მრგვალი მაგიდა: ანტინარკოტიკული პოლიტიკა და C ჰეპატიტის ელიმინაცია
საქართველოში
23 აპრილი, 2014. თბილისი. ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და C ჰეპატიტის
გავრცელების შემცირებაზე იმსჯელებენ 24 აპრილს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე
სასტუმრო 'ქორთიარდ მარიოტში' (თავისუფლების მოედ. 4) დაგეგმილ მრგვალ
მაგიდაზე ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები, საქართველოს
ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მრგვალ მაგიდას
გახსნიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი დავით სერგეენკო და
სასჯელაღსრულების მინისტრი ბ-ნი სოზარ სუბარი. (დღის წესრიგი თანდართულია).
მრგვალი მაგიდის დაწყებამდე გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უცხოელი სტუმრები
მთავრობასთან წინა დღის შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ და საქართველოს
რეფორმებზე ისაუბრებენ.
შეხვედრა საერთაშორისო დელეგაციის ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ტარდება.
ვიზიტის მიზანი C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მკურნალობის დაფინანსების
შესაძლებლობების, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამების
განხილვა და რეფორმების შემდგომი მხარდაჭერაა.
საქართველოში იმყოფებიან: შვეიცარიის ექს-პრეზიდენტი რუთ დრეიფუსი,
გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი და ღია საზოგადოების
ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი.
ვიზიტის ბოლო დღეს სტუმრები პარლამენტის წევრებს შეხვდებიან.
###
ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი
საქართველოს მიმართ განსაკუთრებთ მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს
სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო და
სამოქალაქო სექტორში C ჰეპატიტის მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა. ეს
ნაბიჯი მთელმა მსოფლიომ C ჰეპატიტის მკურნალობის ფასის შესამცირებლად ინოვაციურ
მიდგომად აღიარა.