| From : | Nino Kipiani <NKipiani@sao.ge> |
| To : | mabramishvili@moh.gov.ge; nesiashvili@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; g.kobalia@ncdc.ge; durushadze@moh.gov.ge; vchanishvili@moh.gov.ge; ktsulukidze@moh.gov.ge |
| Subject : | მოსაწოდებელი ინფორმაცია |
| Cc : | nkinkladze@moh.gov.ge; tmodebadze@ssa.gov.ge |
| Received On : | 16.03.2016 11:56 |
მოგესალმებით,
2015 წლის ფარგლებში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ
შემდეგი ინფორმაცია:
1.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების №605 („საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების
წესის“ დამტკიცების შესახებ ) მიხედვით ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში:
·
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), რომლის საფუძველზეც შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია;
·
ინვენტარიზაციის აქტი;
·
ინვენტარიზაციის შედარების უწყისები;
2.
საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში - საქართველოს კანონის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ (მიღების თარიღი 28/05/1999,
დოკუმენტის ნომერი 2052) მუხლი 14-ის მეორე ქვეპუნქტის შესაბამისად - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი“, წარმოადგინოთ აღნიშნული მუხლის შესაბამისად მოწვეული
აუდიტორული კომპანიების დასკვნები.
იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი საკითხებიდან რომელიმე საკითხი არ ჩატარებულა (არ განხორციელებულა), გთხოვთ წარმოგვიდგინოთ განმარტება ცნობის (ხელმოწერილი
და ბეჭდით დამოწმებული) სახით.
გთხოვთ აღნიშნული საკითხების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოთ არაუგვიანეს ამა წლის 18 მარტისა.
პატივისცემით,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის,
სოციალური სფეროს დეპარტამენტის,
წამყვანი აუდიტორი,
ნინო ყიფიანი
ტელ: 2 43-84-38 (175)
მობ: 599 85-80-98