From : nmamaladze@moh.gov.ge
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : მედიკლაბჯორჯიას ღონისძიება
Cc : sbelkania@moh.gov.ge; mtabagari@moh.gov.ge
Received On : 09.06.2017 13:03

ბატონო დავით; მოგესალმებით, "მედიკლაბჯორჯიას" ღონისძიებასთან დაკავშირებით, ვესაუბრე კლინიკის დირექტორს ნუგზარ აბრამიშვილს. შევთანხმდით, რომ ერთობლივად გავივლით საორგანიზაციო საკითხებს. როგორც მეილშია აღნიშნული იქნება ორი ღონისძიება: 30.06.2017 - 11:00 -ზე სერთიფიკატის გადმოცემა მედიკლაბის საკონფერენციო დარბაზში ( ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკელი სტუმრების მონაწილეობით) და საზეიმო მიღება რედისონში: 19:00-21:00, რომელსაც დაესწრებიან პრემიერი და მთავრობის წევრები. არის ორი საკითხი, რომლის გარკვევაც მთხოვა ნუგზარ აბრამიშვილმა: 1. შეძლებთ თუ არა თქვენ აცნობოთ ამ ღონისძიების შესახებ პრემიერს, რომ დაესწროს მიღებას ( მე ვუთხარი, რომ ჩემის მხრივ ვაცნონებ პრემიერის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურს და პროტოკოლს და გავუწევთ რეკომენდაციას ამ ღონისძიებაზე დასწერებას; 2. თანდართულ ფაილში წარმოდგენილ სტუმრების სიაში, ხომ არ გვსურს ვინმეს ამოღება ან ჩამატება; ამ ორი თქვენთან შესათანხმებელი საკითხის შემდეგ, შევუდგებით აქტიურად საორგანიზაციო საკითხების განხორციელებას; ველი თქვენს მითითებებს; მადლობა