როგორც უკვე 25 ივლისს დავაანონსეთ, მონიტორინგინს შედეგებზე
დაყრდნობით 1 მაისს პილოტურ რეჯიმში დაწყებული ახალი
შეფასების მეთოდოლოგიის გადახედვა მოხდა. შრომის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო მყისიერი ზომები და შეფასების
მეთოდოლოგიაში გაზარდა მარტოხელა პენსიონრების საჭიროების ინდექსი.
მეთოდოლოგიაში შესატანი ცვლილების პროექტი გაგზავნილია საქართველოს
მთავრობის სხდომაზე განსახილვევლად.
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში ყველა მარტოხელა პენსიონერს
რომელიც შეფასდა ახალი მეთოდოლოგიით ავტომატურად გადაუანგარიშდება
გაზრდილი კოეფიციენტით ქულა და ახალი მინიჭებული ქულის მიხედვით
დაენიშნება საარსებო შემწეობა. ასევე სახელმწიფო აუნაზღაურებს იმ თვეების
თანხებს რა პერიოდშიც მათ საარსებო შემწეობა ქონდათ შეჩერებული.