From : Nino Shubladze <nshubladze@moh.gov.ge>
To : Salome Goginashvili <sgoginashvili@moh.gov.ge>; nmamaladze@moh.gov.ge
Subject : mesijebi sadazRvevo
Received On : 16.02.2017 12:49

 

 

 

ნინ, გადახედეთ და ან შასწორეთან დამიდსტურეთ

 

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისთანავე - 2013 წლიდან, გაიმიჯნა იმ პირთა წრე, თუ ვინ შიძლება ყოფილიყო ამ პროგრამის მოსარგებლე, კერძოდ: განისაზღვრა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა.
  • პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პერიოდულად და პერმანენტულად უნდა მომხდარიყო  კერძო დაზღვევით მოსარგებლეების მონაცემთა ბაზების განახლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეთა ბაზების მუდმივი განახლების მიზნით. ასეთი მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა სადაზღვევო სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიები ერთი მხრივ, გამოთქვამდნენ მზადყოფნას ეთანამშრომლათ სამინისტროსთან ამ მიმართულებით, მეორე მხრივ, რეალურად არ აწვდიდნენ სამინისტროს განახლებულ ინფორმაციას კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად, ვითარება წლების განმავლობაში არ შეცვლილა.
  • სწორედ ბაზების განახლების შეუძლებლობის შედეგად, მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც 115 ათასი საქართველოს მოქალაქე,  რომლებმაც სხვადასხვა დროს დაკარგეს კერძო სადაზღვევო პაკეტი, დარჩნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის  გარეშე, ისინი სარგებლობდნენ მხოლოდ მინიმალური პაკეტით. მეორეს მხრივ, რამდენიმე ათეული მოაქალაქე, განაგრძობდა ე. წ. ორმაგი დაფინანსებით სარგებლობას - კერძო სადაზღვევო პაკეტთან ერთად დარჩნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებად.
  • სწორედ შექმნილმა მდგომარეობამ გახადა აუცილებელი 2017 წლის თებერვალში „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ ცვლილების შეტანა, რომლითაც სადაზღვევო კომპანიებს 2017 წლის 22 თებერვლით განესაზღვრათ განახლებული მონაცემთა ბაზების წარმოდგენის ბოლო ვადა. მათგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კი განახლდება საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები და კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონე მოქალაქეები ამოღებულ იქნებიან საყოველთაო პროგრამის მოსარგებლეთა ნუსხიდან.

     

    ამჟამინდელი ცვლილება მოგვცემს 2 მთავარ შესაძლებლობას:
  • აღმოიფხვრას ეს ორმაგი, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური დისკრიმინაცია;
  • ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო ომსახურებით, იყოს „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ საბაზისო პაკეტის (და არა მინიმალური პაკეტის) მოსარგებლე;
  • მოგვცეს საშუალება გავაკეთოთ სრულყოფილი ანალიზი და რესურსები მივმართოთ ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ჯანდაცვითი სერვისებით უზრულველყოფისთვის, მათ შორის, „დაშენებული პაკეტებით“ ;
  • იმისათვის, რომ  მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლიანი და საჭიროებებზე მიმართული სისიტემა მივიღოთ, აუცილებელია  კერძო სადაზღვევობის მხრიდან მონაცემთა ბაზების მუდმივი განახელბა და მათ მხრიდანაც მეტი გამჭვირვალობა.