From : nmamaladze@moh.gov.ge
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : NDI
Received On : 02.07.2015 15:12
Attachments :

ბატონო დავით; გწერთ ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ საკითხებს, რომლებიც მათი აზრით უნდა აისახოს NDI-ს კვლევებში, ასევე გიფორვარდებთ კანცელარიის მიერ გადმოგზავნილ წერილს. თქვენი დასტურის შემდეგ ამ წერილს გადავაგზავნი კანცელარიაში; მადლობა წინასწარ; გოგო-ბიჭებო! უახლოეს მომავალში ენდიაი იწყებს ადგილობრივი თვითმმართველობების კვლევას. ეს იქნება საკმაოდ დიდი კვლევა, რომლისთვისაც შემუშავდება 6 სხვადასხვა კითხვარი (იქიდან გამომდინარე, რომ 6 მუნიციპალიტეტში ჩატარდება გამოკითხვა). ეს კვლევა წარმომადგენლობითი იქნება როგორც ეროვნული მასშტაბით, ისე 6 მუნიციპალიტეტის დონეზე და გააშუქებს ძალიან ლოკალურ საკითხებს. ქალაქები, რომლებსაც მოიცავენ არის: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახლაციხე და გურჯაანი. გთხოვთ, მოგვაწოდოთ საკითხები და კითხვები, რაც გსურთ რომ მოხვდეს კითხვარში. მგონი ეს თანამშრომლობითი მიდგომა მათგან უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ. ასე რომ, პარასკევს დილით 12 საათზე ველოდები თქვენგან თქვენთვის საინტერესო საკითხებს/კითხვებს.