Fwd: შეხვედრა გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, 30 ივნისი
Received On :
29.06.2015 15:11
-----Original Message-----
From: "Nana Kavtaradze"
To: nmamaladze@moh.gov.ge
Date: Mon, 29 Jun 2015 19:09:52 +0400
Subject: Fwd: შეხვედრა გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, 30 ივნისი
-----Original Message-----
From: Amiran Gamkrelidze
To: Davit Sergeenko
Cc: , , "Klimiashvili,
Rusudan
(CCC-GEO)"
Date: Sun, 28 Jun 2015 15:29:38 +0400
Subject: შეხვედრა გარემოს
ჯანმრთელობასთან
დაკავშირებით, 30 ივნისი
ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ მოკლე
ინფორმაციას 30 ივნისს
თქვენთან დაგეგმილ
შეხვედრასთან
დაკავშირებით:
საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროში 30 ივნისს 11
საათზე გაიმართება
შეხვედრა გერმანიის
გარემოს, ბუნების დაცვისა და
ბირთვული უსაფრთხოების
ფედერალური სამინისტროს
გარემოს დაცვის ფედერალური
სააგენტოს პრეზიდენტთან
ქალბატონ მარია
კრაუზბერგერთან (Ms. Maria Krautzberger,
President of the German Federal Environment Agency) და
ჯანმო-ს ექსპერტთა
მისიასთან. ჯანმო-ს
ექსპერტთა მისიის
შემადგენლობაა:
· ქ-ი ელიზაბეტ პაინოვიჩი,
ჯანმო-ს ევროპის გარემოს და
ჯანმრთელობის ბონის ოფისი
დირექტორი.
· ქ-ი დოროტა ჯაროსინსკა,
ჯანმო-ს ევროპის გარემოს და
ჯანმრთელობის ოფისის
პროგრამების მენეჯერი.
· ბ-ი მიხეილ
კრჟიჟანოვსკი, ჯანმო-ს
ევროპის გარემოს და
ჯანმრთელობის ოფისის
ექსპერტი.
საქართველოში გერმანიის
გარემოს დაცვის ფედერალური
სააგენტოს პრეზიდენტის და
ჯანმო-ს ექსპერტთა მისიის
მიზანია თანამშრომლობის
გაღმავება, ტექნიკური,
ექსპერტული და ფინანსური
მხარდაჭერა და
გამოცდილების გაზიარება
ადამიანის
ჯანმრთელობისათვის
უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფის სფეროში.
საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტრო აქტიურად არის
ჩართული ევროპის გარემოს და
ჯანმრთელობის პროცესში,
კერძოდ როგორც
მოგეხსენებათ, თქვენ
წარმოდგენილი ბრძანდებით
ევროპის გარემოს და
ჯანმრთელობის პროცესის
მინისტრთა საბჭოში, ხოლო მე
ვარ საბჭოს ალტერნატიული
წევრი.
ჯანმო-ს ევროპის გარემოს
და ჯანმრთელობის ბონის
ოფისი WHO ECEH- უზრუნველყოფს
ევროპის 53 წევრი
სახელმწიფოს საერთაშორისო
სახელმძღვანელო
პრონციპებისა და
პოლიტიკური საკონსულტაციო
საექსპერტო დახმარებას
ეკოლოგიური რისკების
შესაფასებლად და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის
უსაფრთხო გარემოს
უზრუნველყოფას ევროპის
რეგიონში. გერმანიის
მთავრობის მხარდაჭერით,
მოიცავს გარემოსა და
ჯანმრთელობის
პრობლემატიკის ფართო
სპექტრს. საქართველოს
სამედიცინო სფეროს
წარმომადგენლები
რეგულარულად მონაწილეობენ
WHO ECEH -ის მიერ დაგეგმილ
შეხვედრებში,
კონფერენციებში,
სემინარებსა და
ტრენინგებში. ასევე. ჯანმო-ს
კონსულტანტები რეგულარულად
ჩამოდიან საქართველოში და
უწევენ ტექნიკურ
დახმარებას ადგილობრივ
სპეციალისტებს.
გარემოს დაცვის
ფედერალური სააგენტო (UBA)
ექვივალენტურია აშშ-ის
გარემოს დაცვის სააგენტოსი
EPA. UBA დაარსდა 1974 წელს ქ.
ბერლინში. მისი სათაო ოფისი
მდებარეობს ქ.დესაუში. UBA-ა
წარმოადგენს
საკონსულტაციო,
სათანამშორლო ცენტრს და
დონორს მრავალი
საეთაშორისო
ორგანიზაციებისა, კერძოდ
ჯანმო, ევროპის გარემოს
დაცვის სააგენტო და სხვა. UBA-ს
მთავარი ამოცანაა
გერმანიის მოქალაქეები
ცხოვრობდნენ ჯანსაღ
გარემოში, იყვნენ დაცულები
ჰაერის, წყლის
დაბინძურებისა და სხვა
რისკ-ფაქტორებისაგან
მაქსიმალურად. UBA მონაცემთა
დამუშავების ცენტრი
აგროვებს მონაცემებს
გარემოს ხარისხობრივი
მდგომარეობის შესახებ,
აანალიზებს და ამ
მონაცემებზე დაყრდნობით
ფედერალურ დონეზე ამზადებს
რეკომენდაციებს პოლიტიკის
დოკუმენტების
შესამუშავებლად, აწვდის
ინფორმაციას მოსახლეობას
გარემოს მდგომარეობის
შესახებ. UBA-ს მთავარი მისია
ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ
ეკოლოგიური რისკები და
საფრთხეები, შეაფასონ
დროულად და მიიღონ
გადაწყვეტილება. UBA- სამუშაო
პროცესში ჩართულები არიან
სხვადასხვა დარგის 1500-მდე
თანამშრომელი, ექსპერტები,
ეკოლოგები, ბიოლოგები,
ქიმიკოსები, ეკონომისტები,
იურისტები და ინჟინრები
ეკოლოგიის ყველა
დისციპლინიდან, რათა
ყოველმხრივ შეისწავლონ
ეკოლოგიური პრობლემები და
მიიღონ სიცოცხლისუნარიანი
გადაწყვეტილებები. UBA-ს
შენობებში დანერგილია
თანამედროვე
გარემოსდაცვითი
სტანდარტები „მწვანე
მშენებლობა და რემონტი“.
ჯანმო-ს ექსპერტთა მისიის
მიზანია საქართველოსა და
ევროკავშირს შორის
ასოცირების შეთანხმებისა
და ასოცირების დღის
წესრიგის განხორციელების 2014
წლის ეროვნული სამოქმედო
გეგმისა და ღრმა და
ყოვლისმომცველი სავაჭრო
სივრცის შესახებ
შეთანხმების (DCFTA) 2014-2017 წლების
სამოქმედო გეგმით
გათვალისწინებული
„გარემოს და ჯანმრთელობის
ეროვნული სამოქმედო გეგმის
(NEHAP)“ შემუშავებისათვის
ექსპერტული დახმარების
გაწევა. “NEHAP“ პირველი
სამოქმედო გეგმა
შემუშავებული იქნა 2002 წელს
მაგრამ არ მოხდა მისი
აღსრულება, შემდგომი
განახლება და დროთა
განმავლობაში გატარებული
რეფორმების ფონზე დაკარგა
აქტუალობა.
გერმანიის გარემოს,
ბუნების დაცვისა და
ბირთვული უსაფრთხოების
ფედერალური სამინისტროს
გარემოს დაცვის ფედერალური
სააგენტო (UBA), საერთაშორისო
საკონსულტაციო დახმარების
პროგრამის ფარგლებში, მხარს
უჭერს პროექტების
განხორციელებას აღმოსავლეთ
ევროპის, კავკასიისა და
ცენტრალური აზიის
ქვეყნებში. მათი
მხარდაჭერით 2011-2013წწ
ეროვნულმა ცენტრში
განხორციელდა პროექტი
„მცირემასშტაბიანი
წყალმომარაგების
სისტემების არსებული
მდგომარეობის შეფასება
საქართველოს დუშეთისა და
მარნეულის რაიონებში“,
რომელიც გადაგზავნილია
საქართველოს პარლამენტში
შემდგომი განხილვისათვის.
პროექტში დასმული საკითხი
აქტუალურია ევროპის
რეგიონისათვის, შედეგები
გამოქვეყნდა ჯანმო-ს
სხვადასხვა გამოცემაში.
WHO ECEH- აქტიურად მიმდინარეობს
თანამშრომლობა დკსჯეც-თან
შემდეგ საკითხებზე:
· UBA და დკსჯ ეროვნულ
ცენტრს შორის პროექტის
„საკანონმდებლო და
სამოქმედო ჩარჩოს
შემუშავება საშიშ ქიმიურ
ნივთიერებებზე ინფორმაციის
შეგროვებისა და გაზიარების
მიზნით საქართველოში“(„Development
of legislative and operational framework for collection and sharing
information on hazardous chemicals in Georgia“)
განსახორციელებლად.
· საქართველო არის
თანალიდერი ქვეყანა
ევროპის მასშტაბით
უნგრეთთან ერთად „Strengthen Hygiene
education and promote sanitation in schools(WASH)”
მიმართულებით დაგეგმილი
ღონისძიებების
შემუშავებაში (მონაწილეობა
მივიღეთ 2 შეხვედრის
ორგანიზებაში ქ. ბონში და ქ.
ბუდაპეშტში).
· კონვენციის
„ტრანსასაზღვრო წყლებისა
და საერთაშორისო ტბების
დაცვისა და გამოყენების“ და
დაიწყო ამავე კონვენციის
ლონდონის 1999წლის ოქმის
„წყალი და ჯანმრთელობა“
რატიფიცირების ინიცირების
სამუშაოები.
· ევროკავშირის
ექსპერტთა მისიის ვიზიტი,
ევროკავშირის ტექნიკური
დახმარებისა და
ინფორმაციის გაცვლის
მექანიზმის (TAIEX)
მხარდაჭერით, რომლის მიზანი
იყო დახმარების გაწევა
საქართველოსათვის
ადამიანის
ჯანმრთელობისათვის
უსაფრთხო გარემოს
უზრუნველსაყოფად.
· ეროვნულმა ცენტრმა
ჯანმო-ს მეთოდური
ხელმძღვანელობით
საქართველოში განახორცილა
და კოორდინაცია გაუწია
სასმელი წყლისა და
სანიტარიისა გლობალური
ანალიზისა და შეფასების
პროცესს (GLAAS 2013/2014). ანგარიში
გადაგზავნილია ჯანმო-ში.
· მხარდაჭერა მოიპოვა
ევროკავშირის მხრიდან Twining
Project"გარემოს ჯანმრთელობის
სისტემის გაძლიერება
საქართველოში" განაცხადმა.
· ტყვიით მოწამვლის
პრევენციის საერთაშორისო
კვირეულის აღნიშვნა.
· European Environment and Health Task Force (EHTF) High-level
Mid-term Review Meeting მაღალი დონის
შეხვედრა ევროპის გარემოს
და ჯანმრთელობის პროცესის
შუალედური ანგარიშის
მომზადებაში. ერთი წლის
განმავლობაში, ეროვნული
ცენტრი აქტიურად იყო
ჩართული კონფერენციის
მოსამზადებელ სამუშაოებში.
კერძოდ, მონაწილეობა
მივიღეთ ჯანმო-ს 2 ანგარიშის
მომზადებაში, რომლის
პრეზენტაცია მოხდა
შეხვედრის დროს.
I. Improving environment and health in Europe: how far have
we gotten?
http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0018/276102/Improving-envi
ronment-health-europe-en.pdf?ua=1
II. School environment: Policies and current status
http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0009/276624/School-environ
ment-Policies-current-status-en.pdf?ua=1
· ასოცირების
ხელშეკრულებით აღებული
ვალდებულებების
შესაბამისად საქართველოში
მოქმედი
საკანონმდებლო-ნორმატიული
ბაზის ევროპულ
კანონმდებლობასთან
ჰარმონიზება.
გარემოს ჯანმრთელობის
საკითხებში ევროპის
რეგიონში გერმანია
წარმოადგენს ძირითად დონორ
სახელმწიფოს განვითარებადი
ქვეყნებისთვის და მათ შორის
საქართველოსთვის. ამდენად
თანამშრომლობის
განვითარება ჯანმოს
გარემოს ჯანმრთელობის
ბონის ოფისის მეშვეობით
ფრიად მნინელოვანია.
პატივისცემით
ამირანი