From : nmamaladze@moh.gov.ge
To : tbodokia@moh.gov.ge
Subject : რელიზი ევექსი
Received On : 30.04.2015 14:02


 

უკანასკნელ დღეებში, სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" საკუთრებაში მყოფ რამდენიმე     სამედიცინო დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა მოსახლეობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში,  სამედიცინო  მომსახურების შეფერხების ფაქტებს. პაციენტების განცხადებით, მათ უფასოდ გათვალისწინებულ   სამედიცინო სერვისებში თხოვდნენ საფასურის გადახდას. ეს ყოველივე განპირობებული იყო იმით, რომ კორპორაცია "ევექსმა" გააკეთა განცხადება 36-ე დადგენილების ფარგლებში სერვისების გადაწყობის შესახებ.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   სამინისტროს მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა. ჯანდაცვის სამინისტრო მსგავსი მდგომარეობის პრევენციის მიზნით, იწყებს მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნებიან: ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, სამედიცინო რეგულირებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოები.

მონიტორინგის მიზანია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში, ბენეფიციართათვის გაწეული  სამედიცინო სერვისების ხარისხის შემოწმება.