From : nmamaladze@moh.gov.ge
To : Gkhidesheli@moh.gov.ge
Subject : Fwd: სამინისტროს განცხადება
Received On : 19.07.2014 12:03
Attachments :

-----Original Message----- From: "Mariam Jashi" To: , Cc: "Davit Sergeenko" , Date: Fri, 18 Jul 2014 23:15:19 +0400 Subject: სამინისტროს განცხადება ნანიკო, ნინო, მინისტრთან შეთანხმებით გთხოვთ დღესვე ან ხვალ დილით შემდეგი განცხადება დავდოთ ჩვენს საიტებზე. მადლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს (CCM) სამდივნო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 17 ივლისს მალაიზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავის მგზავრთა და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრთა ტრაგიკული დაღუპვის გამო. დღეს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ რეისით მგზავრობდნენ ავსტრალიის ქალაქ მელბურნი 20-25 ივლისს დაგეგმილი შიდსის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის დელეგატები. მათ შორის იყვნენ მეცნიერები და აივ/შიდსის პროგრამებში მონაწილე ექსპერტები, რომელთაც მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით საკუთარ ქვეყნებსა თუ გლობალურ დონეზე აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის ხელშეწყობაში. ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებსა და კოლეგებს. მარიამ ჯაში მინისტრის მოადგილე MOH Logo-GEO წერეთლის გამზ. 144 თბილისი, 0119 საქართველო + 995 322 144 283 mjashi@moh.gov.ge