| შედეგები: | 14/09/2016 19:15 -
ვეთანხმები,
შენიშვნებით - ვინაიდან
საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით
მაღალმთიან დასახლებებში
კერძო სამართლის იურიდიულ
პირებში დასაქმებულ
პირებზე ვრცელდება
საგადასახადო შეღავათები,
მიზანშეწონილად არ
მიგვაჩნია
იგივე პირებისათვის
დამატებით დანამატების
განსაზღვრა. შესაბამისად, ვერ
დავეთანხმებით წარმოდგენილ
პროექტს მაღალმთიან
დასახლებაში მდებარე,
მუნიციპალიტეტის 100%-იანი
წილობრივი მონაწილეობით
დაფუძნებულ და მის
მფლობელობაში არსებულ
სამედიცინო დაწესებულებებში
მომუშავე სამედიცინო
პერსონალზე დანამატების
გაცემის თაობაზე.
ამასთან, მიზანშეწონილად
მიგვაჩნია დადგენილებიდან
ამოღებულ იქნეს მე-2
მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“
ქვეპუნქტი, რომელიც
ითვალისწინებს მაღალმთიან
დასახლებაში მდებარე,
სახელმწიფოს 100%-იანი
წილობრივი მონაწილეობით
დაფუძნებულ და მის
მფლობელობაში არსებულ
შემდეგ სამედიცინო
დაწესებულებებში მომუშავე
სამედიცინო პერსონალზე
დანამატების გაცემას.
- თაბუაშვილი გიორგი
(მინისტრის პირველი
მოადგილე); |