მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია სამინისტროები ამტკიცებენ თავიანთ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს 30 ივნისამდე. ამასთან, მიმდინარე წელს ყველა
სამინისტრო ამზადებს დეტალურ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს პროგრამული ბიუჯეტის განახლებული მეთოდოლოგიის საფუძველზე (N385 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება და საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 26 თებერვლის N104 დადგენილება).
როგორც შევთანხმდით, დავგეგმეთ შეხვედრები ყველა სამინისტროს წარმომადგენლებთან (როგორც საფინანსო/საბიუჯეტო სამსახურების/დეპარტამენტების
ისე პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურული ერთეულების, ასევე საჭიროების შემთხვევაში სამინისტროების საქვეუწყებო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებთან). შეხვედრებზე განვიხილავთ თქვენს მიერ მომზადებულ 2017-2020 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის
პროექტებს.
გიგზავნით შეხვედრების (14-15-16 ივნისი) განრიგს.
გთხოვთ
არაუგვიანეს 13 ივნისისა (თითოეული სამინისტროდან არაუმეტეს 7-8 წარმომადგენელი) ვინც დაესწრება შეხვედრებს. თუმცა 14 ივნისს ჩანიშნულმა სამინისტროებმა გთხოვთ, რომ
არაუგვიანეს 10 ივნისისა წარმოადგინოთ კანდიდატურები.
იმ შემთხვევაში,
თუ თქვენი სამოქმედო გეგმები ფინანსთა სამინისტროში
ოფიციალურად წარმოდგენილისგან განსხვავდება, გთხოვთ, რომ გადმოაგზავნოთ წინასწარ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე
n.mokverashvili@mof.ge; აღნიშნული ინფორმაციაც უმჯობესია შეძლებისდაგვარად
შეხვედრამდე 2 დღით ადრე გადმოაგზავნოთ მითითებულ მეილზე.
დამატებით კითხვების, მოსაზრებების ან წინადადებების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომელს
შემდეგ ტელეფონის ნომერზე - 26 15 14 ან მისწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე n.mokverashvili@mof.ge;
პატივისცემით,
ნათია
ნათია გულუა
საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
საბიუჯეტო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქუჩა N16
(+995) 577 922 912
(+995) 032 261 673
Natia Gulua
Head of Budget Policy Division
Budget Department
Ministry of Finance of Georgia
16 Gorgasali Str, Tbilisi 0114, Georgia
(+995) 577 922 912
(+995) 032 261 673
e-mail:
n.gulua@mof.ge