From : nmamaladze@moh.gov.ge
To : g.turmanidze@mgroup.ge
Subject : ჯანდაცვის სემინარი
Received On : 07.04.2014 12:29

გამარჯობა გიორგი; გიგზავნი დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ 10-11 მაისს, კურორტ ყვარლის ტბაზე დაგეგმილი სემინარის ჩატარება: ღონისძიების თარიღი არის 10-11 მაისი (შაბათ - კვირა) სამინისტროს თანამშრომლები ჟურნალისტებთან ერთად, სპეციალური ავტობუსებით ყვარლის ტბაზე ჩამოდიან 10-მაისს დაახლოებით 10:30 წუთზე. სამუშაო შეხვედრა დაიწყება 11:00 საათიდან სპეციალურად გაწყობილ დარბაზში, სადაც ჩვენ დაგვჭირდება პროექტორი პრეზენტაციისთვის. შეხვედრის პირველი ნაწილი დასრულდება დაახლოებით 14:00 საათზე, რის შემდეგაც იქნება სადილი. 15:00-ზე გაგრძელდება სამუშაო სემინარი, რომელიც დასრულდება 18:00 საათისთვის. რაც შეეხება ვახშამს ჩვენ გვაქვს თხოვნა, რომ ვახშამი ფურშეტის ნაცვლად გაიშალოს ერთიან მაგიდაზე, თუ რაიმე იქნება დასამატებელი ღვინო ან რამე სხვა მენიუდან ჩვენ ამას დამატებით გადავიხდით, თუმცა ვახშამის ფორმა გვინდა, რომ ფურშეტის ნაცვლად იყოს ერთიანი მაგიდა 33 ადამიანზე. ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს 17 ნომერი აქედან ერთ ნომერში ცალკე შევა მინისტრი და დანარჩენი მონაწილეები შევლენ ორ-ორი, შესაძლოა ერთ ნომერში დაგვჭირდეს მესამე საწოლის დამატებაც. (ამას დამატებით შეგატყობინებთ) მეორე დღეს 11-მაისს ჩეულებისამებრ სასტუმროს დავტოვებთ 12-საათისათვის როგორც დაგეგმილია. როგორც მე რომას ვესაუბრე თქვენ გვიკეთებთ 10%-იან ფასდაკლებას და თითო ნომრის ფასი გამოდის 230 ლარი რაც მისაღებია ჩვენი ბიუჯეტისათვის. როგორც ჩვენმა შესყიდვებმა დაითვალა მთლიანობაში 17-ნომერზე თანხა გამოდის 3910 ლარი. თუ დამატებით დავამატებთ ვახშამზე მენიუდან კერძებს და ღვინოს ამას დამატებით შეგატყობინებთ. გიორგი კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, გთხოვ სემინარის ოთახის ერთი ფოტო გადმოგვიგზავნო რა ანუ ზევით, მინისტრს უნდა ვაჩვენო როგორი სკამები იქნება და სამუშაო პროცესი სად წარიმართება. დიდი მადლობა წინასწარ და ველი პასუხს.