From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : mediamonitoringi-13.10.16
Cc : zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge
Received On : 13.10.2016 08:22
Attachments :

 

მედიამონიტორინგი 13.10 .2016

ტელევიზია 

13.10.2016

არხი:           იმედი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  ქრონიკა 09:00

მომავალი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური პაკეტის საკითხებზე იმსჯელებენ დღეს საკანონმდებლო ორგანოში. დეპუტატები ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შეიკრიბებიან. რა უპირატესობა ექნება ახალ პროექტს და რა მიმართულებაზე გამახვილდება ყურადღება. კომიტეტის წევრები დღეს ამ საკითხებს განიხილავენ. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3964990

---

 

12.10.2016

არხი:           бѓўбѓ• პირველი

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  бѓЎбѓђбѓҐбѓ›бѓ˜бѓђбѓњбѓ˜ დილა TV1

სელექციური აბორტს უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული ნიშნის გამო ჩატარებულ აბორტს. როდესაც არ არის სასურველი სქესის ნაყოფი, საქართველოში აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირად სწორედ ამ ნიშნით იკეტებენ აბორტს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3962890

---

 

12.10.2016

არხი:           რუსთავი 2

бѓ’бѓђбѓ“бѓђбѓЄбѓ”бѓ›бѓђ:  კურიერი 15:00

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც გვიან ღამით მუნიციპალური თავშესაფრის შენობაში შეიჭრნენ, მერიის წარმომადგენელს შეხვდნენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=3963993

---

 

 

ინტერნეტი

12.10.2016     

მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/113338-2017-tslis-biujetit-cxrameti-saministrodan-eqvsis-biujeti-izrdeba

ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან მომავალ წელს ევქსის ბიუჯეტი იზრდება

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის ხარჯები 10.5 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელ ბიუჯეტს 410 მილიონი ლარით აღემატება. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან ექვსის ბიუჯეტი იზრდება. სამინისტროებიდან ყველაზე მეტად ზრდა ჯანდაცვის სამინისტროს ეხება, რომლის ბიუჯეტიც 168 მილიონი ლარით იზრდება და ის 3.3 მილიარდ ლარს აღწევს. მთავრობა მომავალ წელს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკისა და სპორტის სამინისტრიოების ბიუჯეტებს ზრდის. უცვლელი რჩება დიასპორის, ლტოლვილთა და განსახლების, სამოქალაქო ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის სამინისტროთა ბიუჯეტები. მცირდება ფინანსთა, საგარეო საქმეთა, კულტურის, სოფლის მეურნეობის, შსს-ს, იუსტიციის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ბიუჯეტები. მომავალ წელს ყველაზე მეტად, 83 მილიონი ლარით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება, რაც უფასო ხვნის პროგრამის შეჩერებას და სხვა სუბსიდირების პროგრამების დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.

---

 

12.10.2016     

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?id=122218

 

"აქ ვიშიმშილებ თუ სახლში რა აზრი აქვს" - 10 შვილის მამა ბავშვების გამოსაკვებად პირუტყვის ჩუქებას ითხოვს

კანცელარიასთან ღვაკაძეების 10 სულიანმა ოჯახმა დღეს აქცია გამართა. როგორც ოჯახის უფროსი ამბობს, მას შვილების გამოკვების საშუალება არ აქვს და სახელმწიფოსგამან პირუტყვის შეძენას მოითხოვს, რომ შვილები გამოკვებოს. თავის მხრივ კანცელარიაში აცხადებენ, რომ ვეფხვია ღვალაძეს ერთჯერადად დაეხმარნენ, მას სამსახურის შესთავაზეს რაზეც უარი მიიღეს. "ჩემი მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ სახლში პურის ფქვილიც კი არ მაქვს, რომ ბავშვები გამომეკვება. შიმშილობა გამოვაცხადე, აქ ვიშიმშილებ თუ სახლში რა აზრი აქვს. ჩემი მოთხოვნაა ერთ შვილზე 10 თხა და ერთი ძროხის ჩუქებაა"- აღნიშნა ღვალაძემ. ვეტერანთა საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ვეფხვია ღვალაძემ დასქმებაის შეთავაზებაზე უარი თქვა. "სამსახური მას დაეხმარა ერთჯერადად, დასაქმებაც შევთავაზეთ რაზეც უარი თქვა და აღარ დარჩა, აღარანაირი კანონიერი საშუალება, რომ ჩვენ ვეტერანთა სამსახური რომ ამ კონკრეტულ ვეტერანს დაეხმაროს"- აცხადებენ უწყებაში.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

13.10.2016      

მედიასაშუალება: მესინჯერი

11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გოგონათა სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა სამწუხაროდ ისევ დაბალია. ასევე, არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ პირობებში. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის აღნიშნული პრაქტიკის პრევენცია საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. 2015-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა სკოლებში, როგორც მოსწავლეებთან ასევე, მშობლებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ აღნიშნულ თემაზე მოსახლეობის ინფორმირების დონე. ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებიც კი ვერ ხვდებიან, თუ რა ზიანის მომტანია ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორც განათლების, ისე ჯანმრთელობის კუთხით. სამწუხაროდ, კვლავ გავრცელებულია ნიშნობებისა და ქორწინების იძულების შემთხვევები. მთავარ გამოწვევას კი, საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ასევე, მნიშნელოვანია, გამოსწორდეს სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. უჩა ნანუაშვილის თქმით, კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, როდესაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო, უპირატესობა ვაჟს ენიჭება, რის შედეგადაც ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება. „აუცილებელია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დაინერგოს სწავლება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეს გახდეს სასწავლო პროცესის არსებითი ნაწილი. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, უსვამს ხაზს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგონათა შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3965059&name=13.10.2016+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

13.10.2016      

მედიასაშუალება: გზა

გამოუყენებლი შრომის უფლება

საქართველოში დასაქმების პრობლემა რომ მწვავედ დგას, არახალია, მაგრამ ამ მხრივ, სხვებთან შედარებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობა ბევრად მძიმეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ აქვთ მონაცემები, რამდენიმ შრომისუნარიანი შშმ პირია სახელმწიფოში, თუმცა აშკარაა, რომ ეს რიცხვი მაღალი იქნება. ნუცა ბახსოლიანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის მხარდაჭერით დასაქმების კონსულტანტი: "შრობის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში შესაბამისი მოდელი შეირჩა, რომელიც მოწყვლადია და ასევე, შშმ პირებს დასაქმებაში დაეხმარებოდა. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოვიდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, სადაც გაესაუბრება კონსულტანტებს და გავარკვევთ, რა შეუძლია, რაიმე განათლება ან სპეციალობა თუ აქვს, ან უბრალოდ, სად აქვს საკუთარი თავი წარმოდგენილი."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=3964987&name=13.10.2016+-+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90&p=1&lang=Ge

---