საბჭოს პატივცემულო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, გლობალური ფონდის მიმდინარე პროგრამების საგრანტო ხელშეკრულებების პირველი ფაზის (2014 წლის II კვარტლამდე) ფარგლებში პროგრამის განხორციელებაში მონაწილე ორგანიზაციებს გრანტის ძველი ძირითადი მიმღები ორგანიზაციის (ა(ა)იპ „გლობალური პროგრამების განმახორციელებელი ცენტრი“) მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდათ ძირითადი და მცირეფასიანი აქტივები, რომელსაც პროგრამების განმახორციელებლები იყენებდნენ მე-2-ე ფაზის საგრანტო ხელშეკრულებით (2014 წლის II კვარტლიდან) ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული აქტივების ისტორიული ღირებულება შეადგენდა 2,180,563 ლარს, ხოლო მათი ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 1 აპრილისთვის შეადგენს 937,131 ლარს.
საგრანტო ხელშეკრულებების სტანდარტული პირობების შესაბამისად, გლობალური ფონდი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ პროგრამის აქტივების განკარგვისას ეყრდნობა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას.
დანართში მოცემულია გლობალური ფონდის გრანტების ძირითადი მიმღების წერილი დასახელებული პროგრამების აქტივების საკოორდინაციო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, პროგრამების განმახორციელებლებისათვის სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და აქტივების სია.
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაუგვიანეს მიმდნარე წლის 3 ივნისის 18:00 საათისა.
მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ პროგრამების აქტივების განმახორციელებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი ჩაითველბა დამტკიცებულად საბჭოს მიერ, რის შესახებაც ეცნობება გლობალურ ფონდს.
პატივისცემით,
ნათია