Fwd: კითხვები შრომით ინსპექციასთან დაკავშირებით | OC Media
Received On :
13.02.2018 13:37
ქალბატონო ნინო,
გიკავშირდებით გამოცემა OC Media-დან, რომელიც კავკასიის რეგიონში
მიმდინარე მოვლენებს აშუქებს ძირითადად ინგლისურ და რუსულ ენებზე.
როგორც ტელეფონით გითხარით, გვაინტერესებს, რამდენჯერ ჩაატარა
შრომითი ინსპექტირება სამინისტრომ იმ სამუშაო ობიექტებზე, სადაც კომპანია
‘ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი’ (China Railway 23rd Bureau
Group) მუშაობს/მუშაობდა 2010 წლიდან დღემდე;
ასევე, გვაინტერესებს, რა შედეგი აჩვენა თითოეულმა ინსპექტირებამ
(საკმარისი იქნება ინფორმაცია, ამა თუ იმ ინსპექტირებამ გამოავლინა თუ არა
რაიმე სახის დარღვევა);
გთხოვთ, თუკი მოახერხებთ, გვაცნობოთ, რა სამუშაო ობიექტებზეა საუბარი
(გვირაბი, სარკინიგზო ლიანდაგი, ხიდი, ა,შ) და, თუ მოახერხებთ,
მოგვაწოდოთ ამ ობიექტების გეოგრაფია (სად მდებარეობდა ესა თუ ის
ობიექტი);
დამატებით გვაინტერესებს, ინსპექტირება ამ ობიექტებზე მხოლოდ მას შემდეგ
ჩატარდა, რაც რაიმე შემთხვევა მოხდა, თუ სამინისტრომ დამოუკიდებლად,
პრევენციის მიზნით გადაწყვიტა ობიექტის შემოწმება;
კომპანია 2010 წელს არის საქართველოში რეგისტრირებული, შესაბამისად, ეს
თარიღი ავიღეთ ათვლის წერტილად, თუმცა ვიცით, რომ სამინისტრო
მხოლოდ 2013 წლიდან ატარებს ინსპექტირებას, ამიტომ სტატისტიკა 2013
წლიდანაც მისაღებია.
ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ეს კითხვები გვაქვს,
მადლობას გიხდით ყურადღებისათვის,
პატივისცემით,
ლუკა პერტაია,