თამთა
მინისტრსაც გადაუგზავნის და კითხავს ნინო ამ საკითხს, სხვა მხრიდან ტვილდიანს,
მხოლოდ დადებითი რეკომენდაციები აქვს ყველა მიმართულებით და კამპუსსაც ცუდს
არ გააკეთებს ნამდვილად.
დამატებით კიდევ მოგაწვდით ინფოს;
-----Original Message-----
From: Tamta Tamazashvili
To: Nino Shubladze , nino mamaladze
Date: Thu, 27 Oct 2016 11:01:12 +0000
Subject: Fwd: რუსთავის კამპუსის გახსნა
> გოგოებო აქ აპირებს პმ
> წასვლას და
> გთხოვთ თქვენი
> რეკომენდაციაც მომწერეთ
> რაა
>
> Sent from Tamta's iPhone
>
> Begin forwarded message:
>
> From: George Mirtskhulava
> >
> Date: October 26, 2016 at 19:57:45 GMT+4
> To: Maia Tskitishvili
> >, Mako M
> >, Tamta Tamazashvili
> >, Sopo Mosidze
> >, Khatuna Moseshvili
> >, Salome Gagua
> >
> Subject: Fwd: რუსთავის კამპუსის
> გახსნა
>
> ანაკლიაში ბოლო ვიზიტისას
> ამ კაცს დაპირდა პრემიერი
> აუცილებლად ჩამოვალო და
> მეც მთხოვა ჩაინიშნე და
> წავიდეთო. ხათუნა და სალომე,
> იქნებ ჩანიშნოთ განრიგში
> და კიდევ ერთხელ
> შევუთანხმოთ
>
>
>
> Sent from my Samsung device
>
>
> -------- Original message --------
> From: Dimitry Tvildiani >
> Date: 10/26/16 19:42 (GMT+04:00)
> To: George Mirtskhulava
> >
> Subject: რუსთავის კამპუსის
> გახსნა
>
> მოგესალმებით ბატონო
> გიორგი
>
> მინდა მოკლედ გაცნობოთ
> ჩვენი ისტორიისა და
> გეგმების შესახებ:
>
> დავით ტვილდიანის
> სამედიცინო უნივერსიტეტი
> დაარსდა 27 წლის წინ - 1989 წელს,
> და თავიდან იგი სამედიცინო
> ინსტიტუტ "აიეტი"-ს სახელით
> ფუნქციონირებდა. 2004 წელს მას
> მიენიჭა უნივერსიტეტის
> სტატუსი და ეწოდა მისი
> დამფუძნებლის და პირველი
> რექტორის სახელი .
>
> უნივერსიტეტში მოქმედებს
> სამკურნალო ფაკულტეტი,
> სამედიცინო რეზიდენტურა,
> დოქტურანტურა და საექთნო
> კოლეჯი.
>
> ჩვენი ყველა პროგრამა
> აგებულია საერთაშორისო
> მოთხოვნათა შესაბამისად,
> სწავლა მიმდინარეობს
> ქართულ და ინგლისურ ენებზე,
> ჩვენი დიპლომი
> ვერიფიცირებულია მსოფლიოს
> ჯანდაცვის ორგანიზაციის,
> ევროპის სამედიცინო
> განათლებს ასოციაციისა და
> აშშ სამედიცინო სალიცენზიო
> კომისიის მიერ.
>
> ჩვენს
> კურსდამთავრებულთაგან 170-ზე
> მეტი ექიმი მუშაობს
> ევროპის და ამერიკის
> ჰოსპიტლებსა და
> უნივერსიტეტებში წამყვან
> პოზიციებზე:
> ასე მაგალითად, ჩვენი
> კურსდამთავრებულები არიან
> - მსოფლიოში ცნობილი Cleveland Clinic
> -ის სამედიცინო დირექტორი,
> კოლუმბუსში - მთავარი
> პედიატრი, პენსილვანიაში -
> მთავარი ფსიქიატრი, ბევრ
> საავადმყოფოში -
> განყოფილების გამგე,
> რეზიდენტურის
> ხელმძღვანელი და ა.შ.
>
> დიდია ინტერესი ჩვენი
> უნივერსიტეტის მიმართ
> უცხოელ სტუდენტებს შორის;
> ამჟამად გვყავს 200-ზე მეტი
> სტუდენტი მსოფლიოს 14
> ქვეყნიდან, და ეს ინტერესი
> ყოველწლიურად იზრდება.
>
> იმის გამო, რომ თბილისში
> ჩვენი უნივერსიტეტის
> ტერიტორიული
> შესაძლებლობები
> შეზღუდულია, გადავწყვიტეთ
> ავაშენოთ კამპუსი
> რუსთავში, სადაც ერთად
> იქნება მოთავსებული
> სასწავლო აუდიტორიები და
> ლაბორატორიები,
> ბიბლიოთეკა, საცხოვრებელი
> ოთახები, სტუდენტური
> სასადილო, და ასევე
> სპორტული მოედნები. ანუ
> ყველაფერი ის, რაც
> ესაჭიროება სტუდენტს
> ნაყოფიერი მუშაობისთვის.
>
> ჩვენი კამპუსი დიდი არ
> არის, - სულ 400 მდე უცხოელი
> სტუდენტის საცხოვრებლად
> არის გათვალისწინებული,
> თუმცა უცხოელთა გარდა ის
> ადგილობრივი სტუდენტების
> მომსახურებასაც გასწევს.
>
> რატომ რუსთავი?
>
> პირველი - იმიტომ რომ
> თბილისისგან განსხვავებით
> აქ არის ბევრი გაშლილი
> ტერიტორია, რომელიც ჯერ
> კიდევ აუთვისებელი და
> გამოუყენებელია;
>
> მეორე - რუსთავი ახლოს არის
> თბილისთან, ადვილი
> მისასვლელია
> პედაგოგებისთვის
> მატარებლით თუ სხვა
> საზოგადოებრივი
> ტრანსპორტით, და ახალი
> ავტომაგისტრალის გახსნის
> შემდეგ იგი პრაქიკულად
> დადაქალაქის ერთგვარ
> სატელიტად გადაიქცევა.
>
> მესამე - თბილისისგან
> განსხვავებით რუსთავი
> გაცილებით უფრო წყნარია,
> ნაკლებად უფანტავს
> სტუდენტს ყურადღებას და
> მუშაობისთვის შესანიშნავ
> პირობებს ქმნის. მსოფლიოს
> წამყვანი უნივერსიტეტების
> დიდი უმრავლესობაც ხომ
> სწორედ პატარა ქალაქებში
> ან ქალაქის გარეუბნებშია
> მოთავსებული.
>
> ძალიან დიდი ენთუზიაზმით
> აღვიქვით ბატონ გიორგისა
> და ბატონი ბიძინას
> ინიციატივა ქუთაისში
> საერთაშორისო ტექნიკური
> სასწავლო - სამეცნიერო
> ჰაბის შექმნის შესახებ.
>
> უცხოელი სტუდენტები
> ქვეყანაში ვალუტის
> შემოდინების მნიშვნელოვან
> წყაროს წარმოადგენენ: ერთ
> სტუდენტს საშუალოდ 15 -20
> ათასი დოლარი შემოაქვს
> წელიწადში საქართველოში.
> დღეს დაახლოებით 12 000 მდე
> უცხოელი სტუდენტი სწავლობს
> საქართველოში, ანუ მათ
> თითქმის 240 მლნ აშშ დოლარი
> შემოაქვთ ქვეყანაში.
> სახელმწიფოს მხრიდან მცირე
> ხელშეწყობით ამ ციფრის 4-5
> ჯერ გაზრდა შეიძლება
> უახლოეს 2-3 წელიწადში.
>
> განათლების სამინისტროს
> მონაცემებით, საქართველოში
> უცხოელი სტუდენტების
> დაახლოებით ნახევარი
> სამედიცინო სპეციალობებზე
> სწავლობს.
> რუსთავს აქვს ყველა
> წინაპირობა, რომ ქუთაისის
> მსგავსად, საერთაშორისო
> სასწავლო ცენტრი გახდეს-
> მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში.
> ეს რუსთავს ახალ ფუნქციას
> მისცემს, და თბილისელ
> პროფესორ-მასწავლებლებთან
> ერთად ბევრ ადგილობრივ
> მაცხოვრებელს დაასაქმებს.
>
> სწორედ ამაზე ვესაუბრე
> ბატონ გიორგის ანაკლიაში
> და მას ეს იდეა ძალიან
> მოეწონა.
> ჩვენი უნივერსიტეტის
> კამპუსი შესაძლებელია ამ
> ჰაბის პირველი მერცხალი
> გახდეს.
> გეპატიჟებით მის გახსნაზე
> კვირას, 6 ნოემბერს, საღამოს 5
> საათზე.
> კამპუსის მისამართია:
> ახალი რუსთავი, სანაპიროს ქ.
> 79
>
> პატივისცემით,
>
> დიმიტრი ტვილდიანი,
>
>
> დავით ტვილდიანის
> სამედიცინო უნივერსიტეტის
> პრეზიდენტი
>
> ________________________________
> This email was scanned by Bitdefender