| From : | Vakhtang Chanishvili <vchanishvili@moh.gov.ge> |
| To : | nkinkladze@moh.gov.ge |
| Subject : | სამედიცინო ბრიგადის ტანამშრომლების გადამზადებისათვის შაჭირო თანხები |
| Received On : | 16.05.2016 10:11 |
| Attachments : |
ბატონო ნოე მოგესალმებით
როგორც თქვენთვის ცნობილია ცენტრი მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს სამედიცინო ბრიგადების თანამშრომლების გადამზადებას, რისთვისაც დამატებით საჭირო იქნება მიახლოებით 113,000 ლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მსმენელი არის რაიონიდან შესაძლოა გახდეს საჭირირო მათი განთავსება სასტუმროში. ივნისის თვიდან წლის ბოლომდე დაგეგმილია კვირაში 2-4 14 კაციანი ჯგუფის გადამზადება. სასტუმროში ერთდროულად, დღეში შესაძლებელია მხოლოდ 14 ადამიანის, ხოლო კვირის განმავლობაში მხოლოდ 28 ადამიანის განთავსება, შესაბამისად წლის ბოლომდე სასტუმროში განსათავსებელი მსმენელების რაოდენობა შეადგენს 840. თანხა სასტუმროში განთავსებული მსმენელების საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველსაყოფად დაგვჭირდება მიახლოებით 16,000 ლარი.
სულ ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგების განსახორციელებლად დამატებით საჭირო იქნება მიახლოებით 129,000 ლარი.
თანდართულ ფაილში გიგზავნით ტრენინგებისათვის საჭირო თანხების დელატურ გაშლას.
პატივისცემით,
ვახტანგ ჭანიშვილი
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო