მოგესალმებით.
გიგზავნით მოკლე ინფორმაციას სს საჩხერის რაიონული საავადმყოფო-
პოლიკლინიკური გაერთიანების თობაზე:
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში სს საჩხერის
რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებიდან საანგარიშგებო
დოკუმენტაციის მიღება-დამუშავება მიმდინარეობს კანონმდებლობით
დადგენილ ვადებში. მიმდინარე თვეში დამუშვდა მაისის თვის შესრულებული
სამუშაო და განხორციელდა შესაბამისი გადარიცხვა.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მიმწოდებელი
ვალდებულია შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს
განმახორციელებელთან არა უგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის
მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საანგარიშგებო დოკუმენტაციის დამუშავების
ვადაა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან არა უმეტეს 30 სამუშაო
დღისა. მიმწოდებელთან საბოლოო ანგარიშსწორება ხდება საანგარიშგებო
დოკუმენტაციის ინსპექტირების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
აქვე გიგზავნით მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში თანხის
გადარცხვის დინამიკას თანდართული დოკუმენტის სახით.