გამარჯობა ლაშა
გიგზავნი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს:
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ავტომობილების
შესაძენად ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე თანხა არ
გადაურიცხავს. რაც შეეხება ორ ახალ ავტომობილს (ტოიოტა ქამრი) , რომლებითაც
ამჟამად მინისტრი და მინისტრის მოადგილე სარგებლობენ, ისინი ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უწყებას, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის
საფუძველზე გადმოსცა.
რაც შეეხება ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისში
ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებას მასში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო უშუალოდ იყო ჩართული. უწყების წარმომადგენლები
ღონისძიების პროცესში ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.