From : nmamaladze@moh.gov.ge
To : kukuladzen@gmail.com
Subject : რუსი ჟურნალისტები
Cc : mnarchemashvili@mfa.gov.ge
Received On : 30.05.2015 06:46

ნათი მარი მოგესალმები; მინისტრმა მითხრა რომ ჩამაყენებინეთ საქმის კურსში პრემიერის ადმინისტრაციის პიარ სამსახური და საგარეო: ჩვენი ლუგარის ლაბორატორია ხომ იცი ამერიკელებმა გახნეს თავის დროზე და ამჟამად ამერიკელებთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრი უწევს ხელმძღვანელობას, რუსები სულ წერდნენ საშინელ სტატიებს, რომ მანდ ტარდება ცდები, იქმნება ქიმიური იარაღი და ასე შემდეგ.გენადი ონიშენკომაც არაერთი განცხადება გააკეთა თავის დროზე. ჩვენ რამდენჯერმე გვყავდა შეყვანილი იქ ქართველი და უცხოელი მათ შორის რუსი ჟურნალისტები და გადავაღებინეთ კიდეც სამუშაო პროცესი. რამდენიმე დღის წინ დარეკა ყველაზე რადიკალური არხის ”როსია 24”-ის ჟურნალისტმა ეს პუტინის ყველაზე პროპაგანდისტული არხია მოგეხსენებათ და ითხოვა ჩამოსვლა და ლაბორატორიის გადაღება. მე ეგრევე გადავამისამართე ამირან გამყრელიძესთან. მოკლედ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირდაპირ ამერიკის საელჩო და კერძოდ ელჩი ჩართო ამ პროცესში. ჯერ ფიქრობდნენ რომ საერთოდ არ გადააღებინონ ლაბორატორია, მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, თვითონ ამერიკელებმა რომ გადაიღოს რუსმა ჟურნალისტმა, მხოლოდ ნაწილი და ნახოს თავისი თვალით გადამღებმა ჯგუფმა, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ასევე რუსების გადამღები ჯგუფი აპირებს, სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის ამერიკელის : სილვერმანის ჩაწერას, რომელიც თავის დროზე საშინელებებს წერდა ამ ლაბორატორიაზე და ამბობდა, რომ იქ შავი ჭირის ბაცილები გამოყავთ და ქიმიური იარაღი, დასკვნა ასეთიია, რომ ”როსია 24” აპირებს საშინელი სიუჟეტის გაკეთებას. მინისტრმა მთხოვა, რომ თქვენი ორივე უწყება ჩამეყენებინა საქმის კურსში. გადამღები ჯგუფი ჩამოდის 2 ივნისს და უკვე შეთანხმებულია გადაღების დეტალები. მინისტრი მოითხოვეს, მაგრამ მხოლოდ ამირანი დახვდება იქ და გადააღებინებს მხოლოდ იმას რაც აუცილებელია. რაიმე დამატებით მითითებებს ხომ არ მომცემთ, სერგეენკომ მითხრა, რომ თქვენ გცოდნოდათ მათი ვიზიტის და მოსალოდნელი რეპორტაჟის შესახებ მადლობა წინასწარ;