From : nmamaladze@moh.gov.ge
To : press@moh.gov.ge
Subject : Fwd: FW: ზუგდიდის კლინიკა
Received On : 28.03.2014 08:42

-----Original Message----- From: Davit Sergeenko To: nino mamaladze Date: Tue, 25 Mar 2014 15:41:40 +0400 Subject: FW: ზუგდიდის კლინიკა From: Davit Sergeenko Date: Tue, 04 Mar 2014 18:10:09 +0400 To: tamar bodokia Cc: Subject: ზუგდიდის კლინიკა მთავრობის სახელმწოფო განვითარების სტრატეგიის ერთერთი შემადგენელი პროექტი არის ზუგდიდის რაიონში თანამედროვე კლინიკის აშენება, აღჭურვა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ პროექტს მთლიანად მთავრობა ახორციელებს. პროექტის მიზნები- 1. რეგიონის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით; 2. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობა; 3. რეგიონის და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის ხელშეწყობა მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მიღებაში. პროექტის დაგეგმარება და მომავალი ფუნქციები- 1. დაგეგმილია აშენდეს და აღიჭურვოს 150 ადგილიანი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა, სადაც გარდა საკუთრივ სამკურნალო, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური აქტიობებისა, იქნება დიპლომის შემდგომი განათლების და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების რესურსებიც. ანუ, ეს იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა. 2. ახალ კლინიკაში განსახორციელებელი სერვისების დაგეგმარება მოხდა ბოლო წლების სტატისტიკის ანალიზის შედაგად, როდესაც შესწავლილი იქნა რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი, დეფიციტური და ზოგადად ჯანმრთელობისთვის აქტუალური დისციპლინები, 3. კლინიკის ტერიტორიაზე ასევე იქნება სპეციალური კომფორტული საერთო საცხოვრებელი სტუდენტების, რეზიდენტების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მსმენელებისთვის და დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის. 4. კლინიკის ასაშენებელ ადგილად განისაზღვრა სოფელი რუხი, ყოფილი იპორდომის ტერიტორია, რომლის პლიუსებიც შემდეგია: - ტერიტორია ახლოსაა დროებით საზღვართან; - ფართობი საშუალებას იძლევა, რომ პროექტი მომავალში განვითარდეს ახალი ინფრასტრუქტურით. ამ ეტაპზევე იგეგმება სამედიცინო ევაკუაციის განხორციელებისთვის ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის მოწყობა; - აღნიშნულ ტერიტორიას ესაზღვრება შენობა, სადაც 45 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. რეალურად იქნება შესაძლებელი, რომ მათი დიდი ნაწილი დასაქმდეს მსენებლობის ეტაპზევე, ხოლო შემდგომში შესაბამისი გადამზადების გავლის შემდეგ, კლინიკის ტექნიკურ და დამხმარე პერსონალის პოზიციებზე. 5. კლინიკის საერთო ფართი იქნება 12 000 კვ.მ. ხოლო საერთო საცხოვრებლის და ტექნიკური ნაგებობების ჩათვლით დაახლოებით 14 000 კვ.მ. 6. საბოლოოდ კლინიკაში დასაქმდება დაახლოებით 600 ადამიანი სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით. პროექტის განხორციელების ვადები- ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამოდენიმე პარალელური აქტიობა- * ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა, რომლის საფუძველზეც დასრულდება პროექტის კონსტრუქციული ნაწილი; * პროექტის არქიტექტურულ- ტექნოლოგიური ნაწილის ფინალიზაცია. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2014 წლის ზაფხულში. დასრულების სავარაუდო თარიღი- 2016 წლის ზაფხული. თუ რაიმე დამატებით ინფორმაცია დაგჭირდათ, გთხოვთ შემატყობინოთ პატივისცემით დ.სერგეენკო Ministry of Labour, Health and Social affairs of Georgia