From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-10.10.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.g
Received On : 10.10.2016 08:51
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 10.10 .2016

ტელევიზია 

09.10.2016

არხი:           бѓ›бѓђбѓ”бѓЎбѓўбѓ бѓќ    

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კონტაქტი 11:00

ეგზიტპოლის პირველადი შედეგების გამოცხადება ქართულ ოცნებაში ოვაციებით აღნიშნეს. შედეგები ლიდერებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში მოისმინეს. ისინი არჩევნებს დემოკრატიულად აფასებენ და ამბობენ, რომ 2016 წლის არჩევნების შედეგებით საქართველომ მორიგი დემოკრატიულობის ტესტი ჩააბარა. ლიდერებმა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და პირობა დადეს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა იქნება. დავით სერგეენკო: "საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის განვითარებული, დემოკრატიული, შემდგარი ქვეყანა". დიმიტრი ქუმსიშვილი: "დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენ ვემზადებოდით, ველოდებოდით ამ გამარჯვებას და შედეგიც მივიღეთ".

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3955581

---

 

08.10.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ™бѓЈбѓ бѓ˜бѓ”რი 20:00

პრემიერმინისტრი სამი ტელევიზიის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების შედეგებით კმაყოფილებია და აცხადებს, რომ მას ქართველი ხალხის არჩევანში ეჭვი არ ეპარებოდა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გააკეთებდა სწორ არჩევანს უკეთესი, დემოკრატიული, სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ. საქართველოს ევროპულის მომავლის სასარგებლოდ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს მთავრობის წევრები ქართული ოცნების იმ პროცენტულ მაჩვენებელს ემხრობიან, რომელიც სამი ტელევიზიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგად გამოცხადდა. ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ცესკოს საბოლოო მონაცემების შედეგებს ელოდება, თუმცა მიიჩნევს, რომ ის სამი ტელევიზიის მიერ გამოცხადებულ ეგზიტპოლების შედეგებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3955252

ჯიდიესი - 20/30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3955216

---

 

08.10.2016

არხი:           კავკასია

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:   бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ პირდაპირი

საკუთარი არჩევანი საბურთალოს მესამე ოლქის მეშვიდე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა ჯანდაცვის მინისტრმა.დავით სერგეენკომ ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მხარი ქვეყნის თავისუფლებას დაუჭირა.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3955062

მაესტრო - კონტაქტი 15:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3954427

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3953802

---

 

 

 

ინტერნეტი

10.10.2016      

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/47887-obudsmeni-mentaluri-shezghudvis-mqone-pirta-uflebrivi-mdgomareoba-satanadod-daculi-araa

ობუდსმენი: მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სათანადოდ დაცული არაა

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ აღნიშნავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო бѓ“бѓ¦бѓ”бѓЎ საქართველოს бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველი ეხმიანება бѓ“бѓђ бѓђбѓЄбѓ®бѓђбѓ“бѓ”бѓ‘бѓЎ, бѓ бѓќбѓ› საქართველოში მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђ бѓЎбѓђбѓ—бѓђбѓњбѓђбѓ“бѓќбѓ“ დაცული бѓђбѓ  არის. бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველის ცმობით, მიუხედავად იმისა, бѓ бѓќбѓ› სახელმწიფოს მიერ მიღებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი бѓ“бѓђ 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმა“, შენელებულია მისი იმპლემენტაციის პროცესი. бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“ бѓђбѓ  бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ გეგმით დასახული მიზნებისა бѓ“бѓђ მთავარი ფასეულობების бѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђ. “მიმდინარე бѓ¬бѓ”бѓљбѓЎ бѓђбѓ› დღის აღნიშვნის бѓ—бѓ”бѓ›бѓђбѓђ „ღირსება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში – პირველადი ფსიქოლოგიური бѓ“бѓђ ფსიქიკური бѓ“бѓђбѓ®бѓ›бѓђбѓ бѓ”бѓ‘бѓђ ყველას“. მოცემული საკითხის გააქტიურება  მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის, იზოლაციისა бѓ“бѓђ დისკრიმინაციის დაძლევისთვის, бѓ бѓђбѓЄ бѓ™бѓ•бѓљбѓђбѓ• бѓ“бѓђбѓ‘бѓ бѓ™бѓќбѓљбѓ”бѓ‘бѓђбѓЎ бѓ¬бѓђбѓ бѓ›бѓќбѓђбѓ“бѓ’бѓ”бѓњбѓЎ бѓђбѓ› ადამიანებისა бѓ“бѓђ მათი ოჯახებისთვის. საქართველოში მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებრივი бѓ›бѓ“бѓ’бѓќбѓ›бѓђбѓ бѓ”бѓќбѓ‘бѓђ бѓЎбѓђбѓ—бѓђбѓњбѓђбѓ“бѓќбѓ“ დაცული бѓђбѓ  არის. მიუხედავად იმისა, бѓ бѓќбѓ› სახელმწიფოს მიერ მიღებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი бѓ“бѓђ 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმა“, შენელებულია მისი იმპლემენტაციის პროცესი. бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“ бѓђбѓ  бѓ®бѓ“бѓ”бѓ‘бѓђ გეგმით დასახული მიზნებისა бѓ“бѓђ მთავარი ფასეულობების бѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђ. бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა უფლებების бѓ“бѓђбѓЄбѓ•бѓђбѓ–бѓ” бѓ–бѓ”бѓ“бѓђбѓ›бѓ®бѓ”бѓ“бѓ•бѓ”бѓљбѓќбѓ‘бѓђ. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გასული წლის бѓ‘бѓќбѓљбѓќбѓЎ бѓ©бѓђбѓўбѓђбѓ бѓ“бѓђ სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების კომპლექსური მონიტორინგი, რომლის бѓЁбѓ”бѓ“бѓ”бѓ’бѓђбѓ“ გამოიკვეთა ქვეყანაში бѓђбѓ› კუთხით არსებული პრობლემები. бѓ›бѓђбѓ— შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის არასაკმარისი დაფინანსება; ადამიანური რესურსების მკვეთრი бѓњбѓђбѓ™бѓљбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓђ; კვალიფიციური კადრების სიმცირე; დაწესებულებების ინფრასტუქტურის бѓ’бѓђбѓЈбѓ›бѓђбѓ бѓ—бѓђбѓ•бѓќбѓ‘бѓђ; სტაციონარულ ფსიქიატრიულ бѓ›бѓ™бѓЈбѓ бѓњбѓђбѓљбѓќбѓ‘бѓђбѓ–бѓ” მყოფი პირების მხრიდან ინფორმირებული თანხმობის მიღების ფორმალური ხასიათი; არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემები; бѓЎбѓђбѓ—бѓ”бѓ›бѓќ სერვისებისა бѓ“бѓђ ალტერნატიული მომსახურების бѓњбѓђбѓ™бѓљбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓђ/бѓђбѓ  бѓђбѓ бѓЎбѓ”бѓ‘бѓќбѓ‘бѓђ. აღნიშნულიდან გამომდინარე სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევები; დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის წარმართვის აუცილებლობა бѓ“бѓђ бѓЎбѓ®бѓ•бѓђ. бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ бѓ“бѓђбѓ›бѓЄбѓ•бѓ”бѓљбѓ›бѓђ არსებული გამოწვევების მოგვარების მიზნით შესაბამისი უწყებების მიმართ შეიმუშავა რეკომენდაციები, бѓ бѓќбѓ›бѓ”бѓљбѓ—бѓђ бѓЁбѓ”бѓЎбѓ бѓЈбѓљбѓ”бѓ‘бѓђ დადებითად შეცვლის ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში შექმნილ ვითარებას, бѓ®бѓ”бѓљбѓЎ бѓЁбѓ”бѓЈбѓ¬бѓ§бѓќбѓ‘бѓЎ მენტალური შეზღუდვის მქონე   პირთა უფლებრივი მდგომარეობის бѓ’бѓђбѓЈбѓ›бѓЇбѓќбѓ‘бѓ”бѓЎбѓ”бѓ‘бѓђбѓЎ. бѓЎбѓђбѓ®бѓђбѓљбѓ®бѓќ დამცველი კიდევ бѓ”бѓ бѓ—бѓ®бѓ”бѓљ бѓ›бѓќбѓЈбѓ¬бѓќбѓ“бѓ”бѓ‘бѓЎ სახელმწიფოს პოზიტიური ქმედებების განხორციელებისკენ, бѓ бѓђбѓ—бѓђ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები бѓ“бѓђ მათი ოჯახები დაცული იქნან სტიგმის, იზოლაციისა бѓ“бѓђ დისკრიმინაციისგან”,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/401593-sakhalkho-damcveli-saqarthveloshi-mentaluri-shezghudvis-mqone-pirtha-uflebrivi-mdgomareoba-sathanadod-daculi-ar-aris.html

---

 

09.10.2016      

მედიასაშუალება: http://commersant.ge/?m=5&news_id=41807&cat_id=5

2016 წელს სამუშაოს შესრულებისას 20 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა – "შრომის ინსპექტირების მექანიზმი არაეფექტურია"

212 გარდაცვლილი და 691 დაშავებული - ასეთია ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოფიციალური სტატისტიკა. ძირითადი პრობლემები კი, რასაც მოქალაქეები დასაქმებისას აწყდებიან, მცირე ხელფასი, ხელშეკრულების არ არსებობა, დამატებითი საათები (ანაზღაურების გარეშე) და დამსაქმებლის დამოკიდებულება „არ გაწყობს, წადი" არის. „ხელშეკრულებაში მიწერია, 10-დან 18 საათამდე მუშაობა, მაგრამ რეალურად დილის 9-დან 19 საათამდე ვმუშაობ. გარდა ამისა, აღრიცხვის ჩატარება მხოლოდ თბილისის მასშტაბით მევალება, მაგრამ რეგიონებსაც მე ვაკეთებ და დამატებითი ანაზღაურებაც არ მაქვს ," - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერი 24 წლის მარიამი. კერძო სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული 34 წლის ექთანი თამთა კი ამბობს, რომ სამსახურში, პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას აზრი არ აქვს, რადგან დამსაქმებლის მხრიდან პოზიცია არის, რომ „თუ არ გინდათ, შეგიძლიათ წახვიდეთ". აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ქვეყანაში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოქმედებს, თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრიამ უთხრა, მექანიზმი, რომელზეც ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა, არაეფექტური და ფორმალურია. ალექსანდრიას თქმით, ინსპექციას არ აქვს უფლება საკუთარი სურვილით, კომპანიის დაუკითხავად და თანხმობის გარეშე შევიდნენ და შეამოწმონ რამდენადაა დაცული უსაფრთხოების წესები, ხოლო რაც შეეხება შრომით უფლებებს (ხელფასი, გრაფიკი, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.) ამ მხრივ შემოწმების უფლებამოსილება ინსპექციას არ აქვს. გარდა ამისა, ინსპექციას არ შეუძლია სანქციის, ჯარიმის დაწესება, შესაბამისად, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მხოლოდ კომპანიისთვის რეკომენდაციის მიცემით შემოიფარგლება, რომელიც კონფიდენციალურია. „დამსაქმებლის ნება-სურვილზეა, შეუშვებს თუ არა ინსპექტორს კომპანიაში ან რამდენად გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამ ორგანოს აღქმა სერიოზულად არასწორია. ერთადერთი შემთხვევა, როცა ინსპექციას უფლება აქვს დაუკითხავად შევიდეს საწარმოში, ტრეფიკინგზე ან იძულებით შრომაზე (იარაღით ან რაიმე სახის მუქარით იძულება) ეჭვია. „ამასთან, რასაც თვალყურს ვადევნებთ, საწარმოო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი მიმდინარე წლის განმავლობაში წინა წლებთან შედარებით დიდად განსხვავებული არ იქნება. რაც ასევე ადასტურებს უწყების არაეფექტურობას,"-აღნიშნა ალექსანდრიამ. მისივე ცნობით, 2016 წლის განმავლობაში საწარმოო შემთხვევებისას გარდაცვლილია 20-მდე და მძიმედ დაშავებულია (მკურნალობა 2 დღეზე მეტხანს რომ გრძელდება) 40-მდე ადამიანი. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, შს სამინისტროს ცნობით, საწარმოო შემთხვევების შედეგად 2011 წელს 54 ადამიანი გარდაიცვალა და 137 დაშავდა, 2012 წელს 48 გარდაიცვალა და 289 დაშავდა; 2013-ში - 23 გარდაცვლილი და 111 დაშავებული, 2014 - 45 გარდაცვლილი და 72 დაშავებული და 2015 წელს 42 გარდაცვლილი და 82 დაშავებული. „ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის" იურისტი ლელა გვიშიანი კი შრომითი უფლებების კუთხით მოუწესრიგებელ კანონმდებლობასა და სამართლებრივ სისტემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მხრივ ძირითადი პრობლემებია - საგამოძიებო თუ სასამართლო პროცესის დროში გაწელვა. გვიშიანი აღნიშნავს, რომ სასამართლო შრომითი უფლებების დარღვევისას ეფექტურ მექანიზმად ვერ აღიქმება, რადგან სერიოზულ ფინანსები და დრო სჭირდება. კიდევ უფრო მძიმეა ვითარება, თუ საწარმოო შემთხვევისას პირი გარდაიცვლება, რადგან უმეტეს შემთხვევებში ბრალის წაყენება სწორედ მისთვის (გარდაცვლილისთვის) ხდება. დეპარტამენტისთვის უფლებამოსილების გაფართოების საჭიროებაზე საუბრობს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ინსპექცია განვითარების პირველად, საწყის ეტაპზეა და სანქციების, ჯარიმების ბერკეტი კი მას უფრო ეფექტურს გახდის. „კანონპროექტი, რომელიც ინსპექციას სავალდებულოს გახდის და სანქციების დაწესების უფლებასაც მისცემს, უკვე შემუშავებულია", - აღნიშნავს ჯგერენაია. მისივე ცნობით, 2015 წლიდან დღემდე ინსპექციამ 254 კომპანია შეამოწმა, აქედან 30-ზე მეტი იყო საჯარო ანუ სახელმწიფო დაწესებულება და მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, როცა კომპანიამ ინსპექტორები შემოწმებაზე არ დაუშვა. ძირითადი დარღვევები კი რაც გამოვლინდა არის - ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობა, ელექტროუსაფრთხოება, სავენტილაციო სისტემა, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები და ა.შ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს სახელმწიფოს, 2016 წლის ბოლომდე შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში შევიდეს. ბიუჯეტიდან შრომის ინპექციის დეპარტამენტისთვის 2015 წელს 4 მილიონი ლარი, 2016 წელს კი 4 მილიონ 25 ათასი ლარი გამოიყო.

---

 

09.10.2016      

მედიასაშუალება: http://kvira.ge/286123

დავით სერგეენკო – მხარი დავუჭირე იმ ძალას, რომლისთვისაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა

საარჩევნო ყუთში კუთვნილი ბიულეტენი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც მოათავსა. როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, მან მხარი საქართველოს თავისუფლებასა და სწრაფ განვითარებას დაუჭირა. „მხარი დავუჭირე იმ ძალას, რომლისთვისაც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა და რომელიც არასოდეს დატოვებს მარტო ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს გაჭირვების, უმუშევრობისა და ავადმყოფობის წინაშე“, – აღნიშნა მინისტრმა.

---

 

09.10.2016     

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/161786

10 ოქტომბერი - ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

---

 

08.10.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/401104-amiran-gamyrelidze-yvela-vaqcina-rac-saqarthveloshi-shemodis-sakhelmtsifo-programith-maghali-khariskhisaa-da-absoluturad-usafrthkhoaa.html?ar=A

ამირან გამყრელიძე - ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოაა

ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „ჩემი კითხვა“ ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენციაა, რომელიც პრევენციას უკეთებს ბევრი ინფექციური დაავადების განვითარებას. „ფასიანი და არაფასიანი ვაქცინების შესახებ ხშირად არის საუბარი, დისკუსია. მინდა როგორც კითხვის დამსმელს, ისე მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ვაქცინაცია, იმუნიზაცია, ანუ აცრები, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ენაზე ვეძახით, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც პრევენციას უკეთებს ბევრი ინფექციური დაავადების განვითარებას. მედიცინის ისტორიაში ვაქცინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი ინტერვენცია ჯერჯერობით არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში არსებობს ეროვნული კალენდარი, რომლის მიხედვითაც ტარდება ვაქცინაცია 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, იყო 10, თუმცა ბოლო სამ წელიწადში ინფექციის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაცია დაამატეს. „ეს არის აუცილებელ-რეკომენდებულ ვაქცინაციათა კალენდარი, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია. ასევე წელს გვქონდა ერთ-ერთი ინოვაცია, რომ ეს კალენდარი და ის, თუ რა ვაქცინებით ვაწარმოებთ ქვეყანაში ვაქცინაციას, ხელმისწვდომია სმარტფონებზე. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური აპლიკაცია და ყველა დედისთვის, ვინც მშობიარობს, ხელმისწვდომია, რათა მან აპლიკაცია უფასოდ ჩამოტვირთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, თუ რა ვაქცინებს ვიყენებთ ქვეყანაში, რომელი დაავადებების წინააღმდეგ. როგორც აღვნიშნე, 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ 10 ვაქცინას ვიყენებთ, რომელსაც სრულად ყიდულობს სახელმწიფო“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორტეტია და ამაზე მეტყველებს ციფრები. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ 2011-2012 წლებში ქვეყანაში ვაქცინაციის ბიუჯეტი 4 ნახევარი მილიონი ლარი იყო, წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონი ლარია, მომავალი წლის ბიუჯეტი კი - დაახლოებით, 19 მილიონი ლარი იქნება. „ვაქცინაციის ბიუჯეტის ზრდა განაპირობებს იმას, რომ საქართველო გადავიდა მხოლოდ და მხოლოდ მაღალხარისხიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები ნიშნავს, რომ მათი ხარისხი და მათგან გამოწვეული ძალიან მცირე გვერდითი მოქმედებები, რომლებიც შეიძლება ვაქცინაციას ახლდეს, მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველა ვაქცინა, რომელიც გეგმური ვაქცინაციისთვის საქართველოში შემოდის და ასევე არაგეგმურიც, მაგალითად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და სხვა, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული და, შესაბამისად, ცოტა მეტი ღირს, ვიდრე ბაზარზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გათავისებული აქვს, რომ ვაქცინაცია გახლავთ ჩვენი მომავალი თაობის და მოსახლეობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მეთოდი და ინტერვენცია, აუცილებელია, რომ აქ ყველაფერი გამართული იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, როცა საუბრობენ ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინაზე, ამ კონტექსტში იგულისხმება ე.წ. ჰექსავალენტური ვაქცინა, რომელიც ხშირად გამოიყენება ბავშვებთან მიმართებაში. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გასულ წლამდე სახელმწიფოს შემოჰქონდა პენტავალენტური ვაქცინა, ანუ 5 კომპონენტიანი, გასული წლიდან კი უკვე ჰექსავალენტურ ვაქცინაზე გადავიდა. „სწორედ გასულ წლამდე ჩვენ შემოგვქონდა პენტავალენტური ვაქცინა, ანუ 5 კომპონენტიანი, კერძო, სექტორს ჰქონდა ე.წ. ჰექსავალენტური ვაქცინა და ექიმები ხანდახან ურჩევდნენ ხოლმე, რომ სჯობს ეს გაკეთდესო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან ყველა ვაქცინა, რაც ქვეყანაში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, გახლავთ მაღალი ხარისხის, არა აქვს მნიშვნელობა, ის სად მზადდება, რადგან პრეკვალიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და დღეს უკვე ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ გასული წლიდან ჰექსავალენტურ ვაქცინაზე გადავედით. გარწმუნებთ, რომ ვაქცინებში, რაც კერძო სექტორშია, ან სახელმწიფო სექტორშია, ხარისხთან დაკავშირებით არავითარი განსხვავება არ არსებობს. გარწმუნებთ, რომ ყველა შემოსული ვაქცინა მაღალი ხარისხისაა და აბოსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი შვილებისა და ახლობლებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ჰექსავალენტური ვაქცინა საკმაოდ ძვირია, „მაგრამ სახელმწიფო წავიდა ამაზე, რომ ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინა მიეწოდებინა“.

---

 

08.10.2016      

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/401107-amiran-gamyrelidze-zikam-bolo-ori-tselia-dzalian-sheatsukha-msoflio.html?ar=A

ამირან გამყრელიძე - ზიკამ ბოლო ორი წელია ძალიან შეაწუხა მსოფლიო

ჩვენ ბოლო რამდენიმე წელიწადია სხვადასხვა დაავადების გადამტანებთან ბრძოლა ძალიან ინტენსიური გავხადეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ჩემი კითხვა“ ზიკას ვირუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ზიკამ ბოლო ორი წელია ძალიან შეაწუხა მსოფლიო. დაახლოებით, 60-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევები, ძირითადი ქვეყანა კი, სადაც ის გავრცელდა, ბრაზილიაა. მისივე თქმით, ზიკას გადამტანი მწერი რამდენიმე წლის წინ დააფიქსირეს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად აჭარასა და სამეგრელოს რეგიონში. „ჩვენ გარკვეულად ამ რუკაზე მივეკუთვნებით რისკის მქონე ქვეყანათა ჯგუფს, გადამტანი არის, თუმცა არ არის ინფიცირებული ადამიანი. ამ თვალსაზრით ყველაზე კარგი პრევენცია გახლავთ სწორედ ამ კოღოებთან ბრძოლა. ჩვენ ბოლო რამდენიმე წელიწადია სხვადასხვა დაავადების გადამტანებთან ბრძოლა ძალიან ინტენსიური გავხადეთ, რაც გამოიხატება ერთობლივ მუშაობაში ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების, როდესაც ჩვენ სხვადასხვა ნივთიერებით ვამუშავებთ დასავლეთ საქართველოში შიდა სივრცეებს, მხედველობაში მაქვს სახლები, სარდაფები და ა.შ. ამის პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამუშავებს გარე წყალსატევებს და გარე სივრცეებს იმ ნივთიერებებით, რომლებიც სწორედ ამ გადამტანზე მოქმედებენ. ამ თვალსაზრისით წელს ორჯერადად დამუშავდა დაახლოებით 7 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ კახეთის რეგიონშიც, სადაც ზოგიერთი გადამტანი ფიქსირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ტრანსმისიულ დაავადებებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთო პოლიტიკის შექმნა. „საქართველო ტრადიციულად იყო მალარიის ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მალარია მოვსპეთ, აღმოვფხვერით და დღეს ვართ თავისუფლები, ქვეყანაში ამის ძალიან სერიოზული გამოცდილებაა და ვმუშაობთ სხვა ტრანსმისიულ დაავადებებთან მიმართებაში, ეს გახლავთ - ზიკა, დენგეს ცხელება. ჩვენთან რამდენიმე დენგე დავაფიქსირეთ. დენგე არ იყო საქართველოსთვის ტიპური დაავადება, მაგრამ მოგეხსენებათ, სხვა ქვეყნიდან ბევრი სტუდენტი ჩამოდის, რამდენიმე მათგანში ეს დაავადება დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი პრევენცია არის გადამტანებთან ბრძოლა და ამ ბრძოლას ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია სერიოზულად ვაფართოებთ. დარწმუნებული იყავით, რომ ყოველ წელს გაზაფხულიდან მოყოლებული შემოდგომამდე ეს კიდევ უფრო და უფრო გაფართოვდება“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ამავე დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად. როგორ გამყრელიძემ აღნიშნა, საზღვარზე დარიგებულია ინფორმაციები, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ჩამოდიან ზიკას მიერ დაზიანებული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკიდან, თუ მათ ემართებათ ზიკასთვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები (ზიკას აქვს ისეთი სიმპტომები, რაც ჩვეულებრივ გრიპს), მათ დროულად მიმართონ ექიმს. „ჩვენ საქართველოში ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, რომ თუ ადამიანი ზიკას ვირუსის მატარებელია, დიაგნოზი დავუსვათ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________ 10.10.2016  

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

"ქალს, რომელიც შვილებზე გიჟდებოდა, ისიც კი არ ახსოვს, რომ დედაა"

ოთხი თვის წინ ბათუმში როლანდ აბაშიძესა და თინათინ ხიმშიაშვილს ტყუპი ვაჟი გაუჩნდათ - საბა და შოთა. ძმებს შინ უფროსი დაიკო, 4 წლის ლილე ელოდებოდა. ოჯახის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ბედისწერამ ყველაფერი შეცვალა - მამა შინ ტყუპთან ერთად დაბრუნდა, ცოლი კი საავადმყოფოში უგონოდ დატოვა... როლანდ აბაშიძე: - მე და თინიკო სიყვარულით დავქორწინდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ახლა გონდაკარგულს რომ ვუყურებ, აღარ ვიცი, რა ვქნა, მისი საცოდაობით ვიწვი. ცალკე შვილებსა და დედაჩემზე ვდარდობ. დედას დღე-ღამეში 2 საათიც არ სძინავს, ხან ერთი ბავშვი ტირის და ხან მეორე... არაფერი დამიშურებია, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელები დაბადებულიყვნენ და მშობიარობას მშვიდობიანად ჩაევლო. ექიმი გვამხნევებდა, - ყველაფერი კარგად არისო. - მშობიარობა რატომ გართულდა? - თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ექიმმა გვითხრა, - ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ, დედა ნარკოზიდან მალე გამოვაო. ლოდინში ერთი საათი რომ გავიდა და ექიმი აღარ გამოჩნდა, მოვითხოვეთ, მოსულიყო. გვითხრა, - მშობიარემ პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ შემოგვჩივლა, ცუდად ვარო, ამიტომ ნარკოზი დავუმატეთ. დაელოდეთ და გამოვაო. გავიდა 3 საათზე მეტი. მშობიარის ნახვა კატეგორიულად მოვითხოვეთ. ჩემი ცოლი საოპერაციო მაგიდაზე უგონოდ იწვა და ცივი იყო. გამოვიძახეთ რეანომობილი, რომელმაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. - ანუ უკვე ძალიან დამძიმებული იყო იმ დროისთვის... - იმ საავადმყოფოს პერსონალმა, რომელშიც გადავიყვანეთ, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლაზე უარი თქვა, მაგრამ გამოჩნდა ორი ექიმი და თინიკოს გულის ამუშავება დაიწყეს. სასწაული მოხდა და თინიკოს გული ამუშავდა, მაგრამ რამდენიმე კვირა აპარატზე იყო შეერთებული. ბოლოს აპარატიდან მოხსნეს, გულიც დამოუკიდებლად ამუშავდა, მაგრამ კომაში დარჩა. რამდენიმე კვირის შემდეგ თვალიც გაახილა, თუმცა გონება არ დაუბრუნდა, ქალს, რომელიც შვილებზე გიჟდებოდა, ისიც კი არ ახსოვს, რომ დედაა... რომ გაჩვენათ, ლილე რა სიყვარულით ექცევა თავის პატარა ძმებს. მეცოდება მოხუცი სიდედრი, რომელიც გათიშული შვილის შემხედვარე დღედაღამ ტირის. დედაჩემიც მებრალება - ტყუპის გაზრდა ხანდაზმულს კი არა, ახალგაზრდას უჭირს ღამენათევი ძლივს დადის. მეზობლები ბავშვების ტირილს რომ გაიგონებენ, მორბიან და ვიდრე დედაჩემი საკვებს გაუმზადებს, ართობენ პატარებს. მე კი დაღამებამდე საავადმყოფოში ვარ, მუშაობასაც ვერ ვახერხებ. თინიკოს შინ მოყვანა არ შეიძლება, რადგან ყელში სტომა აქვს ჩადგმული. ამასობაში საავადმყოფოს ვალი 40.000 ლარზე მეტი გახდა. აქედან 15.000 ლარი ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევამ დააფინანსა, ნაწილიც იმ საავადმყოფომ გადაიხადა, სადაც თინიკომ იმშობიარა, დანარჩენს რა ვუყო, ან მკურნალობის შემდგომი თანხები როგორ გადავიხადო? - ბავშვების საკვებს რა თანხით ყიდულობთ? - ჯანმრთელობის სამინისტრომ დაგვაფინანსა 2.000 ლარით, თუმცა, მალე გათავდება და ამის შემდეგ რაღას ვიზამთ, არ ვიცი. სახელმწიფომ შემოგვთავაზა, - ბავშვებს მინდობით აღზრდაში გადავიყვანთო, მაგრამ დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა, - როცა მოვკვდები, ბავშვები მაშინ წაიყვანოს სხვამ გასაზრდელად, თუ სახელმწიფოს დახმარება უნდა, ეგ ფული ჩვენ მოგვცეს, ძიძას დავიქირავებთ, რომელიც ბავშვებს ჩვენთან ერთად გაზრდისო. ვფიქრობ, რომ დედაჩემი მართალია. მე თუ შემიძლია შვილის გაზრდა, სახელმწიფომ ამაში ფული სხვას რატომ უნდა მისცეს და შვილები რატომ უნდა დამაშოროს, იმ სხვას ჩემი შვილები ჩემზე მეტად ეყვარება?! P.S. პატარა აბაშიძეები თითქოს ობლები არ არიან, მაგრამ მაინც ობლები არიან. არავინ იცის, დედიკო ოდესმე გაუღიმებთ თუ არა. ბავშვების ბებიას კი ძალა ელევა, ოჯახს - ფული... ამ დროს მაშველი, წესით, სახელმწიფო უნდა გახდეს, რომელსაც ამ საგანგებო შემთხვევის დამარეგულირებელი კანონმდებლობა არ გააჩნია. აბაშიძეები კი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა გაიზარდონ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ მათ ანგარიშს - თუკი ვინმეს მცირე საშუალება გაქვთ ამ ანგელოზების დასახმარებლად, იქნებ ხელი გაუწოდოთ. ასეთი სიკეთე ხომ უკვალოდ არასოდეს იკარგება. თიბისი ბანკი ანგარიში: GE22TB7800745062100001 მიმღები როლანდ აბაშიძე ტ. 568-76-81-00

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3957644&name=10.10.2016+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---