From : Elza Jgerenaia <ejgerenaia@gmail.com>
To : nmamaladze@moh.gov.ge
Subject : nshubladze@moh.gov.ge
Received On : 17.10.2016 13:03

 გიგზავნით მოკლე რელიზს ღონისძიებების შესახებ

В 

პრესრელიზი

В 

2016 წლის 17-19  ოქტომბერს იმართება ოფიციალური შეხვედრები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  პილოტური პროექტის ფარგლებში: “ საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში  სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება“. პროექტის მთავარ პარტნიორს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური მისიები პოლონეთსა და ესტონეთში და დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაცია.

პირველ ეტაპზე პოლონეთში დაიწყო თემატური შეხვედრები. საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოადგილე ბატონი ვალერი კვარაცხელია  შეხვდა ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილეს  დემოგრაფიისა და მიგრაციის საკითხებში ბატონ ბართოშ მარჩუკს. ისაუბრეს  საქართველოდან პოლონეთში შრომითი მიგრანტების მობილურობის ოპერატიული ჩარჩოს განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს კადრებზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ეფექტურ კავშირს, აქცენტები გაკეთდა მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებაზე და მათი პროექტს ახორციელებს მიგრაციის საერთაშრისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის ოფისებთან თანამშრომლობით.

პროექტს მიზნების  მიღწევა უნდა მოხდეს სამი კონკრეტული მიმართულებით:

1. გააცნოს საქართველოსა და მის პარტნიორი ქვეყნების - პოლონეთისა და ესტონეთის მთავრობებს ის სამართლებრივი საფუძვლები და ეკონომიკური საჭიროებები, რომელიც საქართველოდან შრომით მიგრაციასთან არის დაკავშირებული, არსებული გამოცდილების ფონზე გააცნობიეროს ისინი ამ პროცესის განხორციელებისას არსებულ  გამოწვევებზე და მომავლი შრომითი მიგრაციის პროცესების გაუმჯობესების გზებზე;

 2. საქართველოში, პოლონეთსა და ესტონეთში შრომითი მიგრაციის მართვის სტრუქტურების შესაძლებლობების განვითარება, რათა ხელი შეეწყოს საქართველოდან შრომითი მიგრაციის სრულყოფილად განხორციელების პროცესს თანამშრომლობითა და ეთიკური დასაქმების სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად;

3) სამუშაო ძალის დროებითი და ცირკულარული მიგრაციის ოპერატიული მოდელის შექმნა და ტესტირება, შედეგების გაანალიზება და მომავალში საქართველოდან დროებითი და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის სქემის შემუშავება.

В 



ასევე გაიმართა შეხვედრა პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილესთან ბატონ მარეკ ტომბარკევჩთან, სადაც ბატონმა ვალერიმ ისაუბრა საქართველოს წარმატებულ  ც ჰეპატტის პროექტზე და გაუზიარა ქვეყნის გამოცდილება. პოლონეთის მხრიდან გამოითქვა თანამშროლობის სურვილი და საკუთარ ქვეყნსი გამოცდლების გაზიარება სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საინტერესო  იყო პოლონეთში წამლის ანაზღაურების კომპონენტი სხვა სამედიცინო მომსახურებასთან ერთად.




В