From : Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>
To : nkinkladze@moh.gov.ge; tmodebadze@ssa.gov.ge
Subject : FW: informacia 2017 wlis biujetze
Received On : 22.09.2016 08:30
Attachments :



From: David Sergeenko
Sent: Wednesday, September 21, 2016 2:53 PM
To: Zaza Sopromadze; vkvaratskhelia@moh.gov.ge
Subject: Fwd: informacia 2017 wlis biujetze
 


Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: "Nodar Khaduri" <N.Khaduri@mof.ge>
To: "'ajejelava@mes.gov.ge'" <ajejelava@mes.gov.ge>, "'agulashvili@moe.gov.ge'" <agulashvili@moe.gov.ge>, "'dkumsishvili@economy.ge'" <dkumsishvili@economy.ge>, "'i.eloshvili@energy.gov.ge'" <i.eloshvili@energy.gov.ge>, "'lizoria@mod.gov.ge'" <lizoria@mod.gov.ge>, "'ttsulukiani@justice.gov.ge'" <ttsulukiani@justice.gov.ge>, "'mikheil.giorgadze@culture.gov.ge'" <mikheil.giorgadze@culture.gov.ge>, "'sozarsubari@gmail.com'" <sozarsubari@gmail.com>, "'n.javakhishvili@mrdi.gov.ge'" <n.javakhishvili@mrdi.gov.ge>, "'mjanelidze@mfa.gov.ge'" <mjanelidze@mfa.gov.ge>, "'kkakhishvili@moc.gov.ge'" <kkakhishvili@moc.gov.ge>, "'Levan.Davitashvili@moa.gov.ge'" <Levan.Davitashvili@moa.gov.ge>, "'t.khechikashvili@msy.gov.ge'" <t.khechikashvili@msy.gov.ge>, "'gmgebrishvili@mia.gov.ge'" <gmgebrishvili@mia.gov.ge>, "David Sergeenko" <dsergeenko@moh.gov.ge>, "'baqradze@gmail.com'" <baqradze@gmail.com>, "'d.bakradze@eu-nato.gov.ge'" <d.bakradze@eu-nato.gov.ge>, "'gdumbadze@diaspora.gov.ge'" <gdumbadze@diaspora.gov.ge>, "'ktsikhelashvili@smr.gov.ge'" <ktsikhelashvili@smr.gov.ge>, "Maia Tskitishvili (mtskitishvili@gov.ge)" <mtskitishvili@gov.ge>, "gkvirikashvili@gov.ge" <gkvirikashvili@gov.ge>
Cc: "Giorgi Kakauridze" <giorgi.kakauridze@mof.ge>
Subject: informacia 2017 wlis biujetze

მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო,

როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო პერიოდის გამო ძალზედ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს უნდა წარედგინოს 1 ოქტომბრამდე (გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტების წარდგენის ვადებია 5 ნოემბერი და 30 ნოემბერი).
მინდა მოკლედ გაცნობოთ დაგეგმვის პროცესში არსებული სირთულეები:

Ø  ჯამში სესხების გარეშე, საბიუჯეტო სახსრებში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით რესურსი გვაქვს მხოლოდ 20,0 მლნ ლარით მეტი.

·        ეკონომიკური ზრდის ხარჯზე საგადასახადო შემოსავლები იზრდება დაახლოებით 700,0 მლნ ლარით, თუმცა მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად აღნიშნული ზრდა მცირდება დაახლოებით 500,0 მლნ ლარით და რეალური ზრდა რჩება მხოლოდ 190,0 მლნ ლარი;

·        მიმდინაე წლის შესულების ტენდენციის გათვალისწინებით სხვა შემოსავლებში დანაკლისი გვაქვს 40,0 მლნ ლარი;

·        არაფინანსური აქტივების კლებაში 2015-2016 წლებში 150,0 მლნ ლარზე მეტი შემოდიოდა „4G“ ლიცენზიების გაყიდვიდან, რაც 2017 წელს აღარ იქნება და შესაბამისად დანაკლისი გვექნება 135,0 მლნ ლარი;

·        გრანტებში მოსალოდნელია 5,0 მლნ ლარით მეტის მიღება;



Ø  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაზრდილი სესხების ჩათვლით 2017 წელს რესურსი გვაქვს მხოლოდ 185,0 მლნ ლარით მეტი ვიდრე 2016 წელს.

·        დაგეგმილია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ზრდა 100,0 მლნ ლარით (50%-ით), ასევე მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან და შესაძლებელია საბიუჯეტო დახმარების სახით კრედიტები მივიღოთ დაახლოებით 65,0 მლნ ლარით მეტი.



Ø  უკვე აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად, ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წელთან შედარებით დამატებით ესაჭიროება დაახლოებით 270,0 მლნ ლარით მეტი (გაზრილი პენსიები, მთის კანონი, საყოველთაო ჯანდაცვა და სხვა), თუმცა რესურსის უქონლობის გამო გათვალისწინებულია მხოლოდ 168,0 მლნ ლარით მეტი;



Ø  მასწავლებელთა ხელფასების ზრდის (უკვე აღებული ვალდებულებები) დასაფინანსებლად დამატებით საჭიროა 50,0 მლნ ლარამდე;



Ø  გარდა ზემოაღნიშნულისა დამატებითი სახსრებია საჭირო სხვადასხვა ვალდებულებების დასაფინანსებლად (მაგ: ვალების მომსახურება და დაფარვა 30,0 მლნ ლარზე მეტი, სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება 10,0 მლნ ლაამდე და სხვა);



Ø  ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იძულებული ვართ სამინისტროების უმეტესებობის დაფინანსება შემცირდეს (შემცირება შეეხება არამხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, არამედ არსებულიპროგრამების ნაწილსაც);



Ø  გარდა ამისა, აუცილებელია დეფიციტის დაბალი ნიშნულის შენარჩუნება, რაც მთავარი პირობაა დონორებისგან თანხების მოზიდვისთვის, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება იმ მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რაც პრემიერ მინისტრის მიერ არაერთხელ იქნა გაჟღერებული და საარჩევნო პროგრამაშიც უკვე გაწეილია;



გიგზავნით ბიუჯეტის პროექტს, რომელიც კვირის ბოლოსთვის ოფიციალურად აიტვირთება მთავრობაზე განსახილველ საკითხებში. (2 შიტზეა, ერთში ჯამური მონაცემებია, მეორე ჩაშლილია პროგრამების მიხედვით);

კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის პირველადი პროექტი და მისი გადამუშავება არჩევნების შემდგომ მოხდება თითოეული პროგრამის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი განხილვის შედეგად.

P.S. საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად ახალი ინიციატივების ბიუჯეტში ჩასმის უფლება არ გვაქვს.

პატივისცემით,

ნოდარ ხადური