მაკო;
გიგზავნი ტექსტს, რომელიც უნდა გავავრცელოთ სააგენტოებში, ეს მარიამ ჯაშმა
მინისტრის მოადგილემ უკვე გადაუგზავნა ნინას და მან დაგვიდასტურა, რომ კარგია.
გიგზავნი შენც:
გლობალური ფონდის პროგრამების მმართველობის ცვლილება
2014 წლის აპრილიდან გლობალური ფონდის შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების
განხორციელებას იბარებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი. დღესვე, ჯანდაცვის
სამინისტრო, გლობალური ფონდის პროგრამების საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან
შეათანხმებს საბჭოს ხელმძღვანელობის ახალი არჩევნების პროცედურებს. საბჭოს
დღემდე 2004-2013 წლებში საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი
ხელმძღვანელობდა.
გლობალური ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა 2002 წლიდან იწყება. 2010-2013
წლებში საგრანტო პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხორციელდებოდა,
ხოლო 2014 წლიდან პროგრამა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობაში გადმოდის,
რაც მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის პროგრამების ფინანსური მდგრადობისათვის.
ტუბერკულოზის 11 მილიონი ევროს საგრანტო პროგრამას 1 აპრილს მოეწერა ხელი,
ხოლო შიდსის პროგრამის 17.5 მილიონი ევროს საგრანტო ხელშეკრულება უახლოეს
პერიოდში დასრულდება.