საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030160972259413
             № 01-254/ო 17 / დეკემბერი / 2013 წ.             
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების (ყოველთვიური და წლიური) ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 ვბრძანებ:

 

1.   დამტკიცდეს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმები თანდართული რედაქციით (დანართი №1, №2, №3, №4, 5,6).

2.       ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა (შემდგომში - სსიპ) სამინისტროს წარუდგინონ ყოველთვიური შესრულების ანგარიშები საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში – არაუგ­ვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა, №1-6 დანართების შესაბამისად, ხოლო სამინიტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა ეკონომიკურ და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტებს წარუდგინო ყოველთვიური შესრულების ანგარიშები საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში – არაუგ­ვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა,5 დანართის შესაბამისად.

3. დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საჭიროების შემთხვევაში, დაევალოს სსიპ-ებს და სამინიტროს ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ინფორმაციის მოთხოვნიდან (მ.შ. წერილობითი ან სიტყვიერი) ორი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყონ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება.

4.    დაევალოს სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის, ჯანმრთელობის დაცვის,  სოციალური დაცვისა და  საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტებს, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ანალიზი, მიაწოდონ სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 8 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო წლიური ანგარიში არაუგვიანეს მომდევნო წლის 25 იანვრისა;

5.  დაევალოს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი ინფორმაციის კონსოლიდირება, კომპეტენციის ფარგლებში ანალიზი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო წლიური ანგარიშის წარდგენა არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლისა.

6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ დავით ლომიძეს.
        7.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი
დავით სერგეენკო