From : nmamaladze@moh.gov.ge
To : zurauglava@yahoo.com
Subject : Fwd: FW: პრემიერის-სიგელი
Received On : 27.06.2015 12:11
Attachments :

-----Original Message----- From: Davit Sergeenko To: Zaza Sopromadze , Avto Talakvadze , Amiran Gamkrelidze , nutsi odisharia , Gia Tvalavadze , Marina Darakhvelidze , Ivane Bibilashvili , Tamar Bodokia , nino mamaladze Date: Fri, 26 Jun 2015 20:59:44 +0400 Subject: FW: პრემიერის-სიგელი საღამო მშვიდობისა 13 ივნისის წყალდიდობის პირველივე საათებიდან ჯანდაცვის სამინისტროს ათობით თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობდა სტიქიით გამოწვეული ზიანების პრევენციის და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სამუშაოებში. გულწრფელ მადლობას ვუხდი უკლებლივ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში. "უკლებლივ ყველას" იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მართლაც ძნელია გამოყო ვინმე განსაკუთრებულად. მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენს წინაშეა ამოცანა, რომ მაინც გამოვყოთ რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც განსაკუთრებით იყო გამორჩეული და მათი გვარები წარვუდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციას. მე ცოტა ხნის წინ ვნახე დეპარტამენტების უფროსების მიერ შედგენილი და კადრების სამმართველოს მიერ შეჯამებული სია (ბმულშია). თუ ამ სიან მარტივ რაოდენობრივ ანალიზს გავუკეთებთ და დავუშვებთ, რომ წარმოდგენილი თანამშრომლების რაოდენობა ასახავს ამათუიმ დეპარტამენტის ჩართულობის წილს მთლიან აქტიობებში, ჩემი აზრით არა-პროპორციულ სურათს მივიღებთ- - ყველაზე მეტი თანამშრომელი (11) წარმოდგენილი ყავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტს, რაც ლოგიკური და გასაგებია. - შემდეგ ადგილზე მოდის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი- 8 ადამიანი; - შემდეგი დაავადებათა კონტროლის ცენტრი- 7 ადამიანი; - სოციალური მომსახურების სააგენტო 6 ადამიანი; დანარჩენები 1-2 კანდიდატითაა წარმოდგენილი. საგანგებოს რაც შეეხება, გასაგებია, ისინი რეალურად 24/7 რჟიმში მუშაობდნენ; არ შემიძლია, არ აღვნიშნო დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლების განსაკუთრებული ჩართულობა როგორც რაოდენობრივად, ასევე უშუალოდ სტიქიის ზონაში ყოფნის ხანგრძლიობით და იქ მუშაობის თუ საზოგადოებრივი და მედია აქტიობების ინტენსიობით, ამ დროს ისინი მხოლოდ "მოკრძალებული" 7 ადამიანით არიან წარმოდგენილი. ამავე დროს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, ცოტა არ იყოს "დასაზუსტებელი" მგონია პიარ დეპარტამენტის სოლიდური წარმომადგენლობა- მათი დამსახურება დიდია მედია თუ სამინისტროს შიდა აქტიობების კოორდინაციის თუ ცხელი ხაზის ფორსირებული რეჟიმის უზრუნველყოფის მხრივ (თუ არ ჩავთვლით შემოწირულობების შეგროვების და ჰუმანიტარული დახმარების განაწილების არცთუ ისე კარგად კოორდინირებულ საქმეს) მაგრამ nCDC ზე მეტ წარმომადგენლობას, მინიმუმ დასაბუთება და სხვა დეპარტამენტებთან დადარება მაინც უნდა. რაც შეეხება მძღოლებს, ვაფასებ მათ ჩართულობას, მაგრამ ვთვლი, რომ მეტ-ნაკლებად თანაბრად დაიტვირთნენ, ამიტომ მადლობას მინისტრის წერილით გამოვუცხადებ. ვერ ვნახე ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის- ხათუნა ჩაჩავას წარდგენაც, ამ დროს მე ვთვლი, რომ მან ჰუმანიტარული დახმარების (მედიკამენტების ნაწილში) ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. თუ შეიძლება გთხოვოთ ამ მოცემულობის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ გადახედოთ სიას და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გამომიგზავნოთ ახალი ვერსია. მადლობა პატივისცემით დ. სერგეენკო