From : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject :
Cc : gabuladze@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge
Received On : 14.08.2015 05:49
Attachments :

დილა მშვიდობისა, ბატონო დავით! დაპირებისამებრ გიგზავნით სამინისტროს 6 თვის ფინანსური ანგარიშგების ანალიზს. ანგარიშში მიმოხილულია ძირითადი ასპექტები 2015 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობისა. ასევე, ფაილი "36", ეს არის მცდელობა საყოველთაოში არსებული პრობლემების დანახვისა, მაგრამ შევწყვიტეთ ამ საკითხზე მსჯელობა, რამეთუ შევდიოდით უფრო ღრმად და ღრმად და ეს ხდებოდა დაუსრულებელი პროცესი. ფაქტია, რომ პროგრამა მუშაობს და აგრძელებს მუშაობას, მაგრამ შიგთავსი ამ პროეცესისა მოითხოვს ახალ, გამოცდილების მიღების შემდგომ დახვეწას და კონსოლიდაციას. ამ პროგრამაში მომუშავე ადამიანების გამოცდილებას სჭირდება თავმოყრა და იმ რისკების აღმოფხვრა, რის წინაშეც შეიძლება ვიმყოფებოდეთ. ეს გრძელი თემაა და ამ ანალიზის თემა არ არის. ანგარიშს დეს-ში ავტვირთავთ ორშაბათს, ან სამშაბათს - გია თოფურიაც გამოვა შვებულებიდან, ხელი უნდა მოაწეროს. პატივისცემით, კახა