კიდევ ერთხელ მოგესალმები ნინო და მოგმართავთ თანამშრომლობის წინადადებით,
ჩვენი, როგორც თავისუფალი მედიის უმთავრესი მიზანი, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის ხელშეწყობაა. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ჩვენი გამოცემების სარედაქციო პოლიტიკა და აქედან გამოდინარე ვქმნით კონტენტს, რომელიც მიგვაჩნია რომ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ადამიანების უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
თუ თვლით, რომ საჭიროა თქვენი მიმდინარე პროექტების ან დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ჩვენი საინფორმაციო საშუალებებიდან მიიღოს ჩვენმა მკითხველებმა იმაზე მეტი ან უფრო მრავალფეროვანი ინფორმაცია, ვიდრე შუქდება, გთავაზობთ სარეკლამო თანამშრომლობას.
ჩვენ შეგვიძლია თქვენი ხედვა, მიმართვები, განცხადებები თუ ,,საკამათო ეპიზოდები” ჩვენი გამოცემების საშუალებით მივიტანოთ მოსახლეობამდე.
წინადადების ტექნიკური პარამეტრები თანდართულ ფაილში იქნება პრეზენტაციების სახით, სადაც წარმოდგენილია ჩვენს ონლაინ გამოცემებში მზა სტატიების განთავსების ფასები ცალცალკე. რაც შეეხება პირობებზე დეტალურად საუბარს დავიწყებთ იმის შემდეგ, როდესაც თქვენ გექნებათ ერთგვარი მონახაზი რომელ გამოცემებში, რომელი სერვისი და რა პერიოდით გსურთ.
გთხოვთ გაეცნოთ და კითხვები თუ გექნებათ მომწერეთ და დაუყოვნებლივ შეგეხმიანებით.
ასევე მზად ვარ თუ დრო გექნებათ ან ინიციატივები უშუალოდ შევხვდეთ და ნებისმიერი შესაძლებელი წინადადება განვიხილოთ .