From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-31.05.2016
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com
Received On : 31.05.2016 09:02
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 31.05.2016

ტელევიზია

31.05.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ: бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 12:00

სახალხო დამცველი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3672649

---

 

31.05.2016

არხი:         I არხი

გადაცემა: დილა პირველზე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 31 მაისს სლოგანით "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" აღნიშნავს. აღნიშნული თემის შესახებ სტუდიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადადმდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა საუბრობს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3672007

---

 

31.05.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 09:00

23 წლის თათია დგებუაძეს დახმარება სჭირდება. მას ძვლის ავთვისებიანი იუნგის სარკომა დაუდგინდა. გოგონას გამოკვლევები და ქიმიოთერაპიის კურსი სჭირდება, შემდეგ კი აუცილებელია ოპერაცია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3672239

---

 

30.05.2016

არხი: მაესტრო

გადაცემა:მაესტროს ფაქტორი

'' დარწმუნებული ვარ ამჯერადაც გავიმარჯვებთ'' - ეს არის ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში მთავარი თემაა. გამარჯვებაში დარწმუნებული ყოფილი პრემიერი მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათთან პირადად გასაუბრებას გეგმავს. რას აუხსნის მოსახლებოას, რას დაიჯერებს ხახლის მისგან და იქნება თუ არა ივანიშვილი 2012 წლის მსგავსად გადამწყვეტი ფაქტორი 2016 წლის არჩევნებზე? გადაცემის სტუმარია დავით სეგეენკო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3671800

---

 

30.05.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 21:00

სახელმწიფო პროგრამები და ტენდერები-არასამთავრობო ორგანიზაცია "შესყიდვების მონიტორინგის და სწავლების ცენტრი" საჯარო უწყებებში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. ჯანდაცვის სამინისტროში გაფორმებული ტენდერებით გადაცემა აქცენტები დაინტერესდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დარეგისტრირებულია შ.პ.ს. ლაქი რომელმაც გასული წლის განმავლობში ჯანდაცვის სამინსიტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის გზით 2 კონტრაქტი გააფორმა და 700 ათას ლარზე მეტი მიიღო. კომპანიის დამფუძნებელი ასევე საბუთების მიხედვით ეკა გამყრელიძეა. ირკვევა, რომ ასევე ეკა გამყრელიძე ხელმძღვანელობდა უნუვერსალ ფუდსაც. ამ კომპანიასაც ამავე სოციალური კრიზისული დახმარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის მომსახურების სააგენტომ ასევე გამარტივებული შესყიდვის გზით ბოლო ორი წლის განმავლობაში სამი ხელშეკრულება გაუფორმა, რომელთა საერთო ჯამმაც მილიონ 355 ათას ლარზე მეტი შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მსგავსი კანონდარღვევების ფაქტების გახმაურებას მომავლშიც აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ერთი წელია მუშაობს და ინფორმაცია ყველა უწყებაში მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით აქვს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3671769

---

 

30.05.2016

არხი:         I არხი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ›бѓќбѓђбѓ›бѓ‘бѓ” 16:00

ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებების მსოფლიო კონგრესი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებისთვის საქართველოში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ჩამოვიდნენ. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა. ღონისძებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს. კონგრესს საქართველოს მთავრობის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3670996

იმედი - ქრონიკა 14:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3670793

ტვპირველი-დღისამბები13:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3670199

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:30-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3671752

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3671742

---

 

30.05.2016

არხი: მაესტრო

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   კონტაქტი бѓ бѓ•бѓђбѓ–бѓ”

სამსახურზე მეოცნებეთა რიგები იზრდება. რა არის მთავარი უმუშევრობის შესამცირებლად,მომხიბვლელი პროექტები თუ მეტი სამუშაო ადგილი, რომლის ძიებაშიც ათასობიტ ადამიანი როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორს მიმართავს. როგორც ირკვევა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შესახებ უმუშევართა დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის.სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3671548

---

 

 

ინტერნეტი

31.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/382128-samkhreth-kavkasiis-savele-epidemiologiisa-da-laboratoriis-stsavlebis-programis-kursdamthavrebulebs-daajildoeben.html

 

სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის კურსდამთავრებულებს დააჯილდოებენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კურსდამთავრებულებისთვის, სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის (სკ/სელსპ) დასრულების და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ცერემონიას დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ჯულიეტ მორგანი, სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის დირექტორი (სკ/სელსპ), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სომხეთის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები. პროგრამის კურსის დასრულების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს 16 სპეციალისტი: ოთხი აზერბაიჯანელი, ხუთი სომეხი და შვიდი ქართველი - სამივე ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან. სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა ეს არის პარტნიორული პროგრამა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან /სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაზე 2009 წლიდან. მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 ანალოგიური პროგრამის მსგავსად სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა სწავლებას უტარებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარული დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ მასპინძელ ქვეყანებში. სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამის მიზანია ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა, ადამიანის და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა, კონტროლი და პრევენცია. სამხრეთ-კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიის სწავლების პროგრამა ორწლიანია, რომელიც ითვალისწინებს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ მუშაობას მენტორების ზედამხედველობის ქვეშ დაავადების ეპიდზედამხედველობის, ეპიდაფეთქების დროული გამოვლენის, პრევენციისა და კონტროლის სფეროებში. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ექსპერტი, ეპიდემიოლოგი და ლაბორატორიის სპეციალისტი ასრულებენ მრჩევლების ფუნქციას და ხელმძღვანელობენ პროგრამას მასპინძელი ქვეყნის კოლეგებთან თანამშრომლობით. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღნიშნული პროგრამისათვის წარმოადგენს მასპინძელ უწყებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ამჟამად, სწავლების სრული ციკლი გაიარა მსმენელთა მე-6 კოჰორტამ (16 სპეციალისტი), მზადებას განაგრძობს მეშვიდე კოჰორტა (17 სპეციალისტი), რომელმაც უკვე გაიარა მთლიანი სწავლების ნახევარი ეტაპი, ხოლო მერვე კოჰორტას სწავლა დღეიდან დაეწყება.

---  

 

31.05.2016   

მედიასაშუალება: http://news.ge/ge/news/story/182203-tediashvilebis-mravalshvilian-ojakhs-chveni-dakhmareba-schirdeba

 

თედიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!

  საქველმოქმედო бѓ¤бѓќбѓњбѓ“бѓЎ „სოციალურ პარტნიორობას“ დახმარების თხოვნით 5 შვილის бѓ›бѓђбѓ›бѓђбѓ› ზვიად თედიაშვილმა მიმართა. бѓ›бѓђбѓњ бѓ‘бѓќбѓљбѓќ წლებში бѓ¤бѓ”бѓ®бѓ–бѓ” შვიდი ოპერაცია გადაიტანა бѓ“бѓђ бѓђбѓ®бѓљбѓђ ფიზიკურად бѓ•бѓ”бѓ  бѓЁбѓ бѓќбѓ›бѓќбѓ‘бѓЎ. бѓђбѓ  შეუძლია ოჯახი შეინახოს бѓ“бѓђ ბავშვები бѓ’бѓђбѓ›бѓќбѓ™бѓ•бѓ”бѓ‘бѓќбѓЎ!

 

თედიაშვილების ოჯახი საშინელმა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. მათ აღარავის იმედი არ აქვთ! ხუთ მცირეწლოვან ბავშვს ნინოს, ნატოს, ნანას, ქეთოს და ერთი წლის ნოდარს ძალიან მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება. მათ იციან რა არის შიმშილი და გაჭირვება. ზვიად თედიაშვილი, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად, ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს. კედლებში იმხელა ნაპრალებია, რომ ოთახებში ქვეწარმავლები შედიან. ზოგიერთი კედელი „დათბილულია“ მუყაოთი და ძველი პლედებით. ამ ნაგებობაში, რომელსაც სახლსაც ვერ დავარქმევთ, არც წყალია შეყვანილი და საცხოვრებლად საერთოდ არანაირი პირობები არ არსებობს. წყლის მოტანა სასმელად, დასაბანად და გასარეცხად უახლოესი ონკანიდან უხდებათ. მაგრამ წყალი ხშირად წყდება და ამიტომ წყალს ყველა შესაძლებელ ჭურჭელში ავსებენ, რაც კი სახლში გააჩნიათ. საძინებელში სამი ძველი დამტვრეული საწოლი აქვთ. სადილობენ ფიცრებისგან შეკოწიწებულ მაგიდასთან. ოჯახში სულ სამი სკამია, რომლებიც სკოლის დირექციამ აჩუქა ოჯახს. უფროსი ბავშვები წვიმის დროს სკოლაში ვერ დადიან, სათანადო ფეხსაცმლის უქონლობის გამო. ამჟამად ამ ოჯახის მდგომარეობა უაღრესად მძიმეა. სოციალური დახმარება ფაქტობრივად არაფრისთვის არ ჰყოფნით. ნებისმიერი სახის თანადგომა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ოჯახს შეგიძლიათ დაეხმაროთ პროდუქტებით, თეთრეულით, საბნებით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით, საშენი მასალით, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით... ეს ოჯახი მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედადაა დარჩენილი. იმ ადამიანების იმედად, ვისაც შეუძლია სხვის გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა. გადახედეთ ფოტოებს, აქ ზედმეტი სიტყვები საჭირო არაა... თავად დარწმუნდებით, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, ჩვენს გვერდით თედიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უსაშინლეს პირობებში ცხოვრობს... მოდით, ვიზრუნოთ იმ ბავშვებზე, რომლებზეც არავინ ზრუნავს. ისინი ხომ ბევრს არაფერს ითხოვენ... მათი ოცნებაა, რომ სახლში პური მაინც ჰქონდეთ...

---

 

30.05.2016   

მედიასაშუალება: http://pia.ge/show_news.php?id=69105&lang=geo

 

უსაფრთხოების მსოფლიო კონგრესი გაიხსნა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, დღეს დაიწყო რიგით მეორე კონგრესი, რომელიც საქართველოში იმართება. "მისი მიზანია პოლიტიკოსების და მეცნიერების ჩართულობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება ოთხი მიმართულებით. ეს არის ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიაციული. კომპლექსური საკითხია, რომელშიც ასევე კომპლექსური ჩართულობაა და საქართველო აქტიური მონაწილეა ამ პროცესის", - განაცხადა სერგეენკომ, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვითაც წარსდგა. მსოფლიო კონგრესი სასტუმრო "რედისონში" დღეს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ცნობილია, რომ საქართველოში აღნიშნული ღონისძიება პირველად საქართველოში 2014 წლის 1-5 ივნისს გაიმართა. კონგრესი ორ ათწლეულზე მეტია, ძირითადად ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართება. თბილისში კონგრესში 30 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიებას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

---

 

30.05.2016   

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/22903/shshm-pirta-dghis-tsentrebshi-sagamodziebo-departamenti-shevida

 

შშმ პირთა დღის ცენტრებში საგამოძიებო დეპარტამენტი შევიდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რამდენიმე დღის ცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული. როგორც დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი ამბობს, მათ ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიმართეს და დღის ცენტრებში საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება სთხოვეს: "დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე". დღის ცენტრებში საგამოძიებო სამუშაოების ჩატარების შესახებ განჩინება 2016 წლის 13 მაისსაა გამოქვეყნებული, სადაც აღნიშნულია, რომ “სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ მითითებული ინფორმაციის მოპოვება შესაძლოა კავშირში იყოს სისხლის სამართლის გარემოებებთან და შესაბამისად, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევისთვის”, - წერია განჩინებაში. საგამოძიებო დეპარტამენტი დაახლოებით შვიდ დღის ცენტრშია შესული. “მშობელთა ხიდი” ერთ-ერთი მათგანია. მისი დამფუძნებელი, თეონა ყაჭეიშვილი ამბობს, რომ მას 13 მაისს დაურეკეს და აცნობეს, რომ საგამოძიებო დეპარამენტმა დღის ცენტრში არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლოს: “არ ვიცი, რის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე, წაიღეს ყველანაირი დოკუმენტი”, - ამბობს ყაჭეიშვილი. “მშობელთა ხიდი” ამ დროისთვის 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ემსახურება. დღის ცენტრში არიან ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები. “მშობელთა ხიდის” გარდა, გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ დღის ცენტრებში: “ყრუთა კავშირი”, “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”, “საქართველო ყრუთა სამედიციო სამსახური - პოლიკლინიკა ფიცი”, “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია”. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს სოციალურმა სააგენტომ მიმართა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებენ.

---

 

30.05.2016   

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=109678-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90

 

ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოში ერის დაბერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

საქართველოს „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოში ერის დაბერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, კერძოდ კი საქართველოში მცხოვრები მამაკაცების სისცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 75 წლით არის განსაზღვრული ქალბატონებში კი 79 წლით. „კვირას“ პორესკლუბში სტუმრობისას ჩიბურდანიძემ ისიც განაცხადა, რომ წლოვანებას შორის არსებული მკვეთრი დისბალასი ასევე პრობლემატურია. „ერის დაბერების ტენდენცია კარგია, დადებითი მაჩვენებელიც არის, რადგან მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ხანდაზმულობის მიმართ, მაგრამ თუ კი ამას არ მოჰყვა შობადობა და მოსახლეობაში ახალგაზრდების წილობრივი ზრდა, მაშინ ეს სახელმწიფოზე და პირველ რიგში მის ბიუჯეტზე, ნეგატიურად აისახება.“-განაცხადა ჩიბურდანიძემ. ჩიბურდანიძის განცხადებით, ბოლო 20-25 წლის მანძილზე საქართველოში გახშირდა მოხუცების თავშესაფარსი განთავსების ტენდენცია. „ბოლო 20-25 წლის მანძილზე, საქართველოში წამოვიდა მოხუცების ოჯახიდან გაყვანის და ხანდაზმულთა სახლებში განთავსების ტენდენცია. არადა, ევროპელი ექსპერტების გადმოცემით ბავშვების ფსიქო-ემოციური სტრუქტურა გაცილებით უფრო კარგად არის ჩამოყალიბებული, როდესაც ის სახლში, მოხუცებულთან ერთად იზრდება. მთელი პოლიტიკა ხანდაზმულების შესახებ იმისკენ მიემართება, რომ ხანდაზმული ოჯახში იყოს და პირველი, მეორე და მესამე თაობა ერთად იყოს. ეს ზრდის ხანდაზმულების სიცოცხლის ხანგრძლივობას და სწორად აყალიბებს ბავშვის ფსიქოემოციურ სტრუქტურას“,-განაცხადა ჩიბურდანიძემ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

31.05.2016     

მედიასაშუალება: ქრონიკა+

 

რატომ ართმევს ბავშვს მზრუნველ დედას სოციალური სამსახური?!

უახლოეს დღეებში ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე გენისპექციაში გარდაბნის სოციალური სამსახურის იურისტს, ლაშა პარასტაშვილის საპუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. საქმე ეხება არასრულწლოვანის ინტერესების საცვას, რის გამოც სოციალური სამსახური სასამართლო პროცესებზე მესამე პირადაა ჩართული. ადვოკატი აცხადებს, რომ სოციალური სამსახურის იურისტი მიკერძოებულია, ის ცდილობს, ბავშვი სრულფასოვან დედას წაართვან და გასაზრდელად მამას გადასცენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3672053&name=31.05.2016+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

31.05.2016     

მედიასაშუალება: რეზონანსი

 

საქართველო მედიკამენტების სიიაფით მეზობლებს სჯობნის

სომხებთან ერთად წამლების შესაძენად საზღვარზე აზერბაიჯანელებიც გადმოდიან. სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად საქართველოში ჩამოდიან, მიზეზი - დაბალი ფასებია. არადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე თვლის, რომ ქვეყანაში წამლები ძალიან ძვირია, შესაბამისად, მათ არ აქვთ საშუალება, რათა სრულფასოვანი მკურნალობის კურსი ჩაიტარონ. რეალურად კი, საქართველო რეგიონში, მედიკამენტების სიიაფის თვალსაზრისით, სულაც არ გამოიყურება ურიგოდ. "ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა რამდენად იაფია საქართველოში წამლები და ამისათვის სომხეთსა და რუსეთის ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე წამლის ფასი შეადარა. ამასთან, ჩვენ შევეცადეთ, რომ წამლების ფასთან დაკავშირებით ინფორმაცია აზერბაიჯანულ ბაზარზეც მოგვეძია, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. არც ერთი აზერბაიჯანულ ფარმაცევტულ კომპანიას თუ ჩვეულებრივი აფთიაქს "ონლაინ-კატალოგი", სადაც წამლების დასახელებასთან ერთად, ფასი იქნება მითითებული, არ გააჩნია. აფთიაქების ვებ-გვერდებზე მხოლოდ წამლის დასახელება და ინსტრუქცია აღმოვაჩინეთ. აზერბაიჯანულ მედიაში კი არაერთი სტატია ვნახეთ, სადაც მედიკამენტების გაძვირებაზე იყო საუბარი. რაც შეეხება ქართულ-სომხურ და რუსულ ფასებს, აქ სხვაობა ნამდვილად არსებობს. საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტი სომხეთთან და რუსეთთან შედარებით იაფია, თუმცა ზოგიერთი წამალის ფასს შორის სხვაობა მინიმალურია. შედარებისთვის ავიღეთ 10 მეტ-ნაკლებად მოთხოვნადი მედიკამენტი. მაგალითად, "ნოშპა" ქართულ აფთიაქებში (არაფასდაკლების დღეს) 6-7 ლარი ღირს მაშინ, როდესაც მოსკოვში ის 227 რუბლი, დაახლოებით, 7,3 ლარი, ერევანში კი 2030 დრამი, დაახლოებით, 9 ლარი ღირს. თბილისის აფთიაქებში 10 აბი 20 მგ-იანი "ენაპ რ" 1,45 ლარი ღირს, ერევანში - 640 დრამი, დაახლოებით, 2,8-3 ლარი, მოსკოვში კი 49 რუბლი - 1,6 ლარი. მოსკოვისა და თბილისის აფთიაქებში თითქმის ერთი და იგივე ფასად შეიძლება იყიდოთ 25 მგ-იანი "კაპტოპრილი". არტერიული წნევის დამარეგულირებელი ეს მედიკამენტი თბილისში 3,5 ლარი ღირს, იგივე ღირს რუსეთშიც. რაც შეეხება სომხეთს, იქ "კაპტოპრილი" 1089 დრამი, დაახლოებით 5 ლარი ღირს. სიცხის დამწევი და გამაყუჩებელი პრეპარატის "ნუროფენის" შეძენა თბილისის აფთიაქებში 4,8 ლარადაა შესაძლებელი, სომხეთში იგივე წამალი სამჯერ ძვირი ღირს. იქ ამ წამლის შეძენა 3470 დრამად, დაახლოებით 15,2 ლარადაა შესაძლებელი. რუსეთის აფთიაქებში კი "ნუროფენი" 263 რუბლი, დაახლოებით 8,4 ლარი ღირს. სიცხის დამწევი "პარაცეტამოლი" კი როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და რუსეთში ძალიან იაფი ღირს. მისი ფასი 16 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს, თუმცა ყველაზე იაფი მაინც თბილისშია. "დეტრალექსის" ღირებულებაც სამივე ქვეყნის ბაზარზე თითქმის ანალოგიურია, თბილისში 1000 მგ-იანი "დეტრალექსის" 30 აბის შეძენა 30 ლარადაა შესაძლებელი, მოსკოვსა და ერევანში კი 25-31 ლარად. "როცეფინის" ამპულა თბილისის აფთიაქებში 18,50 ლარი ღირს, მოსკოვში მისი ფასი 500 რუბლს, დაახლოებით, 16 ლარს შეადგენს, ერევანში კი 5828 დრამს, დაახლოებით, 25 ლარს. 30 ცალი "ნიმესილი" საქართველოს აფთიაქებში 13,4 ლარი ღირს, ამ წამლის იგივე რაოდენობით შეძენისას სომხეთში 4181 დრამის, დაახლოებით, 18,5 ლარის გადახდა უწევთ, რუსეთში კი 719 რუბლის, დაახლოებით 23 ლარის. მცირედი განსხვავებით იყიდება რუსეთსა და სომხეთში პრეპარატი "კლექსანი". 20 მგ-იანი "კლექსანის" 2 ამპულა თბილისში 18,95 ლარი ღირს, ერევანში - 20 ლარი, მოსკოვში კი დაახლოებით 24 ლარი. 10 მედიკამენტიდან ერთადერთი აღმოჩნდა "მიგ 400", რომლის შეძენა სომხეთშიც და რუსეთშიც საქართველოზე იაფადაა შესაძლებელი. თბილისის აფთიაქებში "მიგ 400"-ის 10 აბი დაახლოებით 6,7 ლარი ღირს, ერევანში 6 ლარი, მოსკოვში კი 2,8 ლარი. ეს არის მედიკამენტების ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც მეტ-ნაკლებად მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე და ალბათ, ასევეა რუსეთისა და სომხეთის ბაზარზეც. ჩვენთან რომ მედიკამენტები იაფია, ამაზე სომხური მედიაც წერს. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად მეზობელ საქართველოში მიემგზავრებიან, სადაც წამლებზე ფასი ბევრად დაბალია. ამის მიზეზია სომხეთის პარლამენტის მიერ წამლის შესახებ კანონის ამოქმედება. იგი საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. 17-მა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დეპუტატები თვლიან, რომ კანონის მიღების შემდეგ მედიკამენტებზე ფასი მოიმატებს, ვინაიდან იმპორტზე შეზღუვები დაწესდება. კანონპროექტის განხილვისას პარლამენტარმა ედმონდ მარუკიანმა განაცხადა, რომ კანონის ამოქმედება იმპორტირებული მედიკამენტების ბაზარზე მონოპოლიას გაზრდის, გააძლიერებს ბიუროკრატიას და კორუფციის რისკებს. დეპუტატი დაინტერესდა, ახალი კანონის მიღება გამოიწვევს თუ არა წამლების ფასების შემცირებას საქართველოში არსებული ფასების დონეზე. "მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი ავადმყოფი ნათესავები და გაემგზავრონ საქართველოში წამლების შესაძენად. ეს როგორ ხდება? მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებისთვის არავითარი განსხვავება არ არის, წამლების ექსპორტს საქართველოში მოახდენენ თუ სომხეთში", - განაცხადა პარლამენტარმა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სერგეი ხაჩატრიანმა კი განმარტა, რომ საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასებს შორის სხვაობა გამოწვეულია კანონმდებლობით. კერძოდ, სომხეთში იმპორტის დროს წამლები 20%-იანი დღგ-თი იბეგრება, რაც ფასების ზრდას იწვევს. "კომერსანტის" ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საცალო მოვაჭრეს უკრძალავს მედიკამენტების იმპორტს, აგრეთვე ამკაცრებს კონტროლს მთელ ჯაჭვზე, პროდუქტის სომხეთის რესპუბლიკაში შესვლიდან მომხმარებლამდე მიწოდების ჩათვლით. აიპ "საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაც" ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში იმატა შემთხვევებმა, როდესაც სომხეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოდიან ფარმაცევტული პროდუქციის შესაძენად. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი აცხადებს, რომ დღეს რთულია იმის გაკონტროლება, აფთიაქში შესული, აზერბაიჯანის თუ სომხეთის მოქალაქე რამდენჯერ და რა რაოდენობის მედიკამენტს შეიძენს. შესაბამისად, ამ სტატისტიკის მოძიება რთულია. რაც შეეხება საბითუმო ვაჭრობას, მისი განმარტებით, თუ მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების შეძენას მასობრივ ხასიათს მიიღებს, ეს იქნება ჩვეულებრივი კომერცია და ბიზნესი. ამას შეიძლება შევხედოთ როგორც ექსპორტის წახალისებას. "15 000 მედიკამენტი ბრუნავს ქვეყანაში, სომხეთშიც დაახლოებით ამდენივე. შეუძლებელია ამდენი მედიკამენტის ფასი ერთმანეთს შეადარო. საქართველოში წამლები შედარებით იაფია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენთან ფასის კლების ტენდენცია წავიდა, თუმცა რა ოდენობის სხვაობაა, ძნელი სათქმელია", - აცხადებს კოკიაშვილი. მისივე თქმით, სომხებთან ერთად, საქართველოში მედიკამენტების შესაძენად აზერბაიჯანელებიც გადმოდიან: "აზერბაიჯანიდან აქ სამედიცინო მომსახურების მისაღებადაც ჩამოდიან. ორივე შემთხვევაში მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ფასებია, აქ წამალი უფრო იაფია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. იმის ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ადამიანი ყიდულობს წამალს, რამდენი იტარებს მკურნალობას სტაციონარში, არ არსებობს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ილონა კოკიაშვილმა. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში წამლები მართლაც არ ღირს ისეთი ძვირი, როგორც მეზობლებში, თუმცა მთლიან ჯანდაცვაში მედიკამენტების წილი ისევ მაღალი, დაახლოებით, 40%-ია. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, საერთაშორისო რეიტინგით ამაზე უარესი მდგომარეობა სომხეთსა და აზერბაიჯანშია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3671940&name=31.05.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.05.2016     

მედიასაშუალება: ქრონიკა+

 

პაციენტი ცნობილი ქირურგების წინააღმდეგ!

დედაქალაქში მცხოვრები დავით ფერაძე საქართველოში ცნობილ ექიმებს პაციენტების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებაში სდებს ბრალს. საქმე ეხება მის დედას, პენსიონერ ლეილა ფერაძეს, რომელმაც ერთი თვალიდან მხედველობა სრულად დაკარგა. ის ექიმიდან ექიმთან დადიოდა, რომ გაეგო, ვისი მიზეზით მიიღო ზიანი, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ექიმებს შორის პროფესიული სოლიდარობა უფრო მეტი ღირებულების აღმოჩნდა, ვიდრე პაციენტის უფლება. ფერაძეებს აუდიომასალის სახით ექიმიბეის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ, ისინი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. დავით ფერაძე: სარჩელი სასამართლოში შეტანილია, მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ვითხოვ. მაგრამ, ჩემს ქვეყანაში საშინელი პრობლემაა - ექიმების სოლიდარობა უფრო პირველ ადგილას დგას, ვიდრე უბარლო, პენსიონერი ადამიანის უფლება!

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3671931&name=31.05.2016+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---   

 

31.05.2016     

მედიასაშუალება:          საქართველოს რესპუბლიკა

მსოფლიო კონგრესი ბირთვულ მეცნიერებასთან დაკავშრებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს. გახსნის ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7 დირექტორი გარი ბლორი გამოვიდნენ. ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქბრბ რისკების მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდა სტრატეგიული, მეთოდური გეგმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარების თვალსაზრისით.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3672261&name=31.05.2016+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 

31.05.2016     

მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი

 

"ფონდი ნატახტარის" თანხის შეგროვების მეხუთე ტალღა დაიწყო

16 მაისს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გამართულ პრესკომფერენციაზე კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი გაჟღერდა - თანხის შეგროვები ახალი, მეხუთე ტალღა დაიწყო! ამ პროექტისა და ზოგადად "ფონდი ნატახტარის" საქმიანობის შესახებ უამრავმა ადამიანმა იცის, თუმცა, ალბათ, იქნებია ისეთებიცვინც ჯერაც არ იცის, რომ ისინი დიდი ქველმოქმედების მონაწილეები ყოფილან, არიან და მომავალშიც იქნებიან... ჯულეით არათი: - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ხორციელდება პროექტი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3672133&name=31.05.2016+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.05.2016     

მედიასაშუალება:          რეზონანსი

 

ოჯახების უმეტესობა "მინუსში მიდის"

ვისაც კი სტაბილური შემოსავალი აქვს, თვიდან თვემდე დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს. საქართველოში ღარიბი ფენის ხარჯი შემოსავალს 60%-ით აღემატება, საშუალო ფენისა კი - 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ორივე ამ კატეგორიას ყოველთვიურად ოჯახის სარჩენად ფული აკლდება და ვალი ეზრდება. ეს 2014 წლის კვლევის შედეგია, 2015 წელს კი, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ლარის დევალვაციამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და გამორიცხული არ არის, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს. ამ დროს კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური უფრო საიმედო რიცხვებს აქვეყნებს. 2015 წლის მონაცემებით, ერთი ადამიანის თვიური შემოსავალი 284,5 ლარს შეადგენს, ერთი შინამეურნეობის, ანუ ერთი ოჯახისა კი - 1022,3 ლარს. ამავე მონაცემებით, ერთი ოჯახის თვიური ხარჯი - 1004,7, ერთი ადამიანის 279,6 ლარია. ამ შემთხვევაში შემოსავლებსა და ხარჯებს შორის მინიმალური სხვაობა კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფულის დაგროვებას ვერ ახერხებს. ამის შესაძლებლობა, სპეციალისტთა გათვლებით მხოლოდ 30%-ს გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა თითქმის ყოველწლიურად იკლებს. თუ შარშან ერთ შინამეურნეობაზე ეს სხვაობა 17,6 ლარი იყო, ერთი ადამიანზე კი სულ რაღაც 4,9 ლარი, 2014-ში სხვაობამ, შესაბამისად, 27,7 და 7,7 ლარი შეადგინა. თუ რიგითი თბილისელების აზრს გავითვალისწინებთ, ეს თანხა იმისათვის, რომ ადამიანმა და ზოგადად ოჯახმა ყოველდღიური მოთხოვნიდება მეტ-ნაკლებად დაიკმაყოფილოს, საკმარისი არ არის. მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ ოჯახისთვის ყოველთვიური შემოსავალი სულ მინიმუმ 1500-2500 ლარი უნდა იყოს. რამდენი ლარია იმისთვის საჭირო, რომ ოჯახმა იარსებობს და ზომიერების ფარგლებში დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება? ამ კითხვაზე რიგითი თბილისელების აზრი და ოფიციალური მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია. თუ ოფიციალურად ერთი ოჯახის შემთხვევაში ეს ციფრი 1004 ლარს შეადგენს, არაოფიციალურად, ანუ რიგითი ადამიანების სურვილის შემთხვევაში, მისი მოცულობა 1500-2500 ლარია. ის, რომ ოჯახისთვის 1022-ლარიანი შემოსავალი საკმარისი არ არის, ჩვენთან საუბრისას გამოკითხულთა თითქმის 95%-მა დაადასტურა. მათი უმეტესობა, თვლის, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 1500 ლარი უნდა იყოს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყოველთვიურად ოჯახს 2000 ლარზე ნაკლები შემოსავალი არ უნდა ჰქონდეს. უფრო ხელგაშლილები კი 2500-ლარიან "სტანდარტს" ემხრობიან. "ჩემი ოჯახის შემოსავალი 1200 ლარია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, 2000 ლარი მაინც უნდა გვქონდეს, რათა ყველა სასურველი ხარჯი გავწიოთ. რაც შეეხება ოფიციალურად დასახელებულ 1004 ლარს, ეს ცოტაა და არა მგონია, ერთ ოჯახს ის ყოველთვე ეყოს, თანაც თუკი რჯახი თბილისში ცხოვრობს", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" თბილისელმა თინათინ მათიაშვილმა. "ცხადია, 284 ლარი ერთ ადამიანს ერთი თვის განმავლობაში არ ეყოფა. მარტო ტრანსპორტში გჭირდება 40 ლარამდე, რასაც ემატება კომუნალური ხარჯები, საკვები და საშუალოდ, 300-350 ლარამდე ადიხარ. ადამიანის ცხოვრება კი მხოლოდ არსებობა არ არის და მას სხვა მოთხოვნილებებიც აქვს. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ადამიანს თვეში 284 ლარი ეყოს, არასერიოზულია და შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებსაც ვერ დავეთანხმები", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თეონა ბასილიამ. რამდენი ლარი სჭირდება ერთ ოჯახს თვეში, ეს ფართობითია და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრთა მოთხოვნაზეა დამოკიდებული. თუ საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობისთვის 1004-ლარიანი ხარჯი შეიძლება ნორმალურიც იყოს, ღარიბისთვის ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მეტიც, როგორც ანალიტიკოსი ლია ელიავა აცხადებს, ხშირ შემთხვევაში, ღარიბი მოსახლოების ხარჯი შემოსავალს 60%-ითაც აღემატება. "2014 წლის მონაცემებით, დაბალ შემოსავლიანი, უფრო ზუსტად კი, ღარიბი მოსახლოების ხარჯი ყოველთვიურ შემოსავალს 60%-ით აღემატება, საშუალო შემოსავლიანი 10-20%-იან მინუსშია. საშუალო ფენა მეტ-ნაკლებად ერევა პრობლემებს. 2015 წელს კი სიტუაცია უფრო გაუარესდა და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლიც უფრო გაზრდილი იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ელიავამ. რაც შეეხება სტატისტიურ მონაცემებს, ელიავას თქმით, ხარჯხებსა და შემოსავალს შორის ასეთი მინიმალური სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან არასწორად იზომება სიღარიბის და სიღატაკის ზღვარი. ის, ვინც მინუსშია, ნამდვილად არ არის ღარიბი, ის არის შიმშილისა და გადარჩენის ზღვარზე მყოფი ადამიანი. "სტატისტიკა მოსახლეობის ცხოვრების დონეს იმ მეთოდით ითვლის, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს რეალობას და სინამდვილეს. "საქსტატი" იყენებს საერთაშორისო სტატისტიკურ სტანდარტებს, მაგრამ იგი შედგენილია მდიდარი ქვეყნების მაგალითზე. ამერიკაში 42 ათასზე ნაკლები თუ გაქვს შემოსავალი, ღარიბი ხარ, საქართველოში 42 ათასი ითვლება საშუალოზე მაღალ შემოსავლად. სტატისტიკა უნდა იყოს მისადაგებული საქართველოს რეალობას და არა განვითარებული ქვეყნების ვითარებას. მაშინ უფრო კარგად გამოჩნდებოდა, რამდენად ღატაკი და გადარჩენის ზღვარზე მყოფი მოსახლეობაა საქართველოში", - დასძინა ელიავამ. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი შინამეურნეობის 10%-ის ფულადი შემოსავალი, ყველაზე ღარიბი ფენის 10%-ის შემოსავალთან შედარებით, 19-ჯერ მაღალია. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 9-ზე ნაკლებია. საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის არსებული უთანასწორობის მაჩვენებლით კი საშუალო ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერ ვუსწრებთ. "სტატისტიკას შეუძლია დათვალოს შინამეურნეობათა განაწილება შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით, თუმცა ამას დიდი ხანია აღარ აქვეყნებს. რატომღაც ერიდება აქ ციფრების გამოქვეყნებას. მიზეზი ორია: ან საკუთარ კომპეტენტურობაში ეპარება ეჭვი, ან კიდევ რიცხვები ირდენად დამთრგუნველია, რომ ამან შეიძლება ღია სოციალური პროტესტიც კი გამოიწვიოს. რაც ქვეყნდება, ისიც კი საკმაოდ მძიმეა, საქართველოში, საშუალოდ, საშემოსავლო უთანასწორობა ამ დეცილური ჯგუფების მიხედვით თითქმის 2-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ დონეს", - ამბობს არჩვაძე. რაც შეეხება შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებულ მინიმალურ სხვაობას, არჩვაძის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ხალხი ფულს ვეღარ აგროვებს. "აქ გვაქვს პარადოქსული სიტუაცია: საქართველოში დეპოზიტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ასეთი ტიპის შენატანის შესაძლებლობა აქვს საკმაოდ შეზღუდულ წრეს მოსახლეობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 70%) ამას მოკლებულია. მაშინ, როდესაც ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის 84%-ს ჰქონდა დეპოზიტები. ამიტომ, გარკვეულწილად, ნოსტალგია საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებში იმითაც არის გამოწვეული, რომ ახლანდელმა საბაზრო ეკონომიკამ ბევრი მიმართულებით ვერ შეძლო თავისი უპირატესობის ჩვენება. ამ მიმართულებით ხელისუფლებას ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ ადამიანებმა ჭეშმარიტად და რეალურად საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ ეს უპირატესობა", - დასძინა არჩვაძემ. ემპირიული დაკვირვებით საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3671929&name=31.05.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.05.2016     

მედიასაშუალება:          კავკასიან ბიზნეს ვიქი

 

ჯანდაცვის სისტემის სიახლეები

მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ მაღალი შემოსავლის მქონე პირებმა დაზღვევაში მეტი თანხა უნდა გადაიხადონ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც ჩვენი დაკვეთით, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) განახორციელა, მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2032 ადამიანმა მიიღო. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61%-ს მიაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, რაც 5 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოსახლეობის 18%-ს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები. მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა გაწიოს, ნაწილობრივ თავად ადამიანებმა, რაც 2015 წელთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს 2015 წელთან შედარებით 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინიმუმ 1.4 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილოს. მოსახლეობის 41%-ს ჰქონია შემთხვევა, როდესაც ავადმყოფობის დროს ვერ მისულა ექიმთან იმის გამო, რომ კონსულტაციის ღირებულების მის მიერ გადასახდელი წილი მეტისმეტად მაღალი იყო, ხოლო 59%-ს ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. ერთ-ერთ სერიოზული პრობლემად თვითმკურნალობა რჩება, კერძოდ მოსახლეობის 25%-ს ბოლო 12 თვის მანძილზე ანტიბიოტიკი ან ანტრიდეპრესანტი ექიმის დანიშნულების გარეშე მიუღია, ხოლო 74%-ს არ მიუღია. ეს მონაცემები, ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ ასიათასობით ადამიანი ეწევა თვითმკურნალობას, ხოლო მოსახლეობის 25%-ის დიდი ნაწილი რეცეპტების სისტემის გვერდის ავლით კვლავ ახერხებს რეცეპტული წამლების შეძენას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიაჩნია, რომ: საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს, თუ მას მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ. „ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რაც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს, დაადგინოს, როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი, როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს. აქ, ჩვენი აზრით, საუკეთესო გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს ბენეფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ და ყველა ბენეფიციარს ექნება მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას რეცეპტების სისტემის გვერდის ავლის პრევენციის ეფექტური მექანიზმი, მათ შორის უზრუნველყოს ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე დროული გადასვლა და ელექტრონული რეცეპტების სისტემის შედეგიანი მონიტორინგი”, - განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3672519&name=31.05.2016+-+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98&p=1&lang=Ge

---