From : nmamaladze@moh.gov.ge
To : sgoginashvili@moh.gov.ge
Subject : Fwd: RE: ინფორმაცია გლობალური ფონდის პროგრამებზე
Received On : 17.04.2014 07:27
Attachments :

- გლობალური ფონდის პროგრამების მმართველობის ცვლილება 2014 წლის აპრილიდან გლობალური ფონდის შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების განხორციელებას იბარებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი. დღესვე, ჯანდაცვის სამინისტრო, გლობალური ფონდის პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეათანხმებს საბჭოს ხელმძღვანელობის ახალი არჩევნების პროცედურებს. საბჭოს დღემდე 2004-2013 წლებში საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობდა. გლობალური ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა 2002 წლიდან იწყება. 2010-2013 წლებში საგრანტო პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა, ხოლო 2014 წლიდან პროგრამა დაავადებათა კონტროლის ხელმძრვანელობაში გადმოდის, რაც მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის პროგრამების ფინანსური მდგრადობისათვის. ტუბერკულოზის 11 მილიონი ევროს საგრანტო პროგრამას 1 აპრილს მოეწერა ხელი, ხოლო შიდსის პროგრამის 17.5 მილიონი ევროს საგრანტო ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში დასრულდება.