საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ქალბატონ ნინო მამალაძეს
საზოგადოებრივი მაუწყებელის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი, პროექტ
"გამმომძიებელი რეპორტიორის" ფარგლებში ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას ომის
ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალში (შ.იამანიძის N3 ) მიმდინარე პროცესების
შესახებ. ჰოსპიტალს ემუქრება დახურვა, მედპერსონალსა და პაციენტებს ქუჩაში
დარჩენა. ჰოსპიტლის თანამშრომლები და პაციენტები ითხოვენ ბატონ დავით
სერგეენკოს პასუხს შემდეგ კითხვებზე:
1. რა პასუხისმგებლობას გრძნობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო ფუნქციურად და მორალურად ომის ვეტერანთა კლინიკური
ჰოსპიტალის მედპერსონალისა და პაციენტების მიმართ, რომლებიც შეიძლება ამ
ჰოსპიტალის დახურვის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდნენ?
2. ჰოსპიტლის ექიმებს მიღებული აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზიები
და დასაქმებული არიან ამ ჰოსპიტალში, რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ ამ
ექიმებისა და მათი პაციენტების გვერდით დადგეს და იბრძოლოს ამ კოლექტივის
გადასარჩენად?
3. აქვთ თუ არა განხორციელებული ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო
სტრუქტურებთან ერთად რამე სახის აქტივობა, ამ ჰოსპიტალისთვის თანამედროვე
მედიცინის სტანდარტებთან შესაბამისი შენობისა და აღჭურვილობის შესათავაზებლად?
4. რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ჰოსპიტალს ამბულატორიული დონის
სადაზღვევო მომსახურების უფლება მიეცეს, მაშინ როცა თბილისის პოლიკლინიკების
ნახევარზე მეტი, რომლებიც ამ სადაზღვევო მომსახურეობაში არიან ჩართული მსგავს,
და უარეს შენობებში მუშაობენ.
დიდი მადლობა წინასწარ
პატივისცმით, სალომე სორდია
ტელ: 595 930802