| From : | Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge> |
| To : | nkinkladze@moh.gov.ge |
| Subject : | FW: biujetis cvlileba |
| Received On : | 15.03.2016 11:53 |
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 მარტს მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ყველას ერთად დაგვავალა ბიუჯეტში გამოვძებნოთ რესურსი დაახლოებით 250,0 მლნ ლარის ოდენობით.
ალბათ ყველას გესმით რომ ძალიან რთულია ამ მოცულობით ხარჯების შემცირება, თუმცა ერთად უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმალურად შევამციროთ ის ხარჯები, რისი შემცირებაც შესაძლებელია.
შემცირება მიზანშეწონილია განხორციელდეს შემდეგი პრინციპებით:
· ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდეს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად (მშ. საწვავის, მივლინების, რემონტების და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები);
· შრომის ანაზღაურება უნდა შემცირდეს 2015 წლის ფაქტიური მაჩვენებლის დონემდე (სადაც გარდაუვალია ზრდა სხვადასხვა ობიექტური მიზეზებით ეს შესაძლებელია განვიხილოთ და გვქონდეს არგუმენტები);
· შეიკვეცოს იმ პროგრამების დაფინანსება, რომელთა განხორციელების გადავადება მნიშვნელოვნად არ შეაფერხებს შესაბამისი დარგის განვითარებას;
· კაპიტალური ხარჯებიდან მაქსიმალურად შეიკვეცოს ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მანქანა დანადგარების შესყიდვა;
პრემიერის დავალების შესაბამისად ბიუჯეტის ცვლილების პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა მომზადდეს, ამიტომ აუცილებელია ოთხშაბათიდან დავიწყოთ შეხვედრები.
იქნებ მომწეროთ, ვისთვის როდის არის შეხვედრა მოსახერხებელი და განვიხილოთ თქვენს უწყების ბიუჯეტში რისი შემცირებაა შესაძლებელი.
პატივისცემით,
გია
Giorgi Kakauridze
Deputy Minister of Finance
16 Gorgasali Str, Tbilisi 0114, Georgia
Tel: (+995 32) 226 14 45
Fax: (+995 32) 226 24 16
Cell: (+995) 577 05 07 07