ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროექტის განხორციელება
მთლიანად თურქული ინვესტიციის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. შპს „BROTHERS“-
მა, რომელიც 2012 წელს დაარსდა, 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია
განახორციელა. მშენებლობა 2012 წელს დაიწყო , სამუშაოებს შპს “SYSTEM INSAAT „
აწარმოებდა. შენობის მთლიანი ფართი 10,500 კვ.მ-ია. მრავალფუნქციური ჰოსპიტალი
103 საწოლზეა გათვლილი და 400-მდე ადამიანია დასაქმებული. ჰოსპიტალში 65
პალატაა, 3 ინტენსიური მოვლის ცენტრი(21 საწოლი), ახალშობილთა ინტენსიური
მოვლის ცენტრი( 5 საწოლი), მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი(12 საწოლი), 3
საოპერაციო ოთახი და 2 სამშობიარო ბლოკი.
დასაწყისისთვის ჰოსპიტალი გაუწევს მომსახურებას შემდეგ სამედიცინო
მიმართულებებს:
v კარდიოლოგია;
v გულ-სისხლძარღვთა ქირურგია;
v მეან-გინეკოლოგია;
v რეპროდუქტოლოგია;
v ზოგადი ქირურგია;
v ოფთალმოლოგია;
v უროლოგია;
v ნევროლოგია
v ნეიროქირურგია
რადიოლოგია და ლაბორატორია.
--