლის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს და აანონსებს, რომ აფხაზებისთვის რუსეთში უფასოდ მკურნალობაზე სამედიცინო პოლისები დარიგდება და ამით სულ მალე აფხაზების ქართულ კლინიკებში მკურნალობას "სამუდამოდ დახურავს". "გავკიცხო ის ადამიანები, რომლებიც სამკურნალოდ საქართველოში მიდიან, მე, როგორც ექიმს, არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ მაქვს. თუმცა სამედიცინო პოლისის შემოღება საშუალებას იძლევა, საზღვარი სამუდამოდ ჩავკეტოთ, რადგან ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს უკვე შესაძლებლობას გაძლევთ, რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში იმკურნალოთ", - ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა სოხუმში ორი დღის წინ სპეციალურ პრესკოფერენციაზე განაცხადა. საუბარია იმაზე, რომ რუსული უფასო სამედიცინო პოლისებით სარგებლობის საშუალება ექნებათ რუსული პასპორტის მქონე აფხაზებს. როგორც ანზორ გოოვმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, რუსეთსა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის 10-14 დღეში უნდა მოეწეროს ხელი დოკუმენტს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე და დაზღვევის პოლისი გაიცემა 189 ათასი რუსეთის მოქალაქისთვის, პლუს 14 წლამდე ბავშვებისთვის და აფხაზებს შეუძლიათ არა მარტო კრასნოდარში გამოიყენონ ეს უფასო პოლისები, არამედ რუსეთის ნებისმიერ კლინიკაში. ცნობისათვის, ბოლო წლებია სულ უფრო და უფრო მატულობს იმ აფხაზების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ ენგურს გამოღმა საქარველოში ჩამოდის და ქართულ კლინიკებში მკურნალობენ. თან, საქართველოში სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები აფხაზებისა და ოსებისთვის მკურნალობა უფასოა, რაც მათ დაინტერესებასაც უფრო ზრდის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ 2016 წელს უფასო სამედიცინო პოლისით 1 409 აფხაზმა ისარგებლა, თუმცა უფასო პროგრამებში ჩართვის გარეშეც არც თუ ცოტა აფხაზი და ოსი ჩამოდის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ თუ ოპერაციის გასაკეთებლად, მაგრამ ამის აღრიცხვა არ ხდება. ბოლო წლების მონაცემები ასეთია: 2014 წელს თბილისში სამკურნალოდ 450 ეთნიკური აფხაზი ჩამოვიდა, 2015 წელს - 550, 2016 წელს - 1409. საგულისხმოა ის, რომ სეპარატისტული ხელისუფლება თუ ოპოზიცია უკვე დიდი ხანია შეშფოთებას არ მალავს იმის გამო, რომ აფხაზები "რესპუბლიკიდან" სამკურნალოდ არა რუსულ კლინიკებში, არამედ ქართულ კლინიკებში მიდიან და ხშირად ისმის წამოძახილები, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, "საქართველოში გარბის კბილის ამოსაღებადაც კი", რის აღსაკვეთადაც დე ფაქტო ხელისუფლებამ აქტიური მუშაობაც დაიწყო. "ექსპერტთა კლუბის" წევრი, ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ქართულ კლინიკებში აფხაზებმა მკურნალობა წლების წინ დიდი სიფრთხილით დაიწყეს, თუმცა ბოლო წლებში სამკურნალოდ მართალაც ბევრი ჩამოდის და ასევე სიმართლეა ის, რომ მათ შორის კბილის ამოსაღებადაც კი ენგურს გამოღმა გადმოდიან. ამბობს, რომ დღეს ერთადერთი ძაფი, რომელიც აფხაზებთან გვაკავშირებს, სწორედ ეს ჯანდაცვის სფეროა და ახლა დე ფაქტო ხელისუფლებასაც და მოსკოვსაც უნდათ, რომ ეს ძაფიც გაწყვიტონ. "ამისთვის კეთდება ეს პოლისები. რუსები ამ პოლისებით აფხაზების ნაციონალისტურ ემოციებზე თამაშობენ და აფხაზებიც ამას წამოეგებიან, რადგან მათში ქართველებისადმი სიძულვილი ისევ მაღალია", - აღნიშნავს ცქიტიშვილი. ცქიტიშვილი ამბობს იმასაც, რომ აფხაზები სამკურნალოდ თუ ოპერაციებისთვის, ან თბილისს ირჩევენ, ან კრასნოდარს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ნახა, რომ კრასნოდარის კლინიკებმა, რომლებიც კვალიფიკაციით ქართულს ჩამორჩებიან, თბილისის კლინიკებს ვერ შეცვალეს და ახლა ახალი ხელშეკრულებით აფხაზების რუსულ კლინიკებში გადაბირება გადაწყდა, თუმცა ექსტრემალური სიტუაციებსთვის აფხაზები რუსეთში დიდი ქალაქებში წასვლას ვერ შეძლებენ და ისევ თბილისში ჩამოვლენ. იტყვიან თუ არა აფხაზები ქართულ კლინიკებზე უარს, ეს ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება. "თუკი აფხაზებს ხარისხიანი მკურნალობა უნდათ, მათ აუცილებლად დიდ ქალაქებში და პირველ რიგში მოსკოვში ჩასვლა მოუწევთ და იმის გარდა, რომ ხელში პოლისი ექნებათ, რომელიც მკურნალობისას გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს, მკურნალობის განმავლობაში გამგზავრება და ცხოვრება ძვირი დაუჯდებათ, ამას დაემატება ის, რომ რუსეთში ყველაგან კორუფციაა და ექიმებს მარჯვნივ თუ მარცხნივ დამატებით ფული უნდა გადაუხადონ. "ეს ყველაფერი აფხაზებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ვისაც ფული აქვს, დღესაც მოსკოვში უპრობლემოდ მკურნალობს. ვისაც ფული არ აქვს, იმათთვის მაინც თბილისში სამკურნალოდ ჩამოსვლა უფრო სასურველი დარჩება. აფხაზებისთვის უფრო ახლოს, მომსახურების თვალსაზრისით უფრო სწრაფი და შეღავათიანი მაინც ჩვენი კლინიკებია", - მიიჩნევს ცქიტიშვილი. მისი თქმით, აფხაზეთში ყველამ იცის, რომ სამკურნალოდ ხალხი ენგურს გამოღმა მოდის, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს. "აფხაზური საზოგადოება იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველების მიმართ ოდნავ მაინც სითბოს გამოიჩენენ, მაშინვე ჩაქოლავენ. ამიტომ აფხაზებს ერთმანეთის ეშინიათ, ეშინიათ იმ ჯგუფების, რომლებისთვისაც ქართველებთან დაპირისპირება პოლიტიკური და ფინანსური დივიდენდების მომტანია, რადგან ეს ჯგუფები ყველაფერზე არიან წამსვლელები, რათა აფხაზების ქართველებთან კონტაქტი არ დაუშვან. "პირდაპირ ვაცხადებ, რომ აფხაზებს რაც არ უნდა კარგი გავუკეთოთ, ისინი ჩვენკენ გამომხედავები არ არიან. ის ადამიანებიც კი, ვინც თბილისში ჩამოვიდა და იმკურნალა", - დასძენს ცქიტიშვილი.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4355046&name=31.03.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.03.2017

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

ქუთაისში შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ცენტრი გაიხსნა

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ახალი საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურების ცენტრი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა. ახალი მომსახურება აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა მძიმე და შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები 24-საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებს იღებენ. საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურების ცენტრი მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია, ჩვილების და ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება. ასეთი ტიპის მომსახურებების დაარსება საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს გააფართოოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს ბავშვებზე ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი. 2017 წლის ბოლოს, თბილისში, მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4355091&name=31.03.2017+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.03.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი

საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება - WHO

საქართველოში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. აქედან 3000 პასიური მწეველია. აღნიშნული საგანგაშო მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე უცხოელმა სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარებას თამბაქოს კონტროლის გამკაცრება შეუწყობს ხელს და რეგულაციების ამოქმედებას მხარი დაუჭირეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობს და რეგულაციების ნაწილი 2017 წელს ამოქმედდება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4354982&name=31.03.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.03.2017

მედიასაშუალება: ვერსია

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნა

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები. ცენტრი გათვლილია 25 ბენეფიციარზე. მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს. ამჟამად 14 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა თუ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო–პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტური ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას. ბენეფიციარები ვაუჩერული წესით ფინანსდებიან სახელმწიფოსგან. დღის ცენტრის ამჟამინდელ შენობაში ადრე ბავშვთა სახლი ფუქნციონირებდა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიხურა. ბავშვთა სახლი დახურვამდე იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. მოგვიანებით შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას გადაეცა ,ბოლოს კი ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდა. სააგენტომ აქ დღის ცენტრის ამუშავება გადაწყვიტა, სერვისის მომწოდებელზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაიმარჯვა. მას ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამუშავებს დღის ცენტრებს ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, სადაც შშმ პირებს ანალოგიურ სერვისებს აწვდის. საგურამოს დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ლიბერთი- ბანკი დაეხმარა, რომელმაც გზის და ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის მოწესრიგება უზრუნველყო. გახსნის ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ინფრასტრუქტურას, ასევე დღის ცენტრების მუშაობის ამსახველ ფოტომასალას, სპეციფიკას, გეგმებს. საზეიმო ღონისძიებაზე სერვის-პროვაიდერმა -ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებს- ლიბერთი-ბანკს, იაპონიის საელჩოს და მაკლეინის ასოციაციას მხარდაჭერისათვის ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა ფოეიში არსებულ „ნატვრის ხეზე“ დღის ცენტრის სურვილებს, გეგმებს გასცნობოდა და თავისი მხარდაჭერა გამოეხატა. დღის ცენტრის საზეიმო გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ , იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა. „ ლიბერთი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად შევძელით დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ საყურადღებო პროექტს განვახორციელებთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, ეს ის მიმართულებაა, რომელიც წლების მანძილზე ლიბერთი ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება, რადგან ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და მაქსიმალური გამოყენება“ . - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა. „ შშმპ-ებისთვის სერვისების შეთავაზება , მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მხარში გვიდგანან და ანვითარებენ ამ სერვისებს. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და უცხოელი მეგობრების დახმარება . ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ შშმ პირების მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასიკეთოდ. იმედი გვაქვს უფრო მეტი ინიციატივა და მზაობა იქნება კერძო სექტორიდან იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო.დღეს საქართველოში შშმ პირთა 64 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. იმედი გვაქვს ეს სერვისები კიდევ უფრო განვიტარედება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისათვის“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4354829&name=31.03.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

31.03.2017

მედიასაშუალება: ვერსია

„თბილისის თამბაქოს“ მუშებმა ფადი ასლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

„თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლებმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადის ასლისა და სიგარეტის იმპორტიორების წინააღმდეგ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის წევრები ფადი ასლის მოუწოდებენ, შეწყვიტოს სასამართლოზე ზეწოლა და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება. ​როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ქართული თამბაქოს“ შესყიდვების მენეჯერმა, მამუკა დავლაძემ განაცხადა, ფადი ასლის და მისი მეგობარი არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების ქმედებების გამო, კომპანიის თანამშრომლებს უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. „ჩვენ, პირველ რიგში, ვაპროტესტებთ „ფილიპ მორისის“ დემპინგურ ფასებს, რომელზეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დააკისრა ფულადი ჯარიმა. შემდეგ ფადი ასლის მხრიდან ამას მოჰყვა გამოხმაურება, სადაც მან მოსამართლე დაადანაშაულა კორუფციაში. ამას მხარი აუბეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. დღეს მოვითხოვთ, რომ ფადი ასლიმ შეწყვიტოს ზეწოლა სასამართლოზე და ასეთი განცხადებები და ასევე, შეწყვიტოს მუქარა ამ ხალხის მიმართ, რომლებსაც უმუშევრობა ემუქრებათ“,- განაცხადა მამუკა დავლაძემ. ​მისივე თქმით, თამბაქოს ქართულ წარმოებას სულ რაღაც სამი წლის წინ, ბაზარზე 40 % – მდე ეჭირა. იმ კომპანიების გამო, რომლებსაც ფადი ასლი იცავს, რომლებმაც დემპინგური ფასებით იმუშავეს რამდენიმე წელია, დღეს ქართული თამბაქოს ბაზარი 6%-მდეა შემცირებული. „ფილიპ მორის“ საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო დავა „თბილისის თამბაქომ“ პირველ ინსტანციაში მოიგო , რასაც ფადი ასლის მხრიდან „თბილისის თამბაქოს“ და ზოგადად, ადგილობრივი მწარმოებლების და მოსამართლის წინააღმდეგ განცხადებები მოჰყვა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4355116&name=31.03.2017+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---