ადლობა ბატონო დავით,
დაველოდებით ქალბატონ ნინოსგან ინფორმაციას პრესკონფერენციის მოწვევასთან
დაკავშირებით. სასურველია თუ ასევე სამინისტროს პრ-ი შეათანხმებს საკითხს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან. ჩვენის მხრიდან
მომზადდდება მასალა და ასევე საქმის კურსში ჩავაყენებთ სოფლის მეურნეობის
სამინისტროს პროფილურ დეპარტამენტს.
პატივისცემით
ამირანი
From: Davit Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, May 03, 2016 6:50 PM
To: Amiran Gamkrelidze
Cc: vkvaratskhelia@moh.gov.ge; Sopo Belkania; Nino Shubladze
Subject: Re: საკურორტო ზოლის დამუშავება
სალამი ბატონო ამირან
მე ვფიქრობ, 1 ვარიანტი ჯობია. უფრო ზუსტად- გავაკეთოთ წადრგენა 5-6 ში და
პარალელურად დავიწყოთ დამუშავება.
პატივისცემით
დათო
From: Amiran Gamkrelidze
Date: Tue, 3 May 2016 18:33:34 +0400
To: Davit Sergeenko
Cc: , Sopo Belkania
Subject: საკურორტო ზოლის დამუშავება
ბატონო დავით მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით სოფლის
მეურნეობის სამინისტროს, ჩვენს ცენტრს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის
მუნიციპალურ ერთეულებს დაგვევალა, 2016 წლის საკურორტო სეზონის წინა
ღონისძიებათა ფარგლებში შავიზღვისპირა ზოლის დამუშავება სადეზინსექციო
საშუალებებით. წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად (თან ერთვის),
სამუშაოების დაწყება დაგეგმილი გვაქვს 5-6 მაისიდან, სამუშაოებს ვახორციელებთ
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციაში.
ვინაიდან დაგეგმილია, სამუშაოების დაწყების წარდგენა განხორციელდეს მედიის
საშუალებებით, გთხოვთ თქვენს მითითებას, პროცესის დაგეგმვასთან
დაკავშირებით. განვიხილავთ ორი შესაძლებლობა:
1. ღონისძიებების დაწყებამდე გავაკეთოთ ჟურნალისტებისათვის და ფართო
საზოგადოებისათვის წარდგენა (ამ შემთხვევაში პრესკონფერენცია სასურველია
დაინიშნოს 5-6 მაისს), ჯანდაცვის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის
სამინისტროების მიერ;
2. ჩვენ დავიწყოთ სამუშაოები 5-6 მაისს და წარდგენა გაკეთდეს მომდევნო
კვირაში.
გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებას.
პატივისცემით