From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-31.08.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 31.08.2016 08:30
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 31.08.2016

ტელევიზია 

30.08.2016

არხი: რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 21:00

მარნეულში ადამიანების მასობრივი მოწამვლის მიზეზს გამოძიება ადგენს. რესტორანში საგამოძიებო უწყებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი სანიტარულ ნორმებს ამოწმებენ, საკვებს და სასმელ წყალს. მათ ასევე აიღეს სინჯებიც. რესტორნის მეპატრონე აცხადებს, რომ რესტორანში სტუმრების მოწამვლის ფაქტი პირველად დაფიქსირდა და არ იციან თუ რას შეიძლება გამოეწვია 200-მდე ადამიანის ინტოქსიკაცია. მარნეულის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის 42 პაციენტი რჩება ინტოქსიკაციით. მათ შორის 22 მცირეწლოვანი ბავშვია. ასევე მოწამლულები გადაყვანილები არიან ბოლნისის, რუსთავისა და თბილისის საავადმყოფოებში. გუშინ სულ ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 42 ბავშვი. მოწამლულების უმრავლესობა მკურნალობას უკვე საკუთარ სახლებში განაგრძობს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. მოკვლევას სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს. აღებულია სინჯები და 3-5 დღემდე გახდება ცნობილი, თუ რამ გამოწვია სადახლოში მასობრივი ინტოქსიკაცია.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868545

ჯიდიესი - 20/30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868520

იმედი - ქრონიკა 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868495

I არხი - მოამბე 20:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868439

მაესტრო - კონტაქტი რვაზე- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868416

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868408

---

 

30.08.2016

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

სასწრაფო დახმარება სჭირდება 36 წლის კახაბერ გელაშვილს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მამაკაცს მკურნალობა თურქეთში უნდა ჩაუტარდეს, რისთვისაც 50 000 დოლარია საჭირო.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868236

---

 

30.08.2016

არხი: იმედი

გადაცემა: ქრონიკა 17:00

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ახალშობილთა მოდერნიზირებული 100-საწოლიანი განყოფილება პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3868085

მაესტრო - კონტაქტი 16:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3867829

---

 

 

 

 

ინტერნეტი

30.08.2016     

მედიასაშუალება:   http://www.newposts.ge/?l=G&id=117560-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ჯგუფური მოწამლის ფაქტზე ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდ.მეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორნში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს.

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/154037-masobriv-motsamvlasthan-dakavshirebith-sabanketo-darbazis-macivrebi-daluqulia.html?lang=ka-GE

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/com/news/view/158406

კვირა.ჯი- http://kvira.ge/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94-37/

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=30062

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/sursatiserovnulisaagentomarneulshiadamianebismotsamvlismizezsadgens/10703

აიპრეს.ჯი- http://www.ipress.ge/new/42777-sursatis-erovnulma-saagentom-marneulshi-adamianebis-motsamvlaze-mokvleva-daitsyo

---

 

30.08.2016      

მედიასაშუალება:  http://netgazeti.ge/news/137693/

 

მარნეულში ქორწილში 200-მდე ადამიანის მოწამვლაზე გამოძიება დაიწყო

მარნეულში, სოფელ სადახლოში ქორწილში 200-მდე ადამიანი მოიწამლა. მოწამვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების, შემოტანის ან რეალიზაციის მუხლით (სსსკ-ის 198-ე მუხლი) ქორწილში გამოყენებული საკვების ნიმუშები აიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ასევე, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები: “მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევის გამო სააგენტოს წარმომადგენლები დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე, აიღეს სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში, დალუქეს საბანკეტო დარბაზის მაცივრები. ამ დროისთვის ბიზნეოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება მიმდინარეობს. სურსათის ლაბორატორიული კვლევისა და ინსპექტირების შედეგების მიხედვით გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები,”- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მარნეულის საავადმყოფოში მოწამლულები მოინახულა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა: “მინდა, დავამშვიდო ყველა, არ ინერვიულონ, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმე ინტოქსიკაციაა. გამოძიება დაწყებულია, დალუქულია საკვების და სასმელის ნიმუშები და საინტერესო იქნება, დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

---

 

30.08.2016      

მედიასაშუალება:  http://pia.ge/show_news.php?id=76133&lang=geo

 

მომავალ წელს, მზად ვიქნებით, დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო რეფორმა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბერა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის კომპონენტია "სტარტაპების" დაფინანსების ნაწილი, რომელიც გაგრძელდება არა მხოლოდ ინოვაციების მხრივ, არამედ სტარტაპების მიმართულებითაც. პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს საპენსიო რეფორმაზე. "მომავალ წელს, მზად ვიქნებით, დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტების დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

---

 

30.08.2016     

მედიასაშუალება:   http://pia.ge/show_news.php?id=76159&lang=geo

 

ქობულეთში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცენტრი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული აბილიტაციის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში გაიხსნა. პროექტის მიზანს ქობულეთის რაიონში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასევე მათი უფლებების ადვოკატირება, აუცილებელი სპეციფიური სერვისის მიღების შესაძლებლობაზე ზრუნვა და ამ სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდა; ცენტრმა ფუნქციონირება ამ ეტაპზე სოფელ მუხაესტატეში დაიწყო. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვეს დისტანციურად 13 ქცევის თერაპევტი ემსახურება. ქობულეთის სერვის ცენტრში სპეციალისტების გარდა მშობლებიც იქნებიან ჩართულები. მოხდება მათი ცოდნის დონის გაზრდა და გამოყენებითი ქცევის ტექნიკის ანალიზის დაუფლება. აღნიშნული გააუმჯობესებს მშობლების ბავშვთან კომუნიკაციას და მისცემს მათ ბავშვთან ეფექტურად მეცადინეობის შესაძლებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის სწორი პრაქტიკის ხანგრძლივად მიღების თვალსაზრისით. პროექტში ჩართული არიან საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი და აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი სოფიო კერესელიძე, ასევე ილიას სახელობის უნივერსიტეტთან არსებული "ბავშვის განვითარების კლინიკის" ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი, BCBA - თინათინ ჭინჭარაული და კლინიკის ფსიქოლოგები. "ძალიან მიხარია, რომ ქობულეთში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებს მიეცათ საშუალება ამ აუცილებელი და საჭირო სერვისის მიღების. მისასალმებელია იმ ხალხის ძალისხმევა, რომელთა ინიციატივითა და ორგანიზებით ეს მოხერხდა. დიდი მადლობა მათ. ვფიქრობ, რომ მთავრობამ, არასამთავრობო სექტორმა, ისევე როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა მუდმივი მხარდაჭერა უნდა გამოხატონ ასეთი საკითხის მიმართ და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის" , - განაცხადა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სოფიო ბაკურიძემ. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ქობულეთის სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შშმ პირს ნინო ნოღაიდელს ესტუმრა. გაცნობითი გახიათის შეხვედრაზე ნინო ნოღაიდელმა სოფიო ბაკურიძეს იმ აუცილებლობებისა და საჭიროებების შესახებ ესაუბრა, რომლის წინაშეც მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები დგანან.

---

 

30.08.2016     

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3/

(ინფორმაციისთვის)

მალხაზ კაციაშვილის გადაუდებელი დახმარების ცენტრში სრული სამედიცინო პროგრამის მიღებაა შესაძლებელი

გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე გაიხსნა “მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი”, რომელიც პაციენტებს სრულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო და კერძო დაზღვევის პროგრამა: ამბულატორია, სტაციონარი, ლაბორატორია, პლაზმაფერეზი, ჰემოსორბცია, მეზოთერაპია, კონტურული მაკიაჟი, ბინაზე მომსახურების სერვისი. კონსულტაციის მისაღებად, წინასწარ ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 2 13 16 50 მის: ალ.გობრონიძის 10. (R)

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

31.08.2016      

მედიასაშუალება: ახალი თაობა

 

მარნეულში ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორანში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს“, - აცხადებენ სააგენტოში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3868984&name=31.08.2016+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

                           

რეზონანსი-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3868909&name=31.08.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

მესინჯერი-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3868819&name=31.08.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.08.2016      

მედიასაშუალება:  რეზონანსი

 

4 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 4,7%-ით შემცირდა

პენსიონერებთან ერთად, წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების "მთავარ საზრუნავად" სოციალურად დაუცველი მოსახლოება ხდება. იმის გამო, რომ ორივე ჯგუფი საკმაოდ მოწყვლადია, დაპირებებიც ძირითადად მათი "სოციალური მდგომარეობის" გამოსწორებაზე კეთდება. თუმცა ამ უხვი დაპირებებისას ხშირ შემთხვევაში სახელდება "გაბერილი" ციფრებიც, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი, ცხადია, რომ ვერ გასწვდება. ერთ-ერთი ასეთი გულუხვი დაპირება პაატა ბურჭულაძემაც გასცა და თანაც დაამატა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობას ერთ მილიონამდე გაზრდის. ბურჭულაძის ეს საარჩევნო დაპირება საზოგადოების კრიტიკის საგანი გახდა, რამდენადაც, პარტია, რომელსაც ქვეყნის განვითარება სურს, აქცენტს არა სოცდახმარებებზე, არამედ ეკონომიკის რეალურ ზრდაზე უნდა აკეთებდეს. "დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს - ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს," - განაცხადა ბურჭულაძემ. სოცდაუცველების მდგომარეობის გამოსწორება დაპირებათა ნუსხაში ჰქონდა 2012 წლის არჩევნებისთვის "ქართულ ოცნებას". მაშინ "ოცნება" პირობას დებდა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფულადი დახმარების სისტემას შეცვლიდა. რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოში ბაზარი რეგისტრირებულია 417 543 ოჯახი, სულ 1 288 022 ადამიანი. 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით კი სახელმწიფო შემწეობის მიღებაზე განაცხადი 525 137 ოჯახს, ანუ 1 672 115 ადამიანს ჰქონდა შეტანილი. შედეგად გამოდის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ღარიბია და სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, თითქმის 23%-ით შემცირდა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3868812&name=31.08.2016+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.08.2016      

მედიასაშუალება:  ვერსია

 

დიდი საარჩევნო ვაჭრობა - პოლიტიკოსები სოციალურად დაუცველთა გულისმოგებას ცდილობენ!

ზოგიერთი პარტია, როგორც ჩანს, ამომრჩევლის გულისმოგებას იმით ცდილობს, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდების გაზრდის პირობას დებს... საზოგადოებაში ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მოძრაობის - "სახელმწიო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებამ გამოიწვია: " ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ერთ მილიონ ადამიანს, რომელიც სოციალურად დაუცველი იქნება, 4 წლის განმავლობაში, სადაც უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს"...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3868783&name=31.08.2016+-+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---