From : IT <it@moh.gov.ge>
To : noe kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>
Subject : [Everyone] თბილისიმარათონი
Received On : 07.10.2016 08:47

ძვირფასო კოლეგებო, გვინდა გაცნობოთ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტის „თბილისიმარათონის“ შესახებ და მოგიწვიოთ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 23 ოქტომბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. „თბილისიმარათონი“ „ჰაიდელბერცემენტის“ ორგანიზებით, ასევე გერმანიის საელჩოს, თბილისის მერიის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. 2016 წლის „თბილისიმარათონი“ მოიცავს როგორც ნახევარმარათონს (21.1 კმ), ასევე 10 კმ-იან და ბავშვთა გარბენებს (1 კმ 12-15 წლის მაზარდებისთვის და 500 მ გარბენი 6-11 წლის ბავშვებისთვის). ნახევარმარათონზე რეგისტრაცია 15 ლარი, ხოლო 10 კმ გარბენზე - 10 ლარი ღირს. ბავშვებისთვის მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ ტრადიციულად გააორმაგებს და საქართველოში პირველ ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოახმარს. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე - www.tbilisimarathon.ge